განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2019
საქმის ნომერი
010100118002416722
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100118002416722

საქმე N1-379/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - პ------–-–--–---

ადვოკატი - დ--------------

 

ბრალდებული: ა-----–------------–-

მამის სახელი: ი-–--

პირადი ნომერი: 6----------

დაბადებული: 1-.0-.1----–--–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის მისამართი: ქ------–-----------–----–----------------–----–-------

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლის პირველი ნაწილი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა-----–------------–-- ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 0- მარტს, საღამოს საათებში, ქალაქ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N30-ში მდებარე სახლში, ა-----–------------–-- თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თავის მეუღლეს ლ--–---–----–---–- რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2 სასამართლო პროცესის დროს ა-----–------------–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

1.3 ა-----–------------–-ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

ა) დაზარალებულ ლ--–---–----–---–-- ჩვენების თანახმად, ცხოვრობს ქალაქ ქობულეთში, რუსთაველის 21-ში ორ შვილთან ერთად. მუშაობს საკონდიტროში. ინციდენტი მოხდა 2018 წლის 0- მარტს, დაახლოებით საღამოს 8:00 საათზე. სამსახურის შემდეგ მივიდა სახლში, სადაც დახვდა მეუღლე, რომელიც ტელევიზორს უყურებდა და რაღაც შეკითხვებს უსვამდა. შეამჩნია, რომ ა-----–- ეძებდა მიზეზს ჩხუბის დასაწყებად. ცდილობდა კონფლიქტი თავიდან აერიდებინა, მაგრამ ა-----–- სრულიად უმიზეზოდ აუშარდა და დაარტყა ხელი სახის მარცხენა არეში, რა დროსაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი იგრძნო. ასევე დაარტყა სახის მარჯვენა მხარეს და ჩაარტყა ტუჩებში, რის შემდეგაც დაკარგა გონება. მიყენებული დაზიანებები ერთი თვის განმავლობაში ეტყობოდა. როცა გონზე მოვიდა არჩილმა ცინიკურად უთხრა ,,წაიქეციო?’’ კვლავ დაკარგა გონება. გონს, რომ მოვიდა შორიდან მოესმა უფროსი შვილის, ი-–--ს ხმა ,,ლალის რა ჭირსო“. ი-–--მ, რომ გაიგო ცემის ამბავი, სახლიდან გაიქცა. მეორე დღეს, დილით, ცუდად იყო, მაგრამ მაინც წავიდა სამსახურში, სადაც ძალიან ცუდად გახდა და დაურეკა მეორე შვილს, ლ-–-------------–-, რომელმაც წაიყვანა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. 20 წელია შიშის ქვეშ ცხოვრობს. მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მას არაერთხელ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემაკავებელი ორდერიც გაიცა, რის გამოც ა-----–- გაბრაზებული იყო. ახლაც ციხიდან ურეკავს და ემუქრება.

 

დაზარალებული მოითხოვს ა-----–------------–-ს მკაცრად დასჯას.

 

ბ) მოწმის სახით დაკითხული ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, გ----------------–---- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 06 მარტს მის მიერ გამოკითხული იქნა ლ--–---–----–---–-- რომელმაც განაცხადა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, ა-----–------------–--. ლ--–---–----–---–- აღენიშნებოდა დაზიანებები სახეზე, ტუჩები ქონდა დასიებული და უჭირდა მეტყველება.

 

გ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 16 მარტს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნის თანახმად, ლ--–---–----–---–- მიღებულ ტრავმებთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს ,,უნიმედი აჭარა’’ - ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 2018 წლის 06-07 მარტს. დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სახის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ლ------------------- რომელმაც დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

დ) 2018 წლის 17 მარტს გაცემული შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2018 წლის 0- მარტს ა-----–------------–-- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ--–---–----–---–-, რომელიც 06-07 მარტს გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს ,,უნიმედი აჭარა’’ - ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

 

1.4 სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----–------------–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 1-0-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 30 მაისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

2.2 ა-----–------------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა 06 თვეა. ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი, ა-----–------------–- სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის მაქსიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 30 მაისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია).

 

ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განაჩენით, ა-----–------------–-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით) - მოუხდელი ნაწილი შეადგენს - 02 წელს), რომელიც ნაწილობრივ (თავისუფლების აღკვეთა 01 თვის ვადით) უნდა დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა-----–------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ა-----–------------–-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 02 (ორი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვის ვადით და ა-----–------------–- საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით.

 

4. ა-----–------------–- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 მარტიდან.

 

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მარტის განჩინებით, ა-----–------------–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი