გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/11555-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ანი ჯაჭვაძე
მოსარჩელე - შპს ,,ჯ---------------------------------ი“
წარმომადგენელი - დ------------------ა
მოპასუხე - შპს ,,ლ---“
წარმომადგენელი - ი-----–-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ლ---ს“ შპს ,,ჯ---------------------------------სის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 29716.89 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „ჯ---------------------------------ი" წარმოადგენს წ--–------–--------– კომპანიას, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს სემეკის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებისა" და სემეკის მიერ 2----–-–----------------ს გაცემული N0-- წყალმომარაგების ლიცენზიის შესაბამისად.
შ----------------------------ს 2016 წლის 20 აპრილის მომართვის საფუძველზე, შპს „ლ---" შ---------------ს ადმინისტრაციულ ობიექტებზე, აბონენტად რეგისტრირებული იქნა შემდეგ მისამართებზე: თბილისი, გ-----–---------- (ანN7--------); თბილისი, გ-------------- (აბ N7--------), თბილისი, ნ---------–---–--------- (აბ.N7---------), თბილისი, ჩ--–--------- (აბN7--------), თბილისი, ე----------------------- (აბN7----------). მოსარჩელე ახორციელებდა წყლის მიწოდებას მითითებულ აბონენტებზე, თუმცა მოპასუხე დროულად არ იხდიდა მის მიერ მოხმარებული წყლის საფასურის, რის გამოც მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ ჯამში შეადგენს 29716.89 ლარს. აღნიშნული დავალიანება წარმოადგენს ზემოაღნიშნულ მისამართებზე რეგისტრირებული აბონენტების ჯამურ დავალიანებას. კერძოდ, შპს „ლ---"-ს დავალიანება ცალკეულ მისამართებზე შეადგენს: გ-------–----------- - 20 855.30 ლარი; მ---------------- - 162.80 ლარი; მ-----–------------------ - 2372,88 ლარი, კ----------------–--–----- - 4522.41 ლარი; ჩ--–----------- - 1803.50 ლარი. მოპასუხეს არ გადაუხდია დარიცხული თანხა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ N3------------ და N3------------ წლის ხელშეკრულებების საფუძველზე კომპანია ნამდვილად ახორციელებდა სტაციონალურ კვებით მომსახურებას შ---------------ს ადმინისტრაციულ ობიექტებზე სარჩელში მითითებულ მისამართებზე, თუმცა ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები არ შეთანხმებულან კომუნალური მომსახურების გადახდაზე, დავალიანების გადახდაზე ვალდებული პირი ს----------–----–-----------------------------ა და არა მოპასუხე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 20 აპრილს ს----------–----–-----------------------------ს ლ----------------------------ის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შპს ,,ჯ---------------------------------მა“, განახორციელა შპს ,,ლ--------“-ის ქვეაბონენტად რეგისტრაცია შ---------------ს ხუთ ადმინისტრაციულ ობიექტზე, მდებარე: გ-----–-------- (აბ.N 7--------), გ--------------- (აბ.N 7--------), ნ---------–---–--------- (აბ.N7---------), ჩ--–--------- (აბN7--------), ე------------------------ (აბ.N7--------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 20 აპრილის ს----------–----–-----------------------------ს ლ----------------------------ის წერილობითი მიმართვა (იხ. ს.ფ. 23);
- 2016 წლის 07 დეკემბრის შპს ,,ჯ--------------------------------ის“ წერილობითი მიმართვა (იხ. ს.ფ. 29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. ს----------–----–-----------------------------ს ხუთივე ობიექტზე განთავსებულ სასადილოებში, 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,ლ--------“-ის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანება შეადგენს 22 846.49 ლარს.
კერძოდ, შპს ,,ლ--------“-ის მიერ მოხმარებული წყლის დავალიანება: გ-------–----------- -ში მდებარე ობიექტზე შეადგენს- 20 855.30 ლარს; მ---------------- -ში მდებარე ობიექტზე - 162.80 ლარს; მ-----–-------------------ში მდებარე ობიექტზე - 2372,88 ლარს, კ----------------–--–----- - ში მდებარე ობიექტზე - 4522.41 ლარს და ჩ--–-----------ში მდებარე ობიექტზე - 1803.50 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 07 დეკემბრის შპს ,,ჯ--------------------------------ის“ წერილობითი მიმართვა (იხ. ს.ფ. 29);
- ქვითრები (იხ. ს.ფ. 23-27, 24-28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
3.2.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, რომ მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანების გადახდაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს ს----------–----–-----------------------------ა და არა მოპასუხე კომპანია.
,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ 2008 წლის 26 ნოემბრის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N32 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. მეხუთე პუნქტის თანახმად კი, პირს, მის მიერ უძრავ ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად.
საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 20 აპრილს ს----------–----–-----------------------------ს ლ----------------------------ის წერილობითი მიმართვა, რომლის საფუძველზეც შპს ,,ჯ---------------------------------მა“, განახორციელა შპს ,,ლ--------“-ის ქვეაბონენტად რეგისტრაცია შ---------------ს ხუთ ადმინისტრაციულ ობიექტზე, მდებარე: გ-----–-------- (აბ.N 7--------), გ--------------- (აბ.N 7--------), ნ---------–---–--------- (აბ.N7---------), ჩ--–--------- (აბN7--------), ე------------------------ (აბ.N7--------. მოპასუხე მხარე ადასტურებს და არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ რეგისტრაციისთანავე შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ გამოგზავნილ ქვითრებს მოხმარებული წყლის გადასახადის შესახებ იღებდა მოპასუხე კომპანია, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მისი აბონენტად რეგისტრაციის ფაქტი მოსარჩელის წინაშე სადავოდ არ გაუხდია. მეტიც, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, შპს“ლ--------“-მ ს------------სთან დავის აღძვრამდე მიმართა მოსარჩელეს არსებული დავალიანების განაწილების მოთხოვნით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
შესაბამისად, მხარეთა ახსნა-განმარტებების საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სწორედ შპს ,,ლ--------“ წარმოადგენს მოხმარებული წყლის გადახდაზე უფლებამოსილ პირს.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს ,,ჯ---------------------------------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლებით;
,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ 2008 წლის 26 ნოემბრის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N32 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები. დასახელებული დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს სასმელი წ--–------–--------–სა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. 2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
მესამე მუხლის 1, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, კი წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება სასმელი წყლის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებელისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა ან/და მოხმარების დროს. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს წყალმომარაგების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
მე-4 მუხლის პირველი პუნქტით კი, მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. მე-5 პუნქტის თანახმად, კი პირს, მის მიერ უძრავ ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს, მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად.
2016 წლის 20 აპრილს ს----------–----–-----------------------------ს ლ----------------------------ის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შპს ,,ჯ---------------------------------მა“, განახორციელა შპს ,,ლ--------“-ის ქვეაბონენტად რეგისტრაცია შ---------------ს ადმინისტრაციულ ობიექტებზე, მდებარე: გ-----–-------- (ბ.N 7--------), გ--------------- (აბ.N 7--------), ნ---------–---–--------- (აბ.N7---------), ჩ--–--------- (აბN7--------), ე------------------------ (ბ.N7--------).
სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2016 წელს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებდა შ---------------ს ადმინისტრაციულ ობიექტების სტაციონალურ კვებით მომსახურებას და ამ მიზნით მოიხმარდა სასმელ წყალს ობიექტებში განთავსებულ სასადილოებში.
სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებული 477-ე, 361-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული წყალმომარაგების ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს წარმოეშობათ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების მოთხოვნის უფლება: გამყიდველს მყიდველისათვის სასმელი წყლის მიწოდების ვალდებულება, ხოლო მყიდველს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასურის გადახდის ვალდებულება.
დადგენილია, რომ ს----------–----–-----------------------------ს ხუთ ობიექტზე განთავსებულ სასადილოებში, შპს ,,ლ--------“-ის მიერ მოხმარებული წყლის დავალიანება შეადგენს: გ-------–----------- -ში მდებარე ობიექტზე - 20 855.30 ლარს; მ---------------- -ში მდებარე ობიექტზე - 162.80 ლარს; მ-----–-------------------ში მდებარე ობიექტზე - 2372,88 ლარს, კ----------------–--–----- - ში მდებარე ობიექტზე - 4522.41 ლარს და ჩ--–-----------ში მდებარე ობიექტზე - 1803.50 ლარს. ჯამში შპს ,,ლ--------“-ის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანება შეადგენს 22 846.49 ლარს.
შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს ,,ჯ---------------------------------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი: შპს ,,ლ--------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკიროს 29716.89 ლარის ოდენობით მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 891.50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შპს ,,ლ--------“-ს მოსარჩელე შპს ,,ჯ---------------------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 891.50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ჯ---------------------------------ი“ სარჩელი შპს ,,ლ--------“-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე შპს ,,ლ--------“-ს შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს - 29716.89 ლარის ოდენობით მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა.
2. მოპასუხე შპს ,,ლ--------“-ს შპს ,,ჯ---------------------------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 891.50 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი