განაჩენი

სისხლის სამართლის 07.03.2019
საქმის ნომერი
120100118002683210
დავის ტიპი
151
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/400-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

01 მარტი, 20-9 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–ი;

დაცვის მხარე: ბრალდებული – ნ-------- კ------ე დაბ.2-.0-.1--- წელს ქ.ვ--–-ში, პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ქ.ვ--–-, მ-–----ის ქუჩა ქ. N2-;;

ადვოკატი - კ---------------ე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

სხდომის სახე - ღია;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-------- კ------ეს ბრალი ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

დადგენილების თანახმად, გასული წლების განმავლობაში ნ-------- კ------ე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სისტემატიურად ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ქ.ვ--–-ში მ-–----ის ქუჩა N2--ში მცხოვრებ დედას ლ------ კ------ეს, 20-8 წლის 09 აგვისტოს კი საღამოს საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნ-------- კ------ე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას დედას ლ------ კ------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უგრეხდა ხელებს, ქაჩავდა თმებიდან, რითაც აყენებდა ძლიერ ფიზიკურ შეურაწყოფას და მუქარის ნიადაგზე დაზარალებულ ლ------ კ------ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

2. სასამართლომ დაადგინა

2.1. ბრალდებული ნ-------- კ------ე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

მოწმე ლ-----------–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა რომ ლ------კ------ე არის მისი მეგობარი. იგი ცხოვრობს შვილთან ნ-------- კ------ესთან ერთად, იგი ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს და ეჩხუბება ლ------ კ------ეს. ერთ დღეს ლ------ მივიდა მასთან ტირილით, თან უთხრა რომ ნ-------- კ------ე თუ მივიდოდა სახლში არ შეეშვა. მან დააწყნარა და ღამე მასთან დარჩა. დღისით წავიდა შვილის სანახავად, მაგრამ მალე მობრუნდა, რაგდან ნ--------ი სახლში იყო და ვერ შევიდოდა. მოწმემ შესთავაზა ლ------ კ------ეს თავისთან დარჩენა და ისიც დასთანხმდა. დარჩა კიდევ ერთი ორი დღე. შემდეგ წავიდა და აღარ მისულა უკან. რამოდენიმე დღეში თვითონ მიაკოთხა, რომ ენახა როგორ იყო. მეორედაც მიიყვანა თავისთან ლ------ კ------ე. შემდეგ მივიდნენ პოლიციელები. ლ------ კ------ე უყვებოდა, რომ მისი შვილი მოდიოდა მთვრალი და სცემდა, თმებიდან ათრევდა და სახლიდან აგდებდა. ისიც მიდიოდა მასთან ღამე და რჩებოდა. ასევე უყვებოდა, რომ პენსიას არ აძლევდა, თვითონ იღებდა და სვამდა. მასაც ეცოდებოდა და აკითხავდა სახლში. ამ დროს ლ------ კარგად იყო, მხიარულად ხვდებოდა, ნ-------- კ------ეც იქ იყო და ნორმალურად იქცეოდა. უბრალოდ ლ------სგან იცის, რომ როდესაც მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს მაშინ იყო აგრესიული. 20-8 წლის 09 აგვისტოს ნ-------- კ------ესა და ლ------ კ------ეს შორის კონფლიქტს არ შესწრებია. მას ფიზიკური შეხება არ დაუნახავს მან მხოლოდ გადმოცემით იცის. თვითონ არ უნახავს, მაგრამ ლ------სგან იცის, რომ მას დაზიანებები მიყენებული ჰქონდა თავისი შვილის ნ-------- კ------ის მიერ.

მოწმე ე-–---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ნ-------- კ------ე არის მისი მეზობელი, ცხოვრობს დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით. იგი ნ-------- კ------ეს ახასიათებს დადებით პიროვნებად, თუმცა ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელს და ასეთ შემთხვევებში მისი სახლიდან ისმის ხმაური, ხმამაღალი საუბარი, თუმცა მოწმე დაზუსტებით ვერ განმარტავს ნ-------- კ------ე რეალურად ჩხუბობს, იგინება თუ რას აკეთებს, იგი ნასვამ მდგომარეობაში ეჩხუბება თავის თავს, მისი თანდასწრებით ნ-------- კ------ეს ლ------ კ------ესთან არ უჩხუბია. კონკრეტულად 20-8 წლის 09 აგვისტოს საღამოს საათებში, ბრალდებული ნ-------- კ------ე, დედასთან-ლ------ კ------ესთან ერთად იმყოფებოდა სახლში, იგი იყო ნასვამ მდგომარეობაში და იმ საღამოს მათი სახლიდან ისმოდა ხმაური და მოგვიანებით სიტუაცია დაწყნარდა, თუმცა იგი ფაქტს არ შესწრებია. მოწმე ვერ განმარტავს თუ რამდენად ხშირდ მოიხმარს ნ-------- კ------ე ალკოჰოლს

მოწმე რ------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ნ-------- კ------ის მეზობელი. იგი ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელს და მისი სახლიდან ხშირად ისმის ყვირილი. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ-------- კ------ე ხალხთან ურთიერთობაში უმეტეს შემთხვევაში რეაგირებს დადებითად. მან არ იცის თუ როგორ იქცევა ნ-------- კ------ე სახლში მის დედასთან ან როდისმე რაიმე შემთხვევას თუ ჰქონია ადგილი, თუმცა მიუთითებს რომ ხანდახან მათი სახლიდან დედა-შვილის ყვირილი ისმის. თუმცა ვერ განმარტავს მიზეზს, მოწმე ვერ განმარტავს თუ რა ინტენსივობით მოიხმარს ნ-------- კ------ე ალკოჰოლურ სასმელს გამოხატავდა თუ არა აგრესიას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნ-------- კ------ე ვინმეს მიმართ, რა ინტერვალით ისმოდა ყვირილის ხმა სახლიდან. ხანდახან სასწრაფო დახმარების და პოლიციის მანქანები მოდიოდნენ, თავიდან რამდენჯერმე გაარკვიეს მეზობლებმა მათი მოსვლის მიზეზი თუმცა შემდეგ უკვე აღარ ინტერესდებოდნენ, ვინაიდან ნ-------- კ------ის დედა მოხუცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირად უწევდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, ხოლო პოლიციის მისვლის შემთხვევაში მეზობლები თვლიდნენ, რომ მათ არაფერი ესაქმებოდათ. მას არასდროს გაუგონია დაემუქრა თუ არა როდისმე ნ-------- კ------ე დედამისს მოკვლით.

დაზარალებულმა ლ------ კ------ეემ გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვინაიდან, მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს - შვილს ნ-------- კ------ეს.

ბრალდებულმა ნ-------- კ------ემ გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე.

20-8 წლის 29 ნოემბრის N0-------- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ-------- კ------ე დავადებულია შიზოაფექტური აშლილობით (კოდი - F25.0; დავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ის დაავადებული იყო შიზოაფექტური აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. ის არანებაყოფლობით და იძულებით სტაციონალურ ფსიქიატრიულ მკურნალობას არ საჭიროებს.

ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტმა მ---------------–--ემ თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

20-8 წლის 10 აგვისტოს დაკავების ოქმით დადგენილია რომ, ბრალდებულის დაკავების ოქმი შედგენილია შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებლის გ-----------------ის მიერ, ოქმის შედგენა დაიწყო 20-8 წლის 10 აგვისტოს 01:08 საათზე და დასრულდა 01:20 საათზე. შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ-----------------ის მიერ 00:55 საათზე ქალაქ ვ--–-ში მ-–----ის ქ.N2--ში ყოველგვარი წინააღმდეგობისა და იძულების გარეშე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ-------- კ------ე.

20-8 წლის 9 აგვისტოს 19:42 საათზე ლ------ კ------ემ ელსმენის საშუალებით შეატყობინა ქ.ვ--–-ს განყოფილებას, რომ ფსიქიკურად ავად ყავს შვილი, ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, შეტყობინებაში ნ-------- კ------ე მოხსენიებულია დაზარალებულად. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გ-----------------ემ, ი------------–---–მა და დ---------–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით 20-8 წლის 11 აგვისტოს სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ლ------ კ------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

კონკრეტულ შემთხვევაში ნ-------- კ------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ნ-------- კ------ემ მისი დედის ლ------ კ------ის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, გასული წლების განმავლობაში აყენებდა ძლიერ ფიზიკურ შეურაწყოფას და მუქარის ნიადაგზე დაზარალებულ ლ------ კ------ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის. ამასთან, მოწმე ლ-----------–--- იძლევა ზოგად ინფორმაციას ნ-------- კ------ესა და ლ------ კ------ეს შორის შესაძლო კომფლიქტების შესახებ, მაგრამ მოწმე დაზუსტებით ვერ უთითებს თითოეული მათგანის განხორციელების დროს. მან სასამართლოს განუმარტა, რომ ერთხელ ღამის საათებში ლ------ კ------ე მივიდა მასთან და დარჩა რამოდენიმე დღით, რადგან ეშინოდა სახლში შვილთან ერთად მარტო დაჩენის. მას სხეულზე ჰქონდა დაზიანებები. ხოლო საქმის მასალების მიხედვით ლ------ კ------ემ შვილთან შესაძლო კონფლიქტის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს და ითხოვა მისთვის აღმოეჩინათ ფსიქიატრიული დახმარება. ნ-------- კ------ე დაკავებულ იქნა შეტყობინების შემდეგ რამოდენიმე საათში. შესაბამისად, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ მოწმე ლ-----------–---ს ჩვენებაში მითითებული ფაქტი, რომ მას მიაკითხა დაზარალებულმა და რამოდენიმე დღით მასთან დარჩა ასახავს 9 აგვისტოს მომხდარ შემთხვევას. ამასთან, ლ------ კ------ეს არ ჩატარებია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა სხეულზე არსებული შესაძლო ძალადობის კვალის აღმოჩენის მიზნით.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ე-–---------------–---–ისა და რ------------–-–---–ის ჩვენებები არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას წარდგენილი ბრალდების შესახებ. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებები, ბრალდებასთან მიმართებაში არაინფორმაციული ხასიათისაა.

ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას ნ-------- კ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ, არსებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, არ დასტურდება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობით. ხოლო ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ნ-------- კ------ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 272-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ-------- კ------ე (პ/№4----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. ნ-------- კ------ე (პ/№4----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი