განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს---- # 210100119002831013
#1/21-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
7 მარტი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ შ---- გ-------–---–--,ბრალდებულ _ ნ----- მ--------,ადვოკატ - გ------- ზ-----–-–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034271217001
ბრალდებულ ნ----- მ-------- მიმართ
დაბადებული: 19.03.1986 წელი
მოქალაქეობა: აზერებაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე
პირადი ნომერი: პასპორტის ნომერი P 5------
განათლება: საშუალო განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------------- რ-------–---, ბ--–----- რაიონი, სოფელი ი------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეშვიდე ნაწილებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----- მ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) ვადით, ხოლო, დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.
2. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, ნ----- მ------- 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის უფლება, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. ნ----- მ------- დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 7 მარტიდან.
4. გაუქმდეს ნ----- მ-------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
5. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ნ----- მ-------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ნ----- მ-------- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
7. ს----ზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი, ს----ზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
- დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო-ცხრილი, დაფიქსირებული „CD“ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „მერსედესი“-ს მარკის ავტომანქანა (სახ. ნომრით 90-FR-69), რაც განთავსებულია გურჯაანის ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - ნ----- მ-------, ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სისხლის ნიმუშები, რაც შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ში, საექსპერტო კვლევის დასრულების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი