განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2019
საქმის ნომერი
330100118002739411
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5----18

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - გ----------------ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ზ---------------ა

 

თარჯიმანი- ხ---------------ე

 

ბრალდებული - გ--------- ბ---------ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, რ------------------–--- მოქალაქე, პასპორტის 6---------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: რ------ი, ქ--–-----------------------------–------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ც-----------------------------------, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 2) საქართველოს სსკ-ის 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

დისპოზიცია: 1)ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა; 2) ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2----–-–------------------ს, დაახლოებით 1---- საათზე, ქალაქ თბილისში, პ-----------–----------–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რ------------------–--- მოქალაქე, გ--------- ბ---------ი, ქურთუკის მარცხენა ჯიბეში უკანონოდ ინახავდა, გასაღების მიზნით, მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ და დამზადებულ შავი ფერის წებოვანი ლენტით სამ შეკვრად შეფუთულ, დაფასოებულ ნივთიერებას, რაც შეიცავს 5-fluoro-ADB, რომელიც განეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

1.2. მანვე, მის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მისამრთზე: ქ. თბილისი, ც------------------------------ში, გასაღების მიზნით უკანონოდ დაამზადა და შეინახა, ასევე, პ-----------–----------–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილას, გასაღების მიზნით, განათავსა, მის მიერ, ასევე უკანონოდ შეძენილი და დამზადებული : წითელი და შავი წებოვანი ლენტით შემოხვეული, ჩამკეტიან პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ნივთიერება; თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტში მოთავსებული ნივთიერება; 3 (სამ) ცალად დაფასოებული პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება; 2 (ორ) ცალად დაფასოებული პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება; 2 (ორი) ცალი წითელი წებოვანი ლენტით და 1 ( ერთი) ცალი შავი წებოვანი ლენტით შემოხვეული პოლიეთილენის პაკეტებში მოთავსებული ნივთიერება; 4 (ოთხი) ცალი წითელი წებოვანი ლენტით და 6 (ექვსი) ცალი შავი წებოვანი ლენტით შემოხვეული პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნივთიერება; 3 (სამ) ცალად დაფასოებული შავი ფერის პაკეტში, ნივთიერებები, რომლებიც შეიცავენ 5-fluoro-ADB, რომელიც განეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ--------- ბ---------მა თავი ცნო დამნაშავედ, რითაც სრულად დაადასტურა წარდგენილი ბრალდებები, რაც მხარეთა მიერ არ გამხდარა სადავო. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტისა, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად.

2.2. გ--------- ბ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა მიერ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არასადავოდ მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით - გ--------- ბ---------ის პირადი ჩხრეკის ოქმი; ადგილის დათვალიერების ოქმები; ბინის ჩხრეკის ოქმი; ბრალდებულ გ--------- ბ---------ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების: გ---------------ს და ლ----------–---–ის გამოკითხვის ოქმები; ქიმიური ექსპერტიზის N----------------, N---------------- დასკვნები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება 5-fluoro-ADB .

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberia, Messegue, jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, გ--------- ბ---------ის მიერ ინკრიმინირებულ დანაშაულთა ჩადენა.

 

4.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზების N---------------- და N---------------- დასკვნების თანახმად, დგინდება, რომ გ--------- ბ---------ისაგან პირად ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთიერებები, ასევე მის დროებით საცხოვრებელ მისამართზე და პ-----------–----------–---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილას ამოღებული ნივთიერებები, წარმოადგენს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.

 

4.3. სასამართლო მიუთითებს ნარკოტიკული დანაშაულის საშიშროებაზე და განმარტავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შეძენა, შენახვასა, დამზადებისა და გასაღების მცდელობაში. ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება გულისხმობს განზრახ ქმედებას, როცა პირი, ვისაც არ აქვს საამისო კანონიერი უფლებამოსილება, ნარკოტიკების შემცველი მცენარისაგან, პრეპარატისაგან, ანდა ქიმიური თუ სხვა სახის ნივთიერებისაგან მიიღებს მოხმარებისა და გამოყენებისათვის მზა ერთ ან რამოდენიმე ნორკოტიკულ საშუალებას, ან მის ანალოგს ან პრეკუსორს, რომელიც შეტანილია სპეციალურ სიაში და მათ ბრუნვაზე დაწესებულია სახელმწიფო კონტროლი. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. რაც შეეხება უკანონო გასაღების მცდელობას, აღნიშნული გულისხმობს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სხვა პირისთვის უკანონოდ გადაცემის მცდელობას. მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ხერხით მოხდება ეს - საზღაურით თუ მის გარეშე. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უკანონო გასაღების მცდელობა ითვლება განზრახ ქმედებად, რომელიც მართალია უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, თუმცა დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

 

4.4. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ--------- ბ---------მა უკანონოდ დაამზადა, შეიძინა და შეინახა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და ჰქონდა აღნიშნული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობა, რაც გამოიხატა მის მიერ აღნიშნული დაფასოებული ნივთიერებების პ-----------–----------–---ზე სხვადასხვა ადგილას დამალვით, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, გ--------- ბ---------ს მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.6. სასამართლოს შეფასებით საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ--------- ბ---------მა ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა და მანვე, ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. გ--------- ბ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის განხილვისას არ გამოვლენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

6.2. სასამართლო ითვალისწინებს ასევე იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებულმა გ--------- ბ---------მა აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, შეძენა და შენახვისათვის და ზუსტად მიუთითა შენახული ნივთიერებების ადგილმდებარეობა.

 

6.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

6.5. დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში სასამართლოს სთხოვა, რომ ბრალდებულ გ--------- ბ---------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოეყენებინა შეღავათი, აღნიშნულ მოთხოვნას დაცვამ საფუძვლად დაუდო ბრალდებულის აღიარება და ასევე პოლიციასთან თანამშრომლობა დაკავების მომენტიდან.

 

6.6. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--------- ბ---------მა მისი ქმედებით საფრთხე შეუქმნა, როგორც მის ფიზიკურ ჯანმრთელობას და ზნეობრივ განვითარებას, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა გ--------- ბ---------მა ითანამშრომლა გამოძიებასთან, მართალია მან გასაღების მიზნით პ-----------–----------–---ზე დამალა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, მაგრამ, როდესაც სამართალდამცავებმა მას სთხოვეს აღნიშნული ადგილის ჩვენება, მან თავის ნებით მიუთითა შენახული ნივთიერების ადგილმდებარეობა. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენი. მინიმალური სასჯელით, უნდა გახდეს ამ უკანასკნელისთვის შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი

 

6.7. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--------- ბ---------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი მინიმალური ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

6.8. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------- ბ---------ს როგორც ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამსაღებელს უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1 საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

ერთი ცალი პოლიეთილენის სპეცპაკეტი შტრიხკოდით F-------- (პირადი ჩხრეკისას ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, შეფუთული ექსპერტიზის დასრულების შემდგომ) რომელიც გადაგზავნილია შ---–--------–--------------–--------------------ში; ერთი ცალი პოლიეთილენის სპეცპაკეტი შტრიხკოდით F-------- (ბინის ჩხრეკისას და შემთხვევის სამივე ადგილიდან ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და სხვა ნივთები და ნივთიერებები, შეფუთული ექსპერტიზის დასრულების შემდგომ) რომელიც გადაგზავნილია შ---–--------–--------------–--------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს;

 

გ--------- ბ---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული საქართველოს რუქა მოთავსებული სპეცპაკეტში შტრიხკოდით F--------; 3 (სამი) ცალი პლასტიკური ბარათი მოთავსებული სპეცპაკეტში ნომრით F--------; წებოვანი ლენტები მოთავსებული სპეცპაკეტში ნომრით F--------; თანხა: 4 ცალი 100 ლარიანი, შვიდი ცალი 100 რუბლიანი, ერთი ცალი 500 რუბლიანი კუპიურები მოთავსებული სპეცპაკეტში ნომრით F--------, რომელიც ინახება შ--------------–-------–-–----------------------------ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

2 ცალი DVD დისკი და 2 ცალი CD დისკი ფოტოსურათების ჩანაწერებით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ--------- ბ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

2. გ--------- ბ---------ს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

3. ნივთიერი მტკიცებულება

 

ერთი ცალი პოლიეთილენის სპეცპაკეტი შტრიხკოდით F-------- (პირადი ჩხრეკისას ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, შეფუთული ექსპერტიზის დასრულების შემდგომ) რომელიც გადაგზავნილია შ---–--------–--------------–--------------------ში; ერთი ცალი პოლიეთილენის სპეცპაკეტი შტრიხკოდით F-------- (ბინის ჩხრეკისას და შემთხვევის სამივე ადგილიდან ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და სხვა ნივთები და ნივთიერებები, შეფუთული ექსპერტიზის დასრულების შემდგომ) რომელიც გადაგზავნილია შ---–--------–--------------–--------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს;

 

გ--------- ბ---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული საქართველოს რუქა მოთავსებული სპეცპაკეტში შტრიხკოდით F--------; 3 (სამი) ცალი პლასტიკური ბარათი მოთავსებული სპეცპაკეტში ნომრით F--------; წებოვანი ლენტები მოთავსებული სპეცპაკეტში ნომრით F--------; თანხა: 4 ცალი 100 ლარიანი, შვიდი ცალი 100 რუბლიანი, ერთი ცალი 500 რუბლიანი კუპიურები მოთავსებული სპეცპაკეტში ნომრით F--------, რომელიც ინახება შ--------------–-------–-–----------------------------ში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

2 ცალი DVD დისკი და 2 ცალი CD დისკი ფოტოსურათების ჩანაწერებით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე