გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2-1064-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
1 მარტი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელეები - მ------–--------------------–--შვილი
წარმომადგენელი - მ--------ძე
მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,--------------------------------------------------------------------------------------''
წარმომადგენლები - ო-–---------–-------------------ძე
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - მე------–-----ე
წარმომადგენელი - დ---------------–--ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს დაეკისროს მე-----–------------------------–--შვილის სასარგებლოდ 25 948 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეთა საკუთრებაშია უძრავი ნივთი - საცხოვრებელი სახლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. მისი შემდგომი ხანგრძლივი ექსლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება; მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 25948 ლარი - ინდივიდუალური მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა.
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით: - მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ზიანი მოპასუხის ბრალით არ არის გამოწვეული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეთა საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე უძრავ ნივთზე - 663კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე საკადასტრო კოდით 6----------- (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.17-18);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.
მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.23-40), რომლის თანახმად, მოსარჩელეთა სახლის დაზიანება ნაწილობრივ გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. ფუძე გრუნტების პერიოდული გაწყლიანების შედეგად. საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით და ტექნიკური მოუვლელობით.
ზოგადად ასეთი ხარისხში დაზიანებული შნობები შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა 2013 წლის თბერვალში ჩატარებული კვლევის შემდეგ, სახლის საექსპლუატაციო ვარგისიანობა დაქვეითებულია.
შემდგომი ხანგრძლივი ექსლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება;
მოპასუხე მხარემ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;
3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 25948 ლარი და 33 თეთრი;
მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებების მხოლოდ ნაწილი - 20 პროცენტია გამოწვეული, სავარაუდოდ, სეისმური მოვლენების შედეგად, რაც 5190 ლარია;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ვინაიდან, მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის ნაწილობრივი, შესაბამისად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ზიანის ოდენობა სრულად მოპასუხე მხარეს არ უნდა გადახდეს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 15 000 ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მათ მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მიზეზებით, მათ შორის - მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 25948 ლარი 33 თეთრი, ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა სახლის დაზიანება ნაწილობრივ გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. ფუძე გრუნტების პერიოდული გაწყლიანების შედეგად, საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით და ტექნიკური მოუვლელობით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა სახლის დაზიანება ნაწილობრივ გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. ფუძე გრუნტების პერიოდული გაწყლიანების შედეგად. საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით და ტექნიკური მოუვლელობით; მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნა. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 25948 ლარი და 33 თეთრი; მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებების მხოლოდ ნაწილი - 20 პროცენტია გამოწვეული, შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად, რაც 5190 ლარია; ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს. მის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი და შესაბამისად, სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შედგენილია უძრავი ნივთის ვიზუალური შესწავლის შედეგად, მიუთითებს სახლის დაზიანების მიზეზებზე და გამორიცხავს დაზიანების მაპროვიცირებელ სხვა მიზეზს; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზების და ექსპლუატაციისათვის აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების საჭიროების შესახებ, - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელეთა სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, შენობაზე დაზიანება ნაწილობრივ, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს სეისმური მოვლენების შედეგად; ამდენად, ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების სავარაუდო მიზეზზე და ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის ექსპლუატაციისათვის საჭირო აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების აღწერას; სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის, დასკვნას, რომლის თანახმად, სახლზე არსებული დაზიანებები, ნაწილობრივ, მოპასუხის მიერ წარმოებული აეთქებითი სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით არის გამოწვეული, მასში აღწერილ დაზიანებებს ადარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ჩასატარებელ სამუშაოებს, მიაჩნია, რომ აღწერილი დაზიანებების ნაწილია გამოწვეული მოპასუხის ბრალით, შესაბამისად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების ნაწილია შესასრულებელი მოსარჩელის სახლის აღდგენა- გაძლიერებისათვის; ამდენად, დადგენილია, რა რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, საჭიროებს აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს, დაზიანება გამოწვეულია, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, სასამართლოს მიაჩნია, მოპასუხეს ეკისრება პასუხისმგებლობა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანისათვის. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის გადახდა;
მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ მოპასუხის სახლის დაზიანებები პროგრესირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან მოპასუხე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, ამ ტიპის საქმეებზე, როგორც წესი, სააპელაციო და საკასაციო წესით ასაჩივრებს, ასეთი გარემოებების არსებობისას კი, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან, საერთოდ, შეუძლებელი გახდება;
მოპასუხე არ ეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნას, - მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში აზრს დაკარგავს გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცემს, ასეთ შემთხვევაში, დაავალდებულოს მოსარჩელე უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება - დეპოზიტზე განათავსოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით მიღებული თანხა; სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნის შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, - გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცეს მოსარჩელის სასარგებლოდ 5 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, შემდეგი გარემოებების გამო: ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა სახლის დაზიანებები ძირითადად მე-2 ხარისხისაა. მისი შინაარსიდან ჩანს, რომ სახლის დაზიანებები მატულობს, სახლის საექსპლუატაციო ვარდისიანობა ქვეითდება ასეთი გარემოების არსებობისას, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის გამომრიცხავი გარემოებები. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს დავის ფაქტობრივ გარემოებებს, - თვითონ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, სეისმური მოვლენების გამო მოსარჩელის სახლის დაზიანების შედეგად გამოწვეული ზიანის საორიენტაციო ღირებულებად მითითებულია 5190 ლარი, მიაჩნია, გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის მოთხოვნის აუცილებლობა არ არსებობს; 7. საპროცესო ხარჯები 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს: სახელმწიფო ბაჟი - 780 ლარი (ს.ფ.57), წარმომადგენლის დახმარებისათვის - 300 ლარი (ს.ფ.58); ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი (ს.ფ.54); საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის - 400 ლარი (ს.ფ.55); ხარჯების განაწილებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 25 948 ლარის დაკისრებას. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის (მოთხოვნილის 57.8079%) გადახდა. შესაბამისად, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პროცესის ხარჯები: - სახელმწიფო ბაჟის თანხა - 450 ლარი, ასევე - ექსპერტიზის ხარჯის 500 ლარის ნაწილი - 300 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის 400 ლარის ნაწილი - 230 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 ლარი; სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და გადაწყვიტა: 1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მე-----–------------------------–--შვილის სასარგებლოდ გადახდეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი; 2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მე-----–------------------------–--შვილის სასარგებლოდ გადახდეს მათ მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 (სამასი) ლარი, ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის ნაწილი - 300 (სამასი) ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 230 (ორას ოცდაათი) ლარი; 3. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------სათვის" მ------–-------------------------–--შვილის სასარგებლოდ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში; 4. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით; 5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ზაზა რამიშვილი