განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002351046
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/97-18 06 თებერვალი, 2019 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - მ-----– ბ-----–---–--,ადვოკატ - მ------ მ-----------
ბრალდებულების: ო----- ბ-–---–---–ის, ს-------- ბ-–---–---–ის,მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011020218001 საქმე ო----- ს--------ის ძე ბ-–---–---–ის (დაბადებული 1986 წლის 2--------, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ ქ-----------–-), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ს-------- ო-----ის ძე ბ-–---–---–ის მიმართ (დაბადებული 1956 წლის 1--------------------------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ ქ-----------–-), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ს-------- ბ-–---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ო----- ბ-–---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 02 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ქ-----------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ------ ბ-–---–---–ის მიმართ ოჯახში ძალადობა განახორციელეს მისმა შვილმა - ო----- ბ-–---–---–მა და მეუღლემ - ს-------- ბ-–---–---–მა. კერძოდ, ს-------- ბ-–---–---–მა მ------ ბ-–---–---–ს ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში, ასევე წაქცეული გაათრია თმით. ამავე დროს ო----- ბ-–---–---–მა მ------ ბ-–---–---–ს საყელოზე ხელით რამოდენიმეჯერ მოქაჩა, ხელი მოუჭირა ყელში, რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე წაქცეული გათრია თმით. აღნიშნული ქმედებების შედეგად მ------ ბ-–---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთან, ო----- ბ-–---–---–ი დედას - მ------ ბ-–---–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც მ------ ბ-–---–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულებმა: ო----- ბ-–---–---–მა და ს-------- ბ-–---–---–მა თავი მთლიანად სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ს-------- ბ-–---–---–ის და ო----- ბ-–---–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ს-------- ბ-–---–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ო----- ბ-–---–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ს-------- ბ-–---–---–ის და ო----- ბ-–---–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნებების (არ არინ ნასამართლევები) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მათ აღიარეს წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რითაც ხელი შეუწყეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია ბრალდებულების მიმართ, ს-------- ბ-–---–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ო----- ბ-–---–---–ს საბოლოო სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო----- ბ-–---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ო----- ბ-–---–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
ს-------- ბ-–---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოთ მსჯავრდებულებს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყარონ ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას ისინი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
3. პირობით მსჯავრდებულებზე: ს-------- ბ-–---–---–ის და ო----- ბ-–---–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მათდამი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ო----- ბ-–---–---–ის და ს-------- ბ-–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით დაყადაღებულ, ს-------- ბ-–---–---–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: რაიონი გორი, შინდისი, სოფელი ქვემო ხვითი, საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა გორი №66, სექტორი შინდისი №42, კვარტალი №04, ნაკვეთი №024, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებელი ფართობი: 8509.00 კვ.მ, საკუთრების ტიპი: საკუთრება, მესაკუთრე: ს-------- ბ-–---–---–ი (პირადი №59001023991).
5. ო----- ბ-–---–---–ს და ს-------- ბ-–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოთ პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 02 თებერვლიდან 2018 წლის 21 მარტის ჩათვლით.
6. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ტანსაცმელი და ვერცხლის ყელსაბამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე