განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2019
საქმის ნომერი
330100118002644203
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - ხატია ყანდიაშვილი

 

დაცვის მხარე

დამცველი - ქ------–------–-----

ბრალდებული - ლ-–- ლ---------ს ძე მ------–-–---–-, დაბადებული - 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ------------–--------------------------------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2 ეპიზოდი).

- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 10 ივლისს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ-------- 1--–----------------ის მ--- კ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ-–- მ------–-–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა კ------- ხ-------–---–-, რაც რეალურად აღიქვა ამ უკანასკნელმა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 10 ივლისს, ღამის საათებში და 2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თბილისში, მ-------- 1--–----------------ის მ--- კ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ-–- მ------–-–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ---- ხ-------–---–ს, რაც ორივე შემთხვევაში რეალურად აღიქვა ამ უკანასკნელმა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. თბილისში, მ-------- 1--–----------------ის მ--- კ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ-–- მ------–-–---–მა ბ---- ხ-------–---–- ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში. ასევე, ჰკრა ხელი და მიაჯახა კედელს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ლ-–- მ------–-–---–-ს

მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას

 

დაზარალებულ კ------- ხ-------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ძმასთან - ბ---- ხ-------–---–თან ერთად ცხოვრობს თბილისში, მ-------- 1--–----------------ი, მ--- კორპუსი, ბინა N---ში პირველ სართულზე. იმავე კორპუსში, მეორე სართულზე ცხოვრობს ლ-–- მ------–-–---–-. მის ძმას - ბ---- ხ-------–---–- და ლ-–- მ------–-–---–ს მოუვიდათ კონფლიქტი, რომლის მიზეზი იყო ფანჯრიდან სიგარეტის ფერფლის, ნამწვის და პურის ნარჩენების გადაყრა. 2018 წლის 5-7 ივლისს ფანჯარასთან იდგა, რა დროსაც ლ-–- მ------–-–---–-ს ბინიდან ძაღლებისთვის დაბლა გადაყარეს პურის ნატეხები, რის გამოც მისცა შენიშვნა. აღნიშნულზე, ლ-–- მ------–-–---–-ს მეუღლემ - ნ---- ქ----–---–მა უპასუხა, რომ ,,რა მოხდა ძაღლებს დავუყარე პურიო“. 2018 წლის 10 ივლისს, საღამოს საათებში, ძმასთან ერთად გავიდა სასეირნოდ. გზად შეხვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლ-–- მ------–-–---–-, რომელმაც უსაყვედურა, თუ რატომ მისცა მის მეუღლეს შენიშვნა. აღნიშნულის გამო მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რაც გადაიზარდა კონფლიქტში. ლ-–- მ------–-–---–- აგრესიულად იქცეოდა და ემუქრებოდა თავის მოგლეჯით, მოჰკიდა ხელი და ცდილობდა კ---------- უკან გაყვანას, თუმცა ვერ შეძლო. აღნიშნულ კონფლიქტს შეესწრო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებმაც გააშველეს და სთხოვეს კონფლიქტის გამეორების შემთხვევაში დაერეკათ 1---–-. მეორე დღეს, მათთან ჩავიდა ლ-–- მ------–-–---–-, რომელმაც სთხოვა პატიება და დაპირდა, რომ მსგავს ქმედებას ადგილი აღარ ექნებოდა. 2018 წლის 23 აგვისტოს მის ძმას შეხვდა ლ-–- მ------–-–---–- მეუღლესთან ერთად, რა დროსაც მათ შორის მოხდა შელაპარაკება. მისმა ძმამ მშვიდად კითხა რატომ აგრძელებდა იგივე ქმედებას, რაზეც ლ-–- მ------–-–---–- გახდა აგრესიული. ყვირილის და გინების ხმაზე მივიდა ფანჯარასთან და დაინახა, რომ ლ-–- მ------–-–---–- მის ძმას ერთ ხელს უჭერდა ყელზე, ხოლო მეორე ხელში ეჭირა ე.წ. „დუბინკა“. მათ შორის ჩადგა ლ-–- მ------–-–---–-ს მეუღლე, რომელიც სთხოვდა რომ ბ---- ხ-------–---–ისთვის არ დაერტყა ე.წ. „დუბინკა“. ლ-–- მ------–-–---–მა მის ძმას - ბ---- ხ-------–---–- ჰკრა ხელი და მიაჯახა კ---------- კედელს. ამის დანახვისთანავე დაუკავშირდა 1---- და გამოიძახა პოლიცია.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ბ---- ხ-------–---–იმა, რომელმაც დამატებით განმარტა შემდეგი: ბრალდებულის მიერ ბოდიშის მოხდის მიუხედავად, იგი მაინც აგრძელებდა სიგარეტის ფერფლის და ნამწვის ფანჯრიდან დაბლა გადაყრას. 2018 წლის 23 აგვისტოს, სადარბაზოში შეხვდა ლ-–- მ------–-–---–- მეუღლესთან ერთად, რომელსაც კვლავ უსაყვედურა სიგარეტის ფერფლის და ნამწვის დაბლა ჩაყრისათვის. ამის გამო, ბრალდებული გახდა აგრესიული და დაუწყო ჩხუბი. სწვდა ყელის არეში და ახრჩობდა, ხოლო შემდეგ ე.წ. „დუბინკა“ ამოიღო მანქანიდან და მოუქნია, თუმცა დაიჭირა მეუღლემ და დარტყმის საშუალება არ მისცა. შემდეგ, ლ-–- მ------–-–---–მა ჰკრა ხელი და მიახეთქა კედელს. ხმაურზე მისმა ძმამ, რომელმაც ყველაფერი დაინახა, გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ--------- ბ-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ-–-----------–--------------------–-------------------–---–- გამომძიებლის თანამდებობაზე. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მის მიერ გამოკითხული იქნა კ------- ხ-------–---–ი და ბ---- ხ-------–---–ი, რომლისგანაც ამოიღო დაზიანებული მაისური. მის მიერ გამოკითხული იქნა ასევე ლ-–- მ------–-–---–-ს მეუღლე და ლ-–- მ------–-–---–-, რომლისგანაც ამოიღო ე.წ. ,,ხელკეტი“, ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დასურათებული იქნა ბ---- ხ-------–---–ის დაზიანებები, შეადგინა შესაბამისი ოქმები, რომლებსაც გაეცნენ მონაწილე პირები და დაადასტურეს ხელმოწერით, დანიშნა ტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზები.

2018 წლის 23 აგვისტოს სხეულის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ბ---- ხ-------–---–ის სხეული, რომელსაც ყელის არეში, მარჯვენა მხარეს აღენიშნება სისხლნაჟღენთები და სიწითლე, ხოლო მარცხენა ხელზე აღენიშნება ნაკაწრები. ბ---- ხ-------–---–ის განმარტებით, დაზიანებები მიაყენა ლ-–- მ------–-–---–მა კონფლიქტის დროს.

2018 წლის 23 აგვისტოს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ბ---- ხ-------–---–ისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი აგურის ფერი, მოთეთრო ფერის მკლავებით გაწყობილი მაისური, რომელსაც წინა მხარეს აქს წარწერა „R----------“. აღნიშნულ მაისურს მარჯვენა მხარეს საყელოსთან აღენიშნება დაზიანება და არის გახეული. ბ---- ხ-------–---–ის განმატებით, მაისური დაზიანდა ლ-–- მ------–-–---–თან კონფლიქტისა და ძიძგილაობის დროს.

2018 წლის 24 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ბ---- ხ-------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი თბილისში, მ------- 1--–----------------ი, მ--- კ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ბ---- ხ-------–---–მა მიუთითა მეზობელ ლ-–- მ------–-–---–თან დაპირისპირების ადგილზე, მისი და ლ-–- მ------–-–---–-ს საცხოვრებელი ბინის ფანჯარაზე, საიდანაც ხდებოდა სიგარეტის ფერფლის და ნამწვის დაბლა გადაყრა.

2018 წლის 28 აგვისტოს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღებულ იქნა ლ-–- მ------–-–---–-ს მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი იქნა ერთი ცალი ხის ჯოხი, რომელსაც დახვეული აქვს თეთრი და ლურჯი ფერის წებოვანი ლენტი. ლ-–- მ------–-–---–-ს განმარტებით, სწორედ აღნიშნული ჯოხის დარტყმით დაემუქრა ბ---- ხ-------–---–- 2018 წლის 23 აგვისტოს.

2018 წლის 3 ოქტომბრის ლ----------------–--------–-----------------–-- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად - 2018 წლის 24 აგვისტოს, ბ---- ხ-------–---–- პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–----ი ტ------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მკვრივი-ბლაგვი საგანი არის ყველა ის საგანი, რომელსაც აქვს მკვრივი კონსისტენცია და ბლაგვი ზედაპირი. ამასთან, ადამიანის სხეულის ნაწილები და მათ შორის ხელი, არის მკვრივ-ბლაგვი საგანი.

2018 წლის 18 სექტემბრის ს----------–----–------------------------------------------------------–----------ი დ--------------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-------- დასკვნის თანახმად - გამოკვლევაზე წარდგენილ ბ---- ხ-------–---–ის მაისურზე არსებული დაზიანებები გახევის სახით, წარდგენილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ-------- ტ-------მა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა - ლ-–- მ------–-–---–მა ნაწილობრივ აღიარა მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება და განმარტა, რომ 2018 წლის 10 ივლისს ბ---- და კ--- ხ-------–---–ებთან მოუვიდა მცირე მეზობლური კონფლიქტი, თუმცა მას არანაირი სახის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც დამუქრებია. მხოლოდ სიტყვიერად უთხრა რომ ,,თავს მოაჭამდა“, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს სიცოცხლის მოსპობის მუქარად. მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გააშველეს. მეორე დღეს ჩავიდა და ბოდიში მოუხადა. 2018 წლის 23 აგვისტოს შეხვედრისას, დაზარალებულმა კვლავ მისცა შენიშვნა ფანჯრიდან სიგარეტის ფერფლის გადაყრის გამო. ბ---- ხ-------–---–ი აგინებდა უცენზურო სიტყვებით, რის გამოც პერანგის საყელოში მოეჭიდა და ჰკრა ხელი, რითაც არანაირი ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია. შემდეგ, ავტომანქანიდან გადმოიღო ჯოხი და შეშინების მიზნით მოუქნია, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. კერძოდ, დაზარალებულთა ჩვენებებს, პაციენტის სამედიცინო ბარათს და ექსპერტიზის დასკვნებს. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–- მ------–-–---–მა ჩაიდინა: 1. მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - (2 ეპიზოდი) და 2. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ვინაიდან, ლ-–- მ------–-–---–- თავს მხოლოდ ნაწილობრივ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ლ-–- მ------–-–---–-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში - ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში, შედეგში - დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, ცემა, ისევე როგორც ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები, მატერიალური შემადგენლობისაა. ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგალითად ხელის ერთხელ დარტყმაში. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა.

მართალია, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით ან რაიმე მკვრივი საგნით. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება და სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი 14 წლის ასაკიდან.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია დაზარალებულისათვის როგორც ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ისე მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით და ა.შ.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ორივე დაზარალებულის მიმართ ჰქონდა ადგილი.

სასამართლო განმარტავს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ-–- მ------–-–---–მა ჩაიდინა: 1. მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - (2 ეპიზოდი) და 2. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-–- მ------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი დამოკიდებულება დაზარალებულებთან და მისწრაფება შერიგების და კონფლიქტის ამოწურვისაკენ, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით. კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალდებულის დამოკიდებულება დაზარალებულებთან, მისი მისწრაფება შერიგების და კონფლიქტის ამოწურვისკენ და სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–- მ------–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (კ------- ხ-------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბ---- ხ-------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ლ-–- მ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. ლ-–- მ------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

4. ნივთმტკიცება:

- ბ---- ხ-------–---–ისგან ამოღებული მაისური დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ლ-–- მ------–-–---–-სგან ამოღებული ჯოხი, რომელიც ინახება თბილისის გ-–-----------–--------------------–-------------------–---–-, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი