გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.02.2019
საქმის ნომერი
330310018002761219
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7767-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

1 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

წარმომადგენელი - გ--------------------–--

 

მოპასუხე - ი/მ დ----------------;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - ი.მ დ----------------ს მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების, ხელშეკრულების პასიური მოქმედებისა და სიგნალიზაციის მონტაჟის საფასურის - 3--.25 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე - ი.მ დ----------------ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტელოს 2--.08 ლარის გადახდა.

 

1.3. მოპასუხე - ი.მ დ----------------ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ი/მ დ----------------ს შორის 2014 წლის 17 იანვარს გაფორმდა N1---- ხელშეკრულება დამკვეთის ობიექტზე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ. ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებული იყო დამკვეთის ობიექტზე შეესრულებინა დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-გასამართი სამუშაოების ჩატარება საკუთრი ინვენტარითა და სამუშაო ძალებით, რაც მოსარჩელის მიერ შესრულდა ჯეროვნად. სამუშაოების შესრულების შემდგომ 3.2.2. პუნქტის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად 2014 წლის 22 იანვარს მოხდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია, ღირებულებით 6-.80 ლარით. აღნიშნული აქტის თანახმად, სამუშაო შესრულდა ჯეროვნად და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ.

 

2014 წლის 17 იანვარს მხარეებს შორის ასევე დაიდო N1---- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ამ ხელშეკრულების 1.1. და 1.3. პუნქტების თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ვალდებული იყო უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტის დაცვა, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით, ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. ხელშეკრულების 1.2., 2.1. და 2.2 პუნქტების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 1-- ლარის ოდენობით. დაცვამ პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო დამკვეთის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება 2--.46 ლარის ოდენობით, ამასთან, N1---- ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 4 თებერვლიდან, დამკვეთის განცხადების საფუძველზე.

 

ვინაიდან დამკვეთის მიერ დაცვის მომსახურების საფასური (საერთო ჯამში 2--.46 ლარი) არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, 17.01.2014 წ. N1---- ხელშეკრულების 6.7. პუნქტის საფუძველზე ი/მ დ----------------ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 4 დეკემბრის მდგომაროებით დარიცხული აქვს პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% ოდენობით, სულ 2--.08 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი.მ დ----------------ს სსიპ დაცვის პოლიციის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს სიგნალიზაციის მონტაჟის საფასური 6-.80 ლარი, დაცვის მომსახურების საფასური - 2--.45 ლარი, პირგასამტეხლო - 2--.08 ლარი, საერთო ჯამში 5--.33 ლარი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ი.მ დ----------------ს წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი/მ დ---------------- (ს.კ. 01---------- წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 35-36);

 

3.1.2. 2014 წლის 17 იანვარს ი.მ დ----------------სა (დამკვეთი) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (დაცვა) შორის დაიდო N1---- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, დაცვა უზრუნველყოფს დამკვეთის რესტორნის დაცვას, მდებარე ქ. თბილისი, ვ-------------. 1.2. პუნქტის თანახმად, დამკვეთი იღებს ვალდებულებას, დაცვას გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურეობის ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 1-- ლარს, დღგ-ს ჩათვლით. 2.2. პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მოხდეს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. 6.7. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17.01.2014 წ. N1---- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20)

 

3.1.3. 2014 წლის 17 იანვარს ი.მ დ----------------სა (დამკვეთი) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემსრულებელი) შორის დაიდო N1---- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შემსრულებელი უზრუნველყოფს დაცვითი-საგანგაშო სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას დამკვეთის ობიექტზე, მდებარე: ქ. თბილისი, ვ-------------. 2.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენს 6-.80 ლარს. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, სამუშაოები მთლიანი ღირებულება შეადგენს 6-.80 ლარს. 2.2. პუნქტის მიხედვით, 2.1. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შედგება სახარჯი მასალების ღირებულებისგან, ასევე ობიექტი დაცვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, შემსრულებლის მიერ საკუთარი ხარჯებით მის საკუთრებაში არსებული 1--- ლარს ზევით დასამონტაჟებელი მასალების ღირებულებისგან. 2.3. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი ვალდებულია 2.2. პუნქტით გათვალისწინებული ღირებულება გადაიხადოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანგარიშ-ფაქტურის ინვოისის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში. 3.1.1. პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთის ობიექტზე შეასრულოს დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-გასამართი სამუშაოები საკუთარი ინვენტარითა და სამუშაო ძალებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17.01.2014 წ. N1---- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-1-);

 

3.1.4. 2014 წლის 22 იანვარს ი.მ დ----------------სა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც დამკვეთის ობიექტზე 2014 წლის 17 იანვრის N1---- მონტაჟის ხელშეკრულების საფუძველზე, დამონტაჟდა სულ 6-.80 ლარის ღირებულების დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის საშუალებები. სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია შესრულდა ჯეროვნად, რაზედაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.01.2014 წ. დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 17);

 

3.1.5. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 23 იანვრის N1----- ბრძანებით, დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ,,125’’ განყოფილებას დაევალა 2014 წლის 23 იანვრიდან უზრუნველყოს ქ. თბილისი, ვ--------------ში მდებარე ი.მ და-------------ძის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 23 იანვრის N1----- ბრძანება (ს.ფ. 22);

 

3.1.6. 2016 წლის 11 მაისს ი/მ დ----------------მ განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და ითხოვა 20 აგვისტომდე ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულების დროებით შეწყვეტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 11.05.2016 წ. განცხადება (ს.ფ. 24);

 

3.1.7. 2016 წლის 16 მაისს ი.მ დ----------------სა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა N1----- ურთიერთშეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 17 იანვრის N1---- ხელშეკრულებას დაემატა პუნქტები: 6.17. წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, დამკვეთი უფლებამოსილია დროებით არ ისარგებლოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებით (შემდგომში ,,ხელშეკრულების პასიურ მოქმედებად’’ წოდებული), რაც გულისხმობს დამკვეთის წერილობითი მომართვის საფუძველზე ობიექტის დროებით გათიშვას ცენტრალიზებული დაცვის პულტიდან. 6.22. ხელშეკრულების პასიური მოქმედების პერიოდში, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 1- ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.05.2016 წ. N1----- ურთიერთშეთნხმება (ს.ფ. 21);

 

3.1.8. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 17 მაისის N1------ ბრძანებით, დროებით, 2016 წლის 20 აგვისტომდე შეწყვეტილ იქნა ქ. თბილისი, ვ--------------ში მდებარე ი.მ და-------------ძის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის17.05. 2016 წ. N1------ ბრძანება (ს.ფ. 23);

 

3.1.9. 2016 წლის 23 აგვისტოს ი/მ დ----------------მ განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და ითხოვა ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულების დროებითი შეწყვეტის ვადის გაგრძელება 2017 წლის 20 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 23.08.2016 წლის განცხადება (ს.ფ. 26);

 

3.1.10. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 26 აგვისტოს N2------ ბრძანებით, დროებით, 2016 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის 20 თებერვლამდე, შეწყვეტილ იქნა ქ. თბილისი, ვ--------------ში მდებარე ი.მ და-------------ძის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 26 აგვისტოს N2------ ბრძანებით, 2016 წლის 26 აგვისტოს N2------ ბრძანების მე-5 პუნქტში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილება: ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 20 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 26 აგვისტოს N2------ ბრძანება (ს.ფ. 25);

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 26 აგვისტოს N2------ ბრძანება (ს.ფ. 27);

 

3.1.11. 2017 წლის 30 იანვარს ი/მ დ----------------მ განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 30.01.2017 წლის განცხადება (ს.ფ. 29);

 

3.1.12. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 31 იანვრის N2----- ბრძანებით, 2017 წლის 4 თებერვლიდან შეწყვეტილ იქნა ი.მ და-------------ძის ობიექტის (ქ. თბილისი, ვ--------------) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 31 იანვრის N2----- ბრძანება (ს.ფ. 28);

 

3.1.13. ი.მ დ----------------ს 2018 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება 6-.80 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 14.11.2018 წლის ცნობა (ს.ფ. 30)

- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 31)

 

3.1.14. ი.მ დ----------------ს 2018 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 17.01.2014 წ. N1---- ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხება დებიტორული დავალიანება 520.53 ლარი. მათ შორის:

- 2016 წლის აპრილი: 5- ლარი

- 2016 წლის მაისი: 8-.85 ლარი

- 2016 წლის ივნისი: 1- ლარი

- 2016 წლის ივლისი: 1- ლარი

- 2016 წლის აგვისტო: 1- ლარი

- 2016 წლის სექტემბერი: 1- ლარი

- 2016 წლის ოქტომბერი: 1- ლარი

- 2016 წლის ნოემბერი: 1- ლარი

- 2016 წლის დეკემბერი: 1- ლარი

- 2017 წლის იანვარი: 1- ლარი

- 2017 წლის თებერვალი: 1.6- ლარი

- დარიცხული პირგასამტეხლო: 2--.08 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 04.12.2018 წ. ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 32);

- თანხის ბრუნვა (ს.ფ. 33);

- ვალები (ს.ფ. 34);

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ი/მ დ----------------ს (ს.კ. 01---------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების საფასურის - 2--.45 ლარის და პირგასამტეხლოს 7- ლარის ოდენობით გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №2-- ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №2-- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №26- ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ი.მ დ----------------ს შორის 2014 წლის 17 იანვარს გაფორმებული N1---- და N1---- ხელშეკრულებები წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 36--ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 17 იანვარს დადებული N1---- ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2014 წლის 17 იანვარს მხარეებს შორის დაიდო N1---- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ამ ხელშეკრულების 1.1. და 1.3. პუნქტების თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ვალდებული იყო უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტის დაცვა, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით, ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. ხელშეკრულების 1.2., 2.1. და 2.2 პუნქტების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 1-- ლარის ოდენობით. დაცვამ პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო დამკვეთის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება 2--.46 ლარის ოდენობით, ამასთან, N1---- ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 4 თებერვლიდან, დამკვეთის განცხადების საფუძველზე.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 7- (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ასევე, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

 

მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობა უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 17 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა N1---- ხელშეკრულება დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენს 6-.80 ლარს. 2.2. პუნქტის მიხედვით, 2.1. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შედგება სახარჯი მასალების ღირებულებისგან, ასევე ობიექტი დაცვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, შემსრულებლის მიერ საკუთარი ხარჯებით მის საკუთრებაში არსებული 1--- ლარს ზევით დასამონტაჟებელი მასალების ღირებულებისგან. 2.3. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი ვალდებულია 2.2. პუნქტით გათვალისწინებული ღირებულება გადაიხადოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანგარიშ-ფაქტურის ინვოისის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში. 3.1.1. პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებული იყო დამკვეთის ობიექტზე შეესრულებინა დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-გასამართი სამუშაოების ჩატარება საკუთრი ინვენტარითა და სამუშაო ძალებით. სამუშაოების შესრულების შემდგომ 3.2.2. პუნქტის საფუძველზე გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად 2014 წლის 22 იანვარს მოხდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია, ღირებულებით - 6-.80 ლარი.

ამდენად, ი.მ დ----------------ს 6-.80 ლარი უნდა გადაეხადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანგარიშ-ფაქტურის ინვოისის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, ანუ 2014 წლის 29 იანვრის ჩათვლით.

 

ამდენად ცალსახაა, რომ მოსარჩელისათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა ამოიწურა 2014 წლის 29 იანვრიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, ანუ 2017 წლის 30 იანვარს, რის გამოც სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისათვის (12.12.2018 წ.) ამოწურული იყო 2014 წლის 22 იანვრის N1---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას სიგნალიზაციის მონტაჟის საფასურის 6-.80 ლარის ოდენობით გადახდის ნაწილში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი.მ დ----------------ს (ს.კ. 01---------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების საფასურის - 2--.45 ლარის და პირგასამტეხლოს 7- ლარის ოდენობით გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხე - ი.მ დ----------------ს მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6- (ს----–-) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო 4- (ო-----–-) უნდა ჩაითვალოს ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 26--ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე - ი.მ დ----------------ს (ს.კ. 01---------- მოსარჩელე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების საფასურის - 2--.45 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე - ი.მ დ----------------ს (ს.კ. 01---------- მოსარჩელე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 7- ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე - ი.მ დ----------------ს (ს.კ. 01---------- მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6- (ს----–-) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო 4- (ო-----–-) ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი