განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002660551
#1/288-18 (№0-----------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ---------------–---–ი - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--–-------------–---------
ადვოკატი - ლ-----–--–---------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქალაქ თელავში, უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ „ნაძვნარში“ ბ---------------–---–მა, მის მფლობელობაში არსებული BMW-ს მარკის, სახ. N---------, ავტომანქანაში სცადა მ--------------–---–-–---–ის გაუპატიურება ძალადობით, კერძოდ, ბ---------------–---–მა განიზრახა ძლადობით მოეხდინა მ--------------–---–-–---–ის სხეულში, სექსუალური ხასიათის შეღწევა და ამ მიზნით ავტომანქანაში მყოფ მ--------------–---–-–---–ს სახის არეში დაარტყა ხელი ძლიერად, რა დროსაც მ--------------–---–-–---–მა გონება დაკარგა, ამის შემდეგ ბ---------------–---–ი გადავიდა ავტომანქანიდან, მივიდა მარჯვენა სავარძელთან, სადაც იჯდა მ--------------–---–-–---–ი და ხდიდა მაისურსა და ზედა საცვალს, რა დროსაც მ--------------–---–-–---–ი გონზე მოვიდა და წინააღმდეგობას უწევდა ბ---------------–---–ს. ამ უკანასკნელმა წინააღმდეგობის დაძლეევის მიზნით ორჯერ დაარტყა თავის არეში მუშტი მ--------------–---–-–---–ს და მოახერხა მაისურისა და ზედა საცვალის გახდა, ასევე ეუბნებოდა, რომ მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სურდა. მ--------------–---–-–---–მა შეძლო ავტომანქანიდან თავის დაღწევა, რის გამოც ბ---------------–---–მა ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა.
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 23 აგვისტოს ქ. თელავში, ბ---------------–---–მა, მ--------------–---–-–---–ის მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ სახეში გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მ--------------–---–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 19 აგვისტოს მას სამსახურთან დაკავშირებით დაურეკა ბ---------------–---–მა, ამასთან თხოვა შეხვედრა, რათა გადაეცა პირადობის მოწმობის ასლი. ამის შემდეგ რამდენინე დღეში მას კვლავ დაურეკა ბ---------------–---–მა და სთხოვა შეხვედრა, რათა დაებრუნებინა პირადობის მოწმობა, ამასთან უთხრა, რომ უფროსს უნდა შეხვედროდნენ. აღნიშნულის საუბრის შემდეგ ისინი 2018 წლის 23 აგვისტოს, ერთმანეთს შეხვდნენ „ლეკის“ სასტუმროსთან და ბ---------------–---–ის ავტომანქანით წავიდნენ ერთად. მგზავრობისას მას და ბ---------------–---–ს ერთმანეთში მოუვიდათ შელაპარაკება, ბავშობის მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით, რაზეც მას ბ---------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ასევე საპასუხოდ მიაყენა სიტყვიერი შეურავხყოფა. მოწმის განმარტებით ამ დროს ისინი იყვნენ „ლეკის სასაფლაოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ბ---------------–---–მა სახეში დაარტყა ხელი, რაზეც წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ბ---------------–---–მა გააჩერა ავტომანქანა და მიუტანა წყალი, რათა მოეწმინდა სახე, ამასთან ბ---------------–---–ი ცდილობდა მის დახმარებას, ხოლო ვინაიდან იგი იყო გაღიზიანებული ცდილობდა მის მოშორებას. მოწმის განმარტებით ვინაიდან ავტომანქანას გაფუჭებული ქონდა სავარძელი, მას ბ---------------–---–მა შესთავაზა გადასულიყო უკანა სავარძელზე, რათა გადაეწია თავი და შეუჩერდებოდა ცხვირიდან სისხლდენა, რაზეც მან უთხრა წაეყვანა წყალზე. მოწმის განმარტებით მან პირადად გაიხადა მაისური, ასევე „ლიფი“, რათა ისინინი არ დასვრილიყო სისხლით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბ---------------–---–მა იგი ჩაიყვანა წყალთან, რა დროსაც დაინახა „ალხანაიძის“ რეტორანში მუშაობდნენ მუშები, რაზეც იგი გადახტა მანქანიდან და წავიდა ხსენებული რესტორნის მიმართულებით, სადაც შევიდა და იქ მყოფ ქალბატონებს სთხოვა დახმარება, კერძოდ წყალი და ტელეფონი, რადგან მისი ტელეფონი მას დარჩა ბ---------------–---–ის ავტომანქანაში, რაც შემდგომ თავად ბ---------------–---–მა მიუტანა და დაუტოვა რესტორანშივე. ამის შემდეგ მან თავისი ტელეფონით დაურეკა მისივე მეგობარს მ-----------–---–ს, რომელიც მივიდა ადგილზე, რის შემდეგაც დარეკა 112-ში. მოწმის განმარტებით ბ---------------–---–ს მისი გაუპატიურება არ უცდია და მას ეს, რომ სდომოდა იგი აღნიშნულს მოახერხებდა. მოწმის განმარტებით მან პოლიციაში ჩვენება მისცა აღელვებულმა ფაქტების გადაჭარბების აღქმის გამო, მაგრამ რეალურად ბ---------------–---–ს მისი გაუპატირება არ უცდია.
სასამართლო სხდომაზე ბ---------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ გაუპატიურების მდელობაში. ამასთან მან დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა დაზარალებულმა მ--------------–---–-–---–მა, კერძოდ განმარტა, რომ მას მ--------------–---–-–---–ის გაუპატიურება არ უცდია და მხოლოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რომელიც ეხებოდა მათ საერთო მეგობარს, აღნიშნულის გამო ხელი გაარტყა სახეში დაზარალებულს, რაზეც ამ უკანასკნელმა მიიღო დაზიანებები, ხოლო გაუპატიურების მცდელობას მისი მხრიდან ადგილი არ ქონია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ბ---------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს სხვისი სქესობრივი თავისუფლება და სქესობრივი ხელშეუხებლობა. სქესობრივი თავისუფლება გულისხმობს პირის უფლებას, თვითონ აირჩიოს პარტნიორი. აღნიშნული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილი იქნეს მოქმედებით, ამასთან მისი ჩადენა შესაძლებელია სამი სხვადასხვა ალტერნატიული ხერხით, საიდანაც ერთერთს წარმოადგენს ძალადობა. რაც შეეხება თავად ძალადობას გაუპატიურებისას აღნიშნული წარმოადგენს დაზარალებულის დათრგუნვის საშუალებას, რათა სწორედ ძალადობის გამოყენებით დაამყაროს სქესობრივი კავშირი, კერძოდ პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა. მოცემული დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის დაწყების ფაქტი დაზარალებულთან. გაუპატიურება, ჩადენილია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ვინაიდან დაზარალებული იყენებს ძალადობას, მუქარას ან უმწეობას და დაზარალებულის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ამყარებს მისი ნების საწინააღმდეგოდ. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ, დანაშაული დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, შესაბამისად სახეზე გვაქვს დანაშაულის მცდელობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ბ---------------–---–მა განახორციელა მ--------------–---–-–---–ის გაუპატიურების მცდელობა, რადგან თავად დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე უარყო ის გარემოება, რომ ბ---------------–---–მა სცადა მისი გაუპატიურება, რაც ასევე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ბრალდებულმაც. დაზარალებულისა და ბრალდებულის განმარტებით მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება საერთო მეგობართან დაკავშირებით, რის გამოც ბ---------------–---–მა ხელი გაარტყა სახეში მ--------------–---–-–---–ს, რაზეც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყურადღებით იქნა მოსმენილი, შეფასებული და გაანალიზებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბ---------------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
მოწმე მ-----------–---–ი განმარტავს სხვის მონათხრობს, ხოლო დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ---------------–---–ი ცდილობდა მის გაუპატიურებას. შესაბამისად, მოწმის ჩვენება ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვია (არ მოუსმენიათ) ბ---------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება თუ უდაოდ გამხდარი გამოკითხვის ოქმი, რომლის მიერ მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც თავად დაზარალებულმა და ბრალდებულა უარყვეს გაუპატიურების მცდელობის ფაქტი. ამასთან იმ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომელიც უდაოდ არის გამხდარი, ხსენებული პირები უშუალოდ ფაქტის შემსწრეები არ არიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
სასამართლო არ დავობს აღნიშნული ირიბი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენები სხვა მტკიცებულებით დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.
გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას (მაგალითისათვის იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენი, №448აპ-14; 2015 წლის 5 მაისის განაჩენი, №440 აპ-14; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის N561აპ-15 გადაწყვეტილება).
ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს ქ. თელავში, ბ---------------–---–მა, მ--------------–---–-–---–ის მიმართ განახორციელა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ სახეში გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ბ---------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ---------------–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ---------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბ---------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ---------------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ---------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ბ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 9250 (ცხრაათას ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ---------------–---–ს 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 28 დეკემბრის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 6250 (ექვსიათას ორასორმოცდაათი) ლარით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ბ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით 8000 (რვა ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ ზ-----------–-–---–ის (პირადი №2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.
მოშავო ფერის მოკლე შარვალი, მოლურჯო ფერის მაისური, ყურსასმენები, თმის სამაგრი, საზაფხულო ფეხსაცმელი, პირადობის მოწმობა, ავტომანქანა, მ--------------–---–-–---–ის ტანსაცმელი, ბ---------------–---–ის ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, სარეგისტრაციო მოწმობა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო მოწითალო ფერის ლაქა, ბიოლოგიური ნიმუშები, წებოვანი ლენტი, სიგარეტის კოლოფი, პოლიეთილენის ბოთლები, მიკრონაწილაკები, რეზინის ხელთათმანები, კენჭები, ნერწყვის ნიმუშები და ავტომანქანიდან ამოღებული ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზვიად შარაძე