განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
გამოძიების №0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ვასილ სამხარაძის,ადვოკატის - ზ------------------
თარჯიმნის - ე-–-----------------
ბრალდებულის – მ-------- ა------–---ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
მ-------- ა---- ძე ა------–---ის, დაბადებულის - 1--- წლის 2----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №1----------, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ს------–-----------–----------------–-----–---------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ მ-------- ა------–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
მ-------- ა------–---მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“, წონით 0,132 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 11 სექტემბერს, ფულადი თანხის - 300 ლარის სანაცვლოდ, გაასაღა პ---–- გ--–-–---–ზე თბილისში, ს------–-----------–-, დ-----------–-----–-- მე----------------ში, რაც თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–--- თანამშრომლების მიერ პ---–- გ--–-–---–ისგან იქნა ამოღებული თბილისში, რ---------–-- გ-------–--–- N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ჩადენილი ქმედებისათვის, მ-------- ა------–---ი 2018 წლის 04 ოქტომბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.
ბრალდებულმა მ-------- ა------–---მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის №2--------------- და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N--------- დასკვნები, თანხის წარმოდგენის და დათვალიერების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალები და ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა მ-------- ა------–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:
მ-------- ა------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
მ-------- ა------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ მ-------- ა------–---ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-------- ა------–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ-------- ა------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
3. მ-------- ა------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 ოქტომბრიდან.
4. მ-------- ა------–---ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
6. ნივთმტკიცება:
- ნარკოტიკული საშუალება და ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–--- მ--------------–---ში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- კომპიუტერული დისკები დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი