გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
421210018002776976
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 421210018002776976

N2/255-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.02.2019 წ. ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

1. თავდაპირველი სარჩელი

მოსარჩელე - შა---–- გა-------------ვი;

წარმომადგენელი - ნა-- ჯე------–--ლი;

მოპასუხე - ზა-–--- მა----------------ვი;

წარმომადგენელი - ალ---- ტუ----–--ლი;

დავის საგანი - განქორწინება.

 

2. შეგებებული სარჩელი

მოსარჩელე - ზა-–--- მა----------------ვი;

წარმომადგენელი - ალ---- ტუ----–--ლი;

მოპასუხე - შა---–- გა-------------ვი;

წარმომადგენელი - ნა-- ჯე------–--ლი;

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება.

 

ღია სასამართლო სდომაზე განიხილა თავდაპირველი და შეგებებული სარჩელები განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ.

 

2. აღწერილობითი ნაწილი

 

2. 1.თავდაპიეველი სასარჩელო მოთხოვნა:

 

2.1.1. მოსარჩელემ მოითხოვა 2006 წლის 14 ივნისს მომხდარი ქორწინების შეწყვეტა.

 

2. 2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

 

2.2. 1. არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად, თითოეული ბავშვის სარჩენად 100 ლარის, ჯამში 200 ლარის დაკისრება.

 

2.1.2. თავდაპირველი მოპასუხის პოზიცია:

 

. მოპასუხე ზა-–--- მა----------------ვი თანახმაა მოხდეს განქორწინება.

 

2.2.2. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია::

 

მოპასუხე - შა---–- გა-------------ვი შეგებებული სარჩელი სცნო მხოლოდ ნაწილობრივ და მოითხოვა ალიმენტი დაეკისროს თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მეუღლეთა დაშორების შემდეგ შა---–- გა-------------ვი არ ცხოვრობს მოსარჩელესთან და შვილებთან. მეუღლეებს შორის დავა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ არსებობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შა---–- გა-------------ვი და ზა-–--- მა----------------ვი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2006 წლის 14 ივნისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა

 

3.2.2. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 05.07.2001 წელს დაბადებული მა------- გა-------------ვი და 09.10.2003 წელს დაბადებული მუ------ გა-------------ვი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს:

_ დაბადების მოწმობები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი და შეგებებული სარჩელი განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ს.ს. კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214 მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო, გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის გონივრული და სამართლიანი შეფასებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე მშობლებისა და შვილების რეალური მატერიალურ მდგომარეობას. სასამართლომ მხედველობაში მიიღო როგორც მხარეთა არასრულწლოვანი შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელი მოთხოვნები, ასევე მშობლებისა და შვილების რეალური მატერიალურ მდგომარეობა და მხარეთა არასრულწლოვანი შვილების:მა------- და მუ------ გა-------------ვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია, მოპასუხეს თითოეული შვილის სარჩენად დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 75 ლარის, სულ 150 ლარის ოდენობით. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127 მუხლის თანახმად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. მხარეთა განმარტებით და ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რადგან თავდაპირველ მოსარჩელეს ფაქტობრივად შექმნილი აქვს მეორე ოჯახი, ამიტომ განქორწინების ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თავდაპირვრლმა მოპასუხემ სარჩელი განქორწინების ნაწილში სცნო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სსს კოდექსის 46 მუხლის I ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;

შეგებებული სარჩელის ავტორი ზა-–--- მა----------------ვი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჯის გადახდისაგან.

 

7.2. სსს კოდექსის 49 მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

თავდაპირველი სარჩელის მოპასუხემ ზა-–--- მა----------------ვი სარჩელის განქორწინების ნაწილში, სცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, ამდენად მოსარჩელეს შა---–- გა-------------ვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დაუბრუნდეს ხაზინიდან.

7.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ვინაიდან შეგებებული სარჩელის ავტორი ზა-–--- მა----------------ვი, როგორც მოსარჩელე ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში განთავისუფლებულია კანონის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მისი სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს შეგებებული სარჩელის მოპასუხეს შა---–- გა-------------ვს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 49-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე შა---–- გა-------------ვის სარჩელი განქორწინების ნაწილში დაკმაყოფილდეს სრულად, შეგებებული სარჩელი მოსარჩელე ზა-–--- მა----------------ვის სარჩელი, ალიმენტის დაკისრების ნაწილში, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოსარჩელე შა---–- გა-------------ვსა (პ/ნ 4----------- და მოპასუხე ზა-–--- მა----------------ვს (პ/ნ 45001007427) შორის 2006 წლის 14 ივნისს სსგს ყვარლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა N5----------, სააქტო ჩანაწერი N0------ ) შეწყდეს და ისინი გამოცხადდნენ განქორწინებულად.

 

3. მოპასუხე შა---–- გა-------------ვს (პ/ნ 4----------- დაეკისროს ალიმენტი გადახდა ზა-–--- მა----------------ვის (პ/ნ 45001007427) სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების 2001 წლის 05 ივლისს დაბადებული მა------- გა-------------ვის (პ/ნ 45001036118) და 2003 წლის 09 ოქტომბერს დაბადებული მუ------ გა-------------ვის (პ/ნ 45001036721) სარჩენად თითოეულზე, თვეში 75 ლარის ოდენობით სულ ორივე შვილზე 150 ლარი, მათ სრულწლოვანებამდე.

ალიმენტის გადახდა დაიწყოს სარჩელის აღძვრიდან 2019 წლის 23 იანვრიდან.

 

4. მოსარჩელე შა---–- გა-------------ვს (პ/ნ 4----------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან (გადახდის თარიღი 21.12.2018 წ. საგადასახადო დავალება N0, სახაზინო კოდი 300563150).

 

5. მოსარჩელე შა---–- გა-------------ვს (პ/ნ 4----------- დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე