გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2019
საქმის ნომერი
020310017002138249
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310017002138249 (3/212-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2019 წელი ქ. ზ--------ი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ზ--------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - სს---–--------–-------------რი

წარმომადგენლები: მა---------–--ე, მე--------–-ძე

 

მოპასუხეები: ი.მ. გე-–-------–-–---–ი, ქე--------------ე

ქე--------------ის წარმომადგენელი - ბაჩ-----------–---–ი

 

დავის საგანი - ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ი.მ. გე-–-------–-–---–ის და ქე--------------ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

 

3.დავის ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გე-–-------–-–---–ი 24.05.2005 წლიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

 

3.1.3. 2--- წლის 05 ს----------- გე-–-------–-–---–ის მიმართ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა კამერალური საგადსახადო შემოწმების შესახებ №3---- ბრძანება, რომელსაც გე-–-------–-–---–ი ელექტრონულად გაეცნო 2--- წლის 09 ს-----------. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ი.მ. გე-–-------–-–---–ს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებლები;

-შედარების აქტი (ს.ფ. 20);

-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 21);

-ბრძანება (ს.ფ. 19);

-ამონაწერი ელექტრონული პროგრამიდან (ს.ფ. 171);

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 06.02.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხეები 2----–-–----- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რაც შეწყდა 2--- წლის 06 ნოემბერს. ამის მიუხედავად, გე-–-------–-–---–ი და ქე--------------ე ცხოვრობენ ერთად, ერთ მისამართზე ქ. ზ--------ში, პა-----ს ქ. №2-ში.

 

ასევე, აღსანიშნავია, რომ გე-–-------–-–---–ს და ქე--------------ეს ჰყავთ სამი შვილი.

 

3.2.2. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული კამერალური საგადსახადო შემოწმების შესახებ 05.09.2--- წლის №3---- ბრძანების გაცნობის შემდგომ ი.მ. გე-–-------–-–---–მა თავის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება გადასცა მეუღლეს ქე--------------ეს, კერძოდ:

 

-ქ. ზ--------ში, პა-----ს ქუჩა №2-ში მდებარე მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №43.31.------) ი.მ. გე-–-------–-–---–ისაგან გადაეცა ქე--------------ეს 13.10.2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ისე, რომ მას ი.მ. გე-–-------–-–---–ისათვის თანხა არ გადაუხდია.

 

-20.10.2--- წელს გე-–-------–-–---–მა მეუღლეს გადაუფორმა ორი ავტომანქანა: 1. ,,DA- CF 250’’ (VIN: XL--------------8) და 2. ,,O--------A G’’ (VIN: W0---------------).

 

გადაცემის მიუხედავად, მოპასუხე გე-–-------–-–---–ი დღემდე სარგებლობს მითითებული უძრავ/მოძრავი ქონებით. ამასთან, მას ქონების ქე--------------ისათვის გადაცემის შემდგომ სხვა ქონება საკუთრებაში არ დარჩენია.

 

3.2.3. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით გადასახადის გადამხდელის - ი.მ. გე-–-------–-–---–ის ქონებაზე 2--- წლის 03 დეკემბრის №02-----0 შეტყობინებით რეგისტრირებული იქნა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომელსაც ელექტრონულად გაეცნო 2--- წლის 19 დეკემბერს. აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 29 ივნისს ი.მ. გე-–-------–-–---–ის მიმართ გაიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №02----- ბრძანება, რაც პირადად ჩაბარდა გე-–-------–-–---–ს 2----–-–---------–----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებლები;

-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20.09.2017 წლის წერილი (ს.ფ. 25);

-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23, 166);

-ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28);

-ინფორმაცია მომსახურების სააგენტოდან (ს.ფ. 27);

-ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება (ს.ფ. 18);

-შედარების აქტი (ს.ფ. 20);

-ი.მ. გე-–-------–-–---–ის განცხადება (ს.ფ. 26);

-ვიდეო ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 172-173);

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 06.02.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ უფლების დაცვა ადმინისტრაციულ პროცესში შესაძლებელია ისეთი სახით, როგორიცაა აღიარებითი სარჩელი, რაც რეგლამენტირებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით, რომლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის უნდა დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი, რომლითაც აღდგება მისი კანონით დაცული ინტერესი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნა აღიარებითია, რადგან მისი მოთხოვნაა დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანს (იურიდიული ინტერესს) წარმოადგენს ცრუმაგიერობით დაფარული ქონებით სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

იმავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს შემდეგი: 1. გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია; 2. კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის, უფლებები.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. „ჩრდილოვანი დირექტორის“ თეორია. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებები ამომწურავი არ არის, შესაძლოა იყოს სხვაგვარი მოცემულობა, რომელიც დაადასტურებს, რომ გადასახადის გადამხდელის სხვა პირისაგან განსხვავება შეუძლებელია და რომ ეს პირი გამოყენებულია საგადასახდო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

უდავოა, რომ ი.მ. გე-–-------–-–---–ს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2--- წლიდან, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. აუცილებელია დადგინდეს, გადასახადის გადამხდელის - ი.მ. გე-–-------–-–---–ის მიერ განკარგული ქონება წარმოადგენს თუ არა ცრუმაგიერი ურთიერთობის საგანს, ასეთად კი მიჩნეულ უნდა იქნეს ისეთი ქონება, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასხვისებული (განკარგული) იქნა დავალიანების წარმოშობის შემდგომ, სადავო პერიოდში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2--- წლის 05 ს----------- გე-–-------–-–---–ის მიმართ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა კამერალური საგადსახადო შემოწმების შესახებ №3---- ბრძანება, რომელსაც ი.მ. გე-–-------–-–---–ი ელექტრონულად გაეცნო 2--- წლის 09 ს-----------. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ი.მ. გე-–-------–-–---–ს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

 

ცალსახაა, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს ი.მ. გე-–-------–-–---–ის მიერ მითითებული ბრძანების გაცნობის დროს არსებობდა განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულება, რადგან ისინი იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები. სასამართლო თვლის, რომ დავალიანების წარმოშობის ანუ საგადასახადო ვალდებულების შესახებ ბუნებრივია ცნობილი იყო ი.მ. გე-–-------–-–---–ისათვის, თუნდაც №3---- ბრძანების გაცნობით, რომლის შემდგომ მისი მხრიდან თავისი მეუღლისათვის უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემა ემსახურებოდა სწორედ გადასახადის (დავალიანების) გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებას. უფრო მეტიც, საქმეზე არსებული მტკიცებულებებით (მოპასუხე გე-–-------–-–---–ის ახსნა-განმარტება, შესაგებლები, ვიდეო ჯარიმების შესახებ ინფორმაცია) დადგენილია, რომ ფორმალურად გადაცემის მიუხედავად, ქონებით პრაქტიკულად სარგებლობს ი.მ. გე-–-------–-–---–ი, რაც დასტურია იმისა, რომ მოპასუხეები ერთმანეთის ცრუმაგიერი პირები არიან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა საგადასახადო ვალდებულების მქონე გადასახადის გადამხდელის - ი.მ. გე-–-------–-–---–ის მხრიდან გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ქე--------------ესთან ისეთ კავშირში შესვლა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთიმეორისაგან განსხვავება, რამდენადაც მათ შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა მხოლოდ ფორმალურია და ატარებს ფიქტიურ ხასიათს, რომელიც საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევის თავიდან არიდებას ემსახურება, რაც მოპასუხეთა ცრუმაგიერობაზე მიუთითებს.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 55-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნისა და საქმის მასალების გათვალისწინებით, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ჯამში სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის სოლიდარულად გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12-13, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ს----–--------–----------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხეები აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად;

 

3.მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდა;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ზ--------ის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზ--------ი, რევაზ ლაღიძის ქ. N12) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა