გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2019
საქმის ნომერი
330310118002616049
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5649-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

მოსარჩელე - შ-----------–---–---- ტ-----ი“

წარმომადგენელი - ე-–------- ა------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წარმომადგენელი - მ------ მ--------

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 03 აგვისტოს N-- ბრძანება ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 01 აგვისტოს N-- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ“.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მისივე განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 27 ივნისის N--- ბრძანებით გამოცხადდა გრიფირება ამავე ბრძანების დანართით განსაზღვრულ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/ სერიებზე. მათ შორის, პირველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოზე. აღნიშნული გრიფირების პროცესის ფარგლებში შ-----------–---–---- ტ-----ის“ მიერ 2017 წლის 15 ოქტომბერს სამინისტროში შეტანილი იქნა განცხადება ქართული ენის პირველი კლასის სახელმძღვანელოს გრიფირების შესახებ, რომელსაც მიენიჭა ID3-- და წარდგენილი იქნა ქართული ენის პირველი კლასის სახელმძღვანელოს მაკეტი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის დასკვნა N---------- (ს.ფ. 132-197);

- ამონაწერი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ. 16-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებული იქნა N---- ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესი“. აღნიშნული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგინდა, რომ რეცენზირების საბოლოო შედეგები გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება გრიფირების კომისიას, რომლის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრავს მინისტრი.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2018 წლის 29 მაისს მიღებული იქნა ბრძანება N--- ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/ სერიის მაკეტის რეცენზირების საბოლოო შედეგებზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გრიფირების კომისიის შექმნის შესახებ“. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების საბოლოო შედეგებზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შეიქმნა კომისია და განისაზღვრა კომისიის შემადგენლობა, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 18 ივლისის N-- ბრძანებით, ცვლილება შევიდა 2018 წლის 29 მაისის N--- ბრძანებაში და კომისიის შემადგენლობაში სხვა პირებთან ერთად მიეთითა: ლ--–-----–------- - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი (კომისიის თავმჯდომარე) და გ-------------–-- - კონსულტანტი, საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის N---- ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესი“ (ს.ფ. 101-108);

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 29 მაისის N--- ბრძანება ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების საბოლოო შედეგებზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გრიფირების კომისიის შექმნის შესახებ“ (ს.ფ. 63-64);

- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 18 ივლისის N-- ბრძანება ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების საბოლოო შედეგებზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გრიფირების კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 მაისის N--- ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (ს.ფ. 65-66);

 

3.3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ 2018 წლის 20 ივლისს მიღებული იქნა ბრძანება N--- რომლის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს - თ---------------------–--- მიენიჭა უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება და ხელი მოაწეროს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/ სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის N---- ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გრიფის მინიჭების ან გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და მე-2 მუხლის ,,ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან/სერიებიდან სკოლის მიერ სასწავლო პროცესისათვის კონკრეტული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის არჩევის ვადის განსაზღვრის შესახებ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 20 ივლისის N-- ბრძანება ,,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილისთვის - თ---------------------–---თვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ (ს.ფ. 60);

 

3.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გრიფირების კომისიის წევრის გ-------------–--ს მიერ 2018 წლის 09 ივნისს შედგენილი იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, კომისიის წევრმა რეკომენდაცია არ მისცა ID3-- განაცხადით წარდგენილ სახელმძღვანელოს (I კლასი) გრიფის მისანიჭებლად.

 

გრიფირების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმში მიეთითა, რომ კომისიამ კომპეტენციის ფარგლებში განხილული სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტებისთვის გრიფის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიიღო დანართი N----- (მათ შორის, კომისიის წევრის გ-------------–--ს მიერ 2018 წლის 09 ივნისის დასკვნით) წარმოდგენილი გადაწყვეტილება. ამდენად, გრიფირების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ID3-- განაცხადით წარდგენილ სახელმძღვანელოს არ მიენიჭა გრიფი.

 

2018 წლის 18 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გრიფირების კომისიის თავმჯდომარემ და ამავდროულად ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლ--–-----–-------მ გრიფირების კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს. ანგარიშში მიუთითა, რომ გრიფირების კომისიამ დაასრულა საქმიანობა და ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესის“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება განსახილველად გადაცემული სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტებისთვის (ID) გრიფის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, წარუდგინა კომისიის 2018 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი, დანართებით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გრიფირების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი, დანართებით (ს.ფ. 77-84);

-საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გრიფირების კომისიის თავმჯდომარის და ამავდროულად ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის ლ--–-----–-------- 2018 წლის 18 ივლისის M---------------- ანგარიში კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ (ს.ფ. 75-76);

 

3.5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს მიღებული იქნა ბრძანება N-- ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ.“ აღნიშნული ბრძანების თანახმად, მიენიჭათ გრიფი ამ ბრძანების დანართით განსაზღვრულ სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტებს, რომელთა შორის მიეთითა შ-----------–---–---- ტ-----ის“ მიერ ID3-- განაცხადით წარდგენილი პირველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 01 აგვისტოს N-- ბრძანება ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ“ და ამ ბრძანების დანართი (ს.ფ. 67-70);

 

3.6. 2018 წლის 03 აგვისტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ - თ---------------------–--- M---------------- სამსახურებრივი ბარათით მიმართა ამავე სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს და აცნობა, რომ მის მიერ გადამოწმებული იქნა ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ“ N-- ბრძანების დანართის დოკუმენტური საფუძვლები და გამოვლინდა შეცდომები. კერძოდ, აღნიშნულ ბრძანებაში არასწორად იქნა შეტანილი განაცხადი ID 3--, რადგან არსებობს გრიფირების კომისიის წევრის გ-------------–--ს შესაბამისი რეკომენდაცია. ამდენად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს ეთხოვა ზემოაღნიშნულ ბრძანებაში ცვლილების შეტანა შესაბამისი განცხადების ნაწილში მისი ბათილად ცნობის მიზნით.

 

2018 წლის 03 აგვისტოს M---------------- სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თ---------------------–--- მიერ 2018 წლის 03 აგვისტოს მიღებული იქნა ბრძანება N--, რომლის თანახმად, შეტანილი იქნა ცვლილება ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 01 აგვისტოს N-- ბრძანებაში და ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული დანართის 3---ე განაცხადის ID გრაფა. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 01 აგვისტოს N-- ბრძანება შ-----------–---–---- ტ-----ის“ მიერ ID 3-- განაცხადით წარდგენილი პირველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების ნაწილში.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის - თ---------------------–--- 2018 წლის 03 აგვისტოს M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 73-74);

-საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 03 აგვისტოს N-- ბრძანება ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 01 აგვისტოს N-- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ (ს.ფ. 71-72).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ-----------–---–---- ტ-----ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულება“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის N---- ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 03 აგვისტოს N-- ბრძანება ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 01 აგვისტოს N-- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას, უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებაზე“, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,წ“ და ,,ჰ“ ქვეპუნქტების თანახმად, კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესსა და საფასურს; ადგენს სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ახორციელებს მის შეფასებასა და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებას.

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესი“ დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის N---- ბრძანებით.

 

აღნიშნული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი არეგულირებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდეგში – სკოლა) სახელმძღვანელოს/სერიის შერჩევისა და გრიფის მინიჭების (შემდეგში − გრიფირება) წესსა და პირობებს, ხოლო მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს გრიფირების ეტაპებს. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, გრიფირების ეტაპებია: ა) I ეტაპი − გრიფირების გამოცხადება; ბ) II ეტაპი − განაცხადების რეგისტრაცია; გ) III ეტაპი − რეცენზირება/მოსაზრების განხილვა; დ) IV ეტაპი − გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრიფირება ცხადდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება გრიფირების პირობები (შესარჩევი ერთეულები, განაცხადის რეგისტრაციის და სხვა ვადები, საავტორო ჰონორარის ოდენობა და ა.შ.). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გრიფირება შეიძლება გამოცხადდეს როგორც სახელმძღვანელოს სერიაზე, ისე ცალკეული საგნის კლასის/კლასების სახელმძღვანელოზე/ სახელმძღვანელოებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 27 ივნისის N--- ბრძანებით გამოცხადდა გრიფირება ამავე ბრძანების დანართით განსაზღვრულ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე. მათ შორის, პირველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოზე. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული გრიფირების პროცესის ფარგლებში შ-----------–---–---- ტ-----ის“ მიერ 2017 წლის 15 ოქტომბერს სამინისტროში შეტანილი იქნა განცხადება ქართული ენის პირველი კლასის სახელმძღვანელოს გრიფირების შესახებ, რომელსაც მიენიჭა ID3-- და წარდგენილი იქნა ქართული ენის პირველი კლასის სახელმძღვანელოს მაკეტი. ამდენად, მოსარჩელის მიერ გავლილი იქნა გრიფირების პირველი და მე-2 ეტაპები, რომელიც მოიცავს გრიფირების გამოცხადებას და განაცხადის რეგისტრაციას.

 

6.3. გრიფირების მე-3 ეტაპთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის N---- ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესი დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესი“ დამტკიცებული იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის N---- ბრძანებით. აღნიშნული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ მაკეტის რეცენზირება ხორციელდება სერიულად, ორ ეტაპად: შინაარსობრივი რეცენზირება და ტექნიკური რეცენზირება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ-----------–---–---- ტ-----ის“ მიერ წარდგენილმა სახელმძღვანელოს მაკეტმა გაიარა რეცენზირების ეტაპი, თუმცა გრიფირების კომისიის წევრის - გ-------------–--ს მიერ 2018 წლის 09 ივნისს მომზადებული რეკომენდაციის საფუძველზე, კომისიამ 2018 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება ID3-- განაცხადით წარდგენილი სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს მიღებული იქნა ბრძანება N--, რომლის თანახმად, შ-----------–---–---- ტ-----ის“ მიერ ID3-- განაცხადით წარდგენილ პირველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოს მიენიჭა გრიფი.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო.

 

დადგენილია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიერ 2018 წლის 03 აგვისტოს მიღებული იქნა N-- ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 01 აგვისტოს N-- ბრძანება შ-----------–---–---- ტ-----ის“ მიერ ID 3-- განაცხადით წარდგენილი პირველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების ნაწილში.

 

აღნიშნული ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თ---------------------–--- 2018 წლის 03 აგვისტოს M---------------- სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ მის მიერ გადამოწმებული იქნა ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ“ N-- ბრძანების დანართის დოკუმენტური საფუძვლები და გამოვლინდა შეცდომები. კერძოდ, აღნიშნულ ბრძანებაში არასწორად იქნა შეტანილი განაცხადი ID 3--, რადგან არსებობს გრიფირების კომისიის წევრის გ-------------–--ს შესაბამისი რეკომენდაცია. ამდენად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს ეთხოვა ზემოაღნიშნულ ბრძანებაში ცვლილების შეტანა შესაბამისი განცხადების ნაწილში მისი ბათილად ცნობის მიზნით. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს გამოცემულ N-- ბრძანებაში დაშვებული იქნა შეცდომა და არ იქნა გათვალისწინებული გ-------------–--ს რეკომენდაცია ID 3-- განაცხადით წარდგენილი სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისად, 2018 წლის 03 აგვისტოს N-- ბრძანებით ზემოაღნიშნული აქტი სწორედ ამ ნაწილში იქნა ბათილად ცნობილი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შ-----------–---–---- ტ-----მა“ წარმატებით გაიარა გრიფირების ყველა ეტაპი, შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 01 აგვისტოს N-- ბრძანება ID3-- განაცხადით წარდგენილი სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების შესახებ გამოცემული იყო კანონმდებლობის ნორმათა სრული დაცვით და მოცემულ შემთხვევაში მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ გრიფირების კომისიის გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე არ უნდა მომხდარიყო გრიფის მინიჭების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და მიუთითებს ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესის“ მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ რეცენზირების საბოლოო შედეგები გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება გრიფირების კომისიას, რომლის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრავს მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეცენზირების საბოლოო შედეგები იმ მაკეტებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართ არსებობს გრიფირების წესით დადგენილი გრიფის მინიჭების საფუძვლები, წარედგინება გრიფირების კომისიას, ხოლო მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გრიფირების კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული მაკეტისათვის გრიფის მინიჭების ან გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, რეცენზირების შედეგები, თუნდაც მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში არ წარმოადგენს კონკრეტული მაკეტისთვის გრიფის მინიჭების უდავო საფუძველს. რეცენზირების საბოლოო შედეგები იმ მაკეტებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართ არსებობს გრიფირების წესით დადგენილი გრიფის მინიჭების საფუძვლები, გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება გრიფირების კომისიას, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული მაკეტისათვის გრიფის მინიჭების ან გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 მაისის N--- ბრძანებით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების საბოლოო შედეგებზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შეიქმნა კომისია და განისაზღვრა კომისიის შემადგენლობა, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 18 ივლისის N-- ბრძანებით, ცვლილება შევიდა 2018 წლის 29 მაისის N--- ბრძანებაში და კომისიის შემადგენლობაში სხვა პირებთან ერთად მიეთითა: გ-------------–-- - კონსულტანტი, საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა.

 

ამდენად, გ-------------–-- წარმოადგენდა გრიფირების კომისიის წევრს, რომელიც დანიშნული იქნა კონსულტანტად ქართულ ენასა და ლიტერატურაში. შესაბამისად, იგი უფლებამოსილი იყო შეედგინა დასკვნა პირველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოს შესახებ, ხოლო აღნიშნული დასკვნის საფუძველზე კომისიის მიერ 2018 წლის 18 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ID3-- განაცხადით წარდგენილი სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რაც ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესის“ მე-13 მუხლის თანახმად, სწორედ გრიფირების კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენდა.

 

კომისიის გადაწყვეტილების სარეკომენდაციო ხასიათთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ გრიფირების კომისია არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ორგანოს. იგი შექმნილი იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 მაისის N--- ბრძანებით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების საბოლოო შედეგებზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესის“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ გრიფირების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ მართალია გრიფირების კომისიის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული შუალედური აქტია და საბოლოოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, თუმცა აღნიშნული კომისია სამინისტროს მიერ შექმნილი იქნა სწორედ იმ მიზნით, რომ შესაბამისი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირებმა აწარმოონ გრიფირების პროცესი და მიიღონ გადაწყვეტილება კონკრეტული მაკეტისთვის გრიფის მინიჭებისა თუ მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რაც საბოლოოდ ასახვას ჰპოვებს სამინისტროს მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. თავის მხრივ, სამინისტრო გრიფირების პროცესს ცალკე არ ახორციელებს, აღნიშნული უფლებამოსილება მთლიანად მინიჭებული აქვს გრიფირების კომისიას. შესაბამისად, გრიფის მინიჭებაზე ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას სამინისტრო არსებითად ეყრდნობა სწორედ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც პირდაპირ არის მითითებული ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების წესის“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტში.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ გრიფირების კომისიის მიერ 2018 წლის 18 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ID3-- განაცხადით წარდგენილი სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც იმავე დღეს წარედგინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს. ამდენად, შ-----------–---–---- ტ-----ის“ მიერ ვერ იქნა გავლილი „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გრიფირების ყველა ეტაპი. კერძოდ, არსებობდა გრიფირების კომისიის გადაწყვეტილება ID3-- განაცხადით წარდგენილი სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს მიღებული იქნა ბრძანება N-- ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ.“ აღნიშნული ბრძანების თანახმად, მიენიჭათ გრიფი ამ ბრძანების დანართით განსაზღვრულ სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტებს, რომელთა შორის მიეთითა შ-----------–---–---- ტ-----ის“ მიერ ID3-- განაცხადით წარდგენილი პირველი კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო.

 

ამდენად, ცალსახაა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული გრიფირების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და მის დანართად არსებული კომისიის წევრის გ-------------–--ს 2018 წლის 09 ივნისის რეკომენდაცია ID3-- განაცხადით წარდგენილი სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც აქტის გამომცემი ორგანო უფლებამოსილი იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ბათილად ეცნო მის მიერვე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საგულისხმოა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 03 აგვისტოს N-- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 01 აგვისტოს N-- ბრძანება შ-----------–---–---- ტ-----ის“ მიერ წარდგენილი სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების ნაწილში, თუმცა გრიფის მინიჭების საკითხი აღნიშნული ბრძანებით არ გადაწყვეტილა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ვინაიდან სამინისტროს მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს N-- ბრძანების გამოცემისას არ ყოფილა შეფასებული და გამოკვლეული საქმისათვის ისეთი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, როგორიცაა გრიფირების კომისიის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება კონკრეტული მაკეტისთვის გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რაც უდავოდ წარმოადგენდა 2018 წლის 01 აგვისტოს N-- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველს და რომლის გამოკვლევის შემთხვევაშიც საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს მიღებული იქნა N112 ბრძანება, რომლითაც ID3-- განაცხადით წარდგენილი სახელმძღვანელოს არ მიენიჭა გრიფი.

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს ,,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 01 აგვისტოს N-- ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 03 აგვისტოს N-- ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შ-----------–---–---- ტ-----ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე