გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.03.2019
საქმის ნომერი
210310919002870156
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310919002870156

საქმე №3/16-19წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

05.03.2018 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი

 

მსხვერპლი (განმცხადებელი) - დი-----------–---–ი

წარმომადგენელი - ბე----------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე – მი----–---–-–---–ი

 

დავის საგანი - დამცავი ორდერის გამოცემა დი-----------–---–ის დაცვის მიზნით მოძალადის მიერ განხორციელებული ძალადობისაგან.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 27 თებერვალს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადებით მომართეს დი-----------–---–მა და მისმა წარმომადგენელმა ბე----------–---–მა.

 

განმცხადებელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა განცხადებაში მითითებულ გარემოებებს და მოითხოვა: დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში მი----–---–-–---–ს აეკრძალოს:

 

1. დი-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილთან, ასევე სამსახურთან და ყველა იმ ადგილთან (შენობა, ქუჩა, ბაღი, ავტობუსის გაჩერება, ტრანსპორტი და ა.შ) მიახლოება, სადაც ის იმყოფება;

 

2) მი----–---–-–---–ს აეკრძალოს დი-----------–---–თან ურთიერთობა, ტელე-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით კონტაქტი- ტელეფონით დაკავშირება, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) გაგზავნა, ასევე ინტერნეტის სხვა სოციალური ქსელის საშუალებებით კომუნიკაცია;

 

3) მოძალადე გაფრთხილებულ იქნეს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

 

4) მოძალადე ვალდებულია - არ შეზღუდოს მსხვერპლი, რომ მან ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისთვის;

 

5. დამცავი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვროს 02 (ორი) თვე.

 

განმცხადებლების განმარტებით, მი----–---–-–---–ის მხრიდან ადგილი აქვს როგორც ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ დი-----------–---–ს აყენებს მუდმივად სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება. მოძალადე არის ალკოჰოლდამოკიდებული და მუდმივად ქმნის ოჯახში კონფლიქტურ სიტუაციებს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ არასრულწლოვან შვილებზეც.ფსიქოლგიურ ძალადობას ადგილი ჰქონდა 2019 წლის 02 თებერვალს, რაც გამოიხატა იმაში, რომ მისმა მუღლემ, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოაგდო სახლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩარევის მიუხედავად მოძალაემ არ შეწყვტია მასზე ძალადობა და ვინაიდან მისი მხრიდან არსებობდა სერიოზული საფრტხე მისი მეუღლის და შვილების მიმართ 2019 წლის 02 თებერვალს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი N007841 და ამ დროიდან დი-----------–---–ი შვილებთან ანი კ------–---–ტან, ა-–--- კ------–---–თან, ლაშა ქ-–-–---–თან და დავით ქ-–-–---–თან ერთად იმყოფება სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი დი-----------–---–ი ითხოვს, დამცავი ორდერის გამოცემას.

 

სასამართლო სხდომაზე, მოძალადე მი----–---–-–---–მა განმარტა, რომ მას და მის მეუღლეს კონფლიქტი ჰქონდათ ერთხელ, შვილის დაოჯახების გამო და ითხოვა არ გამოიცეს დამცავი ორდერი. ვინაიდან მისი მხრიდან საფრთხე არ ემუქრება მის მეუღლეს და შვილებს.

 

საქართველოს ადმინისტრციული საოროცვესო კოდექსის 2113 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად მხარეთა გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების განხილვას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი და მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლო დასკვნები:

 

საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 02 თებერვლის შემაკავებელი ორდერი N 007841, რომლის მიხედვითაც ა) აეკრძალა მოძალადე - მი----–---–-–---–ს (პირადი №5----------); მსხვერპლთან - დი-----------–---–თან (პირადი N4----------) მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს. ამავე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

ამავე მუხლის ,,ვ” პუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრად, სხვა პირებთან ერთად მოიაზრება ყოფილი მეუღლე, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ,ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ქმედება, რომელსაც ახორციელებს მი----–---–-–---–ი, დი-----------–---–ის მიმართ, წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაიცეს დამცავი ორდერი მი----–---–-–---–ისათვის ამ ქმედებების ასაკრძალად. რაც შეეხება დამცავი ორდერით გასათვალისწინებელ ღონისძიებებს, ამ ეტაპზე სასამართლო აუკრძალავს მი----–---–-–---–ს დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში დი-----------–---–თან, მის საცხოვრებელ ადგილთან, ასევე სამსახურთან და ყველა იმ ადგილთან (შენობა, ქუჩა, ბაღი, ავტობუსის გაჩერება, ტრანსპორტი და ა.შ) მიახლოება, სადაც ის იმყოფება; ასევე აუკრძალავს დი-----------–---–თან ურთიერთობას როგორც პირადად და უშუალოდ, ისე კომუნიკაციის ამა თუ იმ საშუალების გამოყენების გზით. მოძალადე გაფრთხილებულ იქნება დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის სამსახურეობრივი საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლება შეეზღუდება.

 

ამგვარად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე მი----–---–-–---–ის მხრიდან მსხვერპლის - დი-----------–---–ის მიმართ, რაც წარმოადგენს დამცავი ორდერის გამოცემის საფუძველს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-19 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დი-----------–---–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. გაიცეს დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით:

 

2.1 მოძალადეს - მი----–---–-–---–ს (მცხოვრები: გ-----ს რაიონი, სოფელი ა---–-----, პირადი №4----------) აეკრძალოს:

 

2.1.1. დი-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილთან, ასევე სამსახურთან და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება;

 

2.1.2 დი-----------–---–თან ურთიერთობა, საუბარი, ვერბალური, არავერბალური, ვიზუალური კონტაქტი როგორც პირადად და უშუალოდ, ისე კომუნიკაციის ამა თუ იმ საშუალების გამოყენების გზით, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა, ასევე ინტერნეტის (სხვა სოციალური ქსელის საშუალებით კომუნიკაცია) გამოყენებით ურთიერთობა.

 

2.1.3 მოძალადეს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

 

2.1.4 მოძალადე ვალდებულია - არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისთვის.

 

3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 02 (ორი) თვის ვადით.

 

4. მოძალადე მი----–---–-–---–ს განემარტოს, რომ აკრძალული ქმედების განმეორების შემთხვევაში დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

5. დამცავი ორდერი ძალაშია გამოცემისთანავე.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან სამი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. N15)

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე