გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2019
საქმის ნომერი
330210017001877916
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/9430-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 2--9 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე

სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე

მოსარჩელე - შპს ,,მ-----------------------------–-------------------ი“

წარმომადგენელი - დ--------–----–---–ი

მოპასუხე - ე-----------ე, ც--------------–---–ი

დავის საგანი - დავალიანების გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს ე-----------ეს და ც--------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–-------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1329.07 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2--5 წლის 26 თებერვალს, ქ. თბილისში, მოსარჩელესა და მოპასუხე ე-----------ეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება 007/16--2 და სესხის ხელშეკრულება #16--2. აღნიშნული ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა სასესხო ვალდებულებები 1400 აშშ დოლარის ოდენობით, 90 დღის ვადით, ავტომატური პროლონგაციის პირობით, საპროცენტო განაკვეთი წლიური 48%. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0.3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომობილი BM-------I, გამოშვების წელი 2000, სანომრე ნიშანი OU---2, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი WB--------------9.

 

2--5 წლის 26 თებერვალს, სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, სოლიდარული თავდებობა იკისრა ც--------------–---–მა. თავდების ვალდებულების ზღვრული ოდენობა შეადგენდა 2500 აშშ დოლარს.

 

მსესხებლის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე, 2--7 წლის 02 მარტს მოხდა დაგირავებული ავტომობილის რეალიზაცია 1924 ლარად (800 აშშ დოლარი). აღნიშნული მომენტისთვის სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა სესხის ძირ თანხას 1400 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს 319.20 აშშ დოლარს და პროცენტს 197.87 აშშ დოლარს. რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან დაიფარა, რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები 510 ლარის (212 აშშ დოლარი) ოდენობით (გირავნობის მოწმობის გაცემა 51 ლარი, სააღსრულებო მოსაკრებელი 100 ლარი, კერძო აღმასრულებლის მომსახურება 100 ლარი, აუდიტის მომსახურება 187.5 ლარი, ავტომობილის რეალიზების რეგისტრაციის გადასახდელი 72 ლარი). ასევე სრულად დაიფარა ჯარიმა 319.20 აშშ დოლარი, პროცენტი 197.87 აშშ დოლარი და ძირითადი თანხის ნაწილი 70.93 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელის წარდგენის მომენტისთვის მსესხებლის დავალიანება შეადგენს 1329.07 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ე-----------ემ და ც--------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა დაგირავებული ავტომანქანის ნასყიდობის ღირებულების ოდენობა და მიუთითა, რომ გაცილებით ნაკლებ ფასად იქნა შეფასებული ავტომანქანა და მოხდა მისი რეალიზაცია ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა.

 

(იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,მ-----------------------------–-------------------ს“ და ე-----------ეს შორის 2--5 წლის 26 თებერვალს დაიდო სასესხო ურთიერთობის შესახებ გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა სესხის ლიმიტი 1400 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 26.02.2--8 წელი, საპროცენტო სარგებლის ოდენობა სესხის ძირითადი თანხის 48%, სესხით სარგებლობის ყოველ 360 დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- გენერალური ხელშეკრულება (ს.ფ. 15-17);

- ელექტრონული დასტური (ს.ფ. 26)

 

3.1.2. 2--5 წლის 26 თებერვალს შპს ,,მ-----------------------------–-------------------ს“ და ე-----------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #16--2, რომლის საფუძველზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ე-----------ეზე გასცა სესხი 1400 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის ძირითადი თანხის 48%, სესხით სარგებლობის ყოველ 360 დღეზე, 90 დღის ვადით, 27.05.2--5 წლამდე.

 

მსესხებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის, დანართი #1 შესაბამისად.

 

გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მსესხებლისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე სესხის ძირითადი თანხის 0.30% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის რისკის დაზღვევის საკომისიო 140 ლარი.

 

ხელშეკრულების 2.7 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ ვალდებულების ჯეროვნად, სრულად და გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადახდის შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულების 2.3 პუნქტში მითითებული ვადა გრძელდება 90 დღით.

 

წინამდებარე ხელშეკრულების 2.7 და 2.8 პუნქტები მოქმედებს ყოველი 90 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ. გამსესხებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ცალმხრივად უარი თქვას ვადის გაგრძელებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20)

- დანართი #1 (ს.ფ. 21);

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

 

3.1.3. 2--5 წლის 26 თებერვალს, შპს ,,მ-----------------------------–-------------------ს“ და ე-----------ეს შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გენერალური ხელშეკრულებით და მის საფუძველზე დადებული კონკრეტული სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დამგირავებლის მიერ შესრულების უზრუნველსაყოფად დამგირავებელმა გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია: BM-------I, გამოშვების წელი 2000, სანომრე ნიშანი OU---2, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი WB--------------9.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-24);

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

 

3.1.4. 2--5 წლის 26 თებერვალს, შპს ,,მ-----------------------------–-------------------ს“ და ც--------------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა განაცხადა თანხმობა და იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა გამსესხებელს და ე-----------ეს შორის 26.02.2--5 წელს #007/16--2 სესხის ხელშეკრულებით და მის საფუძველზე დადებული კონკრეტული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის, რაც გამოიხატება გამსესხებლისთვის ფულადი თანხის გადახდაში.

 

თავდებობის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, თავდების მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ოდენობა შეადგენდა 2500 აშშ დოლარს. ხელშეკრულება დაიდო 26.02.2020 წლამდე ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26);

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

 

3.1.5. ზოგადი სფეროს აუდიტორის ილ-----------–---–-ს მიერ 01.03.2--7 წელს მომზადებული აუდიტორული დასკვნის თანახმად, დაგირავებული ავტომობილი, რომლის მახასიათებლებია: BM-------I, გამოშვების წელი 2000, სანომრე ნიშანი OU---2, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი WB--------------9, შეფასდა 2000 ლარად.

 

სასაქონლო ზედნადების ელ-02-------1 თანახმად, დაგირავებული ავტომობილი გაიყიდა 1924 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტორის დასკვნა (ს.ფ. 35);

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 27);

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

 

3.1.6. მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ე-----------ემ ვერ შეძლო მის საკუთრებაში არსებული, გირავნობით დატვირთული ავტომობილის, რომლის მახასიათებლებია: BM-------I, გამოშვების წელი 2000, სანომრე ნიშანი OU---2, ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი WB--------------9, არასათანადო ფასად გაყიდვის ფაქტის დადასტურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი აქვს 01.03.2--7 წლის აუდიტორული დასკვნა, რომლის საფუძველზეც ავტომობილი შეფასებულია 2000 ლარად, ხოლო სასაქონლო ზედნადების თანახმად, ავტომობილი გაიყიდა 1924 ლარად. სასამართლოსთვის საგულისხმოა ის გარემოება, რომ თავის მხრივ, მოპასუხე მხარემ საპირისპირო გარემოება, ავტომობილის გაყიდვის ფასთან მიმართებაში უფრო მაღალი ღირებულების თაობაზე, ვერ დაადასტურა, რაც მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.

ვინაიდან, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო ავტომობილის ღირებულების თაობაზე სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის პოზიცია აღნიშნული გარემოებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 27);

- აუდიტორის დასკვნა (ს.ფ. 35).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 891-892-ე, 895-ე, 416-417-ე, 420-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამევ კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც ათავისუფლებს მხარეებს სამომავლო ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2--5 წლის 26 თებერვალს შპს ,,მ-----------------------------–-------------------ს“ და ე-----------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #16--2, რომლის საფუძველზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ე-----------ეზე გასცა სესხი 1400 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის ძირითადი თანხის 48%, სესხით სარგებლობის ყოველ 360 დღეზე, 90 დღის ვადით, 27.05.2--5 წლამდე. მსესხებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის, დანართი #1 შესაბამისად. გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მსესხებლისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე სესხის ძირითადი თანხის 0.30% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის რისკის დაზღვევის საკომისიო 140 ლარი. მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობიდან გამომდინარე, შეადგინა 1329.07 აშშ დოლარი.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

მოცემულ შემთხვევაში, 2--5 წლის 26 თებერვალს, შპს ,,მ-----------------------------–-------------------ს“ შორის და ც--------------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა განაცხადა თანხმობა, იკისროს სოლიდარული პასუხისმგებლობა გამსესხებელს და ე-----------ეს შორის 26.02.2--5 წელს #007/16--2 სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის, რაც გამოიხატება გამსესხებლისთვის ფულადი თანხის გადახდაში. თავდებობის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, თავდების მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ოდენობა შეადგენდა 2500 აშშ დოლარს. ხელშეკრულება დაიდო 26.02.2020 წლამდე ვადით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2--5 წლის 26 თებერვლის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან, შპს ,,მ-----------------------------–-------------------ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ე-----------ეს და ც--------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა, ხოლო 20 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი. მოპასუხეებს ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის 100 ლარის ოდენობით, მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ-----------------------------–-------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ე-----------ეს და ც--------------–---–ს შპს ,,მ-----------------------------–-------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის - 1329.07 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარი) გადახდა;

 

3. ე-----------ეს და ც--------------–---–ს შპს ,,მ-----------------------------–-------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

4. ე-----------ეს და ც--------------–---–ს შპს ,,მ-----------------------------–-------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 100 ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–-------------------ს“ დაუბრუნდეს, მის მიერ 27.03.2--7 წელს, #1 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ნაწილი, 20 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე