გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2019
საქმის ნომერი
330210018002534337
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20545-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - მ-----– მ-----–-–---–ი

წარმომადგენელი - გ-------–----–---ძე

მოპასუხე - სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელები - მ-------------ძე, გ-----------------–-–---–ი

დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცნობილი იქნას უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, შ------------ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ი-–------ის ქუჩა №61 (საცხოვრებელი სადგომი ლიტერი ,,ა’’ 97.55 კვ.მ, ლიტერი ,,ბ’’- საცხოვრებელი 81.26 კვ.მ, ლიტერი ,,ვ-დ-ც’’ - დამხმარე 56.00 კვ.მ);

 

1.2. გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრებაში მოსარჩელე მ-----– მ-----–-–---–ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, შ------------ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ი-–------ის ქუჩა №61 (საცხოვრებელი სადგომი ლიტერი ,,ა’’ 97.55 კვ.მ, ლიტერი ,,ბ’’- საცხოვრებელი 81.26 კვ.მ, ლიტერი ,,ვ-დ-ც’’ - დამხმარე 56.00 კვ.მ).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

გასული საუკუნის 40-იან წლებში შინაურული ხელწერილის საფუძველზე, რომელიც დაკარგულია, მოსარჩელის მამამ ვ----– მ-----–-–---–მა შ------------ასგან შეიძინა საცხოვრებელი ბინა მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელიც მდებარეობს - ქ. თბილისი, ი-–------ის ქუჩა №61 (ყოფილი კ---–----------–იის ქუჩა №61). მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 1993 წელს, ხოლო დედა-1992 წელს, მოსარჩელე დაბადებიდან, 1951 წლიდან ცხოვრობს და რეგისტრირებულია ზემოაღნიშნულ მისამართზე და იხდის კომუნალურ გადასახადებს.

 

შ------------ა გარდაიცვალა 1992 წლის 11 სექტემბერს. მას არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრე არ დარჩენია. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავი ქონება ირიცხება აწ გარდაცვლილი შ------------ას სახელზე. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და მისი უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.

 

(იხ. სარჩელი ს. ფ. 2-13, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 15 იანვრის სხდომის ოქმი, 15:21:55).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

 

(იხ. შესაგებელი ს.ფ. 50-58, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 15 იანვრის სხდომის ოქმი 15:27:33).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 21 თებერვალს მომზადებული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ი-–------ის ქუჩა №61-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს - შ------------ა. ნაკვეთის ფუნქცია-არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი - 540.00 კვ.მ. ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 97.55 კვ.მ. ლიტერი: ,,ბ’’ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 81.26 კვ.მ. ლიტერი ,,ვ-დ-ს-ვც’’ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 56.00 კვ.მ. სააღრიცხვო ბარათი №0-----, აღრიცხულია 1--0 წელს. მიწის ფართი უ.დ.დ-ს გარეშე 1994 წლამდე: 540.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 17);

- ტექნიკური აღრიცხვის ბარათი (ს.ფ. 33-36).

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 03 ივლისს გაცემული №2----7 ცნობის თანახმად დგინდება, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით მისამართზე, ქ. თბილისი, ი-–------ის ქუჩა №61-ში (ყოფილი კ---–----------–იის ქუჩა №61) მდებარე უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა, იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 18-19).

 

3.1.3. შ------------ა გარდაიცვალა - 1992 წლის 11 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 14).

 

3.1.4. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით 1992 წლის 11 სექტემბერს გარდაცვლილი შ------------ას დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის; ანალოგიური პასუხი იქნა გაცემული ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან. კერძოდ, გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი შ------------ას სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის №16----- და №16----- წერილები (ს.ფ. 15-16).

 

3.1.5. მ-----– მ-----–-–---–ი არის ვ----– მ-----–-–---–ის შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა №5----- (ს.ფ. 92-93).

 

3.1.6. ვ----– მ-----–-–---–ი გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს. მეუღლე ნ----- მ-----–-–---–ი გარდაიცვალა 1992 წლის 19 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა №3-------ს.ფ. 21);

- გარდაცვალების მოწმობა №4----- (ს.ფ. 22);

 

3.1.7. ქ. თბილისში, ი-–------ის ქუჩა №61-ში (ყოფილი კ---–----------–იის ქუჩა №61) – 1972 წლიდან 25 იანვრიდან დღემდე რეგისტრირებულია მ-----–-–---–ი მ-----–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის საქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 96-97).

 

3.1.8 . საქმეში წარმოდგენილია კომუნალური გადახდის ქვითრები, რომლის მიხედვით 1974 წლიდან გადასახადების გადამხდელად ქ. თბილისში, კ---–----------–იის №61-ში რეგისტრირებულია ვ. მ-----–-–---–ი.

 

1999 წლიდან №3------ აბონენტის ნომრად მითითებულია მ. მ-----–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კომუნალური გადახდის ქვითრები (ს.ფ. 23-32);

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 38-52)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ქ. თბილისში, კ---–----------–იის ქუჩა №63-ში რეგისტრირებული მოქალაქე ვ----– მ-----–-–---–ი რეგისტრაციიდან მოიხსნა განხორციელდა 1999 წლის 04 ოქტომბერს გარდაცვალების მიზეზით. ბარათში გატარებულია მოქალაქის სახელზე, ქ. თბილისის ლენინის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ 1978 წლის 15 ნოემბერს გაცემული სსრკ-ის სიმბოლიკიანი №VI-Tи 6----- პასპორტი.

 

აღნიშნული პასპორტის განცხადება-ანკეტაზე (ფორმა №1) ვ----–ი მ-----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილის გრაფაში მითითებულია თბილისი, კ---–----------–იის ქუჩა №61.

 

თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ასევე გადამოწმდა ქ. თბილისის გარდაცვლილთა რეგისტრაციის საერთაშორისო განყოფილების მიერ 1993 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებული გარდაცვალების №1---- აქტის ჩანაწერი, სადაც მუდმივად მაცხოვრებლის გრაფაში მითითებულია მისამართი თბილისი, ნ----–-----ის რაიონი, ი-–------ის ქუჩა №61.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება-ანკეტა ფორმა №1 (ს.ფ. 89-91)

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რესერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 99-101).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, კერძოდ, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებები და ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, საინფორმაციო ბარათები, წერილობითი მტკიცებულებები, სასამართლოს უქმნის რწმენას იმისათვის, რომ გაიზიაროს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ-----– მ-----–-–---–ი არის ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, ხოლო საცხოვრებელი სადგომი არის უმკვიდრო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

იმისთვის, რომ სპეციალური კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 2. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 3. გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მამამ ვ----– მ-----–-–---–მა შინაურული ხელწერილით (რომელიც დაკარგულია), ნოტარიულად დამოწმების გარეშე, შ------------ასგან შეიძინა საცხოვრებელი სადგომი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარდგენილი სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და ან იმ ტიპის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც განაპირობებდა სადავო საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლების არსებობას, უნდა დადგინდეს ის გარემოება თუ რამდენად თავსებადია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით წარმოქმნილ ურთიერთობასთან.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ-----– მ-----–-–---–ი სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრირებულია 1972 წლიდან. რაც შეეხება მოსარჩელის მამას, ვ----– მ-----–-–---–ს, მართალია საინფორმაციო ბარათში მისი რეგისტრაციის მისამართად მითითებულია ი-–------ის ქუჩა №63. თუმცა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, კ---–----------–იის ქუჩა №63-ში რეგისტრირებული მოქალაქე ვ----– მ-----–-–---–ი რეგისტრაციიდან მოიხსნა განხორციელდა 1999 წლის 04 ოქტომბერს გარდაცვალების მიზეზით. ბარათში გატარებულია მოქალაქის სახელზე, ქ. თბილისის ლენინის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების მიერ 1978 წლის 15 ნოემბერს გაცემული სსრკ-ის სიმბოლიკიანი №VI-Tи 6----- პასპორტი. აღნიშნული პასპორტის განცხადება-ანკეტაზე (ფორმა №1) ვ----–ი მ-----–-–---–ის საცხოვრებელი ადგილის გრაფაში მითითებულია თბილისი, კ---–----------–იის ქუჩა №61. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ასევე გადამოწმდა ქ. თბილისის გარდაცვლილთა რეგისტრაციის საერთაშორისო განყოფილების მიერ 1993 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებული გარდაცვალების №1---- აქტის ჩანაწერი, სადაც მუდმივად მაცხოვრებლის გრაფაში მითითებულია მისამართი თბილისი, ნ----–-----ის რაიონი, ი-–------ის ქუჩა №61. ამ მიმართებით, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მისამართის მითითების დროს იყო შეცდომა. საგულისხმოა ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილი არის კომუნალური გადახდის ქვითრები, კ---–----------–იის ქუჩა №61-ში (დღევანდელი ი-–------ის ქუჩა №61) ვ----– მ-----–-–---–ის სახელზე, კანონის მოქმედების პერიოდში, მათ შორის ერთი დათარიღებულია 1974 წლით. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა სასამართლოს უქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ ვ----– მ-----–-–---–ი და მისი უფლებამონაცვლე მ-----– მ-----–-–---–ი ნამდვილად წარმოადგენენ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” გათვალისწინებულ სუბიექტებს - მოსარგებლეებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვ----– მ-----–-–---–ის მოსარგებლეობის უფლება დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, ასევე დასტურდება მისი უფლებამონაცვლის, მ-----– მ-----–-–---–ის მოსარგებლეობის უფლება სადავო საცხოვრებელ სადგომთან მიმართებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ი-–------ის ქუჩა №61-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს - შ------------ა. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ შ------------ა გარდაიცვალა - 1992 წლის 11 სექტემბერს და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1992 წლის 11 სექტემბერს გარდაცვლილი შ------------ას სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ი-–------ის 61-ში, 1--0 წელს აღრიცხული შ------------ას სახელზე - ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, ი-–------ის ქუჩა №61-ში, შ------------ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი და აღნიშნული უმკვიდრო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მ-----– მ-----–-–---–ს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----– მ-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ცნობილი იქნას უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, შ------------ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ი-–------ის ქუჩა №61 (საცხოვრებელი სადგომი ლიტერი ,,ა’’ 97.55 კვ.მ, ლიტერი ,,ბ’’-საცხოვრებელი 81.26 კვ.მ, ლიტერი ვ-დ-ც - დამხმარე, 56.00 კვ.მ);

 

1.2. გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრებაში მოსარჩელე მ-----– მ-----–-–---–ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, შ------------ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ი-–------ის ქუჩა №61 (საცხოვრებელი სადგომი ლიტერი ,,ა’’ - საცხოვრებელი, 97.55. კვ.მ, ლიტერი ,,ბ’’-საცხოვრებელი 81.26 კვ.მ, ლიტერი ვ-დ-ც - დამხმარე, 56.00 კვ.მ);

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე