განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3----18
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორები - რო-----------ძე, ნა------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გი----------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, ფ------------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. რუსთავი, მე------------------------------------2).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 22 თებერვალს, დღის საათებში, გი----------------–---–ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ა-----–-------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც თანნაქონი ბასრი საგნის გამოყენებით დააზიანა ვა-–-----–--–--–---–ის კუთვნილი ,,B------ის“ ფირმის ავტომანქანის მარჯვენა წინა და უკანა ფრთა, ასევე მარჯვენა წინა და უკანა კარი. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულ ვა-–-----–--–--–---–ს მიადგა 500 (ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულ ვა-–-----–--–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის თებერვალში იგი იმყოფებოდა მისი ოჯახის კუთვნილ კვების ობიექტზე, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ა---–-------–---------------ში. მისვლისას, კუთვნილი ,,B------ს“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით K------ გააჩერა მაღაზია ,,ზ--------“ მოპირდაპირე მხარეს განთავსებულ ავტოსადგომზე. ობიექტზე ყოფნის დროს მათთან მივიდა ყოფილი თანამშრომელი ლა-–- (გვარი არ ახსოვს) და ითხოვა კუთვნილი ხელფასის გადახდა, რაზეც დაზარალებულის დედისგან მიიღო პასუხი, რომ ხელფასები გაიცემოდა სტანდარტულად, შინაგანაწესის შესაბამისად. დაახლოებით 5 წუთში მათთან მივიდა მათი ნაცნობი გი----------------–---–ი, რომელმაც ჰკითხა, თუ რატომ არ აძლევდნენ თანამშრომელს ხელფასს, რაზეც ქე-------–--–--–---–-სგან მიიღო პასუხი, რომ ეს საკითხი მას არ ეხებოდა. აღნიშნულზე გი----------------–---–ი განაწყენდა და მათ დაემუქრა. შემდეგ გი----------------–---–მა შეიძინა ლუდი და დატოვა კვების ობიექტი. გი----------------–---–ის გასვლის შემდეგ თავადაც გავიდა გვერდით მაღაზიაში, საიდანაც დაინახა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანის მარჯვენა უკანა ფრთიდან მარცხენა წინა ფრთის მიმართულებით მიდიოდა გი----------------–---–ი, ხოლო ავტომანქანას კი ჰქონდა დაზიანება, კონკრეტულად კი მანქანა იყო გაჩხაპნილი. გი-----ის ხელში ეკავა ლუდის ფორმის თავსახური, რომელიც იყო გაღუნულ მდგომარეობაში. დაზარალებულის განმარტებით, მათ მოსთხოვეს გი-----ის პასუხი ჩადენილი ქმედებისთვის, რაზეც მან და მისმა ოჯახის წევრებმა მიიღეს შეურაცხყოფა. შემდეგ მათ გამოიძახეს პოლიცია.
2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ქე-------–--–--–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის 22 თებერვალს, ის და მისი შვილი - ვა-–-----–--–--–---–ი იმყოფებოდნენ კუთვნილ კვების ობიექტში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ა---–-------–-- გამზირზე, სახელწოდებით „ჩ-------–-“. ამ დროს მათთან მივიდა მისი თანამშრომელი ლა-–- ნ-----–---–-, რა დროსაც ისაუბრეს ხელფასთან დაკავშირებით. მოგვიანებით მათ კაფეში შევიდა გი----------------–---–ი, რომელმაც შეიძინა ,,ა------“ ფირმის ლუდი, ამასთან იგი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მოწმის განმარტებით, გი----------------–---–მა პრეტენზია გამოხატა ლა-–-სთვის ხელფასის გაუცემლობისათვის, რაზეც მოწმემ განუმარტა, რომ ეს საკითხი მას არ ეხებოდა. აღნიშნულზე გი----------------–---–ი განაწყენდა და გახდა აგრესიული და დატოვა მათი კაფე მუქარით, რომ ნახავდნენ თუ რას უზამდა მათ ავტომანქანას. როდესაც გი----------------–---–ი გარეთ გავიდა, მან გეზი აიღო ავტომანქანის მიმართულებით და თავიდან ბოლომდე ბოთლის თავსახურით დააზიანა. აღნიშნული ფაქტის გამო გამოიძახა პოლიცია.
2.3. ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ქ. თბილისი, ა---–-------–-- გამზირი №2-ში მდებარე მაღაზია ,,ზ--------“ გვერდით არსებულ ავტოსადგომზე გაჩერებულია ავტომანქანა ,,B--”, სახელმწიფო ნომრით K------. ავტომანქანა არის მუქი ფერის, დგას ოთხ საბურავზე, რომელსაც საბარგულზე სახელმწიფო ნომრის ქვედა მხარეს და მარცხენა მხარეს უკანა კართან აღენიშნება დაზიანება. ასევე, მარჯვენა მხარეს ფრთაზე, ორივე კარზე და უკანა ფრთაზე ზოლად აღენიშნებოდა ნაკაწრი.
2.4. ზემოაღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გამომძიებელმა და-----------–---–მა.
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენება მისცა გამომძიებელმა ნი----–----------–--ემ, რომელმაც განმარტა, რომ 2016 წლის 22 თებერვალს, მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა ქ. თბილისში, ა---–-------–-- გამზირზე სავაჭრო ცენტრ ,,კ----------’ მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე დახვდათ ვა-–-----–--–--–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ მისი ავტომანქანა დააზიანა გი----------------–---–მა. ასევე, მოწმე ნი----–----------–--ის განმარტებით, როდესაც მივიდნენ გი----------------–---–თან და გაესაუბრნენ, იგი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ხოლო ავტომანქანას აღენიშნებოდა დაზიანება ცალ გვერდზე. დაზიანება სავარაუდოდ მიყენებული იყო ბასრი საგნის გამოყენებით. ასევე, მოწმე ნი----–----------–--ის განმარტებით, როდესაც გი----------------–---–ს ჰკითხეს, თუ რით მიაყენა დაზიანება, მან განმარტა, რომ დაზიანება მიაყენა ლუდის ბოთლის რკინის თავსახურით.
2.6. 2016 წლის 24 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის №4---- დასკვნის თანახმად, ა/მანქანა ,,B-- X--“, სახელმწიფო ნომრით K------, დაზიანებით მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.
2.7. 2018 წლის 2 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის №3---- დასკვნის თანახმად, 2007 წელს გამოშვებული ა/მანქანა ,,B-- X--“ წინა მარჯვენა ფრთის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნისა და დაუზიანებელი მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 600 (ექვსასი) ლარს, უკანა მარჯვენა ფრთის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნისა და დაუზიანებელი მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს, წინა მარჯვენა კარის საბაზრო ღირებულება დაუკომპლექტებელი, ექსპლუატაციაში ნამყოფი და დაუზიანებელ მდგომარეობაში შეადგენს - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, უკანა მარჯვენა კარის საბაზრო ღირებულება დაუკომპლექტებელი, ექსპლუატაციაში ნამყოფი და დაუზიანებელ მდგომარეობაში შეადგენს - 250 (ოსა ორმოცდაათი) ლარს. 2016 წლის თებერვლის პერიოდისათვის, ზემოაღნიშნულ დეტალებზე ღირებულების მონაცემების არარსებობის გამო, მათი საბაზრო ღირებულება ვერ განისაზღვრა.
2.8. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა----------–--–---–მა და განმარტა, რომ 2016 წლის 24 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში წარდგენილ იქნა გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილება სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში - ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა ავტომანქანა ,,B-- X-‘’ სახელმწიფო ნომრით K------, გამოშვებული 2007 წელს. მოწმის მიერ დათვალიერებულ იქნა ავტომანქანა და დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა მასზე ნაკაწრის შედეგად დაზიანებები წინა მარჯვენა ფრთაზე, წინა მარჯვენა კარზე, უკანა მარჯვენა კარზე და უკანა მარჯვენა ფრთაზე. დათვალიერების შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული დეტალები საჭიროებდა სამღებრო და პოლირებით სამუშაოებს, რაც იმ პერიოდისათვის შეადგენდა 500 ლარს. ეს იყო პირველი დასკვნა, რომელიც გაიცა 2016 წლის 24 მარტს. აღნიშნულ ავტომანქანასთან დაკავშრებით 2018 წლის მარტში, ექსპერტმა მა----------–--–---–მა კვლავ გასცა დასკვნა. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების თანახმად, ექსპერტს ეთხოვა დაედგინა, 2016 წლის 24 მარტს მის მიერ გაცემულ დასკვნის გასაცემად დათვალიერებულ, 2007 წელს გამოშვებული ავტომანქანის ,,B-- X-“, სახელმწიფო ნომრით K------, წინა და უკანა მარჯვენა ფრთისა და მარჯვენა წინა და უკანა კარების ღირებულება დაუკომპლექტებელ მდგომარეობაში 2016 წლის 22 თებერვლის მონაცემებით და 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით. ექსპერტმა განმარტა, რომ მის მიერ განმეორებით ჩატარდა გამოკვლევა; გამოკვლეულ იქნა 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით აღნიშნული ავტომობილის ზემოხსენებული დეტალების ღირებულება, რომელიც შეადგენდა: წინა მარჯვენა კარის ფრთის ღირებულება - 600 ლარს (დაუზიანებელ და მეორად ექსპლუატაციაში ნამყოფის ღირებულება), უკანა მარჯვენა ფრთის, იგივე დაუზიანებელ და ექსპლუატაციაში მყოფის ღირებულება 350 ლარს და მარჯვენა წინა და უკანა კარის ღირებულება, ანალოგიურ მდგომარეობაში 250 ლარს თითო. ამასთან კითხვას, თუ რა ღირებულების იყო 2016 წლის თებერვალში აღნიშნული დეტალები, მოწმემ პასუხი ვერ გასცა, ვინაიდან არ ჰქონდა მონაცემები იმ პერიოდში არსებული ფასების შესახებ. მოწმის განმარტებით პირველ დასკვნაში მითითებულია ზარა-–- ავტომანქანაზე ნაკაწრით მიყენებული დაზიანების შედეგად, რაც ითვა-–-სწინებდა ავტომანქანაზე ჩასატარებელ საფხეკ, სამღებრო და პოლირებით სამუშაოებს. მოწმის განმარტებით მან გამოთვალა დაზიანებული დეტალების აღდგენისთვის საჭირო ღირებულება, რაც ჯამში შეადგენდა 2016 წლის მონაცემებით 500 ლარს.
2.9. ბრალდებულმა გი----------------–---–მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დაზარალებულ ვა-–-----–--–--–---–ს და ქ------- შ--–--–---–- იცნობს 1997 წლიდან, იცოდა მაღაზიის და ა/მანქანის მათი კუთვნილების შესახებ. რაც შეეხება ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2016 წლის 22 თებერვალს შეხვდა ლა-–- ნ-----–---–-, რომელიც იყო განერვიულებული, რადგან მას კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადა დაზარალებულის ოჯახმა. ვინაიდან დაზარალებულს და მის ოჯახს იცნობდა, თავს მისცა უფლება მისულიყო მათთან და ეთხოვა ლა-–- ნ-----–---–-სთვის ფულის მიცემა. ქ------- შ--–--–---–-- მის თხოვნაზე უპასუხა შეურაცხმყოფლად. მან საუბრის შემდეგ, მაღაზიაში შეიძინა ლუდი, გამოვიდა მაღაზიიდან და წავიდა სავაჭრო ცენტრ ,,კ--------–-“. რაც შეეხება ა/მანქანას, მან უარყო მისი დაზიანების ფაქტი.
2.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ - ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღა-–- გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთ შეჯერებით და გაანა-–-ზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
2.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, ურთიერთ თავსებადობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყა-–-ბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღა-–- დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინა-–-ზებულია სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. ამასთან, ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. ამასთან, ნივთის დაზიანების დროს შესაძლებელია მისი აღდგენა შეკეთების, რესტავრაციის და სხვა საშუალებით. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ პირის მიერ ქონების დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
3.5. სასამართლო ბრალდებულ გი----------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერებისა და გაანა-–-ზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 2016 წლის 22 თებერვალს, დღის საათებში, გი----------------–---–მა ქ. თბილისში, ა-----–-------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანნაქონი ბასრი საგნის გამოყენებით დააზიანა ვა-–-----–--–--–---–ის კუთვნილი ,,B------ის“ ფირმის ავტომანქანის მარჯვენა წინა და უკანა ფრთა, ასევე მარჯვენა წინა და უკანა კარი. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულ ვა-–-----–--–--–---–ს მიადგა 500 (ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, გი----------------–---–ის ქმედებას მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის კვა-–-ფიკაცია.
3.6. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, დაზარალებულ ვა-–-----–--–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 თებერვალს მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დაზიანდა მისი კუთვნილი ,,B------ის“ ფირმის ავტომანქანა. მოწმე ქე-------–--–--–---–-ს ჩვენებით დადგენილია, თუ რა ვითარებაში და ვის მიერ იქნა დაზიანებული აღნიშნული ავტომანქანა. კერძოდ, მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც გი----------------–---–ი განაწყენდა მათზე, იგი აგრესიული გავიდა მაღაზიიდან და დააზიანა ა/მანქანა.
3.7. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებად კვა-–-ფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ პირის მიერ ქონების დაზიანების შედეგად დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინა-–-სტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 24 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის #4---- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ა/მანქანა ,,B-- X--“, სახელმწიფო ნომრით K------, დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. ხოლო, 2018 წლის 2 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის №3---- დასკვნის თანახმად, შეფასებულია ცაკლეული ნაწილის ღირებულება 2018 წლის მდგომარეობით. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ოდენობა განისაზღვრება დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს არსებული ზიანის მიხედვით, ანუ მოცემულ შემთხვევაში იმ ღირებულებით რაც საჭირო იქნებოდა მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. აქედან გამომდინარე, სასამართლო ზიანის ოდენობად მიიჩნევს იმ ზიანს, რომელიც არსებობდა 2016 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით.
3.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად დადგენის შესაძლებლობას.
3.9. სასამართლოს გი----------------–---–ის პოზიცია, მისი უდანაშაულობის თაობაზე, მიაჩნია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობად. რამდენადაც მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მის მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის თავსებად ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანა-–-ზებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი----------------–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვა-–-სწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანა-–-ზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრა-–-ს გამომრიცხავი გარემოებები ბრალდებულის ქმედებებში არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 გი----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვა-–-სწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუა-–-ზაციის პრინციპის გათვა-–-სწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვა-–-სწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოცია-–-ზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებული ფიზიკური პირების უფლების დარღვევის კომპენსირება.
5.6. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გი----------------–---–ის მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ასევე, მხედველობაში იღებს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებების მიმართ, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული არ ავლენს რაიმე სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო და ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვა-–-სწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გი----------------–---–ს ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის მოქ. რედაქცია) - სანქციით გათვა-–-სწინებული სასჯელი - ჯარიმა.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვა-–-სწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვა-–-სწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გი----------------–---–ს ჯარიმა განუსაზღვროს, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვა-–-სწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოცია-–-ზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გი----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი