განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/827-18
(#042181018001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---------–------ა;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კა-------------------------–--–----–---–---------------–-------–-–------------------------–----------–----------------------------------------–----–----------–----------------------–--------------–-------------------------------------–------------------------–----------------------------------------------------------–-----------–--
ადვოკატი - ა-----–-–-------ა;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 18 ოქტომბერს, 11:50 საათზე, კ-------–--–----–---–ი ქ. რუსთავში, მ------------------------–-----------–---------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკული საშუალება - 0,0667 გრამ ჰეროინს.
აღნიშნული ქმედებისათვის კ-------–--–----–---–ს, წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 18 ოქტომბერს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, კ-------–--–----–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე. (ტ.1. ს.ფ. 1)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივ-გამომძიებელი რ------------ა, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად: ქალაქ რუსთავში, მ---------------------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა კ-------–--–----–---–ი, რომელიც სავარაუდოდ ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას. მიღებული ინფორმაცია წერილობითი პატაკით მოახსენა ხელმძღვანელს და ამ გარემოების ირგვლივ გამოიკითხა მოწმის სახით. (ტ.2. ს.ფ. 49-51)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივ- გამომძიებელი ზ---------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ქალაქ რუსთავში, მ---------------------------------------------------- ტერიტორიაზე იმყოფებოდა კ-------–--–----–---–ი, რომელიც სავარაუდოდ ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე. ინფორმაცის მიღებიდან დაახლოებით 30 წუთში, მას შემდეგ, რაც შ.ს.ს. ელექტრონული საინფორმაციო ბაზიდან (pol.ge) მოიპოვეს კ-------–--–----–---–ის ფოტო და პირადი ინფორმაცია თანამშრომლებთან: ლ-–------------------------------------------- ერთად გავიდა ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას ზ---------------–---–მა, ლ-–----------ემ და ა--------------ემ მოახდინეს კ-------–--–----–---–ის შეჩერება, გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ და კ-------–--–----–---–ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში (02 ბაშად) დაფასოებული სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება, ხოლო შარვლის ჯიბიდან ამოიღეს დასაკეცი დანა. კ-------–--–----–---–ისგან ამოღებული ნივთიერება და დასაკეცი დანა დალუქეს კანონის შესაბამისად. პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ კ-------–--–----–---–ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და განემარტა მისი უფლებები. პირადი ჩხრეკის ოქმი და შემდგომ დაკავების ოქმი შეადგინა გამომძიებელმა ა--------------ემ. დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო დაკავების ადგილზევე და დასრულდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. მოწმის განმარტებით კ-------–--–----–---–მა პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, თუმცა ბრალდებულს გადაეცა როგორც დაკავების ასევე პირადი ჩხრეკის ოქმის ასლები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბრალდებული დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ განყოფილებაში (ნარკოტიკის მოხმარების ფაქტის დასადგენად) შემოწმებაზე, თუმცა ბრალდებულმა ნიმუშის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა და ამასთან განმარტა, რომ კ-------–--–----–---–ისგან ამოღებული 02 (ბაშად) დაფასოებული ნივთიერება გაიგზავნა ექსპერტიზაზე. (ტ.2. ს.ფ. 78-81).
მოწმის სახით დაკითხულმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, გამომძიებლებმა ა--------------ემ და ლ-–----------ემ სრულად დაადასტურეს გამომძიებელ ზ---------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენება. (ტ.2. ს.ფ. 51-57 ; 93-98)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი ნ-------–-----ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს კ-------–--–----–---–ი წარდგენილი იქნა საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, სადაც მის მიერ მოხდა კახი ბალმწარაშვილის დაკითხვა, თუმცა მან უარი განცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა დუმილის უფლება. ბრალდებულმა ასევე უარი განცხადა დაკითხვის ოქმის ხელმოწერაზე. გარდა აღნიშნულისა ნ-------–-----მა ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: მოწმის სახით გამოკითხა ბრალდებულ კ-------–--–----–---–ის პირად ჩხრეკაში მონაწილე გამომძიებელი ა--------------ე და ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერებაზე და დასაკეც დანაზე დანიშნა ექსპერტიზები, ასევე მის მიერ მოხდა კ-------–--–----–---–ის ნასამართლობაზე ინფორმაციის მოძიება. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულს გამოკითხვის დროს ზედაპირულად რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა. (ტ.2. ს.ფ. 91-93)
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების მთავარი ექსპერტი თ-----------–--ა, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 19 ოქტომბერს გაცემული ექსპერტიზის N---------------- დასკვნის სისწორე.
რომლის მიხედვითაც : კ-------–--–----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული : - ორ (2) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 0,1271 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით 0,0667გრამს. (ტ.1. ს.ფ. 38-40)
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება იყო დალუქული სახით და პაკეტზე ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა (ტ.2. ს.ფ. 81-82)
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხარისხის კონტროლისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხარისხის კონტროლის და ანალიზის განყოფილების უფროსი გ-------------–----ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 19 ოქტომბერს გაცემული ექსპერტიზის N---------------- დასკვნის სისწორე.
რომლის მიხედვითაც : კ-------–--–----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული : - ორ (2) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 0,1271 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით 0,0667გრამს. რაიმე სახის დაზიანება ლუქს არ ქონია. (ტ.1. ს.ფ. 38-40)
მოწმემ გარდა იმისა, რომ სრულად დაადასტურა დასკვნაში მითითებული გარემოებები დამატებით განმარტა, რომ უშუალოდ მის მიერ მოხდა ნარკოტიკული საშუალების სახეობის განსაზღვრა.(ტ.2. ს.ფ. 82-83)
კ-------–--–----–---–ის მიმართ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილების მიხედვით, დადგენილება გამოცემულია 2018 წლის 18 ოქტომბერს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ა--------------ის მიერ. დადგენილების გამოცემის საფუძვლად მითითებულია დასაბუთებული ვარაუდის არსებობა კ-------–--–----–---–თან ნარკოტიკული საშუალების შენახვასთან დაკავშირებით. დადგენილების გამოცემის გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველში მითითებულია - დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას. დადგენილებაში მითითებულია ადგილი ქ.რუსთავი, მ------------------------------------------------------ მიმდებარე ტერიტორია, სადაც იმყოფება კ-------–--–----–---–ი, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს პირადი ჩხრეკა ნარკოტიკული საშუალების ამოღების მიზნით. დადგენილებას ხელს აწერს გამომძიებელი ა-----------, ხოლო კ-------–--–----–---–ი გაეცნო დადგენილებას, მაგრამ ხელმოწერაზე განაცხადა უარი . (ტ.1. სფ. 5-6)
ბრალდებულ კ-------–--–----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2018 წლის 18 ოქტომბერს ქ. რუსთავში, მ---------------------------------–----------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომძიებელ ა--------------ის მიერ. საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროა 2018 წლის 18 ოქტომბრის 11:50 საათი დასრულების დროა 2018 წლის 18 ოქტომბრის 12:05 საათი. ოქმის მიხედვით საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ დეტექტივ - გამომძიებელი ლ-–----------ე და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ზ---------------–---–ი. საგამოძიებო ოქმის მიხედვით კ-------–--–----–---–ის პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში იძულების გარეშე. კ-------–--–----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს მისი ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 02 ცალად დაფასოებული პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილი ასევე შარვლის მარჯვენა პატარა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის დასაკეცი დანა. ოქმის მიხედვით საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს ოქმზე შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ დაუფიქსირებიათ, ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი გამომძიებელი ა--------------ე და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლები ლ-–----------ე და ზ---------------–---–ი. ოქმზე გაკეთებული შენიშვნის მიხედვით კ-------–--–----–---–ი გაეცნო ჩხრეკის ოქმს, თუმცა ხელმოწერაზე და ჩაბარებაზე უარი განაცხადა. (ტ.1. ს.ფ. 7-10).
სასამართლო სხდომის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას ბრალდებულმა კ-------–--–----–---–მა გამოიყენა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (კ-------–--–----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი, კ-------–--–----–---–ის დაკავების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა კ-------–--–----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (რომლის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს) მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიაში (მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალი), ამავე კანონის მე-3 მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნულ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ 0.2 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ოდენობად. მოცემულ საქმეზე ამოღებული ,, ჰეროინის” საერთო წონა 2018 წლის 19 ოქტომბერის ექსპერტიზის N---------------- დასკვნის თანახმად, შეადგენს 0,0667 გრამს, რაც იძლევა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობას.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა, გამომძიებელ რ------------ას მიერ შედგენილ ინფორმაციულ პატაკზე და აღნიშნა, რომ ინფორმაციულ პატაკში მითითებული არ არის დოკუმენტის შექმნის დრო, ასევე ყურადღება გაამახვილა ბრალდებულის მიმართ წარმოებულ პირად ჩხრეკაზე და განმარტა, რომ გამომძიებლის მიერ ბრალდებულ კ-------–--–----–---–ის მიმართ გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩასატარებლად შედგენილ დადგენილებაზე არ არის მითითებული დადგენილების გამოტანის დრო, ასევე ბრალდებულის პირად ჩხრეკას არ დაასწრეს გარეშე პირი და ბრალდებულის პირადი ჩხრეკის მიმდინარეობა გამომძიებლებმა არ გადაიღეს ვიდეოკამერით, მაშინ როდესაც მოწმეთა ჩვენებით მათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას თან ჰქონდათ ვიდეო კამერის მქონე მობილური ტელეფონები.
სასამართლო დაცვის მხარის მიერ გაცხადებულ პოზიციასთან დაკავშრებით, განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ მითითება, რომ ინფორმაციული პატაკის შედგენისას პატაკის შემდგენი ვალდებულია მიუთითოს პატაკის შედგენის დრო, შესაბამისად გამომძიებელ რ------------ას მიერ შექმნილი დოკუმენტი (18.10.2018 წლის პატაკი) კანონიერია, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანაწესები არ ცნობს გამომძიებლის მიერ შედგენილ დადგენილებაზე დროის მითითების მოთხოვნას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 უხლის მე-16 ნაწილის თანახმად დადგენილება არის გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის გადაუდებელი აუცილებლობით პირის მიმართ პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ პიროვნების პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენისას სავალდებულოდ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვით საგამოძიებო მოქმედების ოქმში აღნიშნული უნდა იყოს: საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი; მისი დაწყებისა და დამთავრების დრო; საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პირობები; იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება; საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მათი მისამართებიც. ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა განცხადებები და შენიშვნები, თუმცა კანონმდებლობით მსგავსი დებულება დადგენილების გამოტანის დროს არ არის განსაზღვრული. სასამართლო პირადი ჩხრეკის დროს დამსწრე პირის მონაწილეობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია განსხვავებით ძველი კანონმდებლობისა არ ითვალისწინებს პირის პირადი ჩხრეკის დროს (მოთხოვნის შემთხვევაში) დამსწრე პირის მონაწილეობას, შესაბამისად გამომძიებლის მოქმედებით საკანონმდებლო მოთხოვნა არ დარღვეულა, რაც ასევე დასტურდება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის N11ბ-534-18 განჩინებით, რომლითაც კანონიერად არის ცნობილი კ-------–--–----–---–ის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკა. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატის პოზიციას ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ჩატარების პროცედურის გამომძიებლ(ებ)ის მიერ ვიდეოკამერით გადაღების ვალდებულებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ან რომელიმე სხვა ნორმატიული აქტი ჩხრეკის ჩამტარებელ უფლებამოსილ პირს არ ავალდებულებს პიროვნების პირადი ჩხრეკისას აწარმოოს ვიდეოგადაღება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების სანდოობას შეეხება, მიუთითებს პოლიციელების ჩვენების მცირე მტკიცებითი ძალაზე, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90) სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა (ა--------------ე, ლ-–----------ე, ზ---------------–---–ი, რ------------ა, ნ-------–-----ი) ჩვენებაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი, პირადი ან სხვაგვარი ინტერესი არ გამოკვეთილა, მათი ჩვენები გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდაოდ არის ცნობილი, მათ შორის აღსანიშნავია 2018 წლის 19 ოქტომბერის ექსპერტიზის N---------------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, კ-------–--–----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება შეიცვას 0,0667 გრამ ,,ჰეროინს“.
გამომდინარე აქედან სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ასევე დაცვის მხარის მიერ უდაოდ ცნობილ გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგინდა, კ-------–--–----–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალება - 0,0667 გრამ ჰეროინის უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტი.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ კ-------–--–----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ-------–--–----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მისი აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები, ანუ რამდენად აღსრულებადია დანიშნული სასჯელი, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას (იგი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი ნარკოტიკული დანაშაულისათვის), ბრალდებულის ასაკს (იგი 56 წლისაა) და მიჩნია რომ ბრალდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელი იქნება ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებების შესაბამისი ხანგრძლივობით ჩამორთმევით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ” საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ-------–--–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით;
2. კ-------–--–----–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის 12:05 საათიდან;
3. კ-------–--–----–---–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 05 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით,რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას;
4. კ-------–--–----–---–ს ზემოთ აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
5. კ-------–--–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: კ-------–--–----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინს“ წონით 0.0667 გრამს და ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
კ-------–--–----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული, ცივი იარაღი შავი ფერის დასაკეცი დანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადაეცეს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს ამ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება;
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მიღებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე