გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 150210118002669401
2/197-18
გადაწყვეტილება
(საქართველოს სახელით)
07თებერვალი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: არარატ ესოიან
სხდომის მდივანი: ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე: სს „თიბისი ბანკი“;
წარმომადგენელი: რამაზ აიწურაძე;
მოპასუხეები: პ---------------- (პ/ნ 0----------), ა-------------- (პ/ნ 0----------), ხ-------------------- (პ/ნ 0----------);
დავის საგანი: ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს პ----------------ს, ა--------------ს და ხ--------------------ს N3-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომიდნარე ს.ს. ,,თიბისი ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანებული თანხიდან 19000 (ცხრამეტიათასი) ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15200 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1677,80 ლარს, დაზღვევის პრემია შეადგენს 49,27 ლარს, ხოლო ჯარიმის სახით ბანკის მოთხოვნა შეადგენს 2072,93 ლარს).
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2015 წლის 05 თებერვალს ს.ს. ,,თიბისი ბანკსა” და პ----------------ს შორის დაიდო N0127.3------.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი და მხარეები შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე.
2017 წლის 16 ივნისს სს ,,თიბისი ბანკსა" და პ----------------ს შორის დაიდო N3-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 19000 (ცხრამეტიათასი) ლარი 22 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 18%-ის გადახდევინებით.
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 16 ივნისს სს ,,თიბისი ბანკსა" და ა--------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N1------------, რის საფუძველზეც ა--------------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის მიმართ, N3-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 24700 (ოცდაოთხიათასშვიდასი) ლარის ფარგლებში.
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 16 ივნისს სს ,,თიბისი ბანკსა" და ხ--------------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N1------------, რის საფუძველზეც ხ--------------------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის მიმართ, N3-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 24700 (ოცდაოთხიათასშვიდასი) ლარის ფარგლებში.
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების მე-7 მუხლის, N3-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების და გადახდის გრაფიკის თანახმად, მსესხებელს უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი, თუმცა პ----------------მა დაარღვია ხელშეკრულების პირობები არ გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც მსესხებელსმოპასუხეებს პ----------------ს, ა--------------ს და ხ--------------------ს N3-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომიდნარე ს.ს. ,,თიბისი ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დააკისროთ დავალიანებული თანხიდან 19000 (ცხრამეტიათასი) ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15200 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1677,80 ლარს, დაზღვევის პრემია შეადგენს 49,27 ლარს, ხოლო ჯარიმის სახით ბანკის მოთხოვნა შეადგენს 2072,93 ლარს). 2018 წლის 18 სექტემბერს ელექტრონული ფოსტით ჩაბარდა გამაფრთხილებელი წერილი, ხოლო თავდებებს 2018 წლის 01 აგვისტოს საცხოვრებელ მისამართზე მივუტანეთ და იქ მყოფ მათი ოჯახის წევრებს - მეუღლეებს ჩავაბარეთ გამაფრთხილებელი წერილები თუმცა უშედეგოდ, მაინც არ მომხდარა მიმდინარე დავალიანების დაფარვა, რის გამოც მსესხებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომმა გაგრძელებამ აზრი დაკარგა და ბანკი იძულებული შეიქმნა თავის უფლებათა დასაცავად მოემართა სასამართლოსათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი სარჩელი არ ცნეს, თუმცა დავალიანების ფაქტი არ უარყეს, ამასთან მოსარჩელის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ. მათი განმარტებებით, ცუდი ეკონომიური მდგომარეობის გამო სესხის დაფარვისათვის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
მოპასუხეები ვალის დაფარვის მიზნით ითხოვეს ახალი გრაფიკის შედგენა, ასევე ჯარიმისა და დაზღვევის თანხის შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 05 თებერვალს ს.ს. ,,თიბისი ბანკსა” და პ----------------ს შორის დაიდო N0127.3------.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი და მხარეები შეთანხმდნენ საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N0127.3------.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 18-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. 2017 წლის 16 ივნისს სს ,,თიბისი ბანკსა" და პ----------------ს შორის დაიდო N3-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 19000 (ცხრამეტიათასი) ლარი 22 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 18%-ის გადახდევინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N3-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-30);
- კრედიტის გაცემისა და დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 31);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 16 ივნისს სს ,,თიბისი ბანკსა" და ა--------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N1------------, რის საფუძველზეც ა--------------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის მიმართ, N3-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 24700 (ოცდაოთხიათასშვიდასი) ლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება N1------------ (ს.ფ. 33-36);
- თავდებობის განცხადება (ს.ფ. 32);
- მხარეთა ახსნა განმარტება.
3.1.4. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 16 ივნისს სს ,,თიბისი ბანკსა" და ხ--------------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N1------------, რის საფუძველზეც ხ--------------------მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის მიმართ, N3-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 24700 (ოცდაოთხიათასშვიდასი) ლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება N1------------ (ს.ფ. 38-41);
- თავდებობის განცხადება (ს.ფ. 37);
- მხარეთა ახსნა განმარტება.
3.1.5. 2017 წლის 16 ივნისს სს ,,თიბისი დაზღვევას" მიერ განხორციელდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა. სადაზღვევო პოლისით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სადაზღვევო თანხის წლიურ 1%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზღვევის პოლისი N3-------8------ (ს.ფ. 42);
3.1.6. მსესხებელმა პ----------------მა არ შეასრულა N3-------8------ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ აწარმოა სესხის გადახდა დადგენილი გრაფიკის მიხედვით, რის გამოც მას დაუგროვდა ვადამოსული დავალიანება სს ,,თიბისი ბანკის" მიმართ, რაც დღეის მდგომარეობით N3-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 21363,50 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15200 ლარი, დასაფარი პროცენტი შეადგენს 1677,80 ლარს, ჯარიმა 4436,43 ლარია, ხოლო დაზღვევის პრემია შეადგენს 49,27 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო პროგრამიდან ამოღებული ინფორმაცია დავალიანების შესახებ (ს.ფ.43);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 44);
3.1.7. იმის გამო, რომ არ შესრულდა ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, მსესხებელს მისი განცხადების საფუძველზე გახსნილ ელ. ფოსტაზე 2018 წლის 18 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება (გამაფრთხილებელი წერილი) სესხის გადაუხდელობის გამო მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ, ხოლო თავდებებს 2018 წლის 01 აგვისტოს საცხოვრებელ მისამართზე მიუტანეს და იქ მყოფ მათი ოჯახის წევრებს - მეუღლეებს ჩააბარეს შეტყობინებები (გამაფრთხილებელი წერილები), თუმცა უშედეგოდ, მაინც არ მომხდარა მიმდინარე დავალიანების დაფარვა, რის გამოც მსესხებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომმა გაგრძელებამ აზრი დაკარგა და ბანკი იძულებული შეიქმნა თავის უფლებათა დასაცავად მოემართა სასამართლოსათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განაცხადი ელ. ფოსტის გახსნა-მომსახურებაზე (ს.ფ. 45);
- შეტყობინებები და მათი ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 46-51);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 872-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ -ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თიბისი ბანკს” და მოპასუხეებს შორის, არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. მოპასუხეს წარმოეშვა შეთანხმებული წესით და ვადაში სესხის დაბრუნების ვალდებულება. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს სესხის გადახდის ვალდებულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულ იყო. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროს სესხის ძირ თანხაზე გადასახდელი სარგებელი 1677.80 ლარის ოდენობით და დაზღვევის პრემია - 49.27 ლარის ოდენობით.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, წერილობითი ფორმით - ზემოთაღნიშნული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გამოყენება. ამასთან დავალიანების ძირი თანხა შეადგენს 15200 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო (ჯარიმა) - 2072,93 ლარს, აქედან გამომდინარე აღნიშნული პირგასამტეხლოს თანხა შეუსაბამოდ მაღალი არ არის და დავალიანების ძირი თანხის ადეკვატურია.
შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო 2072,93 ლარის ოდენობით.
შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეების ჯარიმისა და დაზღვევის თანხის შემცირებას შესახებ მოსაზრებას.
6.4. სასამართლო ასევე არ იზიარებს მოპასუხეების მოსაზრებას ახალი გრაფიკის შედგენის შესახებ, ვინაიდან: ვალის დაფარვის გრაფიკი დგინდება მხარეთა შორის, მხარეთა ნებით; მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას საკრედიტო ხელშეკრულების 13.12-ე მუხლის შესაბამისად; ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ მოპასუხეები ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოდან შეტყობინებული იყვნენ დავალიანების შესახებ, ამასთან მათ დღემდე დავალიანების დასაფარად რაიმე თანხა არა აქვთ გადახდილი და ბანკთან არ შეთანხმებულან ახალი გრაფიკის შედგენაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 620 ლარის გადახდა;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „თიბისი ბანკის“ სარჩელი პოღოს კ----------, ა--------------ის და ხ--------------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს პოღოს კ--------ს, ა--------------ს და ხ--------------------ს N3-------8------ საბანკო კრედის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანებული თანხიდან 19000 (ცხრამეტი ათასი) ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირი თანხაა - 15200 ლარი, დასაფარი პროცენტი - 1677.80 ლარი, დაზღვევის პრემია - 49.27 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო (ჯარიმის)- 2072.93 ლარი;
3. მოპასუხეებს პ----------------ს, ა--------------ს და ხ--------------------ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 620 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე არარატ ესოიან