განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2018
საქმის ნომერი
130100118002355165
დავის ტიპი
273
თარიღი
16.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/42-2018

№027140218001

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 მარტი, 2018 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ბრალდებული გ------- მ------ს ძე ღ---–--ე, საქართველოს მოქალაქე პ/ნ 4----------, დაბადებული 1966 წლის 13 სექტემბერს, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ-----––----------------------------ში

 

ადვოკატი - გ------- ჯ-------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.

 

სხდომის სახე - ღია

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ------- ღ---–--ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა: გ------- ღ---–--ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება, ადმინისტრაციუ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1 აგვისტოს, ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ გ------- ღ---–--ე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ უკანონო მოხმარებისათვის, ამავე კოდექსის 45-ე მუხლით.

 

2018 წლის 28 იანვარს, ქალაქ გორში, შიდა ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, გ------- ღ---–--ეს ჩაუტარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზა, რა დროსაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების: ბუპრენორფინისა და ოპიუმის ჯგუფის უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

1.2. ე.ი. გ------- ღ---–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. გ------- ღ---–--ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა გარდა მისივე აღიარებისა, დასტურდება მოწმეების: ლ----------–---–---–ის, გ------- თ---------ის, ბ---------–-----–---–ის, გ--------–---–ის, ზ-----------–--ის, კ--------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ექსპერტ ნ------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის N 302537 და N 30253 დასკვნებით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს დადგენილებით, ადმინისტრაციული შემოწმების მასალებით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ ბ----------------–---–სა და ბრალდებულ გ------- ღ---–--ეს შორის, ადვოკატ გ------- ჯ-------–---–ის მონაწილეობით.

 

პროკურორმა ბ----------------–---–მა 2018 წლის 16 მარტს, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა ბრალდებულ გ------- ღ---–--ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: გ------- ღ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 მუხლით და სასჯელის სახედ შეეფარდოს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის შესაბამისად, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ხოლო საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 3 (სამი) წლის ვადით.

 

პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვვილმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას.

 

შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული გ------- ღ---–--ე და მისი ადვოკატი გ------- ჯ-------–---–ი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული გ------- ღ---–--ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

 

სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც პროკურორ ბ----------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს პროკურორ ბ----------------–---–სა და ბრალდებულ გ------- ღ---–--ეს შორის 2018 წლის 16 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. გ------- ღ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 მუხლით და სასჯელის სახედ შეეფარდოს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის შესაბამისად, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ხოლო საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 3 (სამი) წლის ვადით.

 

4. გაუქმდეს გ------- ღ---–--ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენის გასაჩივრების ვადა და წესი:

 

განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიიჩნევს, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები.

 

§ თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ნ. გიგიტაშვილი