გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 20-9 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი - თეკლა გრიგალაშვილი
მოსარჩელეები - მა-------------–---–ი, ნ--–------–---–ი.
წარმომადგენ--–ი - ვაჟ--–--–-----ი.
მოპასუხე - თა-----–----ე.
წარმომადგენ--–ი - ირ-------–---–---–ი.
მოპასუხე - ჯე---–-----–---–ი.
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A-------- სააღსრულებო საქმეზე, ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ №------ აქტში ჩამოთვლილი მა-------------–---–ის კუთვნილი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა; 2. ტელევიზორი; 3. სამუშაო მაგიდა; 4. ტანსაცმლის კარადა;
1.2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A-------- სააღსრულებო საქმეზე, ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ №------ აქტში შეტანილი ნ--–------–---–ის კუთვნილი კომპიუტერის კომპლექტი მაგიდასთან ერთად.
მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით, მა-------------–---–ი 20---–-–-------------ოს დაქორწინდა ჯე---–-----–---–ზე, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. მოსარჩელის მეუღლე წლების განმავლობაში იმყოფებდა ქორწინებაში პირველ მეუღლესთან თა-----–----ესთან, რომელთანაც 199--–-–-----------–ს შეეძინა ერთი შვილი ნი----–---------–---–ი, რომელიც ამაჟამად სრულწლოვანია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 200--–-–---------------ის გადაწყვეტილებით ჯე---–-----–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ნი----–---------–---–ის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე. ალიმენტის თანხამ შეადგინა დაკისრების დღიდან 20-5 წლის 7 აპრილამდე, ანუ სრულწლოვანების შესრულებამდე 24 000 ლარი, საიდანაც ჯე---–-----–---–ს გადახდილი აქვს 14 491 ლარი, ხოლო გადასახდელად დარჩენილი აქვს 9 509 ლარი. ჯე---–-----–---–მა მიმდინარე წლის ივნისში მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გადასახდელი ალიმენტის თანხის შემცირება 6 000 ლარით, ვინაიდან მას გარდა ნი----–---------–---–ისა, მეორე ქორწინებიდან ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, ამასთან იგი არის უმუშევარი და თავს ირჩენს პერიოდულად მიღებული შეკვეთებით.
20---–-–-----------ს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა სეითი ივ---–---–მა ქ. თბილისში, გაბ----ლ ს--–----- ქ--------, ბინა №---ში აღწერა და დააყადაღა საოჯახო ნივთები, სარეცხის მანქანა, ტელევიზორი, სამუშაო მაგიდა, ტანსაცმლის კარადა, პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი და კომპიუტერის მაგიდა, საერთო თანხით 2 050 ლარი. დაყადაღებული ნივთების ნაწილი, კერძოდ, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, სამუშაო მაგიდა და ტანსაცმლის კარადა წარმოადგენს მა-------------–---–ის საკუთრებას. საცხოვრებელი სახლი შეძენილ იქნა 200--–-–----------ტს, დეიდის ლე--–---------–---–ის მიერ 2008 წლის 4 თებერვალს გადმორიცხული თანხით. სახლში არსებული ყველა ნივთი შეძენილია ჯე---–-----–---–თან ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე. რაც შეეხება კომპიუტერს, იგი განვადებით იქნა გამოტანილი ნ--–------–---–ის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას.
2. მოპასუხეების პოზიცია.
2.1. მოპასუხე თა-----–----ის წარმომადგენ--–მა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ მა-------------–---–ის მიერ 2008 წელს უძრავი ქონების შეძენა არ ნიშნავს, რომ ბინაში არსებული ნივთებიც იმავე წლებშია შეძენილი. მართალია მა-------------–---–ი და ჯე---–-----–---–ი ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 20-5 წელს, თუმცა ისინი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ ბევრად უფრო ადრე და ამასთან სადაო ნივთები შეძენილია თავად ჯე---–-----–---–ის მიერ. რაც შეეხება ნ--–------–---–ს იგი საერთოდ არ ცხოვრობს ჯე---–-----–---–თან ერთად და ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ კომპიუტერის კომპლექტი მისი შეძენილია.
2.2. მოპასუხე ჯე---–-----–---–ის მიერ წერილობითი შესაგებელი წარმოდგენილი არ არის, მოპასუხე არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და შესაბამისად ჯე---–-----–---–ის პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 20---–-–----------------–ს გაცემულ №--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაწყებული №A-------- სააღსრულებო წარმოება, სადაც მოვალეს წარმოადგენს ჯე---–-----–---–ი, ხოლო კრედიტორია თა-----–----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A-----------------
3.1.2. დადგენილია, რომ 20---–-–-----------ს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, მისამართზე ქ. თბილისი, ბე------------–----–--------, ბინა №--, ყადაღა დაედო მოძრავ ნივთებს: 1. სარეცხი მანქანა ELECTROLUX; 2. ტელევიზორი JVC; 3. ხის სამუშაო მაგიდა სარკით; 4. ტანსაცმლის კარადა ხის; 5. პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი; 6. კომპიუტერის მაგიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
3.1.3. დადგენილია, რომ მოვალე ჯე---–-----–---–ი 20-5 წლის 26 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მა-------------–---–თან და ისინი ცხოვრობენ მისამართზე ქ. თბილისი, ბე------------–----–--------, ბინა №--.
დადგენილია, რომ ჯე---–-----–---–ს და მა-------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი - ს--–---------–--ლი (დაბადების თარიღი 20---–-–-----------–ი), მალ---------–---–ი (დაბადების თარიღი 200--–-–---------–-სი), ნი--------–---–ი (დაბადების თარიღი 20---–-–------------ი)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის განმარტება;
- მა-------------–---–ის და ჯე---–-----–---–ის ქორწინების მოწმობა;
- ს--–---------–--ლის დაბადების მოწმობა;
- მალ---------–---–ის დაბადების მოწმობა;
- ნი--------–---–ის დაბადების მოწმობა;
3.1.4. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი თბილისი, ჩო-–----–---–-- ქუჩა (ბერ---------ლ ს--–----- ქუჩა), სახლი №--, ბინა №--, საკადასტრო კოდი 0-.17.12.0--.00-.0-.5--.0--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მა-------------–---–ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 200--–-–----------ლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარაო რეესტრიდან;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს 20---–-–-----------ს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული მოძრავი ნივთების კუთვნილების ფაქტი. აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების დროს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მას--–ებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ მა-------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ--–------–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვან--–ა
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები;
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ხოლო ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული ეხება ე.წ. საკუთრების პრეზუმფციას, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი და მოსარგებლე მისი მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ე.ი. სანამ დადგენილი წესით უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 20---–-–-----------ს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, მისამართზე ქ. თბილისი, ბე------------–----–--------, ბინა №--, ყადაღა დაედო მოძრავ ნივთებს: 1. სარეცხი მანქანა ELECTROLUX; 2. ტელევიზორი JVC; 3. ხის სამუშაო მაგიდა სარკით; 4. ტანსაცმლის კარადა ხის; 5. პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი; 6. კომპიუტერის მაგიდა.
ასევე დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი თბილისი, ჩო-–----–---–-- ქუჩა (ბერ---------ლ ს--–----- ქუჩა), სახლი №--, ბინა №--, საკადასტრო კოდი 0-.17.12.0--.00-.0-.5--.0--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მა-------------–---–ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 200--–-–----------ლი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-1777-1755-20-1 (04/06/20-2) საქმეზე განმარტა, რომ: ,,სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენ--–ი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს ე.ლ-ს კუთვნილი უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის საკუთვნებელს’’
როგორც ზემოთ აღინიშნა №A-------- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, განხორციელდა მოვალე ჯე---–-----–---–ის ვალდებულების გამო მა-------------–---–ის კუთვნილ ბინაში არსებული მოძრავი ნივთების დაყადაღება. ვინაიდან საცხოვრებელი ბინა ეკუთვნის მა-------------–---–ის, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა ELECTROLUX; 2. ტელევიზორი JVC; 3. ხის სამუშაო მაგიდა სარკით და 4. ტანსაცმლის კარადა ხის, წარმოადგენს უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის საკუთვნებელს და შესაბამისად მა-------------–---–ის საკუთრებას. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლოს მიაჩნია, რომ მა-------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი და კომპიუტერის მაგიდა, წარმოადგენს ნ--–------–---–ის საკუთრებას. მოსარჩელის (ნ--–ი აბ--–---–ი) მიერ წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული თანხების გადახდის მიზნობრიობა იყო პერსონალური კომპიუტერის კომპლექტის და კომპიუტერის მაგიდის დავალიანების დაფარვა. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--–------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნ--–ობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
გათვალისწინებით იმისა, რომ მა-------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, ხოლო ნ--–------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 5----------ის განჩინებით დაკმაყოფილდა მა-------------–---–ის და ნ--–------–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A-------- სააღსრულებო საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, რომელიც უკავშირდება, №------ ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ნივთებზე: 1. სარეცხის მანქანა ELEQTROLUX; 2. ტელევიზორი JVC; 3. ხის სამუშაო მაგიდა სარკით; 4. ტანსაცმლის კარადა ხის; 5. პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი; 6. კომპიუტერის მაგიდა, იძულებით რეალიზაციას.
გათვალისწინებით იმისა, რომ მა-------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე, 20-8 წლის 5----------ის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა იძულებითი რეალიზაცია ნივთების - 1. სარეცხის მანქანა ELEQTROLUX; 2. ტელევიზორი JVC; 3. ხის სამუშაო მაგიდა სარკით; 4. ტანსაცმლის კარადა ხის, უნდა დარჩეს უცვლელად. რაც შეეხება ამავე განჩინებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას პერსონალური კომპიუტერის კომპლექტის და კომპიუტერის მაგიდის იძულებით რეალიზაციის შეჩერების თაობაზე, იგი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ნ--–------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვან--–ა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მა-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A-------- სააღსრულებო საქმეზე, ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ №------ აქტში ჩამოთვლილი მა-------------–---–ის კუთვნილი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა; 2. ტელევიზორი; 3. სამუშაო მაგიდა; 4. ტანსაცმლის კარადა;
3. ნ--–------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 5----------ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ--–------–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A-------- სააღსრულებო საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, რომელიც უკავშირდება, №------ ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ნივთებზე - პერსონალური კომპიუტერის კომპლექტის და კომპიუტერის მაგიდის იძულებით რეალიზაციას.
5. თა-----–----ეს და ჯე---–-----–---–ის სოლიდარულად დაეკისროთ მა-------------–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნ--–ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 (ას ოცი) ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გენადი მაკარიძე