განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - ლ---- კ-----–---ის,ადვოკატ - მ------ ქ----ას,ბრალდებულ - გ------- ძ--------ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- ძ--------ის, დაბადებულის 1--- წლის 2-------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონეს, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის ს-----------------–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, პ----------------------------ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ძ--------მა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, ცივი იარაღის ტარებთვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით, გ------- ძ--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ცივი იარაღის ტარებთვის ნასამართლევი გ------- ძ--------ი 2018 წლის 24 ოქტომბერს, დღის საათებში, თბილისში ერ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივი იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ ქარხნული წესით დამზადებულ მჩხვლეტავ-მჭრელ დანას.
ბრალდებულმა გ------- ძ--------მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, გ------- ძ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ცივი იარაღის ტარებთვის ნასამართლევი გ------- ძ--------ი 2018 წლის 24 ოქტომბერს, დღის საათებში, თბილისში ერ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივი იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ ქარხნული წესით დამზადებულ მჩხვლეტავ-მჭრელ დანას.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - პატაკით, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, მოწმეების გ------- ძ--------ის, დ----- გ------–---–ის და გ------- გ----–--ას გამოკითხვის ოქმებით, ცივი იარაღის №----/ცი ექსპერტიზის დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც სადავო არ გაუხდია ბრალდებულს, დადასტურდა გ------- ძ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ------- ძ--------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ გ------- ძ--------მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული და ეს მაშინ, როცა კონტროლს მის ყოფაქცევაზე ახორციელებდა პრობაციის სამსახური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ გ------- ძ--------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ძ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ძ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
2. გ------- ძ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. გ------- ძ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 1 თებერვლიდან, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;
4. დანა, რომელიც ინახება შ--------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------– განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი