გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17110-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - სს „ბ-----ბ---ი”
წარმომადგენელი - ა-- ჭ--–--ე
მოპასუხეები - დ----- ტ------–---–ი, ა-–---------ე დ----ე
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ა-–---------ე დ----ეს და დ----- ტ------–---–ს სს „ბ-----ბ---ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 7191,45 ლარის გადახდა, საიდა--ც ძირითადი თანხაა 4997,21 ლარი, პროცენტი - 746,81 ლარი, პირგასამტეხლო - 1447,43 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში განმარტავს, რომ სს „ბ-----ბ---სა“ და ა-–---------ე დ----ეს შორის 2--- წლის 6 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 8000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო გა--კვეთი განისაზღვრა 20,50%-ით, კრედიტის ვადა - 06/11/2----დან 06/11/2018-მდე. აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით 2--- წლის 6 ნოემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება დ----- ტ------–---–თან, რომელმაც იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა 9600 ლარის ფარგლებში.
მოპასუხეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვიეს და 2017 წლის 24 აპრილის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდიათ. მოპასუხეებმა სულ ცოტა ზედიზედ ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას.
2018 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეებს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 7191 ლარის ოდენობით, საიდა--ც ძირითადი თანხაა 4997,21 ლარი, პროცენტი - 746,81 ლარი, პირგასამტეხლო - 1447,43 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე დ----- ტ------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. ა-–---------ე დ----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ბ-----ბ---სა“ და ა-–---------ე დ----ეს შორის 2--- წლის 6 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 8000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო გა--კვეთი განისაზღვრა 20,50%-ით, კრედიტის ვადა - 06/11/2----დან 06/11/2018-მდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2--- წლის 6 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22).
3.1.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით 2--- წლის 6 ნოემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება დ----- ტ------–---–თან, რომელმაც იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა 9600 ლარის ფარგლებში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2--- წლის 6 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-36).
3.1.3. 2018 წლის 8 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეებს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 7191 ლარის ოდენობით, საიდა--ც ძირითადი თანხაა 4997,21 ლარი, პროცენტი - 746,81 ლარი, პირგასამტეხლო - 1447,43 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 47).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”ბ-----ბ---ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი 8000 ლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ ბ---მა შეასრულა ვალდებულება, მსესხებელმა აითვისა 8000 ლარი. ასევე დადგენილია მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”ბ-----ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების 4997,21 ლარის დაბრუნება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო გა--კვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდა. ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, კრედიტორი სს ”ბ----- ბ---ი” უფლებამოსილია მოითხოვოს საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პროცენტის 746,81 ლარის გადახდევინება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თა--ხმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თა--ხმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგებები, რომლებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მსესხებელმა ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ვალდებულების დარღვევის ფაქტი პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის საკმარისი მტკიცებულებაა. პირგასამტეხლო შესაძლოა დაეკისროს მხარეს იმ დროიდან, როდესაც შესრულებული უნდა ყოფილიყო დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ა--ზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თა--ფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თა--ზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1447,43 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 800,00 ლარით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკა--სკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თა--ბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თა--ხმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. მოცემულ შემთხვევაში, თანხის ა--ზღაურების ვალდებულება წარმოშობილია სახელშეკრულებო ვალდებულებიდან, კერძოდ, სესხის უზრუნველყოფის მიზნით 2--- წლის 6 ნოემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება დ----- ტ------–---–თან, რომელმაც იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა 9600 ლარის ფარგლებში.
დადგენილია, რომ მსესხებელმა არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება შესაბამისად, სს „ბ-----ბ---ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის, 9 600 ლარის ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 198,99 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თა--ხმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „ბ-----ბ---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ა-–---------ე დ----ესა და დ----- ტ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „ბ-----ბ---ის“-ს სასარგებლოდ 6543.81 ლარის გადახდა, საიდა--ც ძირი თანხაა 4997,21 ლარი, პროცენტი - 746,81 ლარი და პირგასამტეხლო - 800 ლარი.
3. ა-–---------ე დ----ესა და დ----- ტ------–---–ს სს „ბ-----ბ---ის“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით, დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად - 198.99 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე