განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/657-18
(№------------)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მარტი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე-–----------–----------------------------------–-------–-–---------–----------------------------------------–----------–-------–----–----------–----------------------–--------------–-------------------------------------–------------------------–---------------------------------–---------------–-----------------------------------------------------
ადვოკატები - დ------------–-------------------------–--–---–-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 06 მაისს, დაახლოებთ 21:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 45-ე კილომეტრზე, ქ. წალკის მიმართულებით მოძრაობდა ,,მერსედეს-ბენც სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით T--------, რომელსაც მართავდა ე-–-----------------ი. გზაზე ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, ერთ-ერთ მოსახვევში შესვლისას ვერ მოასწრო დროული დამუხრუჭება, გადავიდა გზის საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც შეეჯახა გვერდულაზე არსებულ ბეტონის ჯებირს და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ე-–-----------------ის მგზავრები: ნ---------ე და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მ----------–ი, ხოლო დანარჩენმა მგზავრებმა თ----------------------------------–---–-----------------------------------------–------------------------------------------------–----------------–--–-----–---–----------------–------------------------------------------------–---–----------–-----------------------–---, მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ე------------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
აღნიშნული ქმედებისათვის ე-–------------------ს, წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის №------------ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 06 მაისს, გამომძიებელ თ-------------–---–ის მიერ, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით. (ტ.1. ს.ფ. 1)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული ე------------------–---–ი, რომლმაც განმარტა, რომ 2018 წლის 06 მაისს, მეგობრებთან ერთად, ტურისტული კომპანიის ორგანიზებით, მიკროავტობუსით იმყოფებოდა ექსკურსიაზე სამცხე ჯავახეთში. ექსკურსიიდან თბილისში დაბრუნებისას ანუ უკანა გზაზე თბილისისკენ მსვლელობისას სატრანსპორტო საშუალებაში, რომლითაც მგზავრობდნენ შეიგრძნეს უსიამოვნო სუნი, რის გამოც მძღოლმა ცოტახნით გააჩრა სატრანსპორტო საშუალება, თუმცა მალევე იმავე მიკროავტობუსით განაგრძეს მგზავრობა, ამის შემდეგ რა მოხდა მოწმეს აღარ ახსოვს, ვინაიდან შეემთხვათ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა. მოწმის განმარტებით შემთხვევიდან მხოლოდ რამდენიმე დღეში დაუბრუნდა ცნობიერება, რა დროსაც უკვე იმყოფებოდა საავადმყოფოში. დამატებით კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ მძღოლი შემთხვევამდე მიკროავტობუსს ნორმალურად ატარებდა, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შემდეგად მას თავის არეში აღენიშნებოდა ჰემატომა და მოტეხილობები. რეაბილიტაციისთვის დასჭირდა დიდი დრო. დაზარალებულმა დაკითხვისასა გამოხატა მისი პოზიცია და განმარტა, რომ ბრალდებულის მიმართ მკაცრ სასჯელს არ ითხოვს. (ტ.7. ს.ფ. 75-77)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული თ----------–-----ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 06 მაისს, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე სამცხე ჯავახეთში. ექსკურსიის შემდეგ ქ. თბილისში დაბრუნებამდე ექსკურსანტებმა ივახშმეს და ცოტა ალკოჰოლური სასმელი დალიეს, თუმცა მძღოლს ალკოჰოლური სასმელი არ მიუღია. მოწმის განმარტებით, ის მიკროავტობუსის მარჯვენა ფანჯარასთან, მძღოლის გვერდით იჯდა და კარგად ხედავდა მის მოქმედებებს. უკანა გზაზე - თბილისისკენ მსვლელობისას, მიკროავტობუსში გაჩენილი უსიამოვნო სუნის გამო მგზავრებმა მოითხოვეს მიკროავტობუსის გაჩერება, მძღოლმა დაახლოებით 5-10 წუთი შეაჩერა ა/მანქანა და გაანიავა. მას შემდეგ რაც ა/მანქანაში აღარ იგრძნობოდა სუნი დაიძრნენ ქ. თბილისის მიმართულებით.
მოწმის განმარტებით, როდესაც მიკროავტობუსი მოძრაობდა დაღმართზე და უნდა მოეხვია მარცხნივ მკვეთრ მოსახვევში მიკროავტობუსის უკანა მხარე გასრიალდა, მძღოლი ცდილობდა მანქანის გაჩერებას ხელის მუხრუჭით (ზუსტად არ იცის გამოიყენა თუ არა ფეხის მუხრუჭი), მაგრამ საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი მარცხენა გვერდზე გადაბრუნდა, რა დროსაც მან მიარტყა თავი და გარკვეული დროის განმავლობაში დაკარგა გონება, თუმცა გონების დაკარგვამდე დაამახსოვრდა, რომ მიკროავტობუსი 3-ჯერ გადატრიალდა და დაეცა ბეტონის ბორდიურს სახურავით. მოწმის განმარტებით ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღო გულმკერდის მალის დაზიანება, თავის ტვინის ტრავმა, ზურგის ტვინის კომპრესია-დაჟეჟილობა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა დაახლოებით 21:45 საათზე, რა დროსაც წვიმიანი ამინდი იყო. დაზარალებულის განმარტებით მართალია ბრალდებულის მხრიდან მას ზიანი არ ანაზღაურებია, თუმცა მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. (ტ.7. ს.ფ. 78-79)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული მ------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს მეგობრებთან ერთად, მიკროავტობუსით იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთში ექსკურსიაზე. უკანა გზაზე, ქ. თბილისის მიმართულებით მოძრაობისას მიკროავტობუსი ერთ-ერთ მოსახვევში მარცხენ მხარეს გადაბრუნდა და სახურავით დაეცა მიწაზე. გადაბრუნების შედეგად ჩაიმტვრა ფანჯარა, საიდანაც მ-------------–---–მა მოახერხა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა. მოწმის განმარტებით ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მან მოიტეხა მარცხენა ლავიწის და ბეჭის ძვალი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს წვიმიანი ამინდი იყო, მძღოლი სწრაფად არ მოძრაობდა და არც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბრალდებულის მხრიდან ზიანი არ ანაზღაურებია. (ტ.7. ს.ფ. 39-41)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული ე-----–-ა, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 06 მაისს, ტურისტული კომპანიის ორგანიზებით მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე ფოკაში. უკანა გზაზე ქ. თბილისის მიმართულებით მოძრაობისას მიკროავტობუსს რომლითაც მგზავრობდნენ შეემთხვა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რომლის დეტალებსაც მოწმე ვერ იხსენებს, ახსოვს მხოლოდ ძლიერი შეტაკება. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსი რამდენჯერმე გადატრიალდა და დაეცა სახურავით, რის შედეგადაც ე-----–-ამ მიიღო ლავიწის, ნეკნების და ბეჭის ძვლის მოტეხილობა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მიკროავტობუსს მართავდა ე-–---------------ი, მას სიჩქარის გადაჭარბება არ უგვრძნია, მძღოლი იყო ფხიზელი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მართალია ბრალდებულის მხრიდან ზიანი არ ანაზღაურებია, თუმცა ითხოვს, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნას მსუბუქი სასჯელი .(ტ.7. ს.ფ. 41-44)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული მ------------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 06 მაისს მეგობრებთან ერთან იმყოფებოდა ექსკურსიაზე სამცხე-ჯავახეთში. ქ. თბილისის მიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსი რომლითაც მგზავრობდნენ, სალონში შემოსული უსიამოვნო სუნის გამო მცირე დროით შეჩერდა გზაში. მძღოლმა ე-–------------------მა მანქანა გაანიავა და მალევე განაგრძეს გზა ქ. თბილისის მიმართულებით. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გზაზე იყო რამდენიმე რთული მოსახვევი და ერთ-ერთ მოსახვევში მიკროავტობუსი მოცურდა და გადატრიალდა. მოწმის განმარტებით მას არ ახსოვს ავტოსაგზაო შემთხვევა, ვინაიდან მიკროავტობუსის გადატრიალების შედეგად დროით დაკარგა გონება, როდესაც გონს მოვიდა, ის კვლავ მიკროავტობუსში იმყოფებოდა და გადმოიყვანა მისთვის უცნობმა პირმა. მოწმის განმარტებით მას ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად აღენიშნებოდა ნეკნების დაზიანება და სისხლ ჩაქცევები თავის არეში. ბრალდებულს მისთვის მატერიალური ზიანი არ აუნაზღაურებია. მოითხოვს ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონის შესაბამისი სასჯელი.(ტ.7. ს.ფ. 44-47)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული მ-------------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე ჯავახეთში. უკან გზაზე თბილისის მიმართულებით მოძრაობისას უკვე შებინდებული იყო და თან წვიმდა. ერთ-ერთ დაღმართზე, მოსახვევში მიკროავტობუსი მოსრიალდა, მძღოლმა (ე-–------------------მა) ვერ დაიმორჩილა საჭე, რის გამოც მათი მიკროავტობუსი ამოტრიალდა და დაეცა ჯებირს. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მან მიიღო მარცხენა მხრის ნულოვანი ძვლის მოტეხილობა შუა მესამედში. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ გზაზე მოძრაობისას მას სხვა ავტომობილი არ შეუმჩნევია. მძღოლი სწრაფად არ მოძრაობდა. ბრალდებულს მისთვის მატერიალური ზიანი არ ანაზღაურებია და სასჯელის ზომასთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს. (ტ.7. ს.ფ. 57-60)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული თ-----------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს იმყოფებოდა ექსკურსიაზე ჯავახეთში თავის მეუღლესთან - გ-----------------–---–თან ერთად, რომელიც იყო ზემოთხსენებული ექსკურსიის გიდი. მიკროავტობუსის მძღოლი კარგად მართავდა ა/ მანქანას და არ გადაუჭარბებია დადგენილი სისწრაფისთვის. უკან თბილისის მიმართულებით მობრუნებისას ისინი გზად შეჩერდნენ ერთ-ერთ რესტორანში სადაც ივახშმეს, თუმცა მძღოლს- ე-–-----------------ს ალკოჰოლური სასმელი არ მიუღია. რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ გზის ერთ-ერთ დაღმართზე მიკროავტობუსი მოცურდა, მაგრამ მძღოლმა მოახერხა საჭის დამორჩილება. ამის შემდეგ მოძრაობა ჩვეულებრივ განაგრძეს, თუმცა მიკროავტობუსში იგრძნობოდა უსიამოვნო სუნი, რის გამოც დაახლოებით 5 წუთით შეჩერდნენ და მძღოლმა გაანიავა მიკროავტობუსი, მასთან მგზავრებს განუმარტა, რომ არაფერი სერიოზული არ ხდებოდა და გააგრძელეს გზა. გზაში ერთ-ერთ დაღმართზე მოხვევის დროს მიკროავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც მან მოიტეხა ხელი, ყბის ძვლები და მიიღო თავის ტვინის შერყევა. მოწმის განმარტებით ბრალდებულს მისთვის მატერიალური ზიანი არ ანაზღაურებია. ბრალდებულთან გაჩნია პრეტენზია, ვინაიდან მან არ გაითვალისწინა უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება. (ტ.7. ს.ფ. 60-63)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხა დაზარალებული გ-----------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს იმყოფებოდა ჯავახეთში ექსკურსიაზე, როგორც გიდი. უკანა გზაზე, ქ. თბილისის მიმართულებით მოძრაობისას მიკროავტობუსში იგრძნობოდა უსიამოვნო სუნი, კერძოდ, მუხრუჭებისთვის დამახასიათებელი სუნი, რის გამოც ისინი მცირე დროით შეჩერდნენ, მძღოლის- ე-–------------------ის მიერ მუხრუჭების შეკეთება არ მომხდა, მან უბრალოდ გაანიავა მიკროავტობუსი და მალევე განაგრძეს მოძრაობა. მოწმის განმარტებით დაღმართზე მოძრაობისას ერთ-ერთი მოსახვევში მიკროავტობუსი ამოტრიალდა და სახურავით დაეცა ჯებირს, რის გამოც მან მოიტეხა მარჯვენა ხელი. მოწმის განმარტებით ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ერთი ქალბატონი და მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც მოწმემ აღნიშნა მძღოლი არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილა. ბრალდებულის მხრიდან მატერიალური ზიანი არ ანაზღაურებია, თუმცა ბრალდებულის მიმართ არ აქვს პრეტენზია.(ტ.7. ს.ფ. 63-65)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი თ-------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს, 21:30 საათზე ,,საინფორმაციო სამსახურისგან“ მიიღო შეტყობინება, კოდა-წალკის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. რაზეც დაიწყო სისხლის სამართლებრივი გამოძიება. შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 1 საათში იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მოხდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შეადგინა შემთხვევის ადგილის სქემა. შემოწმებული იქნა მძღოლი ალკო-ტესტის საშუალებით, რომელმაც დაადასტურა, რომ მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში. თ-------------–---–ის მიერ დაინიშნა გარდაცვლილებზე გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ამერიკის მოქალაქის გვამის ექსპერტიზა ჩატარება დაიწყო 3 დღეში, ვინაიდან, გარდაცვლილი მარიკ მიჩელი იყო დიპლომატიური წარმომადგენელი და საჭირო იყო საელჩოს თანხმობა. ამასთანავე, დანიშნა ავტო ტრასოლოგიური ექსპერტიზა და ავტოტექნიკური ექსპერტიზა. დაკითხა ყველა მოწმე - დაშავებულები და ის პირები ვინც მოხდა შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. მოწმის განმარტებით მასთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: გურამ პიტიურიშვილი და გ---------------–---–ი, რომლებიც გაეცნენ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და სქემას. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო ოქმედების კანონიერება დაადასტურა. (ტ.7. ს.ფ. 128-132)
მოწმის სახით დაიკითა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი დ---------------ა, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ მის მიერ დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები. დაკითხულნი იქნენ დაზარალებულები, რომელთაც გააცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილებები და უფლებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებული, რომელსაც გააცნო სასამართლო განჩინება. შედგენილი იქნა დაკავების ოქმი, ასევე გააცნო ბრალდების დადგენილება და განუმარტა უფლებები. (ტ.7. ს.ფ. 133-134)
2018 წლის 06 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით , შემთხვევის ადგილი მდებარეობს კოდა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრის 400 მეტზე, საგამოძიებო მოქმედების ოქმის შემდგენია შსს საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი თ-------------–---–ი . საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროა 2018 წლის 06 მაისის 22:55 საათი და დამთავრების დროა 2018 წლის 06 მაისის 23:25 საათი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები არიან პატრულ-ინსპექტორი გ----------------–---–ი და პატრულ-ინსპექტორი გ---------------–---–ი. საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებულია ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მანძილმზომი ე.წ. ,,რულეტკა“. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარებულია ღამით, წვიმიან ამინდში, ხელოვნური განათების პირობებში. დათვალიერების შემდგომ შედგა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა. ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონით მოხდა შემთხვევის ადგილის და შემთხვევაში მონაწილე ,,მერსედესის“ ფირმის მიკროავტობუსის სახელმწიფო ნომრით T-------- ფოტოგადაღება. საგამოძიებო მოქმედების ოქმის მიხედვით მონაწილე პირების მიერ ოქმში არ არის დაფიქსირებული შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი. (ტ.1. ს.ფ. 14- 30)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის გ----------------–---–ის, 2018 წლის 9 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ნ---------ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა (ქალ-ფუძის მოტეხილობა, დიფუზიური სისხლჩაქცევა თავის ტვინის რბილ გარსებში, თავის ტვინის ნივთიერებაში და პარკუჭებში შეღწევით.) გვამის გამოკვლევის მონაცემები (07.05.2017 წ. 05:30სთ.) არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ სიკვდილის დადგომის დროს.
ნ---------ის გვამზე აღინიშნება: ქალასარქველის და ფუძის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობები; მარჯვნივ შუბლ-თხემის ძველების იმპრესიული, დამსხვრეული მოტეხილობა ქალას ღრუში გადანაცვლებით, აქვე ეპი- და სუბდურული სისხლჩაქცევა; დიფუზური სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა თავის ტვინის და ნათხემის რბილ გარსებში თავის ტვინის ნივთიერებაში და პარკუჭებში შეღწევით, სისხლჩაქცევა თავის ქალას რბილი საფარის ქვეშ ორმხრივ შუბლ-თხემის და მარჯვენა საფეთქლის მიდამოების საპროექციოდ. მრავლობითი სისხლჩაქცევები სხეულზე, ნაჭდევები შუბლის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, სიცოცხლის პერიოდში და ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დამდგარ შედეგთან (სიკვდილთან) უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან. (ტ.1. ს.ფ. 39-43)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევათა სამმართველოს ექსპერტის გ--------–--–--ის 2018 წლის 4 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით:
მ------------–ის (მიჩელი) სიკვდილის მიზეზია სიცოცხლესთან შეუთავსებელი ქალა-ტვინის ღია ბლაგვი ტრავმა. გვამის გამოკვლევისას ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების გათვალისწინებით, სიკვდილის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღსა და დროს.
- მ------------–ის (მიჩელი) გვამს აღენიშნება: უსწორო კიდეების მქონე ნაფლეთოვანი ხასიათის ჭრილობა თავის არეში. სისხლჩაქცევები თავის რბილი საფარის ქვეშ. ქალა-სარქველის და ქალა-ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი, დამსხვრეული მოტეხილობა. მკერდის ძვლის მოტეხილობა ( I-II ნეკთა შუა არეში); ხერხემლის სვეტის გაგლეჯა (გულმკერდის -III-IV მალათა შორის), ზურგის ტვინის მთლიანობის დარღვევით (გაწყვეტით). ნეკნების ორმხრივი, მრავლობითი მოტეხილობა (ყველა მოტეხილობის შესაბამისად სისხლჩაქცევები რბილ ქსოვილში). უსწორო კიდეების მქონე მრავლობითი ჭრილობები სახის არეში. მარჯვენა ყვრიმალის ძვლის დახურული მოტეხილობა. მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულის სხვადსხვა მიდამოში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრი-ბლაგვი საგნის(საგნების) მოქმედების შედეგად, სიცოცხლის პერიოდში, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ერთობლიობაში აღებულნი, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას, მიეკუთვნებიან სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. (ტ.1. ს.ფ. 64-71)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2018 წლის 30 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. თ---------------ე მკურნალობდა სტაციონალურად 07.05.18წ-დან 10.05.18წ-მდე, დაუდგინდა: ნეკნების ორმხრივი მრავლობითი მოტეხილობა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით.(ტ.2. ს.ფ. 10- 12)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2018 წლის 17 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. მ-------------------ი მკურნალობდა სტაციონალურად 07.05.18წ-დან 09.05.18წ-მდე, დაუდგინდა: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით. (ტ.2. ს.ფ. 33-35)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2018 წლის 30 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. ნ-----–----------ე მკურნალობდა სტაციონალურად 06.05.18წ-დან 08.05.18წ-მდე, დაუდგინდა: კისრის მეშვიდე მალის მარჯვენა ზედა სასახსრე მორჩის ხაზოვანი მოტეხილობა განივ მორჩზე გადასვლით, თავის ტვინის შერყევა, ჰემატომა თავის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით.(ტ.2. ს.ფ. 43-45)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2018 წლის 17 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. მ------------–--ე მკურნალობდა სტაციონალურად 07.05.18წ-დან 08.05.18წ-მდე, დაუდგინდა: მარჯვენა მეხუთე და მეექვსე ნეკნების მოტეხილობა, ექსკორიაციები თავისა და სახის მიდამოში, ჰემატომა სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით.(ტ.2. ს.ფ. 53-55)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2018 წლის 17 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. ქ------------------ე მკურნალობდა სტაციონალურად 06.05.18წ-დან 17.05.18წ-მდე, დაუდგინდა: კისრის მეშვიდე მალის სასახსრე და განივი მორჩის მოტეხილობა, გულმკერდის მალების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენა პირველი ნეკნის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, ჰემატომა თავის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით.(ტ.2. ს.ფ. 77-79)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2018 წლის 17 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. თ-----------------–ია მკურნალობდა სტაციონალურად 06.05.18წ-დან 09.05.18წ-მდე, დაუდგინდა: მარცხენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა, მრავლობითი ექსკორიაციები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით.(ტ.2. ს.ფ. 87-89)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2018 წლის 17 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. ნ----------–--–-----–---–ი მკურნალობდა სტაციონალურად 06.05.18წ-დან 14.05.18წ-მდე, დაუდგინდა: გულმკერდის XI და XII და წელის I მალების მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, ჰემატომა თავის მიდამოში, ექსკორიაციები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით.(ტ.2. ს.ფ. 107-109)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2018 წლის 9 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. თ----------–-----ე მკურნალობდა სტაციონალურად 06.05.18წ-დან 17.05.18წ-მდე, დაუდგინდა: გულმკერდის მალების და მარცხენა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, ჰემატომა თავის მიდამოში, ჭრილობები თავის და სახის მიდამოში, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით; ჭრილობების მორფოლოგიური აღწერილობის არ არსებობის გამო მიმყენებელი საგანი ვერ განისაზღვრა, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.(ტ.2. ს.ფ. 139-141)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2018 წლის 23 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. ე------------------–---–ი მკურნალობდა სტაციონალურად 07.05.18წ-დან 31.05.18წ-მდე, დაუდგინდა: სისხლჩაქცევები თავის ქალის ღრუში და თავის ტვინში, მკერდის ძვლის, მარჯვენა თვალბუდის მედიალური კიდის, კისრის პირველი მალის რკალის ორმხრივი მოტეხილობა, სახის ძვლების, გულმკერდის მალებისა და მარცხენა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარცხენა ფილტვის დაჟეჟილობა, ექსკორიაციები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხის, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.(ტ.2. ს.ფ. 148-151)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის 2018 წლის 30 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. გ-----------------–---–ი მკურნალობდა სტაციონალურად 06.05.18წ-დან 09.05.18წ-მდე, დაუდგინდა: მარცხენა ლავიწის და მარჯვენა სხივის ძვლის მოტეხილობა, ჭრილობა თავის მიდამოში, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით; მოტეხილობა მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო თავის მიდამოს ჭრილობების მორფოლოგიური აღწერილობის არ არსებობის გამო მიყენებული საგანი ვერ განისაზღვრა.(ტ.1. ს.ფ. 124-126)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2018 წლის 17 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. თ-----------------ი მკურნალობდა სტაციონალურად 06.05.18წ-დან 09.05.18წ-მდე, დაუდგინდა: მარჯვენა მხრის ძვლის მოტეხილობა, ჭრილობები თავის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით; (ტ.1. ს.ფ. 134-136)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2018 წლის 30 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. ე-----–-ა მკურნალობდა სტაციონალურად 07.05.18წ-დან 10.05.18წ-მდე, დაუდგინდა: მარცხენა ლავიწის ძვლის და მარცხენა მეექვსე ნეკნის მოტეხილობა, ექსკორიაცია თავის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით.(ტ.1. ს.ფ. 143-145)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტის ა-–-------------–---–ის, 2018 წლის 18 ივლისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ. მ------------–---–ი მკურნალობდა სტაციონალურად 07.05.18წ-დან 10.05.18წ-მდე, დაუდგინდა: მარცხენა ლავიწის და ბეჭის ძვლის მოტეხილობა, მრავლობითი ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით.(ტ.1. ს.ფ. 154-155)
კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის ე-----------–--–-–---–-- 2018 წლის 28 ივნისს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შეთხვევა განპირობებულია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,მერედესი“-ს მძღოლის ე-–------------------ის ქმედებით, რომელსაც უგულებელყოფილი აქვს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია განვითარებულიყო ისე, როგორც ამას შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,მერსედეს ბენცი“-ს მძღოლი ე-–------------------ი განმარტავს თავის დაკითხვის ოქმში.
შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,მერსედესი“ სამუხრუჭე კვალის მიხედვით, დამუხრუჭების დაწყების დროს მოძრაობდა 51 კმ/სთ სიჩქარით და მეტით.
(ტ.6. ს.ფ. 10-13)
კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის ა-----------ე 2019 წლის 31 იანვარს გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით:
გამოსაკვლევად წარმოდგენილია ავტომობილი ,,MERCEDES BENZ SPRINTER” სახ. # T--------, რომლის ვიზუალური დათვალიერება და ტექნიკური შემოწმება მოხდა ქალაქ რუსთავში არსებულ საჯარიმო ავტოსადგომის ტერიტორიაზე. ავტომობილის სამუხრუჭე სისტემის გამართულობის დასადგენად მოხდა ავტომობილის ძრავის ამუშავება და საჯარიმო ავტოსადგომის ტერიტორიაზე პირველი და მეორე სიჩქარის გამოყენებით აჩქარება- დამუხრუჭება, აღნიშნული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილი ამუხრუჭებს თანაბრად ყოველგვარი დეფექტების გარეშე. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ დამუხრუჭებისას სამუხრუჭე სისტემის სატერფული (პედალი) ჩადის უკიდურეს დაბალ პოზიციაში, ზემოაღნიშნული ნათლად მიუთითეს, რომ სამუხრუჭე სისტემის სითხეში მცირე რაოდენობით ჰაერის არსებობას. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ავტომობილი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად ამოტრიალდა და დროის გარკვეული მონაკვეთი იმყოფებოდა ამობრუნებულ მდგომარეობაში, სამუხრუჭე სისტემის ავზში არსებული სითხის მოძრაობის შედეგად შესაძლებელია მომხდარიყო სამუხრუჭე სისტემის მაგისტრალში ჰაერის შეღწევა, რაც აუცილებლად გამოიწვევდა სამუხრუჭე სატერფულის წარმოდგენილი სახით მუშაობას.(ტ.7. ს.ფ. 140-146)
ბრალდებულმა ე-–------------------მა თავის დასკვნით სიტყვაში მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ.
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დ-------------------------------------------------–---–-------------------–---–-----------------------–---------------------------------–--–---–---–----------–--–--–---–---–-------–-------------------------------------–---–-------------------–------------–--------------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ე-–-----------------ის დაკავების ოქმი, ე-–-----------------ის გამოკითხვის ოქმი და საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ე-–------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაულად მიიჩნევა ქმედება, რომელიც წარმოდგენს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დანაშაულად მიიჩნევა ქმედება რომელიც წარმოდგენს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ამავე მუხლის მე-7 ნაწილით დანაშაულად მიიჩნევა ქმედება, რომელიც წარმოდგენს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სატრანსპორტო დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესებთან და ასევე ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კი გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ასევე ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა საკმაოდ გავრცელებული სატრანსპორტო დანაშაულია და ამ დანაშაულის საშიშროების მაღალი ხარისხი განპირობებულია ტრანსპორტის უსაფრთხო ფუნქციონირების წესების დაუცველობით, რის შედეგადაც ზიანდება ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
პრაქტიკაში მიჩნეულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის გაუფრთხილებელი დანაშაული, მაგრამ მნიშვნელოვანია მოხდეს ყველა ცალკეული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების ინდივიდუალური შეფასება.
გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ხდება მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია მოცემულ შემთხვევაში ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დასჯად ქმედებას. გაუფრთხილებლობა წარმოადგენს წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად დარღვევას. წინდახედულობის ვალდებულება ნიშნავს, რომ პირი მოვალეა, კონკრეტული ურთიერთობიდან წარმოშობილი საფრთხე, რომელიც ემუქრება სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს, შეიცნოს და მასთან მიმართებაში სწორად იმოქმედოს. ის ვალდებულია, საკმარისი უსაფრთხოების ღონისძიებები გაატაროს, სახიფათო მოქმედების შესრულებაზე უარი თქვას და თავიდან აიცილოს მართლსაწინააღმდეგო შედეგი. კონკრეტული წინდახედულობის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას სპეციალური სამართლებრივი დებულებებიდან, მაგალითად, მოძრაობის უსაფრთხოების წესებიდან. ე-–------------------მა სწორედ გაუცნობიერებლად, წინდახედულობის ნორმის უგულებელყოფით, კერძოდ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო (რომლის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.) ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, რამაც გამოიწვია თ-----------------ის, მ------------–---–ის, მ-------------------ის, მ------------–--ის, ქ------------------ის, თ-----------------–იას, ნ----------–--–-----–---–ის, თ----------–-----ის, თ---------------ის, გ-----------------–---–ის, ნ-----–----------ის და ე-----–-ას ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ე------------------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ასევე გამოიწვია ორი ადამიანის ნ---------ის და მ----------–ის სიცოცხლის მოსპობა, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომლის მიხედვითაც: საგზაო-სატრანსპორტო შეთხვევა განპირობებულია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,მერედესი“-ს მძღოლის ე-–------------------ის ქმედებით, რომელსაც უგულებელყოფილი აქვს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2018 წლის 06 მაისს, დაახლოებთ 21:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 45-ე კილომეტრზე, ქ. წალკის მიმართულებით მოძრაობდა ,,მერსედეს-ბენც სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით T--------, რომელსაც მართავდა ე-–-----------------ი. გზაზე ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები, ერთ-ერთ მოსახვევში შესვლისას ვერ მოასწრო დროული დამუხრუჭება, გადავიდა გზის საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც შეეჯახა გვერდულაზე არსებულ ბეტონის ჯებირს და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ე-–-----------------ის მგზავრები ნ---------ე და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მ----------–ი, ხოლო დანარჩენმა მგზავრებმა თ----------------------------------–---–-----------------------------------------–------------------------------------------------–----------------–--–-----–---–----------------–------------------------------------------------–---–----------–-----------------------–---, მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ე------------------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ ე-–------------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე-–------------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ე-–------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასაჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - ე-–------------------ის მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არ არის შემჩნეული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მერე მას არ დაუტოვებია შემთხვევის ადგილი და ნებაყოფლობით თანამშრომლობდა გამოძიებასთან ასევე სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, თუმცა როგორც პროფესიონალ მძღოლს ევალებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მოცემულ შემთხვევაში მიკროავტობუსის) მართვისას გამოეჩინა განსაკუთრებული ყურადღება.
სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მისი აღსრულების სამართლებრივი მექანიზმები, ანუ რამდენად აღსრულებადია დანიშნული სასჯელი, მოცემულ შემთხვევაში იმ პირობებში როდესაც ბრალდებულის მიერ გაუფრთხილებლობით ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებით სახეზე გვაქვს ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, 12 ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთი სახის სასჯელის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მაქსიმალური ვადით ჩამორთმევით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტომანქანის მართვის უფლება;
2. ე-–------------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 08 აგვისტოს 19:20 საათიდან;
3. ე-–------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: ,,მერსედეს-ბენც სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით T-------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე