განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2019
საქმის ნომერი
120100118002483320
დავის ტიპი
260 3 დ
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/237-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ს------ ხ--–--–ი პ/ნ 6---------- - ს----------–--- მოქალაქე, დაბადებული 2--0-.1--- წელს ქ.ბ------ში, მცხოვრები: ქ.ბ------ი, დ-------- თ------------–-- ქ.N1--;

ადვოკატი - ზ----------ე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ ქ/პუნქტით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს------ ხ--–--–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.

დადგენილების თანახმად, ს------ ხ--–--–ი გასამართლებული იქნა 2017 წლის 05 დეკემბერს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ საქ. სსკ-ის 260 მუხლით, ამასთან, ს------ ხ--–--–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა 00,0022 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რომელიც 2018 წლის 24 იანვარს დაბა ა----------ში, რ---------–ის ქუჩაზე შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ ქ/პუნქტით.

 

2. სასამართლომ დაადგინა

2.1. ბრალდებული ს------ ხ--–--–ი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნა დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარემ მიიჩნია უდავო სახის მტკიცებულებებად. გარდა ს------ ხ--–--–ის ბრალდებულის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმისა და ასევე აწ გარდაცვლილი ა-–---------- ქ---------ის ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმისა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის დ----- მ--–----ის მიერ შედგენილი პატაკით დგინდება, რომ 2018 წლის 24 იანვარს მან მიიღო ინფორმაცია, რომ ქ.ბ------იდან ქ.ახალციხისკენ მიმავალი მიკრო ავტობუსის მძღოლს მ---------------–---–ს ქ.ბ------იდან გამოატანეს ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებულია ნარკოტიკული საშუალება და ჩანთა უნდა გადასცეს ქ.ახალციხეში ს------ ხ--–--–ს, რომელიც იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და აპირებს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გადამალვას.

მოწმე დ----- მ--–----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, 2018 წლის 24 იანვარს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში დამატებით შესული ინფორმაციის თანახმად, ქ.ბ------იდან ქ.ახალციხისკენ მიმავალმა მიკრო ავტობუსის მძღოლმა მ---------------–---–მა, ქ.ბ------იდან გამოტანებული ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება, გადასცა ახალციხე ა----------ის მიკროავტობუსის მძღოლს, რომელსაც დაბა ა----------ში უნდა დახვდეს და ჩანთა გამოართვას ა-–---------- ქ---------მა. ასევე მან უნდა მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება და გადამალოს ხსენებულ ჩანთაში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ინფორმაცია მან მოახსენა ხელმძღვანელობას.

მოწმეთა ლ------------ის და მ--------------ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ მუშაობენ შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში შესაბამის თანამდებობაზე. 2018 წლის 24 იანვარს იმყოფებოდნენ სამსახურში რა დროსაც ხელმძღვანელობისგან მათთვის ცნობილი გახდა, რომ ქ.ბ------იდან ქ.ახალციხისკენ მიმავალმა მიკრო ავტობუსის მძღოლმა მ---------------–---–მა, ქ.ბ------იდან გამოტანებული ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება, უნდა გადაეცა ს------ ხ--–--–ისათვის, რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და აპირებდა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების გადამალვას. მათ მიერ დადგენილი იქნა ს------ ხ--–--–ის პიროვნება, სპეციალურ ბაზაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი ხსენებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, რომელშიც იყო ასევე ზ--------------ე. სანამ გავიდნენ ადგილზე შეიტყვეს, რომ გეგმა შეიცვალა და ქ.ბ------იდან ქ.ახალციხისკენ მომავალი მიკროავტობუსის მძღოლს ჩანთა რომელშიც იყო ნარკოტიკული საშუალება უნდა გაადეცა ახალციხე ა----------ის მიკროავტობუსის მძღოლისთვის, რომელსაც ა----------ში ს------ ხ--–--–ის მაგივრად უნდა დახვედროდა ა-–---------- ქ---------ი. მივიდნენ დაბა ა----------ში რ---------–ის ქუჩაზე და ავტოსადგურთან დაინახეს, რომ ა-–---------- ქ---------მა ავტობუსის მძღოლს გამოართვა მოზრდილი თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელიც გახსნა, შიგნიდან რაღაც ნივთი ამოიღო და მოითავსა მარჯვენა ხელის მუჭში, ხოლო პარკი მარცხენა ხელში ეკავა. დაუყონებლივ გადავიდნენ მანქანიდან და როდესაც ა-–---------- ქ---------მა დაინახა სცადა ხელიდან გადაეგდო პარკიდან ამოღებული ნივთი, რისი საშუალებაც არ მისცეს და დააკავეს ბრალდებულის სახით. გამომძიებელმა ზ--------------ემ განუმარტა, რომ დაკავებული იყო ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე და განუმარტა თავისი უფლებები. ამის შემდეგ დაკავებულს ჩუტარდა პირადი ჩხრეკა, პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა მარჯვენა ხელიდან პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მცირე ზომის კრისტალური ნატეხი და თეთრი ფერის ოთხკუთხედი ფორმის ქაღალდის პაკეტი. ასევე ა-–---------- ქ---------ის ქურთუკის მარცხენა შიდა ჯიბიდან, რომელიც ტანზე ეცვა ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ცალი ე.წ ინსულინის შპრიცი და ერთი ცალი გამჭვირვალე ამპულა წარწერით ,,სუბრასტინი’’, ქურთუკის მარჯვენა გარე ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც უკანა მხარეს დაკრობილი ჰქონდა შავი ფერის იზოლენტი, ასევე გაჩხრეკილი იქნა მის ხელთ არსებული პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო კაცის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო ნარკოტიკული საშუალების მაგვარი ნივთიერება არც ტანსაცმელში და არც ტანსაცმლის პარკში არ იყო. ა-–---------- ქ---------მა განუმარტა, რომ ეს პარკი ეკუთვნოდა ს------ ხ--–--–ს და მასვე ეკუთვნოდა ორი ცალი ინსულინის შპრიცი და ამპულაც, ხოლო ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა. ამის შემდეგ ამოღებული ნივთები დაილუქა, ხოლო დაკავებული ზ--------------ემ და მ--------------ემ გადაიყვანეს შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში. ლ------------ე კი ტუბდისპანსერში წავიდა ს------ ხ--–--–ის დასაკავებლად. მას ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რომლის სპორტული შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პლასტმასის მცირე ზომის ორგანყოფილებიანი კონტეინერი რომელსაც ცალ ცალკე ეწერა PM და AM. კონტეინერში მოთავსებული იყო ცხრა ცალი თეთრი ფერის მთლიანი აბი და ორი ცალი გატეხილი აბი, რომელიც ექსპერტის მიერ დაილუქა ერთ ცალ სპეცპაკეტში. პირადი ჩხრეკის შემდეგ ლ------------ემ ს------ ხ--–--–ი დაიბარა შსს ახალციხის სამმართველში დაკითხვის მიზნით რაზეც უარი არ განუცხადებია.

მოწმე მ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 იანვარს დაუკავშირდა მისი ნაცნობი ს------ ხ--–--–ი, რომელმაც ჰკითხა თუ როდის მიდიოდა ახალციხეში, რომ მისთვის წაეღო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელსაც მას სადგურში მიუტანდნენ. მან უთხრა, რომ ახალციხეში ჩავიდოდა 2018 წლის 24 იანვარს 10:30 საათზე, ს------ ხ--–--–ის მითითებით, მოწმისათვის უცნობმა ახალგაზრდა ბიჭმა, მიუტანა თეთრი ფერის მოზრდილი ცელოფნის პარკი და უთხრა რომ ს------სი იყო, მან გამოართვა ეს პარკი და შეინახა ავტობუსში, ისე, რომ არც ჩაუხედავს შიგნით რა იყო. გზაში მგზავრობის დროს დაურეკა ს------ ხ--–--–მა რომელსაც ჰკითხა რომელ საათზე იქნებოდა ახალციხეში რადგან ტაქსით დახვდებოდა, მან რადგან იცოდ,ა რომ ს------ ხ--–--–ი ცუდად იყო და ტუბდისპანსერში მკურნალობდა, შეეცოდა და უთხრა რომ ა----------ის ავტობუსს გაატანდა და იქ დახვედროდა. ს------ ხ--–--–ის პარკი ქ.ახალციხეში გადასცა ა---------ის ავტობუსის მძღოლს ვ-------ს, რომლის გვარიც არ იცის, მას უთხრა, რომ ა----------ში დახვდებოდნენ და გადაეცა ეს ბარგი ვინც დახვდებოდა იმისთვის. მან ამის შესახებ ტელეფონით შეატყობინა ს------ ხ--–--–ს და უთხრა, რომ ავტობუსს და დახვედროდა საღამოს 17:45 საათზე, ამის შემდეგ 2018 წლის 25 იანვარს დაუკავშირდა გამომძიებელი და უთხრა, რომ მისულიყო პოლიციაში, რადგან საჭირო იყო მისი გამოკითხვა, ს------ ხ--–--–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტთან დაკავშირებით სადაც გამოცხადდა და მოახსენა სრული სიმართლე.

მოწმე ვ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 იანვარს რეისი შესრულებული ჰქონდა და ბრუნდებოდა ა----------ში რა დროსაც მასთან მივიდა მ---------------–---–ი და უთხრა, რომ ცელოფნის პარკს გაატანდა და ა----------ში დახვდებოდნენ და გამოართმევდნენ, რაშიც ორ ლარს მისცემდნენ. მ---------------–---–მა გადასცა ცელოფნის პარკი რაშიც რა იყო მოთავსებული არ იცის და არც ის უთქვამს ვინ უნდა დახვედროდა. როდესაც ა----------ში მივიდა დახვდა ერთი კაცი რომელსაც გადასცა ცელოფნის პარკი და ისე წავიდა ფული არ მიუცია. როდესაც აპირებდა ავტობუსის შემობრუნებას, დაინახა, რომ აღნიშნული მამაკაცი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა თუმცა რის გამო მისთვის უცნობია. რის შემდეგაც დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითვის მიზნით.

მოწმე ა-–---------- ქ---------ის 2018 წლის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლიდან მკურნალობს დაბა ა----------ში არსებულ ტუბსაავადმყოფოში, რადგან აქვს ტუბერკულოზი, ტუბსავადმყოფოში მის გარდა არიან სხვა პაციენტებიც, რომლებიც გაიცნო იქ ყოფნის პერიოდში, მათ შორის ს------ ხ--–--–ი. 2018 წლის 24 იანვარის საღამოს ტუბდისპანსერიდან გადიოდა დაბა ა----------ში პირად საქმეზე რა დროსაც ს------ ხ--–--–მა დაინახა და სთხოვა აფთიაქიდან მისთვის ეყიდა ორი ცალი ინსულინის შპრიცი და ერთი ცალი სუპრასტინის ამპულა, ასევე დახვედროდა ა---------ის ავტობუსს და მძღოლი მისცემდა პარკს რაშიც ტანსაცმელი იყო და ზოგიერთ ტანსაცმელს მას აჩუქებდა. მან უარი ვერ უთხრა და დაჰპირდა, რომ შეუსრულებდა თხოვნას. როდესაც დაბაში ჩავიდა, იყიდა აფთიაქში ს------ ხ--–--–ის დანაბარები, რის შემდეგაც დაელოდა ავტობუსის მისვლას სადგურის ტერიტორიაზე, ავტობუსი მივიდა 17:30 სთ-ზე და მძღოლმა მას გადასცა თეთრი ფერის მოზრდილი პარკი, როდესაც მას პარკი გამოართვა, იქვე გახსნა, სურდა ტანსაცმლის დათვალიერება, რა დროსაც იპოვა მცირე ზომის ცელოფნის პაკეტი, დაინტერესდა თუ რა იყო და ამოიღო პარკიდან. დაკვირვებაც ვერ მოასწრო, დაინახა, რომ მისკენ მიდიოდა სამი პოლიციელი. მან დააპირა პარკში ნაპოვნი მისთვის უცნობი ნივთიერების გადაგდება, მაგრამ ვეღარ მოახერხა, რადგან პოლიციამ დააკავა და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მისგან ამოიღეს ხელში არსებული უცნობი ნივთიერება, ჯიბიდან ინსულინის ორი შპრიცი, ერთი ამპულა სუბრასტინი და მობილური ტელეფონი, რომლებიც დალუქეს ადგილზე და გადაიყვანეს ახალციხის პოლიციაში, რის შემდეგაც გადაიყვანეს ნარკოლოგიურში შემოწმების მიზნით, და რადგან არასდროს არ მოუხმარია ნარკოტიკული ნივთიერება არ დაუდგინდა მოხმარების ფაქტი. პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისთვის იყო დაკავებული. მან პოლიციის თანმშრომლებს განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთიერებები რომლებიც მისგან ამოიღეს ს------ ხ--–--–ს ეკუთვნოდა. მას რომ სცოდნოდა რომ ს------ ხ--–--–ი ნარკოტიკული ნივთიერების დასახვედრად აგზავნიდა არ დახვდებოდა ავტობუსს და სულ შემთხვევით აღმოჩნდა ცუდ სიტუაციაში.

2018 წლის 24 იანვრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ა-–---------- ქ---------ისგან ამოღებული იქნა ნივთები: 1. 2 შპრიცი, 1ამპულა და პოლიეთილენის პაკეტი ლუქის N: FCI396672; 2. ნოკიას ფირმის ტელეფონი, ლუქის N:FCD694-34;

2018 წლის 24 იანვრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ს------ ხ--–--–ისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნივთები: კონტეინერი და მასში მოთავსებული აბები, დაილუქა ლუქის N: FCD 694-36;

2018 წლის 18 მარტის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გაჩხრეკილი იქნა ს------ ხ--–--–ის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ.ბათუმში დ-------- თ------------–-- ქ.N1---ში. სახლის ყველა ოთახი, ოთახში არსებული სათავსოები და ასევე საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოები. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი ვერ იქნა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება.

2018 წლის 24 იანვრის სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით N4-1061 დადგენილია, რომ ა-–---------- ქ---------ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგადაც არ დადგინდა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი.

2018 წლის 24 იანვრის სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით N4-1062 დადგენილია, რომ ს------ ხ--–--–ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგადაც არ დადგინდა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი.

2018 წლის 25 იანვრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N119/სქ-184/ქრ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ს------ ხ--–--–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 3 (სამი) ცალი ოვალური ფორმის თეთრი ფერის ტაბლეტი და 1 (ერთი) ცალი თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, სულ საერთო წონით - 3,886 გრამი არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალი ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. 6 (ექვსი) ცალი ოვალური ფორმის თეთრი ფერის ტაბლეტი და 1 (ერთი) ცალი თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, სულ საერთო წონით 2,207 გრამი არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალი ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა-–---------- ქ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული : გამჭვირვალე თავმომწვარ პაკეტში მოთავსებული და ვერცხლისფერ ქარალდის ნაჭერში შეხვეული თეთრი ფერის ფხვნილი, წონით - 0,14 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, წონით - 0,0022 გრამს. 1 (ერთი) ცალ ამპულაში, ეტიკეტზე წარწერით: ,,Suprastin 20mg/ml’’, არსებული სითხე, რაოდენობა - 1მლ. შეიცავს ნივთიერება სუპრასტინს, რომელიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალი ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.

ს------ ხ--–--–ი 2018 წლის 25 იანვრის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა 23:00 საათზე, ადიგენი, კურორტი ა----------ი ფ--–--–---–ის ქუჩაზე ბინა 4--ში. 26 იანვარს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 26 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 7000 ლარის ოდენობით მის უზრუნველყოფამდე პატიმრობით. ბრალდებულის მიერ გირაო იქნა უზრუნველყოფილი ფულადი თანხით და 29 იანვარს განთავისუფლებული იქნა პატიმრობიდან.

ასევე დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დადგენილია, რომ 2018 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის N01624-11800- საქმეზე ს------ გივის ძე ხ--–--–ი დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, ცნობილი იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ პუნქტით.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 12 მარტს გაცემული ინფორმაციით ა-–---------- ქ---------ი (პ/ნ-----------) გარდაიცვალა 2018 წლის 3 მარტს. გარდაცვალების აქტის ნომერია 0----------.

2018 წლის 31 მარტს ქ.ბ------ში დ-------- თ------------–-- ქუჩა N1---ში ჩატარდა ნიმუშის აღება, რა დროსაც ს------ ხ--–--–ისაგან და მისი შვილის დ----- ხ--–--–ისაგან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუშები შემდგომი გენეტიკური კვლევისათვის.

2019 წლის 07 თებერვლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N000703319 დასკვნით დადგენილია, რომ: გენეტიკური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ორ ცალ პოლიეთილენის ფრაგმენტზე და მოვერცხლისფრო ქაღალდზე, წარწერით: ,,Davidoff’’ (ობ.N3,5; ექსპერტიზის N004055018 დასკვნა) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი განსხვავდება ს------ ხ--–--–ის(ობ.N1; პაკეტი წარწერით:.. ნერწყვის ნიმუში ... ს------ ხ--–--–ი’’) და დ----- ხ--–--–ის (ობ.N2; პაკეტი წარწერით:.. ნერწყვის ნიმუში ... დ----- ხ--–--–ი’’) გენეტიკური პროფილებისაგან. ეპენდორფის სინჯარაზე და ამპულაზე, წარწერით : ,,sauprastin’’ (ობ.მN2,4; ექსპერტიზის N004-55018 დასკვნა) არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N2,4;) შერეულ გენეტიკურ პროფილებში არ ვლინდება ს------ ხ--–--–ის (ობ.N1;) და დ----- ხ--–--–ის (ობ.N2;) გენეტიკური თანამონაწილეობა.

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2018 წლის 23 მარტის დადგენილების თანახმად, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ა-–---------- ქ---------ის მიმართ მის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა,, პუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლომ ასევე გამოიკვლია დაცვის მხარის მტკიცებულებები:

დაცვის მხარის მიერ გამოკითხულ იქნა ა-–---------- ქ---------ი მოწმის სახით 2018 წლის 26 იანვარს. გამოკითხვის ოქმი გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე. ა-–---------- ქ---------ი განმარტავს, რომ: თანახმაა სისხლის სამართლის საქმეზე მიაწოდოს ინფორმაცია, ღელავს და ნერვიულობს, რომ მისი ქმედების გამო დააკავეს ს------ ხ--–--–ი, რომლის გამოგზავნილ ჩანთაშიც და მის ჩანთაში არსებულ ტანსაცმლის ჯიბეში მან მოათავსა ნარკოტიკული საშუალება, რადგან ა---------ის ცენტრში ს------ ხ--–--–ის გამოგზავნილ ჩანთას დახვდა და იქ პოლიციელების დანახვისას შიში გაუჩნდა არ დაეკავებინათ, ხოლო როდესაც დააკავეს შეშინებულმა დააბრალა ს------ ხ--–--–ს და მის მიერ გამომძიებელის მიერ გამოკითხვის დროს უთხრა, რომ ნარკოტიკი იყო ს------ ხ--–--–ის, თავის მხრივ ს------მაც უხერხულად იგრძნო თავი, რომ მისი ჩანთის დახვედრის გამო ამ გაუგებრობაში აღმოჩნდა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იპოვა იატაკზე საავადმყოფოს პირველ სართულზე. აიღო და თან ქონდა. ადასტურებს, რომ მის მიერ ნანახი ნარკოტიკული საშუალების გამო წაუყენეს ს------ ხ--–--–ს ბრალი. ს------ ხ--–--–ი არაფერ შუაშია და ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნის.

ბრალდებულმა ს------ ხ--–--–მა გამოიყენა დუმილის უფლება.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურდა ს------ ხ--–--–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას. სასამართლო აღნიშნავს, იმისთვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტს.

სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება შეაფასა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის. კერძოდ: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ ს------ ხ--–--–ის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენაზე. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, რომელიც დაცვის მხარემ უდავო გახადა, დადგენილია, რომ 2018 წლის 24 იანვარს ბრალდებულის ა-–---------- ქ---------ს დაკავებისთანავე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტი მასში მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერებით. ა-–---------- ქ---------მა გამოკითხვისას განმარტა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ეკუთვნოდა ს------ ხ--–--–ს. ამ განმარტების საფუძველზე ა-–---------- ქ---------ი გათავისუფლდა დაკავებიდან, ხოლო ს------ ხ--–--–ის მიმართ დაიწყო სისხლისამართლებრივი დევნა - დააკავეს და წარუდგინეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ,, პუნქტით. აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვის დროს დაცვის მხარემ ბრალდების მხარესა და სასამართლოს წარუდგინა ა-–---------- ქ---------ის გამოკითხვის მეორე ოქმი, სადაც იგი უარყოფდა ნარკოტიკული ნივთიერების ს------ ხ--–--–ისადმი კუთვნილებას და აღნიშნავდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება იპოვა და ინახავდა, პოლიციელების დანახვის დროს კი შეეშინდა და გამოძიებას მისცა განმარტება თითქოს კანონსაწინააღმდეგო ნივთი ეკუთვნოდა ს------ ხ--–--–ს. ამდენად, სახეზეა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის მიხედვითაც ა-–---------- ქ---------ს პირადი ჩხრეკისას აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიერება და ა-–---------- ქ---------ის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გამოკითხვის ოქმი, რომელსაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. მისი დაკითხვა სასამართლო პროცესზე ვერ მოხერხდა რადგან გარდაიცვალა 2018 წლის 3 მარტს. თუმცა გამოძიების მიერ არ იქნა გამოკითხული ა-–---------- ქ---------ი ობიექტური ინფორმაციის მისაღებად მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ წარუდგინა ბრალდების მხარეს საპირისპირო ინფორმაციის შემცველი მოწმის გამოკითხვის ოქმი. საბოლოოდ, შეწყვიტა ა-–---------- ქ---------ის მიმართ დაწყებული დევნა მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის არ არსებობის გამო. გარდა ზემოაღნიშნულისა ბრალდების მხარემ დამატებით წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა რომლის თანახმადაც გენეტიკური კვლევის შედეგად ა-–---------- ქ---------ისაგან ამოღებულ პოლიეთილენის პაკეტზე არ დადგინდა ს------ ხ--–--–ის ან მისი შვილის გენეტიკური თანამონაწილეობა.

შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ს------ ხ--–--–ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენისა და შენახვის ფაქტზე.

რაც შეეხება ა-–---------- ქ---------ის გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს მასში ასახულ ინფორმაციას, ვინაიდან, არის არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო, შესაბამისად, არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს. გარდა ამისა ეს გამოკითხვის ოქმები მხარეებმა გამოაქვეყნეს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ვინაიდან, ა-–---------- ქ---------ი გარდაიცვალა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზე არ გვაქვს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა შეფასების შედეგად.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31-ე მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

ასევე, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, მხოლოდ ვარაუდია ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ს------ ხ--–--–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის.

ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ს------ ხ--–--–ის (საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ პუნქტით) მიერ დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს------ ხ--–--–ი (პ/ნ6----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2. ს------ ხ--–--–ის (პ/ნ6----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 7000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს (გადამხდელი-გ---–--------------ე პ/ნ 6----------, თანხა გადახდილ იქნა 2018 წლის 29 იანვარს ს----------–--- ბანკში,) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად.

3. ნივთიერი მტკიცებულება: ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს ა-–---------- ქ---------ის მემკვიდრეს.

ორი შპრიცი, ერთი ამპულა, პოლიეთილენის პარკეტი, პლასტმასის მცირე ზომის ე.წ. ,,კონტეინერი'' შიგ მოთავსებული თეთრი ფერის აბებით, ს------ და დ----- ხ--–--–ების ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

4. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი