გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2019
საქმის ნომერი
080210117001825764
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210117001825764

№2/481-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - თამარ შალამბერიძე, ლალი ტურავა

 

მოსარჩელეები - ი----- ს-----, მ---- ს-----

ადვოკატი -გ------- ო----–--ე

 

მოპასუხეები- 1. შპს ,,ე---------------’’(წარმომადგენელი თ-----ი გე----ე)

2. ლ---- ს-----

 

დავის საგანი: მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

გათავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 20 თებერვალს ქ. ქუთაისში, ს---–--------- გამზ.#--ში აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ტელევიზორი ,,სამსუნგის“ ფირმის, ვერცხლისფერი, პლაზმური -1ცალი; 2) ტელევიზორის სადგამი, ყავისფერი -1 ცალი; 3) კედლის კარადა, ე.წ. ,,სტენკა’’, ღია და დახურული სათავსოებით, ყავისფერი-1 ცალი; 4)ჟურნალის მაგიდა ხის, შავი ფერის მინის ზედაპირით - 1ცალი; 5) ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი -1 ცალი; 6) ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 5 ცალი; 7) მუსიკალური ცენტრი ,,სონი’’, ვერცხლისფერი, 6 დინამიკით -1ცალი; 8) სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 9) ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,ესკო’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 10) გაზქურა მუქი ყავისფერი, ,,ეუროსტარი’’- 1ცალი; 11) მაცივარი ,,ჰაისენსის“ ფირმის, ორკამერიანი, ვერცხლისფერი -1 ცალი.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი ცხოვრობენ ქ.ქუთაისში, ს---–--------- გამზ. N-------ში (N- ბ--------ის შენობა) 4 შვილთან ერთად. როგორც მათთვის ცნობილი გახდა, მათი შვილი ლ---- ს----- თავდებად დაუდგა უ-- კ--------ს, რომელმაც ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, სანაცვლოდ კი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ დაუყადაღა მათ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები, კერძოდ: 1) ტელევიზორი ,,სამსუნგის“ ფირმის, ვერცხლისფერი, პლაზმური -1ცალი; 2) ტელევიზორის სადგამი, ყავისფერი -1 ცალი; 3) კედლის კარადა, ე.წ. ,,სტენკა’’, ღია და დახურული სათავსოებით, ყავისფერი-1 ცალი; 4) ჟურნალის მაგიდა ხის, შავი ფერის მინის ზედაპირით - 1ცალი; 5) ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი -1 ცალი; 6) ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 5 ცალი; 7) მუსიკალური ცენტრი ,,სონი’’, ვერცხლისფერი, 6 დინამიკით -1ცალი; 8) სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 9) ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,ესკო’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 10) გაზქურა მუქი ყავისფერი, ,,ეუროსტარი’’- 1ცალი; 11) მაცივარი ,,ჰაისენსის“ ფირმის, ორკამერიანი, ვერცხლისფერი -1 ცალი. დაყადაღებული ნივთების ღირებულება შეადგენს - 2500 ლარს.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, დაყადაღების აქტში ჩამოთვლ--–- მოძრავი ნივთები არ წარმოადგენს მათი შვილის - ლ---- ს-----ს საკუთრებას. უფრო მეტიც, ზოგიერთი ნივთი მათ ჯერ კიდევ ლ---- ს-----ს არასრულწლოვნების პერიოდში აქვთ შეძენილი. გარდა ამისა, მოსარჩელე მ---- ს----- იმყოფება საზღვარგარეთ და ფაქტიურად სადავო ნივთები მის მიერ არის შეძენილი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ითხოვეს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ლ---- ს-----ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. თუმცა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო. დაადასტურა, რომ დაყადაღებული ნივთები - 1) ტელევიზორი ,,სამსუნგის“ ფირმის, ვერცხლისფერი, პლაზმური -1ცალი; 2) ტელევიზორის სადგამი, ყავისფერი -1 ცალი; 3) კედლის კარადა, ე.წ. ,,სტენკა’’, ღია და დახურული სათავსოებით, ყავისფერი-1 ცალი; 4)ჟურნალის მაგიდა ხის, შავი ფერის მინის ზედაპირით - 1ცალი; 5) ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი -1 ცალი; 6) ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 5 ცალი; 7) მუსიკალური ცენტრი ,,სონი’’, ვერცხლისფერი, 6 დინამიკით -1ცალი; 8) სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 9) ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,ესკო’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 10) გაზქურა მუქი ყავისფერი, ,,ეუროსტარი’’- 1ცალი; 11) მაცივარი ,,ჰაისენსის“ ფირმის, ორკამერიანი, ვერცხლისფერი -1 ცალი, შეძენილია მისი მშობლების - ი----- და მ---- ს----ების მიერ და შესაბამისად, აღნიშნული ნივთები არ შეიძლება დაყადაღებულ იქნეს მისი ვალდებულებების შესასრულებლად.

 

2.2. შპს „ე----------------“-ის წარმომადგენელმა თავის შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ.ქუთაისი, ს---–--------- გამზ. N------ (N- ბ--------ის შენობა) წარმოადგენს მოვალე ლ---- ს-----ს საცხოვრებელ მისამართს, შესაბამისად, ივარაუდება, რომ მასში არსებული ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას. ამდენად, მიზანშეწონილია მოძრავი ნივთების დაყადაღება და თანხის ამოღების მიზნით მათი რეალიზაცია. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2016 წლის 10 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2017 წლის 20 თებერვალს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტით, კრედიტორის ვალდებულებების შესასრულებლად, აღწერილი და დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ტელევიზორი ,,სამსუნგის“ ფირმის, ვერცხლისფერი, პლაზმური -1ცალი; 2) ტელევიზორის სადგამი, ყავისფერი -1 ცალი; 3) კედლის კარადა, ე.წ. ,,სტენკა’’, ღია და დახურული სათავსოებით, ყავისფერი-1 ცალი; 4)ჟურნალის მაგიდა ხის, შავი ფერის მინის ზედაპირით - 1ცალი; 5) ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი -1 ცალი; 6) ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 5 ცალი; 7) მუსიკალური ცენტრი ,,სონი’’, ვერცხლისფერი, 6 დინამიკით -1ცალი; 8) სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 9) ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,ესკო’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 10) გაზქურა მუქი ყავისფერი, ,,ეუროსტარი’’- 1ცალი; 11) მაცივარი ,,ჰაისენსის“ ფირმის, ორკამერიანი, ვერცხლისფერი -1 ცალი.

 

3.1.2. დაყადაღებული ნივთები შეფასებულია 2500 (ორი ათას ხუთას) ლარად.

 

3.1.3. 2017 წლის 20 თებერვლის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილ მოძრავ ქონებაზე იძულებითი აუქციონი გამოცხადებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

 

- დაუსწრებელი გადაწყვეტილება(ს.ფ.51-54);

- სააღსრულებო ფურცელი(ს.ფ.49-50);

- აქტი მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ (ს.ფ.18-19);

- აუდიტორული დასკვნა საოჯახო ნივთების შეფასების შესახებ (ს.ფ.25-26).

- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა (ს.ფ. 20)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც განლაგებულია დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეთა - ი----- და მ---- ს----ების, მოპასუხე -ლ---- ს-----ს და ლ--–- ს-----ს თანასაკუთრებას.

 

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი ,,მეგატექნიკის’’ პროდუქციისთვის განსაზღვრული საგარანტიო ტალონით დადგენილია, რომ ,,ჰაისენსის“ ფირმის, ორკამერიანი, ვერცხლისფერი მაცივარი შეძენილია დავით გიორგაძის მიერ 2016 წლის 29 ოქტომბერს, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას.

 

3.2.3. კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია „კომლენდის“ მიერ გაცემული საგარანტიო ტალონით დადგენილია, რომ 2016 წლის 12 ივლისს, ,,სამსუნგის“ ფირმის, ვერცხლისფერი, პლაზმური ტელევიზორი შეძენილია ხათუნა ჯალაღონიას მიერ. შესაბამისად, მოცემული ნივთი არ წარმოადგენს მოსარჩელეების - ი----- და მ---- ს----ების საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

 

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ 186-187),- მაღაზია „მეგატექნიკის“ საგარანტიო ტალონით (იხ. ს.ფ. 16);

-მაღაზია „კომლენდის“ მიერ გაცემული საგარანტიო ტალონი (იხ. ს.ფ.17);

 

3.2.4. მოწმე კ--- ქ-----–--ს განმარტებით დადგენილია, რომ დაახლოებით 13-14 წელია, რაც იგი მოსარჩელეების ი----- და მ---- ს----ების სიძეა. ამ ხნის მანძილზე იგი მის მეუღლესთან ერთად ძალიან ხშირად სტუმრობდა ს----ების ოჯახს. ოჯახში არსებული თითქმის ყველა ნივთი შეძენილია მოსარჩელეების მიერ. კედლის კარადა მოსარჩელეებმა შეიძინეს იმ პერიოდში, როდესაც იგი მათი სიძე გახდა. კარადის აწყობაში თვითონაც მიიღო მონაწილეობა. მისთვის ცნობილია, რომ ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და გაზქურა მოსარჩელეებმა შეიძინეს ქ.ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრში. მოპასუხე ლ---- ს-----ს არასდროს უმუშავია და შესაბამისად, ოჯახში მისი მიერ არცერთი ნივთი არ ყოფილა შეძენილი.

 

3.2.6. მოწმე ლ--–- ს-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მოსარჩელეების უფროსი შვილია. დაახლოებით 12-13 წელია, რაც გათხოვილია. დაყადაღებული ნივთები, გარდა ტელევიზორის, მაცივრისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანისა, შეძენილია მის გათხოვებამდე მშობლების მიერ და მათ შეძენას თავად შესწრებია. ტელევიზორი და მაცივარი მშობლებმა მისი გათხოვების შემდეგ გამოიტანეს განვადებით. ჭურჭლის სარეცხი მანქანაც შემდეგ არის შეძენილი. ნივთების შეძენის დროს მისი ძმა ლ---- ს----- არასრულწლოვანი იყო, მას არც ფიზიკური მონაცემები გააჩნდა და არც განათლება ჰქონდა, რომ ემუშავა და რაიმე შეეძინა. იგი დღემდე უმუშევარია და იმყოფება მშობლების კმაყოფაზე. მათი დედა წლებია წასულია საზღვარგარეთ და ძირითადად მის მიერ გამომუშავებული თანხებით ახდენდნენ მოსარჩელეები ნივთების შეძენას.

 

3.2.5. მოწმე კ------------- გ------–--ს განმარტებით დადგენილია, რომ იგი თითქმის 20 წელია მოსარჩელეების ი----- და მ---- ს----ების მეზობელია. მოპასუხე ლ---- ს-----ს ბავშვობიდან იცნობს, მას არასდროს უმუშავია. მოსარჩელე მ---- ს----- საბერძნეთში იმყოფებოდა და თანხებს უგზავნიდა ოჯახს. საოჯახო ნივთების შეძენას ის თავადაც შესწრებია და მიხმარებია ი----- და მ---- ს----ებს მათ შეტანაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოწმე კ--- ქ-----–--ს განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხე ლ--–- ს-----ს განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოწმე კ------------- გ------–--ს განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ზემოთ აღნიშნული მუხლების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ვინაიდან მოწმეებმა სარწმუნოდ დაადასტურეს, რომ 1) ტელევიზორის სადგამი, ყავისფერი -1 ცალი; 2) კედლის კარადა, ე.წ. ,,სტენკა’’, ღია და დახურული სათავსოებით, ყავისფერი-1 ცალი; 3)ჟურნალის მაგიდა ხის, შავი ფერის მინის ზედაპირით - 1ცალი; 4) ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი -1 ცალი; 5) ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 5 ცალი; 6) მუსიკალური ცენტრი ,, სონი’’, ვერცხლისფერი, 6 დინამიკით -1ცალი; 7) სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 8) ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,ესკო’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 9) გაზქურა მუქი ყავისფერი, ,,ეუროსტარი’’- 1ცალი შეძენილია მოსარჩელეთა მიერ და განლაგებულია მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილსამყოფლის მიხედვით, შესაბამისად, ისინი უნდა ჩაითვალოს ი----- და მ---- ს----ების პირად საკუთრებად.

 

რაც შეეხება ,,ჰაისენსის“ ფირმის მაცივარს და ,,სამსუნგის“ ფირმის პლაზმურ ტელევიზორს, საქმეში წარმოდგენილი საგარანტიო ბარათებით დგინდება, რომ ისინი მოსარჩელეთა მიერ არ არის შეძენილი, შესაბამისად, აღნიშნული ნივთები ვერ ჩაითვლება მოსარჩელეთა საკუთრებად.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რადგან დადასტურებულია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთების ნაწილი წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას.

 

კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, მე-40 მუხლი, -სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები,-სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემდეგი სადავო ნივთები წარმოადგენს უშუალოდ მოსარჩელეების ი----- და მ---- ს----ების საკუთრებას, კერძოდ: 1) ტელევიზორის სადგამი, ყავისფერი -1 ცალი; 2) კედლის კარადა, ე.წ. ,,სტენკა’’, ღია და დახურული სათავსოებით, ყავისფერი-1 ცალი; 3)ჟურნალის მაგიდა ხის, შავი ფერის მინის ზედაპირით - 1ცალი; 4) ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი -1 ცალი; 5) ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 5 ცალი; 6) მუსიკალური ცენტრი ,, სონი’’, ვერცხლისფერი, 6 დინამიკით -1ცალი; 7) სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 8) ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,ესკო’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 9) გაზქურა მუქი ყავისფერი, ,,ეუროსტარი’’- 1ცალი, რომელთა მოსარჩელეთათვის კუთვნილება დაადასტურა როგორც მოპასუხე ლ---- ს-----მ, ასევე მოწმეებმა კ--- ქ-----–--მ, ლ--–- ს-----მ და კ------------- გ------–--მ. შესაბამისად არ არსებობს მათზე ლ---- ს-----ს ვალდებულებების სანაცვლოდ აღსრულების მიქცევისა და ყადაღის დადების საფუძველი.

 

რაც შეეხება ,,ჰაისენსის“ ფირმის, ორკამერიან, ვერცხლისფერ მაცივარს და ,,სამსუნგის“ ფირმის, ვერცხლისფერ, პლაზმურ ტელევიზორს - სასამართლოს დადასტურებულად არ მიაჩნია მათი მოსარჩელისადმი კუთვნილება, ვინაიდან საგარანტიო ტალონებში შემძენად მითითებული არ არიან მოსარჩელეები ი----- და მ---- ს----ები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი აქვს 50 ლარი, ხოლო სასამართლოში სარჩელის აღძვრისათვის 50 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ლ---- ს-----ს არ წარმოუდგენია შესაგებელი, თუმცა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო, ხოლო შპს „ე----------------“-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მას უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ, დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახ.ბაჟის სანაცვლოდ სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარის და სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი 76 ლარის ანაზღაურება

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად. კერძოდ, უნდა გაუქმდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ (სააღსრულებო წარმოების #A16016788) საქმეზე აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთების რეალიზაციის აღსრულების შეჩერება და უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან: 1) ტელევიზორის სადგამი, ყავისფერი -1 ცალი; 2) კედლის კარადა, ე.წ. ,,სტენკა’’, ღია და დახურული სათავსოებით, ყავისფერი-1 ცალი; 3)ჟურნალის მაგიდა ხის, შავი ფერის მინის ზედაპირით - 1ცალი; 4) ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი -1 ცალი; 5) ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 5 ცალი; 6) მუსიკალური ცენტრი ,, სონი’’, ვერცხლისფერი, 6 დინამიკით -1ცალი; 7) სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 8) ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,ესკო’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 9) გაზქურა მუქი ყავისფერი, ,,ეუროსტარი’’- 1ცალი,, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 248-249-ე, 257-ე, 259-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი----- და მ---- ს----ების სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 20 თებერვალს ქ. ქუთაისში, ს---–--------- გამზ.#--ში აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) ტელევიზორის სადგამი, ყავისფერი -1 ცალი; 2) კედლის კარადა, ე.წ. ,,სტენკა’’, ღია და დახურული სათავსოებით, ყავისფერი-1 ცალი; 3)ჟურნალის მაგიდა ხის, შავი ფერის მინის ზედაპირით - 1ცალი; 4) ხის ოვალური მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი -1 ცალი; 5) ხის სკამი რბილი ნაჭრის ზედაპირით, ყავისფერი - 5 ცალი; 6) მუსიკალური ცენტრი ,, სონი’’, ვერცხლისფერი, 6 დინამიკით -1ცალი; 7) სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 8) ჭურჭლის სარეცხი მანქანა ,,ესკო’’, თეთრი ფერის -1 ცალი; 9) გაზქურა მუქი ყავისფერი, ,,ეუროსტარი’’- 1ცალი;

 

1.2. მოძრავ ნივთებზე - მაცივარი ,,ჰაისენს“-ის ფირმის, ორკამერიანი, ვერცხლისფერი -1 ცალი და ტელევიზორი ,,სამსუნგ“-ის ფირმის, ვერცხლისფერი, პლაზმური -1ცალი - იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დადებული ყადაღა დარჩეს უცვლელი;

 

2. მოპასუხე შპს ,,ე---------------’’-ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი 76 ლარის გადახდა;

 

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გაუქმდეს ნაწილობრივ. კერძოდ, მაცივარი ,,ჰაისენსის“ ფირმის, ორკამერიანი, ვერცხლისფერი - 1 ცალი და ტელევიზორი ,,სამსუნგის“ ფირმის, ვერცხლისფერი, პლაზმური - 1 ცალი - რეალიზაციის ნაწილში გაუქმდეს აღსრულების შეჩერება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე