განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
330100118002765307
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#---------

#--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ნინო მაისაია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ა--------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

გ------- კ--------ე - დაბადებული 2--- წლის 1-----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ჭ--------- სოფელი პ--------- ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ა-–------------, კ--------------------------------- ბ--------

 

ადავოკატი - ნ------- ი--–---–-

 

კვალიფიკაცია:

გ------- კ--------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 13 ნოემბერს ღამის საათებში, გ------- კ--------ემ ფანჯრის მინის ჩამსხვრევის შედეგად შეაღწია ქ. თბილისში, ვ---------–-- ჯ--------------------ში მდებარე ავეჯის სახლში ,,ს-------------–-“ (შპს ,,---–--–-----“), საიდანაც შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფულადი თანხის ფარულ დაუფლებას, რა დროსაც შემჩნეულ იქნა დაცვის თანამშრომლების მიერ. გ------- კ--------ის ქმედებით დაზარალებულ შპს ,,პ--–--–----ს“ შესაძლოა მისდგომოდა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- კ--------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2018 წლის 13 ნოემბერს ღამის საათებში, ფანჯრის მინის ჩამსხვრევის შედეგად შეაღწია ქ. თბილისში, ვ---------–-- ჯ--------------------ში მდებარე ავეჯის სახლში ,,ს-------------–-“, საიდანაც შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფულადი თანხის ფარულ დაუფლებას, რა დროსაც შემჩნეულ იქნა დაცვის თანამშრომლების მიერ. გ------- კ--------ის ქმედებით დაზარალებულ შპს ,,პ--–--–----ს“ შესაძლოა მისდგომოდა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2.2. ბრალდების მტკიცებულებები, მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- კ--------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქურდობის მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია

 

2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------- კ--------ის ქმედების შედეგად დაზარალებულ შპს ,,პ--–--–----ს“ შესაძლოა მისდგომოდა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ, განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 300 (სამასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.6. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- კ--------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.

 

2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ უკანონო შეღწევა გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით სხვის საკუთრებაში, მფლობელობაში შესვლას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით. საცავში იგულისხმება მატერიალური ფასეულობის მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომლის დაცვაც უზრუნველყოფილია.

 

2.8. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------- კ--------ემ ფანჯრის მინის ჩამსხვრევის შედეგად შეაღწია ქ. თბილისში, ვ---------–-- ჯ--------------------ში მდებარე ავეჯის სახლში ,,ს-------------–-“ (შპს ,,---–--–-----“).

 

2.9. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- კ--------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, საცავში უკანონო შეღწევით.

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. გ------- კ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების დ----- ბ--------–---–ის, თ----- ფ---–---–---–ის, რ----- მ------–---–ის, ი-–---------------–-–---–ის და ლ--–- ყ---–---ას ინფორმაცია, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- კ--------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------- კ--------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. გ------- კ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. გ------- კ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. გ------- კ--------ეს ბრალი ედება დანაშაულის ჩადენის მცდელობაში, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ნასამართლობის არ მქონე პირია, ა------- წლის.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, გ------- კ--------ეს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალიწინებით, რომ გ------- კ--------ეს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში, რომელსაც აღიარებს, წარსულში არ არის ნასამართლევი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის მიზნის მისაღწევად გ------- კ--------ის მიმართ გამოყენებულ იქნეს პირობითი მსჯავრი.

 

6.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გ------- კ--------ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

7. ნივთმტკიცება:

 

7.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, გ------- კ--------ისგან აღებული სუნის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდეგ განადგურდეს.

 

7.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი ხელთათმანი და პირბადე (დალუქული) და გ------- კ--------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში (დალუქული), რომლებიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- კ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. გ------- კ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

3. გ------- კ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. გ------- კ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -2018 წლის 13 ნოემბრიდან - 2019 წლის 6 თებერვლის ჩათვლით.

 

5. მსჯავრდებულ გ------- კ--------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

6.ნივთმტკიცება:

6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, გ------- კ--------ისგან აღებული სუნის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი ხელთათმანი და პირბადე (დალუქული) და გ------- კ--------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში (დალუქული), რომლებიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/