განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2019
საქმის ნომერი
140100118002377354
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100118002377354

№1/113-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

26.02.2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - მიხეილ ბერიაშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ელიზა პავლიაშვილი

 

ბრალდებული - ნოდარ გ-------ს ძე მ-------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 9 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნ----------–---------------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–-----–-.

 

კვალიფიკაცია

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 01:00 საათზე, გ------------------------–----––- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ნ------- მ-------–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მამის - გ------- მ-------–---–ის მიმართ. კერძოდ, ნ------- მ-------–---–მა გ------- მ-------–---–ს ხელი სამჯერ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2018 წლის 13 თებერვალს ნ------- მ-------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ------- მ-------–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება ნ------- მ-------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რის გამოც ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).

 

სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოს მიერ არასაკმარისად მიჩნეული მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება და რომელთა ერთობლიობაც საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ------- მ-------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ

 

ბრალდებულმა - ნ------- მ-------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. ამასთან, პროკურორის გადაწყვეტილებით, ნ------- მ-------–---–ი, როგორც ბრალდების მხარის მოწმე, სასამართლო სხდომაზე არ დაიკითხა.

 

დაზარალებულ გ------- მ-------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 12 თებერვალს, გვიან ღამით, გ------------------------–----––-, მას შემდეგ, რაც მისი შვილი - ნ------- მ-------–---–ი თბილისიდან სახლში დაბრუნდა, გ------- მ-------–---–ს მასთან შელაპარაკება მოუვიდა. ამ დროს გ------- მ-------–---–ი ალკოჰოლის მიღების გამო მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაზარალებულის განმარტებით, ნ------- მ-------–---–ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მათ მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, ის დაზიანებები კი, რომლებიც მას აღენიშნებოდა თავისა და სახის არეში, მიიღო კონფლიქტამდე რამდენიმე დღით ადრე, ხეების გასხვლისას ხიდან ჩამოვარდნის შედეგად. გ------- მ-------–---–მა კატეგორიულად გამორიცხა ბრალდების მხარის ვერსია იმის შესახებ, რომ ნ------- მ-------–---–მა, 2018 წლის 13 თებერვალს, მას ხელი სამჯერ დაარტყა სახის არეში, ამიტომ იგი თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს. გ------- მ-------–---–ის განმარტებით, ნ------- მ-------–---–ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, მას ფიზიკური ტკივილი არ განუცდია.

 

დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია ბრალდებულის მეუღლის - თ----- მ-------–---–ის და ბრალდებულის მამიდის - ნ----- მ-------–---–ის ჩვენებებთან. მათ დაადსტურეს მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2018 წლის 12 თებერვალს, ღამით, გ------------------------–----––-, ნ------- მ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ------- მ-------–---–ი უმისამართოდ იგინებოდა, რის შემდეგაც დასაძინებლად ავიდა სახლის მეორე სართულზე. მათთვის გაუგებარია, თუ რატომ დარეკა გ------- მ-------–---–მა სსიპ „112-ში“, რადგან როდესაც ნ------- მ-------–---–ი თბილისიდან სახლში დაბრუნდა, მისი მხრიდან მამის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მათი განმარტებებით, 2018 წლის 12 თებერვალს, გ------- მ-------–---–ს, ჯერ კიდევ ნ------- მ-------–---–ის სახლში დაბრუნებამდე, სახისა და თავის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც მან ერთი დღით ადრე, ხეების გასხვლისას მიიღო. თ----- მ-------–---–ის განმარტებით, წინა დღეს, მან მამამთილს სახისა და თავის არეში მიღებული დაზიანებები წყლით თავად მოწმინდა და სწორედ ამ დროს შეიტყო, რომ გ------- მ-------–---–ს აღნიშნული დაზიანებები მიღებული ჰქონდა წინა დღეს, ხეების გასხვლის დროს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით და ექსპერტ პ-----------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვალს, პირადი შემოწმების მომენტისათვის, გ------- მ-------–---–ს აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები ლოყაზე და შუბლის არეში. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით და განეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ შემოწმების მომენტისათვის გ------- მ-------–---–ს რაიმე სხვა ჩივილები არ აღენიშნებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაიკითხვისას, პოლიციის თანამშრომლებმა - ლ----------------–--–--, გ---–--–----------–---–-ა, ს-------–------–---–---------------------–-–---–-ა დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესაბამისობა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, თუმცა, იმის გამო, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ პირდაპირ მოწმეებს, ვერ შეძლეს ნ------- მ-------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება.

 

სასამართლო სხდომაზე, დაიკითხა ასევე დაცვის მხარის მოწმე, დაზარალებულ გ------- მ-------–---–ის მეუღლე - ც-–--------------, რომელმაც აღნიშნა, რომ 2018 წლის 13 თებერვალს, გ------------------------–----––-, ნ------- მ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, არ იმყოფებოდა, შესაბამისად, მან ასევე ვერ მიუთითა ნ------- მ-------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულმა - გ------- მ-------–---–მა და პირდაპირმა მოწმეებმა - თ----- და ნ----- მ-------–---–ებმა კატეგორიულად უარყვეს ნ------- მ-------–---–ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტი, რითაც გამორიცხეს ბრალდების მხარის ვერსია დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის შესაძლო განცდის შესახებ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ სსიპ „112“-ზე გ------- მ-------–---–ის მიერ განხორციელებული შეტყობინება, ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების - გ---–--–----------–---–ის და ლ----------------–--–ის გამოკითხვის ოქმები, რომელთა ერთობლიობითაც დადგენილია, რომ ნ------- მ-------–---–ი დაკავებულ იქნა სსიპ „112“-ში შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ერთ საათში, ნ------- მ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ასევე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მისი ავტორის პ-----------–---- ჩვენება, რომლის მიხედვითაც, გ------- მ-------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება, რადგან, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტუდება ჰქონდა თუ არა ადგილი ნ------- მ-------–---–ის მხრიდან ძალადობისა ჩადენის ფაქტს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს ან გამოიკვლიოს რომელიმე მტკიცებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ნ------- მ-------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. სასამართლო ბრალდების მხარის არგუმენტებს ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 და 24-ე ნაწილების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სწორედ დაზარალებული გ------- მ-------–---–ი, ასევე მოწმეები - თ----- და ნ----- მ-------–---–ები არიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, მათ კატეგორიულად უარყვეს ნ------- მ-------–---–ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ნ------- მ-------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სსიპ „112“-ში მიღებული შეტყობინებით ირკვევა, რომ შესაძლოა ოჯახის წევრებს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტის ფაქტს, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მისი ავტორის, ექსპერტ პ-----------–---- ჩვენებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ნ------- მ-------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტუდება კონკრეტული ფაქტები, თუ რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული დაზიანებების მიყენება და მიყენებულია თუ არა ეს დაზიანებები ნ------- მ-------–---–ის მიერ. ამასთან, ყურადსაღებია დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების ის ნაწილი, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ გ------- მ-------–---–მა აღნიშნული დაზიანებები მიიღო წინა დღეს, ხეების გასხვლის დროს.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეთა (პოლიციის თანამშრომელთა) ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ სხვა პირთა მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას ნ------- მ-------–---–ის ბრალეულობის შესახებ, სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს და განაჩენის დადგენისას ვერ გამოიყენებს, რადგან მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს. მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან არც ერთი არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რომელთა ერთობლიობა ობიექტურ პირს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის შესახებ. კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუციური არსის ამგვარი გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობის თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განმარტებით (სისხლის სამართლის N440აპ-14 საქმე), რომლის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას მტკიცებულების სახით გამოიყენოს ირიბი ჩვენება: „51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ არ იმსჯელა 76–ე მუხლის მესამე ნაწილზე (საკანონმდებლო რედაქციის შეცვლის გამო), მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილებიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ირიბი ჩვენება მტკიცებულების სახით მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მომავალში არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.“

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია დეტალურად მიმოიხილოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი არ არის ნ------- მ-------–---–ის მსჯავრდებისათვის. უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების არასაკმარისობა კი საფუძველს აცლის გამამატყუნებელი განაჩენისათვის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ------- მ-------–---–ი უნდა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ნ------- მ-------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. გონივრული ეჭვი კი, რომელიც ლოგიკურად წარმოიშვა საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აქვე სასამართლო იხსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას, საქმეზე „ვასილიოს სტავროპოულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, „როგორც კი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში, ეს გამართლება ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძვლითაც რომ იყოს დადგენილი, დაუშვებელია ბრალეულობის მიმართ ეჭვის გამოხატვა, რაც მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუთავსებელია უდანაშაულობის პრეზუმფციასთან... სასამართლოს მიაჩნია, რომ „in dubio pro reo” პრინციპის შესაბამისად, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის განსაკუთრებული ასპექტია, არ უნდა არსებობდეს არანაირი თვისობრივი სხვაობა მტკიცებულებათა არარსებობის საფუძველზე გათავისუფლებასა და უდანაშაულობის დადგენის შედეგად გათავისუფლებას შორის, როდესაც პირის უდანაშაულობის მიმართ არავითარი ეჭვი არ არსებობს. სინამდვილეში, გამამართლებელი გადაწყვეტილებები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება დასაბუთებით, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე წარმოადგენს, პირიქით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამამართლებელ განაჩენს პატივი უნდა სცეს ხელისუფლების ყველა შტომ.“

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ------- მ-------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ნ------- მ-------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს. გირაოს შემტანს - ზ---------------–---–- (პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

3. ნ------- მ-------–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე