გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/420-1-
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 201- წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–-
მოპასუხე -ინდ/მეწარმე ,-----------------------
წარმომადგენელი-ი----------–----–---
დავის საგანი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’, მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2---–-–-----------–----------–-–---------–------- პერიოდში ყოველთვიურად 9----------–------------------–-----, სულ- 2-----------------–---------–-----------------–----------------- ლარის გადახდა(იხ. განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ; ს.ფ. 77).
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ა------------–-- N01.1-.3-.---.--- საკადასტრო კოდით წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც-1--------------- ფართით არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო მიზნებისათვის იყენებს ინდ/მეწარმე ,-----------------------. ს-------–----------------–--------–-----------------–----------------------------–------------- N--------- დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ა------------–- მდებარე N---1-.30.---.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შ--------------------–- არსებული ფართის(1--3-----------ი), ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება 2---–-–------------–----- დღემდე შეადგენს 9----------–---------------- ლარს. მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოსაგან გაფრთხილების წერილები(2018 წლის 27 აპრილის N7/23847, 2018 წლის 26 ივნისის N-------, 2----–-–---------------------------- წერილები), რომლითაც განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე- ინდ/მეწარმე ,,-------------------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ა-----------------ნი 2----–-–---------------- დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია- 0----------- იურიდიული მისამართი- საქართველო, ქ.თბილისი, ი-------------------------------------------------–---------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 32)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–-------------–-- მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ა-------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.---.---, დაზუსტებული ფართობი: 1--------------, 2----–-–------------–----- საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი 2----–-–---------–---- მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ა-------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.---.---, დაზუსტებული ფართობი: 1--------------, 2----–-–---------–------ნ საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,--------------–------------------’ სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------(ს.ფ. 16)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1----------ს.ფ. 78-79)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილია 2----–-–------------–-- აქტით ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ბ-----------–---–მა ადგილზე შეამოწმა და დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ა---------------------------- მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით(საკ.კოდი: N---1-.3-.---.---), ნაწილი შენობით, არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს ა-----------------ნი(ს/ნ 0----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–------------–-- აქტი, ფოტოსურათი(ს.ფ. 28-29)
3.1.4. სსიპ „-–----------------–--------–-----------------–----------------------------–------------ 2-----–-–------------- N--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ქ.თბილისში, ა------------–- მდებარე N---1-.3-.---.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შ--------------------–- არსებული ფართის(საერთო ფართობი-1--3- კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2----–-–------------–----- დღემდე შეადგენს 9---–----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „-–----------------–--------–-----------------–----------------------------–------------ 2018 წლის 25 ივნისის N--------- ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ. 1--25)
3.1.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------–------------ წერილით ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ა------------–- მდებარე უძრავი ქონება(საკ.კოდი: N---1-.3-.---.---) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველობის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობს მთელი პერიოდისთვის“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’ ეცნობა, რომ უზრუნველყოს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2----–-–------------–----- არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------- N------- წერილით ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ა------------–- მდებარე უძრავი ქონება(საკ.კოდი: N---1-.3-.---.---) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველობის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობს მთელი პერიოდისთვის“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’ ეცნობა, რომ უზრუნველყოს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2----–-–------------–----- თვეში 9---–----- ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის, ხოლო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, წინამდებარე წერილის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს მიერ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------------------------- წერილით ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ა------------–- მდებარე უძრავი ქონება(საკ.კოდი: N---1-.3-.---.---) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით: სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველობის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობს მთელი პერიოდისთვის“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’ ეცნობა, რომ უზრუნველყოს სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის 20 ა-----–----- 2----–-–---------–------- თვეში 9---–----- ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის, ხოლო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს მიერ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------–---–-----–-----------(ს.ფ. 33)
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ წერილი N------- (ს.ფ. 34-35)
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------------ წერილი N-------(ს.ფ. 36-37)
3.1.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საფინანსო სამსახურის უფროსის ი-------------–---–ის 20---–-–------------------------- სამსახურებრივი ბარათით დასტურდება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერად სარგებლობისათვის დაკისრებული საფასურის სახით გადახდილია თანხები მხოლოდ შპს ,,-–-------–-------------- მიერ(ინდ/მეწარმე ,,-------------------ის’’ მიერ თანხა გადახდილი არ არის).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საფინანსო სამსახურის უფროსის ი-------------–---–ის 20---–-–------------------------- სამსახურებრივი ბარათი, დანართი (ს.ფ. 38-41)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს-ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’, მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2----–-–------ ა-----–----- 2----–-–---------–------- პერიოდისათვის ყოველთვიურად 9----------–------------------–-----, სულ-2-----------------–---------–-----------------–----------------- ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოში სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მესამე ნაწილით კი ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეების იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’, მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2---–-–------------–----- 2----–-–---------–------- პერიოდისათვის ყოველთვიურად 9----------–------------------–-----, სულ-2-----------------–---------–-----------------–----------------- ლარის გადახდა, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ინდ/მეწარმე ,----------------------- წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი2----–-–-----------–-- მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ა-------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.---.---, დაზუსტებული ფართობი: 1--------------, 2----–-–------------–----- საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2----–-–---------–---- მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ა-------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.3-.---.---, დაზუსტებული ფართობი: 1--------------, 2----–-–---------–------ნ საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს,--------------–------------------’ სახელზე. დადგენილია ასევე, რომ აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით(--------------- ფართი) სამეწარმეო საქმიანობისათვის 2---–-–------ა-----–----- 2----–-–---------–------- პერიოდისათვის იყენებდა ინდ/მეწარმე ,,-------------------ი“. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ აღნიშნულ პერიოდში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო და შესაბამისად, მხოლოდ სახელმწიფო იყო უფლებამოსილი მასზედ აღრიცხული ქონების განკარგვაზე.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ „-–----------------–--------–-----------------–----------------------------–------------ 2-----–-–------------- N--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ქ.თბილისში, ა------------–- მდებარე N---1-.3-.---.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შ--------------------–- არსებული ფართის(საერთო ფართობი-11.3- კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2----–-–------------–----- დღემდე შეადგენს 9---–----.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი ვალდებულია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასითის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისიწნებული სხვა საფუძვლების, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილად.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’ არაერთხელ ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ა------------–- მდებარე უძრავი ქონება(საკ.კოდი: N---1-.3-.---.---) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც(11.3-კ---------) სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის და დაევალა უზრუნველყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2----–-–------------–----- 2----–-–---------–------- თვეში 9---–----- ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს მხრიდან განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, თუმცა მოპასუხის მიერ თანხის გადახდა არ მომხდარა.
სასამართლო დამატებით მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 492-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოპასუხეზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრებას ითხოვს 2----–-–------------–-----.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის განმარტებით დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხე- ინდ/მეწარმე ,,-------------------ის’’ მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’, მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2----–-–------------–----- 2----–-–---------–------- პერიოდისათვის ყოველთვიურად 9----------–------------------–-----, სულ-2-----------------–---------–-----------------–----------------- ლარის გადახდა
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ხოლო ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, უვადო ან სამუდამო(გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’, მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2----–-–------------–----- 2----–-–---------–------- პერიოდისათვის ყოველთვიურად 9----------–------------------–-----, სულ-2-----------------–---------–-----------------–----------------- ლარის გადახდა.
ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100(ასი)ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეს -ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’, მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2----–-–------------–----- 2----–-–---------–------- პერიოდისათვის ყოველთვიურად 9----------–------------------–-----, სულ-2-----------------–---------–-----------------–----------------- ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,-------------------ს’’, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100(ასი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი