განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5----18
(0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-------------–-–---–ი.
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ-------------–--ე.
ბრალდებული - ჯ--–--– ს-----ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, თ---------ს მოქალაქე, პ/ნ 4----------, რეგისტრირებული: თ---------, ქალაქი ე-------------------------–-------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ო---------------–---ში.
კვალიფიკაცია - ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2----–-–-----------------ის ეპიზოდი).
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2----–-–-----------------ის ეპიზოდი).
.
თარჯიმანი - ქ-------------------------–-------------ი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–-----------------ს, ქ.თილისში, ს--------------------ში მდებარე ი------–--------–ში, ჯ--–--– ს-----ი მეუღლეს - თ----- ს-----ს და მის შვილს ლ--–- ხ-------–---–ს დაემუქრა მოკვლით და შვილების ამოწყვეტით, რაც თ----- ს-----მა და ლ--–- ხ-------–---–მა აღიქვეს რეალურად, შეეშინდათ და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დაუყოვნებლივ დატოვეს ი------–--------–ი.
1.2. 2----–-–-----------------ს, ჯ--–--– ს-----მა მეუღლის - თ----- ს-----ის შვილის ლ--–- ხ-------–---–ის კუთვნილ ნომერზე გააგზავნა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინებები, კერძოდ, თ----- ს-----ს ურჩია გაქცევით ეშველა თავისთვის და შვილისთვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ლ--–- ხ-------–---–ის სახეს ვეღარ ნახავდა და მის გასვენებაში მივიდოდა. აღნიშნული მუქარა ლ--–- ხ-------–---–მა და თ----- ს-----მა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ჯ--–--– ს-----ის მიერ 2----–-–------------------------ს თ----- ს-----ზე და ლ--–- ხ-------–---–ზე მუქარის ფაქტები.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.4. მოწმე ნ-----–- ფ---–---–---–მა განმარტა, რომ იგი ცხოვრობდა თ----- ს-----თან და ლ--–- ხ-------–---–თან ერთად. თ----- ს-----ს სურდა მეუღლესთან - ჯ--–--– ს-----თან განქორწინება, რომელიც იყო წინააღმდეგი. 2----–-–-----------------ს, მას დაურეკა ჯ--–--–მა და უთხრა, რომ თ-----ი და ლ--–- სასწრაფოდ მისულიყვნენ ი------–--------–ში. თ-----ი და ლ--–- ი------–--------–იდან შეშინებულები და აღელვებულები დაბრუნდნენ, ამბობდნენ, რომ ჯ--–--–მა გადაიფიქრა განქორწინება და დაემუქრათ. მისთვის ცნობილია, რომ ჯ--–--–ი, ლ--–-ს ტელეფონზე, თ-----ს ინტენსიურად უგზავნიდა მუქარის შემცველ მესიჯებს, რომლებსაც თ-----ი მოგვიანებით აღარც კითხულობდა. თ-----ის თქმით, ჯ--–--–ი ხან სიყვარულს უხსნიდა, ხან ემუქრებოდა. 2----–-–-----------------ს, იგი იყო ქალაქგარეთ. სახლში დაბრუნებულმა ნახა, რომ თ-----ი და ლ--–- იყვნენ აღელვებულები, რადგან ჯ--–--–ი ისევ ემუქრებოდათ. მან სთხოვა, მიემართათ პოლიციისთვის, რადგან ისინი ერთად ცხოვრობდნენ და შეშინდა. კონფლიქტის შემდეგ თ-----ი და ჯ--–--–ი შერიგდნე და ერთად განაგრძეს ცხოვრება.
3.5. მოწმე ი---------–---მა განმარტა, რომ თ----- ს-----ი (გ---–---ი) არის მისი და, რომელიც დაქორწინებულია ჯ--–--– ს-----ზე. 2----–-–-ს შემოდგომაზე, მის დასა და მეუღლეს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ კონფლიქტს, რა დროსაც გამოიძახეს პატრული, დაკითხეს მისი სიძე და გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. მისთვის არავის უთქვამს, რომ ჯ--–--–ი თ-----ს ემუქრებოდა, არ იცის 2----–-–-ს 2-------------ს რა მოხდა და არ ახსოვს რა ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას გამოკითხვის დროს.
3.6. დაზარალებულებმა თ----- ს-----მა (ბრალდებულის მეუღლე) და ლ--–- ხ-------–---–მა (ბრალდებულის გერი) გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ჯ--–--– ს-----ის წინააღმდეგ.
3.7. შ----------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–--ის უფროსის სახელზე თ----- ს-----ის მიერ შედგენილი განცხადებით (30.09.2----: ,,მოგახსენებთ, რომ 2----–-–---ან ოფიციალურ ქორწინებაში ვიმყოფები თ---------ს მოქალაქე ჯ--–--– ს-----თან. თანაცხოვრების პერიოდში გვქონდა ოჯახური კონფლიქტი, რის გამოც ი-------------------------------–--ის მიერ 2----–-–-ს 2-------------ს გამოწერილია შემაკავებელი ორდერი. მას შემდეგ, როდესაც საცხოვრებლად გადმოვედი აღნიშნულ ადგილზე და ვიმყოფებოდი სახლში, ამა წლის 3-------------ს დამიკავშირდა მითითებულ ნომერზე და მითხრა, რომ განქორწინებას ხელს არ მოაწერდა და თუ არ ვიქნები მისი მეუღლე, დამემუქრა მოკვლით, როგორც მე, ასევე ბავშვებზე, რომელიც მყავს პირველი მეუღლისგან.“
3.8. შემაკავებელი ორდერი N-------ის (23.09.2---- მიხედვით, შ----------–---------–-–-------------------ის ი-------------------------------–--ის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ჯ--–--– ს-----ის მიმართ თ----- ს-----ზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი.
3.9. დათვალიერების ოქმის (01.10.2---- მიხედვით, 2----–-–-ს 1 ოქ---------ს 0-----0---- ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება დათვალიერება, რა დროსაც მოწმის სახით გამოკითხულმა ლ--–- ხ-------–---–მა, ნებაყოფლობით წარადგინა ,,ჰ------ს“ მობილური ტელეფონი, რაშიც მოთავსებულია ,,ბ--–---ის“ ქსელში ჩართული სიმ ბარათი 5--------. მობილურის სენსორიან ეკრანზე გამოტანილია შეტყობინებების ფანჯარა, სადაც ნანახი იქნა ლ--–- ხ-------–---–ის მითითებით ჯ--–--– ს-----ის მიერ 5-------- ნომრიდან გამოგზავნილი 2----–-–-ს 3------------ის სმს შეტყობინებები, შესრულებული ლათინური ასოებით, თ-----ულ ენაზე.
3.10. ჯ--–--– ს-----ის მობილური ტელეფონის ნომრიდან 5--------, ლ--–- ხ-------–---–ის მობილურ ტელეფონზე, გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები (30.09.2---- შეიცავდა არაერთ მუქარისშემცველ ტექსტს, თ----- ს-----ის და ლ--–- ხ-------–---–ის მიმართ.
3.11. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.
3.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
3.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.14. სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა ჯ--–--– ს-----ის მიერ 2----–-–------------------------ს თ----- ს-----ის და ლ--–- ხ-------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელიც ამ უკანასკნელებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რომლის კვალიფიკაციაზე (დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელ ნიშნებზე), სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. ამასთან, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი ასევე არის მეუღლე და გერი.
5.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-----------ის განჩინება №--------).
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ჯ--–--– ს-----ს ედავებოდა, რომ ეს უკანასკნელი 2----–-–-----------------ს, თ----- ს-----ს და ლ--–- ხ-------–---–ს დაემუქრა მოკვლით და შვილების ამოწყვეტით, რაც თ----- ს-----მა და ლ--–- ხ-------–---–მა აღიქვეს რეალურად, შეეშინდათ და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, 2----–-–-----------------ს, თ----- ს-----ის შვილის ლ--–- ხ-------–---–ის კუთვნილ ნომერზე გააგზავნა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინებები, კერძოდ, თ----- ს-----ს ურჩია გაქცევით ეშველა თავისთვის და შვილისთვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ლ--–- ხ-------–---–ის სახეს ვეღარ ნახავდა და მის გასვენებაში მივიდოდა. აღნიშნული მუქარა ლ--–- ხ-------–---–მა და თ----- ს-----მა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს მიუთითა, რომ დაზარალებულებმა თ----- ს-----მა და ლ--–- ხ-------–---–მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, თუმცა ჯ--–--– ს-----ის მიერ 2----–-–------------------------ს, მათ მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი დადასტურებულია სხვა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით - მოწმეების ნ-----–- ფ---–---–---–ის და ი---------–---ის ჩვენებებით, დაზარალებულის განცხადებით (01.10.2----, შემაკავებელი ორდერით (23.09.2---- და ჯ--–--– ს-----ის მიერ ლ--–- ხ-------–---–ის მობილურზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებებით (30.09.2----.
5.6. 2----–-–-ს 2------------ის დანაშაულებრივი ეპიზოდის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მოწმე ნ-----–- ფ---–---–---–ის ჩვენება, რომლის განმარტებით, 2----–-–-----------------ს ჯ--–--– ს-----ის თხოვნით თ----- ს-----ი და ლ--–- ხ-------–---–ი წავიდნენ ი------–--------–ში, საიდანაც აღელვებულები და შეშინებულები დაბრუნდნენ. თ----- ს-----ის და ლ--–- ხ-------–---–ის გადმოცემით, ჯ--–--– ს-----ი მათ დაემუქრა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ-----–- ფ---–---–---–ი 2----–-–-----------------ს არ ყოფილა დაზარალებულებთან ერთად ი------–--------–ში, სადაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, განხორციელდა დანაშაული და ამდენად, ნ-----–- ფ---–---–---–ი არ არის დანაშაულის თვითმხილველი. ზემოაღნიშნული მოწმის მიერ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იყო დაზარალებულების თ----- ს-----ის და ლ--–- ხ-------–---–ის მონათხრობის პერიფრაზი, რომლის სისწორის პირველწყაროსთან გადამოწმების შესაძლებლობა სასამართლოს არ ჰქონია, რადგან თ----- ს-----მა და ლ--–- ხ-------–---–მა არ მისცეს ჩვენება ჯ--–--– ს-----ის წინააღმდეგ. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ, ამ დანაშაულებრივ ეპიზოდთან დაკავშირებით წარმოდგენილ კიდევ ერთ მოწმეს - თ----- გ---–---ს, სასამართლო მიუთითებს, რომ ჩვენების მიცემისას, ამ მოწმემ საერთოდ უარყო, რომ მისთვის რამე იყო ცნობილი 2----–-–-----------------ს განვითარებული მოვლენების შესახებ.
5.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამდენად, მოწმე ნ-----–- ფ---–---–---–ის ჩვენება, მისი ბუნებით არის ირიბი, ამასთან, არ დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–------------ის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2---------; №-------; §52). შესაბამისად, მოწმე ნ-----–- ფ---–---–---–ის ჩვენების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ როდესაც მის მიერ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დადასტურებულა სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, მათ შორის არც თავად დაზარალებულების ჩვენებებით, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ.
5.8. ამდენად, 2----–-–-ს 2------------ის ეპიზოდთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არასანდო და არასაკმარის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, იმ ვითარებაში, როდესაც ბუნებაში არ არსებობს დაზარალეულების თ----- ს-----ის და ლ--–- ხ-------–---–ის ჩვენებები, შუძლებელია იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, საერთოდ ჰქონდა თუ არა ადგილი მუქარის ფაქტს და მით უფრო, იმის ვარაუდი, დაუდასტურებელი მუქარა რეალურად აღიქვეს თუ არა დაზარალებულებმა და გაუჩნდათ თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.9. სასამართლო განმარტავს, რომ 2----–-–-ს 3------------ის დანაშაულებრივი ეპიზოდის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მოწმე ნ-----–- ფ---–---–---–ის ჩვენება, რომლის განმარტებით, შემთხვევის დღეს, იგი იყო ქალაქგარეთ და სახლში დაბრუნებულმა ნახა, რომ თ----- ს-----ი და ლ--–- ხ-------–---–ი იყვნენ აღელვებულები, რადგან ჯ--–--– ს-----ი დაემუქრათ. ასევე, სასამართლოს წარედგინა 2----–-–-----------------ს ჯ--–--– ს-----ის მიერ ლ--–- ხ-------–---–ის ტელეფონზე, თ----- ს-----ისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც შეიცავდა მუქარას.
5.10. სასამართლოს სურს აქვე მიმოიხილოს შემაკავებელი ორდერი (23.09.2----, რომელიც შესაძლებელია მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა დაზარალებულისა და ბრალდებულის ურთიერთობის მთლიანი სურათის შეფასებისას, თუმცა არარელევანტურია კონკრეტული დანაშაულებრივი ეპიზოდების მტკიცების კონტექსტში. ასევე დაზარალებულ თ----- ს-----ის განცხადება (01.10.2----, რომლის საფუძველზე, იმის გათვალსწინებით, რომ თ----- ს-----მა არ მისცა ჩვენება სასამართლოს, რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის უტყუარად დადგენა არის შეუძლებელი.
5.11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის ოდენ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–--------------ის გადაწყვეტილება №---------).
5.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2----–-–-----------------ს, ჯ--–--– ს-----ის მიერ, ლ--–- ხ-------–---–ის მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ცალსახად შეიცავდა მუქარისშემცველ ტექსტებს, თუმცა დაზარალებულებისთვის აღძრული შიშის საფუძვლიანობის შეფასების დროს, სასამართლო ითვალისწინებს ისეთ ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიც არის მთლიანობაში ბრალდებულისა და დაზარალებულების კონფლიქტური ურთიერობა. 2----–-–-ს 2-------------ს ჯ--–--– ს-----ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი ცოლზე ძალადობის გამო; ასევე დაზარალებულების ქცევას ბრალად წარდგენილი ქმედებების შემდგომ - თ----- ს-----ი შეურიგდა ჯ--–--– ს-----ს და ბრალდებულმა დაზარალებულებთან ერთად განაგრძო ცხოვრება; ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულებმა სამართალდამცავებს მიმართეს არა საკუთარი შიშის გამო, არამედ ნ-----–- ფ---–---–---–ის თხოვნით. თუმცა, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს შიშის რეალურობის შეფასების ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმს, როგორიც არის დაზარალებულების აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდათ თუ არა დაზარალებულებს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულებს ასეთი შიში არ გასჩენიათ, მუქარა, ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. ამასთან, მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, ისეთი მტკიცებულებით, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად ექსპერტის დასკვნა, შეუძლებელია, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა. ამდენად, მუქარის დროს, დაზარალებულის ჩვენება არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომლის საპირწონე სამხილის მოძიება, თითქმის შეუძლებელია.
5.13. იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულებმა თ----- ს-----მა და ლ--–- ხ-------–---–მა, არ მისცეს სასამართლოს ჯ--–--– ს-----ის მამხილებელი ჩვენებები, მიუხედვად იმისა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები ცალსახად შეიცავდა მუქარისშემცველ ტექსტებს, შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება, 2----–-–-----------------ს, აღიქვეს თუ არა დაზარალებულებმა ეს მუქარა რეალურად და გაუჩნდათ თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
5.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
5.17. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ ჯ--–--– ს-----ი 2----–-–------------------------ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა თ----- ს-----ს და ლ--–- ხ-------–---–ს, რის გამოც ამ უკანასკნელთ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.
5.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჯ--–--– ს-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში (ორივე ეპიზოდი) ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ--–--– ს-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–-----------------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–-----------------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ჯ--–--– ს-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ჯ--–--– ს-----ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე