განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/213-18 12 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მ--- ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--–- ო----------ძე;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი-–-- გ-------ძე;
ბრალდებული - ხ---- შ------ს ძე ბო---–----ე, დაბადებული 1--- წლის 4 დ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები რეგისტრირებულ მისამართზე: ხონის რაიონი, სოფელი პატარა ჯ----–ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მცხეთა, ჯ-----–---–-ს ქ. N1-ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 23:35 საათზე, ქ. მცხეთაში, ჯ-----–---–-ს ქ. №1-ში, ხ---- ბო---–----ემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მ----------–---–ის მიმართ. რესტორნიდან სახლში დაბრუნებულ მეუღლეს ხ---- ბო---–----ემ უსაყვედურა, თუ რატომ არ დაურეკა, რომ მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად იყო წასული რესტორანში და მოულოდნელად ზურგის არეში ჩაარტყა ფეხი, შემდეგ კი სახისა და ტანის არეში დაუწყო ხელებისა და ფეხების დარტყმა და ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ძალადობის დროს მ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 23:35 საათზე, ქ.მცხეთაში, ჯ-----–---–-ს ქ.N1-ში, ხ---- ბო---–----ემ რესტორნიდან სახლში დაბრუნებულ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ----------–---–ის უსაყვედურა, თუ რატომ არ დაურეკა, რომ მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად იყო წასული რესტორანში, რაზეც მოუხდათ სიტყვიერი კონფლიქტი. იმისათვის, რომ მეზობლებს არ გაეგოთ ჩხუბის ხმა, ხ---- ბო---–----ემ მკლავზე მოკიდა ხელი და შეიყვანა სახლში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ბრალდებულმა ხ---- ბო---–----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2018 წლის 24 ივლისს, იგი იმყოფებოდა სახლში ქ. მცხეთა, ჯ-----–---–-ს ქ. N1-ში, დაახლოვებით 23:30 საათზე სახლში დაბრუნდა მისი მეუღლე მ----------–---–ი, რომელთანაც 3 წელია ცხოვრობს. მ----------–---–მა გახსნა ახალი მაღაზია, რის შემდეგაც მ----------–---–ი წავიდა რესტორანში აღსანიშნავად, ვინაიდან ხ---- ბო---–----ემ არ იცოდა აღნიშნულის შესახებ, მან მისცა შენიშვნა იმის გამო, თუ რატომ არ დაურეკა. მ----------–---–მა ხმამაღლა დაუწყო ყვირილი, ხოლო მეზობლებს ჩხუბის ხმა რომ არ გაეგოთ, მან მ----------–---–ს მოკიდა მკლავში ხელი, სახლში შეიყვანა და სკამზე დასვა დასამშვიდებლად. ბრალდებულის განმარტებით, მ----------–---–მა შეიძლება სწორედ იმ დროს მიიღო დაზიანება მკლავზე, როდესაც მკლავზე ხელის მოკიდების დროს დაზარალებულმა გაიწია და აგრძელებდა ჩხუბს. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ უყვიროდა მ----------–---–ს.
3.2. დაზარალებულმა მ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ხ---- ბო---–----ის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.
3.3. მოწმე ბ------ ბო---–----ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მამის ხ---- ბო---–----ის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე.
3.4. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მ----------–---–ს პირადი შემოწმებისას მარჯვენა მხარის გარეთა ზედაპირზე-შუა მესამედში აღენიშნებოდა დაზიანება-სისხლნაჟღენთის სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
3.5. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა სამმართველოს ექსპერტმა ქ------- ბე-----–---–მა.
3.6. მოწმე რ---- კა-----ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს მცხეთის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად, 2018 წლის 25 ივლისს მ----------–---–ის შეტყობინების საფუძველზე მან დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იგი ექსპერტებთან გ-------–------თან და ლ-------------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად, ქ, მცხეთა, ჯ-----–---–-ს ქ. N1-ში, მ----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, დათვალიერებას ესწრებოდა ასევე მ----------–---–ი, რომელსაც ფიზიკური დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, მისი გადმოცემოთ იცოდა, რომ ქმარმა ხ---- ბო---–----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე მის მიერ ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი ხაშური, რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზაზე, საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრებოდნენ ექსპერტი ლ----ი კვე-----ე, უბნის უმცროსი ინსპექტორი ლ-–- კა-–----–-–--ი და თავად მ----------–---–ი, რაზეც შედგენილი აქვს ოქმები. რ---- კა-----ის მიერ არის გამოკითხული დაზარალებული მ----------–---–ი, ბრალდებულის სახით ხ---- ბო---–----ე და მოწმე ბ------ ბო---–----ე, მის მიერ არის ასევე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა.
3.7. მოწმე გ-------–------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტად. 2018 წლის 25 ივლისს მის მეწყვილესთან ლ-------------ესთან და გამომძიებელთან რ---- კა-----ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ქ. მცხეთა, ჯ-----–---–-ს ქ. N1-ში მ----------–---–ის საცხოვრებელ სახლში. დათვალიერების დროს მ----------–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც დასურათებული იქნა ექსპერტების მიერ. მოწმემ განმარტა, რომ მ----------–---–ს ფიზიკური ზემოქმედების კვალი არ ეტყობოდა.
3.8. 2018 წლის 25 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ქ. მცხეთაში ჯ-----–---–-ს ქუჩაზე მდებარე მ----------–---–ის საცხოვრებელი სახლი. მ----------–---–ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს საავტომობილო გზის გვერდით, მ----------–---–ის საცხოვრებელი სახლი არის კაპიტალური ნაგებობა, რომელშიც შედიხარ ერთკარიანი მეტალოპლასმასის თეთრი ფერის კარით. საცხოვრებელი სახლი არის ერთი ოთახი. შესასვლელი კარიდან მოპირდაპირედ არის ერთფრთიანი ხის კარი, რომლითაც გადიხარ საცხოვრებელი სახლის ეზოში. აღნიშნული კარის წინ არის ბეტონის კონსტრუქციის კიბე. მ----------–---–მა აღნიშნულ კიბეზე მიუთითა, რომ სწორედ ამ კიბეზე მიაყენა ხ---- ბო---–----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი.
3.9. მოწმე ლ-–- კა-–----–-–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენი-–--, რომ იგი მუშაობს შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში უბნის უმცროს ინსპექტორად, 2018 წლის 25 ივლისს ექსპერტ ლ-------------ესთან, გამომძიებელ რ---- კა-----ესთან და მ----------–---–თან ერთად მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში. საგამოძიენო ექსპერიმენტის მსვლელობის ფოტოგრაფირება მოახდინა ექსპერტ-კრიმინალისტმა.
3.10. 2018 წლის 25 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მ----------–---–ის ჩვენების საფუძველზე ხაშურში, ცენტრში, წრიული მოძრაობიდან დაახლოვებით 70-80 მეტრში ფოთის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო გზის პირას არსებულ მცირე ზომის მარკეტთან, მ----------–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც ხ---- ბო---–----ემ გააჩერა ნისანის მარკის ა/მანქანა და სადაც მ----------–---–მა შეიძინა წყალი და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი. აღნიშნულის შემდეგ მ----------–---–ის მითითებით მივიდნენ რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე სადაც მ----------–---–მა მიუთითა, ის ადგილი, სადაც გაჩერდნენ მ----------–---–ი და ხ---- ბო---–----ე ტყის მიმდებარედ. ექსპერიმენტი დასრულდა რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე, რომლის ფოტოგრაფირებაც მოახდინა ექსპერტ-კრიმინალისტმა.
3.11. 112-ში შეტყობინების N1------ რეგისტრაციის თანახმად, ინციდენტის თარიღი: 7/25/2018 10:00:09 ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი ოჯახური ძალადობა ზარის ტიპი: რეგიონი მცხეთა-მთიანეთი, დასახლება : მცხეთა, რაიონი: მცხეთა, ქუჩა: ი---- ჯ-----–---–-ს ქუჩა, დამატებითი:N1 პარკის წინ, სასაფლაოების ასასვლელთან, შადრევნის წრიულთან ინიციატორი: ბე----–---–ი მ--- ინიციატორის ტელეფონის ნომერი: 5--------, შენიშვნა: 07/25/2018 10:03:57-[ გულორდავა op ნიკოლოზ rus (T-sh)] ინიციატორის გადმოცემით მისმა მეგობარმა მამაკაცმა, რომელთანაც წლებია ცხოვრობს, წუხელ საღამოს წაიყვანა ტყეში და ფულს ძალავდა მთელი ღამის განმავლობაში.
3.12. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ით დასტურდება, რომ ქ. მცხეთაში, მ----------–---–ის მიმართ განხორციელებულ ოჯახური ძალადობის ფაქტზე შსს მცხეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის საქმეზე წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები ხ---- ბო---–----ის ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდებულ ხ---- ბო---–----ის ჩვენება იმის შესახებ, რომ მას და მის მეუღლეს, მ----------–---–ს შორის მომხდარი შელაპარაკების დროს, რადგან მ----------–---–ი ხმამაღლა ყვიროდა, მეზობლებს ჩხუბის ხმა რომ არ გაეგოთ, მან მ----------–---–ს მოკიდა მკლავში ხელი, სახლში შეიყვანა და სკამზე დასვა დასამშვიდებლად. ამ დროს მ----------–---–მა შეიძლება მიიღო დაზიანება მკლავზე, როდესაც მკლავზე ხელის მოკიდების დროს დაზარალებულმა გაიწია და აგრძელებდა ჩხუბს, - სასამართლოს მიაჩია, რომ ვერ იქნა გაბათილებული ბრალდების მხარის უტყუარი მტკიცებულებებით, კერძოდ:
4.2. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტს, შეტყობინების რეგისტრაციის №1------ ბარათს, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 25 ივლისს 10:03 საათზე 112-ში შევიდა შეტყობინება. შეტყობინების შინაარსის მიხედვით, განმცხადებელი არის თავად დაზარალებულად ცნობილი პირი მ----------–---–ი, რომელიც ითხოვდა დახმარებას არა ოჯახური ძალადობის, არამედ ფულის გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, ინიციატორის, მ----------–---–ის გადმოცემით ,,მისმა მეგობარმა მამაკაცმა, რომელთანაც წლებია ცხოვრობს, წუხელ საღამოს წაიყვანა ტყეში და ფულს ძალავდა მთელი ღამის განმავლობაში“.
4.3. იმავე დღეს და გვიან ღამით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმებით დასტურდება, რომ შეტყობინებისთანავე მოხდა დაუყოვნებლივ სამართლებრივი რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. 2018 წლის 25 ივლისს გამოიკითხა მ----------–---–ი და შედგა შესაბამისი ოქმი, მ----------–---–ის თანხმობით ჩატარდა მისი საცხოვრებელი სახლის დათვალიერება ექსპერტების გ-------–------ის და ლ-------------ის მონაწილეობით. დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ქ.მცხეთაში ჯ-----–---–-ს ქუჩაზე მდებარე მ----------–---–ის საცხოვრებელი სახლი. შემთხვევის ადგილზე მიდიან საავტომობილო ასფალტის საფარიანი გზით. მ----------–---–ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს საავტომობილო გზის გვერდით, მ----------–---–ის საცხოვრებელი სახლი არის კაპიტალური ნაგებობა, რომელშიც შედიხარ ერთკარიანი მეტალოპლასმასის თეთრი ფერის კარით. საცხოვრებელი სახლი არის ერთი ოთახი. შესასვლელი კარიდან მოპირდაპირედ არის ერთფრთიანი ხის კარი, რომლითაც გადიხარ საცხოვრებელი სახლის ეზოში. აღნიშნული კარის წინ არის ბეტონის კონსტრუქციის კიბე. მ----------–---–მა აღნიშნულ კიბეზე მიუთითა, რომ სწორედ ამ კიბეზე მიაყენა ხ---- ბო---–----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დასურათებული იქნა შემთხვევის ადგილი. დათვალიერების შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი ნივთი, საგანი ან დოკუმენტი ამოღებული და აღმოჩენილი არ იქნა. ოქმზე თანდართული ფოტოსურათების მიხედვით, დაზარალებული მ----------–---–ი უთითებს ბეტონის კიბეზე. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების ჩვენებებით, სისხლის კვალი არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, ხოლო მ----------–---–ს გარეგნულად რაიმე დაზიანების კვალი არ ეტყობოდა. მათ გაიგეს დაზარალებულ მ----------–---–ისაგან, რომ ფიზიკური დაზიანება მიაყენა ხ---- ბო---–----ემ. მოწმის გ-------–------ის ჩვენებით, ქალბატონს რაიმე დაზიანება რომ ჰქონოდა, ეს ფაქტი აუცილებლად აისახებოდა ფოტოსურათებზე. იმავე დღეს, 2018 წლის 25 ივლისს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ექსპერტის ლ-------------ის და უბნის უმცროსი ინსპექტორის ლ-–- კა-–----–-–--ის მონაწილეობით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, მ----------–---–ის ჩვენების საფუძველზე მივიდნენ ხაშურში, ცენტრში, წრიული მოძრაობიდან დაახლოვებით 70-80 მეტრში ფოთის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო გზის პირას არსებულ მცირე ზომის მარკეტთან, სადაც მ----------–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც ხ---- ბო---–----ემ გააჩერა ნისანის მარკის ა/მანქანა და სადაც მ----------–---–მა შეიძინა წყალი და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი. აღნიშნულის შემდეგ მ----------–---–ის მითითებით მივიდნენ რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე, სადაც მ----------–---–მა მიუთითა ის ადგილი, სადაც გაჩერდნენ მ----------–---–ი და ხ---- ბო---–----ე ტყის მიმდებარედ. ექსპერიმენტი დასრულდა რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე, რომლის ფოტოგრაფირებაც მოახდინა ექსპერტ-კრიმინალისტმა. ასევე მოწმეების სახით დაკითხული ექსპერტის და უბნის ინპექტორის ჩვენებებით, მ----------–---–ს გარეგნულად რაიმე დაზიანების კვალი არ ეტყობოდა.
4.4. ამდენად, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე პირების ჩვენებებით ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ დაზარალებულ მ----------–---–ს რაიმე სახის დაზიანება ეტყობოდა ვიზუალურად და არც აღნიშნული ოქმების შინაარსიდან ჩანს დაზარალებულ მ----------–---–ის თანმიმდევრული განმარტება, თუ კონკრეტულად სხეულის რა ადგილებში მიაყენა დაზიანება ხ---- ბო---–----ემ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებული მხოლოდ უთითებს ბეტონის კიბეს, სადაც ხ---- ბო---–----ემ მიაყენა ფიზიკური დაზიანება, მაგრამ ასევე კონკრეტულად სხეულის რა ადგილებში, ეს არ ჩანს ოქმიდან, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილი გარემოებები, საერთოდ არანაირ შემხებლობაში არ არის ბრალდების მხარის მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებთან.
4.5. ხოლო მოწმეების სახით დაკითხული ექსპერტების, გამომძიებლების და პოლიციის თანამშრომლის ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დაზარალებულ მ----------–---–ისგან იციან, რომ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა ხ---- ბო---–----ემ არის ირიბი ჩვენებები, მათი წყაროა დაზარალებული მ----------–---–ი, რომელმაც საერთოდ უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე.
4.6. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
4.7. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დისპოზიციის მიხედვით დანაშაულის შემადგენლობამ უნდა გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც მნიშვნელოვანია ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის. ფიზიკური ტკივილის მიღება და აღნიშნულის გადმოცემა სწორედ დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციით უნდა დადგინდეს, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სხდომაზე ვერ მოისმინა და ვერ დაადგინა დაზარალებულმა მ----------–---–მა, მკლავზე ხელის მოკიდებით განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი, რადგან აღნიშნული უნდა გამომდინარეობდეს თავად კონკრეტული პიროვნების აღქმიდან. მართალია სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ მარიამ ბე----–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა მარჯვენა მხარის გარეთა ზედაპირზე-შუა მესამედში დაზიანება-სისხლნაჟღენთის სახით, რაც წარმოადგნეს ფაქტის არსებობას, მაგრამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდება, თუ რა განიცადა დაზარალებულმა. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ დაზარალებულმა მ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, შესაბამისად სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ხ---- ბო---–----ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.8. მითითებულ მტკიცებულებათა იურიდიული ძალის შეფასების დროს, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის დებულება, საყოველთაოდ აღიარებული „in dubio pro reo“ პრინციპის გამოყენებით, საეჭვო ხასიათის მტკიცებულებათა საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს.
4.9. ასევე ვერც საქმეზე წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა ვერ ადასტურებს ხ---- ბო---–--ძის ბრალეულობას, პირიქით ადასტურებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ დაზარალებულმა შეიძლება ერთი დაზიანება მიიღო იმ დროს, როდესაც მკლავზე ხელი მოკიდა სახლში შესაყვანად. სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მიხედვით, რაც დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ბე-----–---–მა, მ----------–---–ს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე - შუა მესამედში აღენიშნებოდა მხოლოდ ერთი დაზიანება -სისხლნაჟღენთის სახით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებული თარიღს.
4.10. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ხ---- ბო---–----ემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეულღლის მ----------–---–ის მიმართ. რესტორნიდან სახლში დაბრუნებულ მეუღლეს ხ---- ბო---–----ემ უსაყვედურა, თუ რატომ არ დაურეკა, რომ მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად იყო წასული რესტორანში, მოულოდნელად ზურგის არეში ჩაარტყა ფეხი, შემდეგ კი სახისა და ტანის არეში დაუწო ხელებისა და ფეხების ჩარტყმა და ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ძალადობის დროს მ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.11. ბრალდების მხარის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დაზიანებების სახით ვერ დადასტურდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით და ვერც სხვა ზემოხსენებული მტკიცებულებებით, პირიქით, წინააღმდეგობაში მოვიდა ექსპერტის დასკვნით დადგენილ გარემოებასთან.
4.12. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ხ---- ბო---–----ის ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ხ---- ბო---–----ემ დაზარალებულ მ----------–---–ს მიაყენა ფიზიკური დაზიანება 2018 წლის 24 ივლისს.
4.13. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.14. 4.13. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Kornilov v. Russia, N50624/09 , 22/11/2016, §28) და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში დასახელებული პრინციპი მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93).
4.15. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა.
4.16. სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს ხ---- ბო---–----ის მიერ დანაშაულის ჩადენას. დაუშვებელია, მოწმეთა ჩვენებები ტოვებდეს კითხვებს და ბადებდეს ეჭვს ისეთი სახის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს პირის ბრალეულობაზე.
4.17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ხ---- ბო---–----ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ---- ბო---–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
2. ხ---- ბო---–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ასევე გაუქმდეს ხ---- ბო---–----ის მიერ დაზარალებულთან მიახლოების, სატელეფონო და სხვა ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვა.
3. ხ---- ბო---–----ეს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი