განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2019
საქმის ნომერი
330100119002799040
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1-----

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

14 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ნ---------------–-–---–ი;

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ფა------–---------------------–-ბი;

დაბადების თარიღი: 0-----–-------- წელი;

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: ეგვიპტის მოქალაქე;

ნასამართლეობა: არ მქონე;

განათლება: უმაღლესი;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, ბ--------–---–---------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი ჩ------------

სისხლის სამართლის საქმე №0-----------

 

ადვოკატი - ნო------------ე, ნა----–----–----ნი

თარჯიმანი - მა------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-1 ნაწილი.

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

მუქარა ე.ი სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილებეის საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 00:20 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----–-------------------ში მდებარე ბარ „ბა-------ში“ ყოფნისას ფა------–---------------------–-ბმა ყოფილ მეუღლეს თე--------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარჯვენა მხარზე ძლიერად ხელის მოჭერით იძულებით გაიყვანა ბარიდან, რამდენჯერმე მიახეთქა ბარის გასასვლელ კედელზე და ძლიერად ხელის კვრით დაგდო იქვე არსებულ რკინის სკამზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ დროს თე-------------ის დასახმარებლად მიდის მამა გო-----------ე, რა დროსაც ფა------–---------------------–-ბი ფიზიკურად უსწორდება მასაც კერძოდ, ძლიერად ხელს ჰკრავს მკერდის არეში, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის ფიზიკურ ტკივილს.

 

2018 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 00:20 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----–-------------------ში მდებარე ბარ „ბა-----ში“ ყოფნისას ფა------–---------------------–-ბი ყოფილ მეუღლეს თე--------------ს და სიმამრ გო-----------ეს დაემუქრა, რომ მოკლავდა მათ და თე-------------ის ორივე მცირეწლოვან შვილს, აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს მორალური სახის ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2019 წლის 31 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ფა------–---------------------–-ბის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2019 წლის 14 თებერვალს საქმის არსებითი განხილვის დროს ფა------–---------------------–-ბმა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ფა------–---------------------–-ბის მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: თე-------------ის, გო-----------ის, თე-------------ას, ხა------------–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ფა------–---------------------–-ბმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111-151-1 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ფა------–---------------------–-ბის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ფა------–---------------------–-ბმა ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ფა------–---------------------–-ბის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, წარსულ ცხოვრებას (მისი წარსული არაფრითაა შებღალული), პირად და ეკონომიკურ პირობებს, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ფა------–---------------------–-ბი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

ფა------–---------------------–-ბი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანქთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ფა------–---------------------–-ბს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. რაც ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად პირობით ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ფა------–---------------------–-ბის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

ფა------–---------------------–-ბი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ფა------–---------------------–-ბს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 11 დეკემბრიდან _ 2019 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ფა------–---------------------–-ბს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე გიორგი დარახველიძე