გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.03.2019
საქმის ნომერი
330310118002555976
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4611-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - ლ--------------

 

წარმომადგენელი - თ------------------–--ე

 

მოპასუხე - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი

 

წარმომადგენელი - ა---------–-–---–ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–----------ის N----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2----–-–--------–----------------------ი, ლ--------------ს ნაწილში;

 

1.2. დაევალოს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს მოსარჩელის დაშვება კონკურსის მე-3 ეტაპზე - გასაუბრებაზე;

 

1.3. დაევალოს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს მოსარჩელის მიმართ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კონკურსში წარდგენილი აპლიკაციის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–------------–--------- ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „ს-------–----------------------------------------------“, დანართი №1-ის შესაბამისად და ამ პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა განაცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - h--------------------- ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.

 

მითითებული ბრძანების №1 დანართის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს წარმოადგენდა: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებანი; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი. დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით, სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით.

 

ამავე დანართის შესაბამისად, პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით, ხოლო კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობდა ცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებას და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის ინგლისურ ენაზე შედგენილი) ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში; საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ კომპეტენციების ფარგლებში ცენტრისა და საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესით გამარჯვებულის გამოვლენას; გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას; ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პირთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

 

დანართით ასევე დადგენილია, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 4 (სოციალურად დაუცველი, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის მქონე კონკურსანტებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–------------–--------- ბრძანება დანართით (ს.ფ. 252-261).

 

3.1.2. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–------------------- ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „ს-------–----------------------------------------------“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (9 კომისიის წევრი), განისაზღვრა კომისიის ფუნქციები და საქმიანობის წესი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–------------------- ბრძანება (ს.ფ. 262-265).

 

3.1.3. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „ს-------–----------------------------------------------“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–------------------- ბრძანებით შექმნილი კომისიის 20---–-–--------------------ით დგინდება, რომ 2018 წლის 25 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით განაცხადი გადაგზავნილი ჰქონდა 188 კონკურსანტს, მათ შორის, ლ--------------ს (გ--------, E----------------------------------, სამართალი).

 

მითითებული ოქმით, კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპებზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნული №2 დანართი მოიცავდა კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმებს (1. განათლება, 2. გამოცდილება, 3. მოტივაცია, 4. სამომავლო გეგმები, 5. განაცხადის საერთო სიძლიერე), აღნიშნულ ეტაპზე თითოეული კრიტერიუმი ფასდება ქულობრივი სპექტრით 0-10, კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ასევე, კონკურსის მე-3 (გასაუბრების) ეტაპზე გასულ კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს (1. განათლება და გამოცდილება, 2. მოტივაცია და არგუმენტაცია, 3. პრეზენტაბელურობა, 4. სამომავლო გეგმები, 5. სასტიპენდიო პროგრამის მიზნებთან კონკურსანტის შესაბამისობა).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–------------------- ბრძანებით შექმნილი კომისიის 20---–-–--------------------ი, №2 დანართით (ს.ფ. 266-272).

 

3.1.4. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–------------------- ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2018 წლის 2 ივლისის №4 სხდომაზე განიხილა სასტიპენდიო პროგრამის - „ს-------–----------------------------------------------“ ფარგლებში კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები. კომისიის სხდომას ესწრებოდა 8 კომისიის წევრი.

 

კომისიის მითითებული სხდომის ოქმით (ოქმი №4) დადგინდა კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა გამოსავლენად გამსვლელი ქულები შემდეგ მიმართულებაზე/სპეციალობაზე: სამართალი - 34 ქულა; სოციალური მეცნიერებები - 33 ქულა; მენეჯმენტი - 32 ქულა; განათლება - 30 ქულა; ინჟინერია - 30 ქულა; არქიტექტურა - 30 ქულა; აგრარული მიმართულებები - 30 ქულა; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი - 30 ქულა; საჯარო მმართველობა - 30 ქულა; ჰუმანიტარული მეცნიერებები - 28 ქულა. ნაშრომები შეაფასა - 7-მა კომისიის წევრმა.

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–------------------- ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2----–-–--------–---------------ის ოქმის დანართით დგინდება, რომ ლ--------------ს შეფასება შეადგენდა 30.4 ქულას, მათ შორის, ერთი ქულა მიღებული ჰქონდა დამატებითი ბონუს ქულის სახით, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირს და სამართლის მიმართულებაში იგი რეიტინგით 29-ე ადგილზე იყო. ამასთან, მან შეფასება მიიღო ყველა კრიტერიუმში, მის მიერ მიღებული საშუალო ქულები თითოეულ კრიტერიუმში მერყეობდა 1-დან 7.5-მდე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–------------------- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2----–-–--------–---------------ის ოქმი, დანართითა და შეფასების ამსახველი დოკუმენტით (ს.ფ. 273-282).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ--------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2----–-–------------------------ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულება“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილება „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–----------ის N----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2----–-–--------–----------------ის ოქმი, ლ--------------ს ნაწილში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას, მოსარჩელე ლ--------------სთან მიმართებაში უნდა შემოწმდეს აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე ლ--------------ს მოთხოვნა კონკურსში წარდგენილი აპლიკაციის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე ლ--------------ს მოთხოვნა მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის მოსარჩელის კონკურსის მე-3 ეტაპზე - გასაუბრებაზე დაშვების დავალების თაობაზე.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განათლების საერთაშორისო ცენტრის (სამსახურის) უფლებამონაცვლედ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2----–-–------------------------ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების საერთაშორისო ცენტრის დებულების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი) შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. აღნიშნული დებულების მეორე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად კი, ცენტრის ფუნქციებია: საქართველოს მოქალაქეების, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა. ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცენტრს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში - დირექტორი).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–------------–--------- ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა „ს-------–----------------------------------------------“, დანართი №1-ის შესაბამისად და ამ პროგრამის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. ბრძანებით განისაზღვრა, რომ კონკურსანტთა განაცხადების წარდგენა უნდა მომხდარიყო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - h--------------------- ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით. მითითებული ბრძანების №1 დანართის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებსა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს მიეცათ შესაძლებლობა მოეპოვებინათ დაფინანსება და სწავლა გაეგრძელებინათ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. ამასთან, პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებს/სპეციალობებს შორის იყო მენეჯმენტი, ხოლო დაფინანსება კი გაიცემოდა კონკურსის წესით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებაზე, რომლითაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, საქართველოში საერთაშორისო განათლების ხარისხის, საერთაშორისო აკადემიური პროგრამების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების და ქვეყნის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა თანდართული სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა და პროგრამის ფარგლებში სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესი და პირობები.

 

აღნიშნული დადგენილების დანართის - „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ: ა) საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღებას; ბ) საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) ამ პროგრამის საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა თანამშრომლობას.

 

ამავე დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამა ხორციელდება ცენტრის მიერ. საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის გამოცხადების გზით, ხოლო კონკურსის გამოცხადების პროცესი გულისხმობდა ცენტრის მიერ კონკურსის გამოცხადებას ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, საზოგადოების ინფორმირებას და პროგრამაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დაინტერესებული პირების მიერ ელექტრონული განაცხადის შევსებას და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის ინგლისურ ენაზე შედგენილი) ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში; საკონკურსო ვადის ამოწურვის შემდეგ კომპეტენციების ფარგლებში ცენტრისა და საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესით გამარჯვებულის გამოვლენას; გამარჯვებულ კონკურსანტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და ფინანსურ უზრუნველყოფას; ცენტრის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებულ პირთა მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

 

ამავე დანართით ასევე განისაზღვრა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებდა საკონკურსო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა კონკურსანტების შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების ფორმებს. საკონკურსო კომისია ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასებას მოახდენდა შეფასების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ქულების მაქსიმალურ რაოდენობად განისაზღვრა 100 (+დამატებითი ბონუს) ქულა, აქედან: ელ. განაცხადის შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა; გასაუბრების შეფასებისას, მაქსიმუმ 50 ქულა და დამატებითი ბონუს ქულა - მაქსიმუმ 4 (სოციალურად დაუცველი, შშმ პირის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული პირის სტატუსის მქონე კონკურსანტებს), ერთი სტატუსისთვის 1 ქულა. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა კომისიის მიერ ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც, კონკურსანტი უნდა გადასულიყო კონკურსის მე-3 ეტაპზე, შესაბამისი ქულის დადგენის შემთხვევაში (აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეეძლო მაქსიმუმ 50 ქულის დაგროვება). მესამე ეტაპი კი, გულისხმობდა კომისიასთან გასაუბრებას. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ 50 ქულა.

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „ს-------–----------------------------------------------“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–------------------- ბრძანებით შექმნილი კომისიის 20---–-–--------------------ით კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტთა შეფასების მიზნით, დამტკიცდა შეფასების კრიტერიუმები და ფორმები ამ ოქმის №2 დანართის შესაბამისად, რომლის მიხედვით კონკურსის მე-2 (შინაარსობრივი შეფასების) ეტაპზე გასულ პირთა შეფასების კრიტერიუმები იყო - 1. განათლება, 2. გამოცდილება, 3. მოტივაცია, 4. სამომავლო გეგმები, 5. განაცხადის საერთო სიძლიერე.

 

ამასთან, ბრძანების 3.2. პუნქტით დადგინდა, რომ საკონკურსო კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება, თუ სხდომას დაესწრებოდა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3.3. პუნქტის თანახმად, საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებდა დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნებოდა თავმჯდომარის ხმა. 3.4. პუნქტით კი დადგინდა, რომ საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, დამოუკიდებლად შეაფასებდა თითოეულ კონკურსანტს და გამარჯვებულის გამოსავლენად კომისია გადაწყვეტილებას მიიღებდა კონკურსანტის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული ქულობრივი შეფასების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტის საკონკურსო განაცხადი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა შეაფასოს საკონკურსო კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

 

ზემოაღნიშნული შეფასების ფორმებით ასევე დადგენილია, რომ ხუთივე კრიტერიუმის (განათლება, 2. გამოცდილება, 3. მოტივაცია, 4. სამომავლო გეგმები, 5. განაცხადის საერთო სიძლიერე) შეფასება ხორციელდებოდა კომისიის წევრების მიერ ქულობრივი სპექტრით 0-10 ქულამდე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საბოლოო შედეგად კი განსაზღვრული იყო ყოველ საფეხურზე მიღებულ საშუალო ქულათა ჯამი.

 

დადგენილია, რომ ლ-------------- წარმოადგენდა ზემოაღნიშნული პროგრამის ბენეფიციარს, რომელმაც „ს-------–----------------------------------------------“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, წარადგინა ელექტრონული განაცხადი ცენტრის ელექტრონულ მისამართზე და განცხადების განხილვის მიზნით, ატვირთა დოკუმენტაცია.

 

დადგენილია, რომ ლ--------------მ გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ (ფორმალურ) შემოწმებას დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებთან, ხოლო მეორე ეტაპზე ლ--------------ს შეფასება შეადგენდა 30.4 ქულას, მათ შორის, ერთი ქულა მიღებული ჰქონდა დამატებითი ბონუს ქულის სახით, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირს და სამართლის მიმართულებაში იგი რეიტინგით 29-ე ადგილზე იყო. ამასთან, მან შეფასება მიიღო ყველა კრიტერიუმში, მის მიერ მიღებული საშუალო ქულები თითოეულ კრიტერიუმში მერყეობდა 1-დან 7.5-მდე. დადგენილი კვოტების გათვალისწინებით მოსარჩელე არ იქნა დაშვებული მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე.

 

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული კონკურსის მეორე ეტაპზე, დადგენილ ფორმებში მითითებული კრიტერიუმებისა და ქულობრივი ზღვარის შესაბამისად, კონკურსანტი ლ-------------- შეაფასა კომისიის ცხრა წევრიდან შვიდმა წევრმა, ხოლო კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა გამოსავლენად გამსვლელი ქულის დადგენა მოხდა კომისიის ცხრა წევრიდან რვა წევრის მონაწილეობით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე ეტაპზე, კომისიამ შემოწმება განახორციელა დადგენილ ფორმებთან შეუსაბამოდ და აღნიშნავს, რომ ხსენებული კომპონენტების შეფასება შესაძლებელი იყო დოკუმენტაციის შინაარსობრივი შემოწმებით შემფასებლის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში 0-10 ქულამდე ქულობრივი სპექტრით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით, ვინაიდან, ერთის მხრივ, აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომისიის სხდომები წარიმართა დადგენილი პროცედურის დაცვით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, კომისიის მიერ მხოლოდ რაოდენობრივად, მექანიკურად არ უნდა ხდებოდეს დადგენილი კრიტერიუმების შეფასება და ზოგადად, გათვალისწინებული უნდა იყოს კონკურსანტის მონაცემთა შესაბამისობა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის მიზანთან. განსახილველ შემთხვევაში, შესაძლოა კონკურსანტის კვალიფიკაცია შესაბამისობაში იყო მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან - საზღვარგარეთ შერჩეულ სასწავლო პროგრამასთან, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, შემფასებლების მიერ რიგ შემთხვევებში აკადემიური მიღწევებისა თუ სხვა კომპონენტების თვალსაზრისით მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული უფრო მაღალი ქულით მოსარჩელის შეფასება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, რადგან იგი ეფუძნება ასეთი კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი არ ფასდება კანონთან მიმართებაში. კანონმდებელმა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. მისი წევრების გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი საკონკურსო კომისიის და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევდა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას და სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმის გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება აქვს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა კი, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის. საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ კომისიის მიერ კონკურსანტის შეფასება განხორციელდა ზემოაღნიშნული წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროცედურული ნორმების დაცვით და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება გახდეს მისთვის მინიჭებული ქულის უკანონოდ მიჩნევის საფუძველი.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურსის წესების დარღვევა გამოიწვია იმან, რომ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ოდენობა არ ემთხვეოდა კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსანტის საკონკურსო განაცხადის შემფასებელ საკონკურსო კომისიის შემადგენლობას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „ს-------–----------------------------------------------“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–------------------- ბრძანების მე-3 მუხლით პირდაპირ არის გაწერილი საკონკურსო კომისიისა და მეორე ეტაპზე საკონკურსო განაცხადების შემფასებელ კომისიის წევრთა აუცილებელი მინიმალური ოდენობები, ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილი რაოდენობა არის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

 

დადგენილია, რომ ზემოთ მითითებული ბრძანებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „ს-------–----------------------------------------------“-ის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა - 9 კომისიის წევრი, ამასთან, სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიღებაში მონაწილეობა მიიღო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა, კერძოდ 8 კომისიის წევრმა, ხოლო მეორე ეტაპზე საკონკურსო განაცხადების შეფასება მოახდინა ასევე, კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა - 7 წევრმა, შესაბამისად ამ კუთხით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ დარღვეულა ნორმატიულად გაწერილი პროცედურები.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2----–-–----------ის N----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2----–-–--------–----------------------ი ლ--------------ს ნაწილში გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება და კომისიის მიერ კონკურსანტის შეფასება განხორციელებულია ხსენებული წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა ლ--------------ს მოთხოვნა მის მიერ კონკურსში წარდგენილი აპლიკაციის დაკმაყოფილების შესახებ.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას. ამავე კოდექსის 331 მუხლის მიხედვით კი, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის მოსარჩელის კონკურსის მე-3 ეტაპზე - გასაუბრებაზე დაშვების დავალებისა და შესაბამისად, მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

7.2. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის ანაზღაურების დაკისრება - 9-----------–-------- ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლ--------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე