განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2019
საქმის ნომერი
330100118002776186
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5----18

(0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-----–----–---–--ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ-----------ი

 

ბრალდებული: ო---- ც--–--ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ჩ---------------------–-------------–--- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, წ-----------–---–------------ში.

 

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 1511 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. უკანონო თავლთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად და ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატტურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საშიროებას უქმნის; 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2----–--–ს ო---- ც--–--ე განქორწინდა თ------- დ---–--ესთან, რის შემდეგაც, ეჭვიანობდა, ცდილობდა მასთან შერიგებას და ცოლქმრული ურთიერთობის აღდგენას. 2016 წლის ი--–--ის თვეში და 2018 წლის ო---------ის თვეში, ო---- ც--–--ე მიდიოდა ყოფილი მეუღლის თ------ დ---–--ის სამუშაო ადგილზე, ქ. თბილისში, ხ---------------------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ ს--------–ში, სადაც უთვალთვალებდა, აშანტაჟებდა. აღნიშნული ქმედებებით თ------- დ---–--ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, რის გამოც იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, მიატოვა სამსახური. გარდა ამისა, 2----–-–-ს ი--–--ის თვიდან, ო---- ც--–--ე ცდილობდა პირადად და ტელეფონის საშუალებით არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას თ------- დ---–--ესთან. კერძოდ, ურეკავდა მობილური ტელეფონით, უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, წერდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით, ცდილობდა მის გაკონტროლებას, ემუქრებოდა, აშანტაჟებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თ------- დ---–--ე განიცდიდა ტანჯვას. ასევე, ქ. თბილისში, მ----------------------------------------------თან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ო---- ც--–--ე, თ------- დ---–--ეს თითქმის ყოველდღიურად უთვალთვალებდა, ემუქრებოდა, უკან დაჰყვებოდა, მიუხედავად თ------- დ---–--ის, ცდილობდა მასთან საუბარს შერიგების მიზნით. ო----ი ც--–--ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად თ------- დ---–--ეს ეშინოდა სახლიდან გასვლის, ჩაიკეტა საკუთარ თავში და განიცდიდა ძლიერ სულიერ ტანჯვას, რის გამოც არაერთხელ დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

1.2. ო----ი ც--–--ე თვეების განმავლობაში სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა ყოფილ მეუღლეს თ------- დ---–--ეს. კერძოდ: 2--- წლის 2-------------ს, 2018 წლის 2------------ს, 2018 წლის 2-----------ლს და 2018 წლის 1---------რს, ქ. თბილისში, მ--------------------- რაიონი, კორპუს-----ის მიმდებარედ, ასევე მობილური ტელეფონის საშუალებით, ო---- ც--–--ემ სიტყვიერი შელაპარაკების დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მოკვლით, ყელის გამოჭრით და ჯანმრთელობის დაზიანებით ყოფილ მეუღლეს თ------- დ---–--ეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

2.4. ბრალდებულმა ო---- ც--–--ემ განმარტა, რომ ხ----- წელი იმყოფებოდა თ------- დ---–--ესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო შვილი. 2----–--–ს ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მალევე შერიგდნენ და 2 თვე იცხოვრეს ერთად, დაშორების მიზეზი იყო ბრალდებულის მხრიდან ეჭვიანობა. ო---- ც--–--ემ ასევე განაცხადა, რომ არაერთხელ უცდია ყოფილ მეუღლესთან შერიგება, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ბრალდებული ცდილობდა თ------- დ---–--ესთან ამ უკანასკნელისთვის არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, კერძოდ აკითხავდა მას სამსახურში და შორიდან უთვალთვალებდა. ასევე, ო---- ც--–--ის განმარტებით, ყოფილი მეუღლის მიერ სოციალურ ქსელ „ფ-------ზე“ გამოქვეყნებული ფოტოს გამო ეჭვიანობდა, ბრაზობდა და უგზავნიდა სიცოცხლისა მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის შემცველ შეტყობინებებს. აღნიშნული გრძელდებოდა თ------- დ---–--ის მიერ სოციალურ ქსელ „ფ-------ზე“ ბრალდებულის დაბლოკვამდე. ბრალდებულის განცხადებით, ნანობს ჩადენილ ქმედებებს.

 

2.5. სასამართლო, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

2.6. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: შემაკავებელი ორდერი N------ (14.12.2---), შემაკავებელი ორდერი N------ (25.12.2---), მოწმეების - ლ---------------------------------------–-------------------–---–--, თ------- მ-----–--ის, მ-------------–----ის და დაზარალებულ თ------- დ---–--ის გამოკითხვის ოქმები.

 

2.7. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

2.8. სასამართლო შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

2.9. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ო---- ც--–--ე ჩაიდინა ადევნება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.10. დაზარალებულ თ------- დ---–--ის ჩვენებით, უტყუარად არის დადგენილი, რომ ო---- ც--–--ე აწუხებდა, სულ თან სდევდა, აკითხავდა იმ ადგილებში, სადაც დაზარალებული იმყოფებოდა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მოწმე ლ---------ე-ქ-------ია, რომელიც თ------- დ---–--ესთან ერთად იმყოფებოდა რესტორან ,,ა-–--–--ში“ მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც ყოფილ მეუღლეს მიაკითხა ო---- ც--–--ემ და არ აძლევდა საშუალებას მეგობრებთან ერთად ეტარებინა დრო. მოწმე დეტექტივ-გამომძიებელ გ--------------–--ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 1-----------ს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 111-1511 მუხლით, ხოლო 2018 წლის 1-----------ს დაუკავშირდა თ------- დ---–--ე და ამცნო, რომ მასთან სამსახურში მოსული იყო ო---- ც--–--ე და აყენებდა შეურაცყოფას ტელეფონზე. მოწმე თ------- მ-----–--ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მუშაობს კონსულტანტად სავაჭრო ცენტრ „ს---------–ში“ განთავსებულ მაღაზია ,,კ-------------–--ში“. მუშაობის პერიოდში შეამჩნია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დაჟინებული მზერით უთვალთვალებდა თ------- დ---–--ეს, დაზარალებული მის დანახვაზე სულ იძაბებოდა და ცდილობდა დამალვას. მოწმემ დაზარალებულისგან შეიყტო, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო დაზარალებულის ყოფილი მეუღლე, რომელიც რამოდენიმე დღის გამოტოვებით კვლავ შენიშნა მაღაზიის წინ. იგივეს ადასტურებს მაღაზია ,,კ-------------–--ს“ კონსულტანტი მარიამ ბიბილური.

 

2.11. სასამართლოს ასევე უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ------- დ---–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.12. სასამართლო, შიშის რეალურობის სუბიექტურად შესაფასებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საფრთხის სწორედ დაზარალებულისეული აღქმა. დაზარალებულ თ------- დ---–--ის ჩვენებით ცალსახად დაადასტურებულია, რომ ო---- ც--–--ის არაერთი მუქარა მან რეალურად აღიქვა და შეეშინდა, რომ ავნებდა, რადგან იყო აგრესიული და შიში დღემდე არ განელებია. შიშის რეალურობის ობიექტურად შესაფასებლად, სასამართლო იშველიებს ინციდენტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს, რომელთა შეფასებითაც, შიში, რომელსაც განიცდიდა თ------- დ---–--ე, იყო რეალური. მოწმე ი------------–---–ის ჩვენებით დაადასტურებულია, რომ დაზარალებულმა მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა. დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად, სასამართლოსთვის ასევე მეტად მნიშვნელოვანია მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან თითოეული მათგანი აპელირებს დაზარალებულის მძიმე მორალურ მდგომარეობაზე.

 

2.13. ამდენად, სასამართლოს, წარმოდგენილი, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ანალიზით, უტყუარად დადგენილად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2 პუნქტებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე, სასამართლო, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ო---- ც--–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ------- დ---–--ეს, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. იგივეს ადასტურებს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები.

4.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლით კრიმინალიზებულია ადევნება. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის თავისუფალი გადაადგილება და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამდენად, ადევნება ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს განხორციელებული, რომ დაზარალებულს გაუჩნდეს ფსიქიკური ტანჯვის შეგრძნება, რის გამოც დაერღვეს ცხოვრების ჩვეული წესი. სწორედ თ------- დ---–--ის მიერ სამსახურის მიტოვება და სახლიდან გასვლის შიში მიუთითებს ამ უკანასკნელის ცხოვრების წესის შეცვლაზე.

4.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

4.6. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ო---- ც--–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 1511 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, ო---- ც--–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიუთითებს მის პიროვნებას - არის გაცემული შემაკავებელი ორდერები, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ო---- ც--–--ეს ისჯება, ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი რითაც ასევე მსჯავრი უნდა დედოს ო---- ც--–--ეს ისჯება, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

6.5. ამდენად, კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, რაც, როგორც წესი, მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. კერძოდ, ყოფილ მეუღლესთან ო---- ც--–--ის გაუთავებელ კონფლიქტებს, რაც გაგრძელდა ადევნებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით; ქმედების განხორციელების სახეს (ო---- ც--–--ე ყველგან დასდევდა დაზარალებულს და ემუქრებოდა მას); მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დანაშაულის შედეგად დაზარალებული ხანგრძლივად იმყოფებოდა სტრესულ მდგო----ეობაში); დამნაშავის წარსულ ცხოვრებას - ო---- ც--–--ის მიმართ გაცემული იყო არაერთი შემაკავებელი ორდერი ყოფილი მეუღლის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, რაც უდავოდ მიუთითებს მისი მხრიდან დაზარალებულის შევიწროების ფაქტზე. ასევე იმ გარემოებას, რომ ის ხშირად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თ------- დ---–--ეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ო---- ც--–--ის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების (ახალი დანაშაულის ჩადენის) თავიდან აცილება, დაზარალებულის ადეკვატური სამართლებრივი დაკმაყოფილება (სამართლიანობის აღდგენა) და დამნაშავის რესოციალიზაცია (საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნება) შესაძლებელია, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით რაც იმის გათვალისწინებით, რომ მას არცერთი შემაკავებელი ორდერი არ დაურღვევია უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

6.6. ამდენად, სასამართლოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ო---- ც--–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად. აღნიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნების რეალურ განხორციელებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ო---- ც--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

 

2. ო---- ც--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111-1511 მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას, საქართველოს სსკ-ის 111-151-ემუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო---- ც--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. ო---- ც--–--ეს სასჯელის მოხდის ვადიში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 1-----------დან, 2----–-–------------ის ჩათვლით.

 

5. პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე და მსჯავრდებულ ო---- ც--–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე