განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/163-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
20 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახ--––---
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–ი;
დაცვის მხარე: ბრალდებული – უჩ-------ძე, დაბ.0--------- წელს, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ქ. ახ--––---, თუ------ის ქ. N1, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ახ--––--- რუ-------–ის ქ. N--;
ადვოკატი - ეკ-------------–-ძე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 12--ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ.
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, უჩ-------ძეს ბრალი ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით.
დადგენილების თანახმად, 2018 წლის 25 მარტს ღამის საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი უჩ-------ძე მივიდა მისი მეუღლის შუ–--------–---ის საცხოვრებელ სახლში მისამართზე, ქ. ახ--––--- ივ------–ის ქ. N25-ში, სადაც ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზედაც ოჯახში მყოფმა მისმა არასრულწლოვანმა შვილმა თა---------------მ მისცა შენიშვნა და მოუწოდა სახლის დატოვებისაკენ, აღნიშნულზე განაწყენებულმა უჩ-------ძემ ხელის დარტყმით მარცხენა ხელის არეში მისივე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით შვილს თა---------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 12--ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ.
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. ბრალდებული უჩ-------ძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია გამოძიების დროს შედგენილი საპროცესო დოკუმენტები მოწმეთა გამოძახების ოქმები), ასევე ადვოკატის ორდერები და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1- ა-----–-ს განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1- ა-----–-ს განჩინება. ამასთან, სადავოდ მიიჩნია მოწმების ჩვენება და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შინაარსი, რომელთა გამოკვლევაც მოხდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
დაზარალებულმა თა---------------მ, მოწმეებმა შუ–--------–--მა, მა------------ემ და გი--------------მ გამოიყენეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა უჩ-------ძემ გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
მოწმე ლა–---------–--ლმა თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
მოწმე მა-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ესწრებოდა პოლიციაში არასრულწლოვნების გამოკითხვას, ასევე თა-------------ძის დაზარალებულად ცნობას. საგამოძიებო ორგანოში სათანადო პირობები იყო შექმნილი მისი გამოკითხვისთვის. უფლებები არ დარღვეულია, კერძოდ, სანამ ბავშვი მოაწერდა თავის ჩვენებებს მანამდე თვითონ და გამომძიებელმაც წაუკითხეს, გააცნეს და ისე მოაწერინეს ხელი. ვინაიდან ბავშვს კარგად არ ესმოდა ქართული მოწვეული იყო თარჯიმანიც. გამოკითხვის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანს გამომძიებელმა შესთავაზა, რომ თუკი სურდათ რაიმეს დამატება რისი საშუალებაც არ ჰქონდათ შეეძლოთ დაემატებინათ, მაგრამ ბავშვმა ყველაფერი სრულად უთხრა გამომძიებელს. რაც შეეხება ბავშვების თავშესაფარში გადაყვანის საჭიროებას, იგი არ იყო რადგან მათი მშობლები გაშორებულები იყვნენ და ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ,მოწმე გი----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას როგორც ექსპერტს მონაწილეობა აქვს მიღებული 2018 წლის 2- მარტს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, მისი სისწორე დადასტურებულ იქნა სასამართლო სხდომაზე.
მოწმე ზა-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ უჩ-------ძის შვილი მასთან დადის წრეზე პირველი კლასიდან, ბავშვი არის ძალიან წარმატებული, რამდენიმე გზის საქართველოს ჩემპიონი, სხვადასხვა რანგის ჩემპიონატების პრიზიორია კარატეში, მსოფლიო ჩემპიონატის თასის მფლობელია-მესამე ადგილი აიღო, წარმატებული ბავშვია, გონება გახსნილი და ფიზიკურად ძლიერი. თავდაპირველად უ--მ მიიყვანა ბავშვი, რომ იყო მისი შვილია და იქნებ მიეღო, საზღვარგარეთაც იყო ბავშვი წაყვანილი შეჯიბრებებზე. მას არაფერი სმენია მოსწავლის ოჯახის კონფლიქტურ სიტუაციასთან დაკავშირებით.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 2- მ------ს N21-/0-/9-3 დასკვნით დადგენილია, რომ თა---------------ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით დადგენილია, რომ 2018 წლის 2- მ------ს დადგენილებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე თა--------------- ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 12--ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დადგენილია, რომ 2018 წლის 3- მარტს დადგენილებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე უ-- ჰა--–----ს ძე სახვაძე, დაბადებული 0---------წ ცნობილი იქნა ბრალდებულად. სასამართლოს 2018 წლის 01 ა-----–-ს განჩინებით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 6000 ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა 20 დღე.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 12--ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პ დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-1- მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-3- მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
კონკრეტულ შემთხვევაში უჩ-------ძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ უჩ-------ძემ მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით არასრულწლოვან შვილის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რაც დაზარალებულისათვის იწვევდა ფიზიკურ ტკივილს. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის შესაძლო დანაშაული, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, მაგრამ ამ გარემოების მიუხედავად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის კანონისმიერ ვალდებულებას, რომ პირს მსჯავრი უნდა დაედოს მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ და ამტკიცებენ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. დაზარალებულმა საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს გამოკითხვის დროს მისცა ინფორმაცია კონკრეტული შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების შესაძლო არსებობის შესახებ. ბრალდების მხარეს წარმოეშვა მოწმის სასამართლოში წარმოდგენის ვალდებულება, რათა მას სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ დაედასტურებინა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია. კანონმდებელი ადგენს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამასთან, მოწმის ჩვენება პირდაპირი მტკიცებულებაა თუ იგი არ ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და სასამართლოს გადმოსცემს ინფორმაციას იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც პირადად მას შეემთხვა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ვინაიდან ისარგებლა უფლებით, რომელიც მოწმეს აძლევს საშუალებას არ მისცეს სასამართლოს ჩვენება თუ მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. უშუალო თვითმხილველი, რომელსაც ექნებოდა რაიმე ინფორმაცია ბრალდებულის მიერ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნება. შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნია შესაძლებლობა პირდაპირი მტკიცებულებების გამოკვლევით გადაამოწმოს ირიბი ჩვენებების სისწორე. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ წარმოდგენილი დანაშაულის ფაქტის არსებობის დასადგენად საკმარისი არ არის დადგინდეს მხოლოდ ფაქტის - ფიზიკური ძალადობის არსებობა, სავალდებულოა იყოს დადგენილი, რომ დაზარალებულმა ასეთი მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, სახეზე არ არის დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭირო ნიშანი - პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დგინდება ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ჩადენილი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას უჩ-------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ, არსებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, არ დასტურდება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო, ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, უჩ-------ძის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ვინაიდან, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-2-0-ე, 2-8-2-9-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 2-3-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უჩ-------ძე (პ/ნ4----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 12--ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ა“ ქ/პ წარდგენილ ბრალდებაში.
2. უჩ-------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას 6000 ლარის ფარგლებში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ მის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ახ--––---, შოთა რუ-------–ის ქუ-- N--, სართ. 1, ბინა N-, 45.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი-62-----------------.
3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე