გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.12.2018
საქმის ნომერი
330310117002127983
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/6885-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ს--------------ი“ შპს „ზ---ი“

წარმომადგენელი - თ--------------–---–ი

 

მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–--ე, ხ-----------–--------–ი

 

მოპასუხე - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ი-----–----------ე

 

მესამე პირი - შპს „მ----------–--“

წარმომადგენელი - ლ---------–-----ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-----------------) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩასატარებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2--- წლის 06 სექტემბრის N4 სხდომის ოქმი, რომლითაც დისკვალიფიცირებული იქნა შპს "ს--------------ი”, შპს ,,ზ---ი’’ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო 2--- წლის 14 ივნისს გამოცხადებულ S----------- ელექტრონული ტენდერში.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2--- წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს ,,ზ---ის’’ მიერ წარდგენილ DIS1---------01 საჩივართან დაკავშირებით.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2--- წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს ,,ს--------------ის’’ მიერ წარდგენილ DIS1---------02 საჩივართან დაკავშირებით.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2--- წლის 13 ნოემბრის N3--- განკარგულება შპს ,,ს--------------ის’’ შავ სიაში რეგისტრირების შესახებ.

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2--- წლის 14 ნოემბრის N3--- განკარგულება შპს ,,ზ---ის’’ შავ სიაში რეგისტრირების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირი - შპს ,,მ----------–--’’-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ (მომზადების თარიღი: 30.08.2--- წელი) შპს ,,ზ---ი’’, ს/კ 4-------- რეგისტრირებულია 2011 წლის 06 სექტემბერს. 100% წილის მმართველი მესაკუთრე და ამასთან ერთად დირექტორი - მ-----–----------ე.

 

ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ (მომზადების თარიღი: 25.08.2--- წელი) შპს ,,ს--------------ი’’, ს/კ 2-------- რეგისტრირებულია 2002 წლის 31 მაისს. 100% წილის მმართველი მესაკუთრე და ამასთან ერთად დირექტორი - მ-----–----------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან - ტ.1, ს/ფ 15-16; 17-18.

 

4.1.2. 2--- წლის 09 აგვისტოს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა S----------- ტენდერი დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-------------------) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. მიწოდების ვადად განისაზღვრა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება - 199 680 ლარი. წინადადებების მიღება დაიწყო 2--- წლის 18 აგვისტოს და დასრულდა 2--- წლის 21 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი - ტ.1, ს/ფ 19.

- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციური მართვის მოწყობილობის სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2--- წლის 09 აგვისტოს სხდომის ოქმი N1 - ტ.1, ს/ფ 256-257.

 

4.1.3. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციული მართვის მოწყობილობის (R-----------------) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2--- წლის 25 აგვისტოს N2 ოქმის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი: შპს ,,ს--------------ი’’, შპს ,,ზ---ი’’, შპს ,,მ----------–--’’. კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2--- წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანხმად, შპს ,,ზ---ს’’ ეთხოვა არაუგვიანეს 2--- წლის 30 აგვისტოს ჩათვლით შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის გზით წარედგინა წინამდებარე ოქმით განსაზღვრული დაზუსტებული დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციული მართვის მოწყობილობის (R-----------------) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2--- წლის 25 აგვისტოს N2 ოქმი - ტ.1, ს/ფ 258-262

 

4.1.4. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-----------------) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2--- წლის 04 სექტემბრის N3 ოქმის მიხედვით, კომისიამ განიხილა შპს ,,მ----------–--’’-ის წერილი, სადაც მან არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, მოითხოვა შპს „ზ---ის’’ დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებიდან. სატენდერო კომისიამ წერილში აღნიშნული საკითხების დეტალურად შესწავლა-გაანალიზებისა და შპს ,,ზ---ის’’ მიერ სისტემაში ატვირთული დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნია 2 სამუშაო დღით გაეგრძელებინა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. კომისიამ დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2--- წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, 2 სამუშაო დღით გაგრძელებულიყო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-----------------) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2--- წლის 04 სექტემბრის N3 ოქმი - ტ.1, ს/ფ 263-264

 

4.1.5. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-------------------) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩასატარებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2--- წლის 06 სექტემბრის N4 სხდომის ოქმის მიხედვით, კომისიამ განიხილა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში 2--- წლის სახელმწიფო შესყიდვის გეგმის თანახმად, საკუთარი სახსრებით დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-------------------) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში (S-----------) წინადადების მქონე პრეტენდენტის - შპს ,,ზ---ი’’-ს დაზუსტებული დოკუმენტაცია და შპს ,,მ----------–--’’-ის 2--- წლის 31 აგვისტოს N2------- წერილში აღნიშნული საკითხები. შპს ,,ზ---ი’’-ს მიერ 2--- წლის 25 აგვისტოს სისტემაში ატვირთული N2 ოქმით მოთხოვნილი დაზუსტებული დოკუმენტაცია. კერძოდ, ფასების ცხრილის შემოთავაზებული დისტანციური მართვის მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები, ინფორმაცია მწარმოებლის 10 (ათი) წლიანი გამოცდილებისა და დასტური სატრენინგო მომსახურების გაწევის უფლებამოსილების შესახებ, შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. რაც შეეხება საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში საქართველოს ფარგლებში სერვისის მომსახურების გაწევის უფლებამოსილების შესახებ დასტურს, პრეტენდენტს წარდგენილი ჰქონდა შეთავაზებული დისტანციური მართვის მოწყობილობის (---) მწარმოებლის მიერ 2--- წლის 18 აგვისტოს გაცემული ავტორიზაციის წერილი, რომელშიც მწარმოებელი 2 (ორი) წლით ანიჭებს შპს ,,ზ---ს’’ უფლებამოსილებას მის მიერ წარმოებული პროდუქტის გაყიდვაზე. სატრეინინგო და სერვის მომსახურებაზე, რომლის ათვლაც დაიწყო წერილის გაცემის თარიღიდან (2--- წლის 18 აგვისტო), ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1. პუნქტის შესაბამისად - შესყიდვის ობიექტზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 2 (ორი) წლიანი გარანტია და ამასთანავე, სატენდერო დოკუმენტაციის 10.1.10. პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტს სისტემაში უნდა წარედგინა დასტური დისტანციური მართის მოწყობილობის (---) მწარმოებლის მიერ პრეტენდენტის სახელზე შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული არანაკლებ მისი საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში, რომელიც თავის მხრივ უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 2 (ორი) წლიანი პერიოდით შესყიდვის ობიექტზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან) საქართველოს ფარგლებში სერვის მომსახურების გაწევის უფლებამოსილების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე პრეტენდენტის მიერ სერვის მომსახურების გაწევის უფლებამოსილების შესახებ წარდგენილი ვადა შეუსაბამობაში იყო სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან. რაც შეეხება შპს ,,ზ---ის’’ არაკეთილსინდისიერი ქმედებისათვის დისკვალიფიკაციის საკითხს, შპს ,,მ----------–--’’-ის 2--- წლის 31 აგვისტოს N2------- წერილში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებების ანალიზის, მოკვლეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცალსახაა, რომ პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების დაზუსტების ეტაპზე ტენდერში მონაწილე კომპანიების შპს ,,ზ---ისა’’ და შპს ,,ს--------------ის’’ დირექტორად ფიქსირდებოდა ერთი და იგივე პიროვნება - მ-----–----------ე, რაც დასტურდებოდა მეწარმეთა და არამესწარმეო (იურიდიული) პირების რეესტრიდან ამონაწერებით. კომისიამ განამარტა, რომ აღნიშნული ცალსახად ეწინააღმდეგებოდა აფიდავიტის პირობებით განსაზღვრულ კონკრეტულ კომპანიასთან კომუნიკაციის არსებობის აკრძალვას. ბუნებრივია, რომ პრეტენდენტებს შორის აუცილებლად შედგებოდა კომუნიკაცია.

 

კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2--- წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს ,,ზ---სა’’ და შპს ,,ს--------------ს’’ მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ამასთან, რადგან აღნიშნულ პრეტენდენტებს შორის მეორე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტი იყო შპს ,,მ----------–--’’, წინამდებარე ოქმით განსაზღვრული გადაწყვეტილების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვისათვის, ზემოთ აღნიშნული ბრძანების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ეთხოვა სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს’’ სისტემაში მითითებულიყო მესამე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის - შპს ,,ს--------------ის’’ დისკვალიფიკაცია არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. დაევალა სატენდერო კომისიის აპარატს განსახილველად წარედგინა მეორე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის - შპს ,,მ----------–--’’-ის სატენდერო წინადადება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-------------------) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩასატარებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2--- წლის 06 სექტემბრის N4 სხდომის ოქმი - ტ.1, 265-268

 

4.1.6. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-----------------) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2--- წლის 03 ოქტომბრის N6 ოქმის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2--- წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 29-ე მუხლის თანახმად, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,მ----------–--’’ და ამავე ბრძანების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად წინამდებარე ოქმის ატვირთვიდან მე-4 სამუშაო დღეს მიწვეული იქნა სახელწმიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-----------------) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2--- წლის 03 ოქტომბრის N6 ოქმი - ტ.1, ს/ფ 272-273.

 

4.1.7. 2--- წლის 08 სექტემბერს შპს ,,ზ---მა’’ S----------- ტენდერზე, ადმინისტრაციული საჩივრით DIS1---------01 მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ერთი ერთეული დისტანციური მართვის მოწყობილობის (---) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული S----------- ელექტრონული ტენდერის შერჩევა/შეფასება, 2--- წლის 06 სექტემბრის ,,დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-----------------) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩასატარებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის N4 სხდომის ოქმისა და შპს ,,ზ---ისათვის’’ დისკვალიფიკაციის გაუქმება.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2--- წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით (შპს ,,ზ---ის“ მიერ წარდგენილ DIS1---------01 საჩივართან დაკავშირებით) შპს ,,ზ---ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელწმიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,ზ---ის’’ მიერ წარდგენილ DIS1---------01 საჩივართან დაკავშირებით - ტ.1, ს/ფ. 24-29

 

4.1.8. 2--- წლის 11 სექტემბერს შპს ,,ს--------------მა’’ S----------- ტენდერზე, ადმინისტრაციული საჩივრით DIS1---------02 მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ერთი ერთეული დისტანციური მართვის მოწყობილობის (---) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული S----------- ელექტრონული ტენდერის შერჩევა/შეფასება, 2--- წლის 06 სექტემბრის ,,დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-----------------) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩასატარებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის N4 სხდომის ოქმისა და შპს ,,ს--------------ისათვის’’ დისკვალიფიკაციის გაუქმება.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2--- წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით (შპს ,,ს--------------ის“ მიერ წარდგენილ DIS1---------02 საჩივართან დაკავშირებით) შპს ,,ს--------------ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელწმიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,ს--------------ის’’ მიერ წარდგენილ DIS1---------02 საჩივართან დაკავშირებით - ტ.1, ს/ფ. 30-35

 

4.1.9. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 13 ნოემბრის N3--- განკარგულებით, შპს ,,ს--------------ი’’ 2--- წლის 14 ნოემბრიდან დარეგისტრირდა შავ სიაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 14 ნოემბრის N3--- განკარგულებით, შპს ,,ზ---ი’’ 2--- წლის 15 ნოემბრიდან დარეგისტრირდა შავს სიაში.

 

განკარგულებების თანახმად, შპს ,,ზ---ის’’ მიერ დაზუსტებული დოკუმენტაციის წარდგენის მომენტისთვის S----------- ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტებს - შპს ,,ზ---სა’’ და შპს ,,ს--------------ს’’ ჰყავდათ ერთი და იგივე დირექტორი. საგულისხმოა ისიც, რომ მათი სატენდერო წინადადება და ასევე შპს ,,ზ---ის’’ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია წარდგენილი იყო ერთი და იმავე IP მისამართებიდან. ამდენად, პრეტენდენტმა ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება - კერძოდ, დაარღვია აფიდავიტის პირობები, რის გამოც არსებობდა შპს „ს--------------ისა“ და შპს ,,ზ---ის’’ შავ სიაში რეგისტრირების წინაპირობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2--- წლის 13 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N3--- განკარგულება - ტომი 1, ს/ფ 104-106

- 2--- წლის 14 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N3--- განკარგულება - ტომი 1, ს/ფ 107-109

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია - ტომი 1, ს/ფ 468-469

 

4.1.10. 2018 წლის 17 დეკემბერს მომზადებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნის მიხედვით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი N1 დანართის მესამე გვერდზე არსებული დოკუმენტი არის სკანირებული ვერსია, რაც გულისხმობს რომ აღნიშნული წარდგენილი სახით არის ფოტო სურათი. ხოლო, აღნიშნულის რედაქტირება შესაძლებელია ფართო სპექტრით გავრცელებული - შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფებით. ასევე შესაძლებელია მითითებული დოკუმენტის მეორადი წყაროს კორექტირება, რადგან აღნიშნულის ვიზუალური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ იგი შეიცავს ტექსტურ ჩანაწერებს, რომელშიც მითითებული ინფორმაციის კორექტირება შესაძლებელია - ტექნიკური დოკუმენტების საწარმოო პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით. ხოლო, რაც შეეხება აღნიშნული დოკუმენტების პირველად წყაროს, სავარაუდოდ მითითებული წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელიც განთავსებულია შესაბამისი მონაცემთა ბაზის მაფუნქციონირებელ პროგრამულ უზრუნველყოფაში, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ აღნიშნულშიც შესაძლებელია მითითებული მონაცემების რედაქტირება - შესაბამისი ლეგიტიმაციით (პოლიტიკისა და რაცონალური შეზღუდვების მიხედვით) ან არალეგიტიმური მანიპულაციებით.

 

კონკრეტული მონაცემთა ბაზე(ებ)ის შემნახველ სერვერებზე განთავსებულია შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფ(ებ)ი, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა ბაზ(ებ)ის ფუნქციონირებას. აღნიშულ პროგრამულ უზრუნველყოფ(ებ)ს გააჩნიათ სხვადასხვა მანიპულაციების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი კონსოლები, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი ბრძან(ებ)ათა თანმიმდევრობით შესაძლებელია კონკრეტული სახის ინფორმაციის ფილტრაცია, რის შემდეგადაც - ხილული გახდება მხოლოდ კონკრეტული სამიზნე ჩანაწერები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 17 დეკემბერს მომზადებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნა - ტ.2, ს/ფ 3-12

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-----------------) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩასატარებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2--- წლის 06 სექტემბრის N4 სხდომის ოქმი, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2--- წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 13 ნოემბრის N3--- განკარგულება შპს ,,ს--------------ის’’ შავ სიაში რეგისტრირების შესახებ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 14 ნოემბრის N3--- განკარგულება შპს ,,ზ---ის’’ შავ სიაში რეგისტრირების შესახებ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნებთან.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა;დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. ამავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, ხოლო მეორე პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი პროცედურებით.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლი იძლევა ამ კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებას. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,შ” ქვეპუნქტის თანახმად, აფიდავიტი არის ამ კანონის მიზნებისთვის, წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე კანონის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი. ამავე აქტის მე-4 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია; გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა; დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა; ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა.

 

სასამართლო მიუთითებს ამავე წესის დანართზე N1, რომლითაც დამტკიცებულია აფიდავიტის ფორმა და პირობები, სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე აფიდავიტში მითითებულია, რომ: სატენდერო/საკონკურსო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე გამოცხადებულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტი ადასტურებს, მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით ჩემსა და კონკურენტს შორის არ წარმოებულა კონსულტაცია, კომუნიკაცია, შეთანხმება ან მოლაპარაკება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: სატენდერო/საკონკურსო წინადადების ფასი, მისი გამოთვლის მეთოდი, კოეფიციენტი ან ფორმულა; შესყიდვის ობიექტის ტექნიკური/ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაოდენობა/მოცულობა ან/და მიწოდების დეტალები, რომელთაც ეხება სატენდერო/საკონკურსო წინადადება; სატენდერო/საკონკურსო წინადადების წარდგენა/დაზუსტება ან წარდგენისგან/დაზუსტებისგან თავის შეკავება; ისეთი სატენდერო/საკონკურსო წინადადების/დაზუსტებული წინადადების წარდგენა, რომელიც არ აკმაყოფილებს სატენდერო/საკონკურსო პირობებს. ასევე ერთ-ერთი პუნქტი ჩამოყალიბებულია ,,ჩემ მიერ წარდგენილი წინადადება შემუშავებულია კონკურენტისგან დამოუკიდებლად’’, ასევე ტერმინი ,,კონკურენტი’’ აფიდავიტის მიზნებიდან გამომდინარე, გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც არის ან შესაძლებელია იყოს პრეტენდენტი ამ ტენდერში/კონკურსში. ასევე მითითებულია, რომ სატენდერო/საკონკურსო წინადადება ან მისი კომპონენტი პრეტენდენტს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გაუმჟღავნებია ან/და არ გაუმჟღავნებს კონკურენტს სატენდერო/საკონკურსო წინადადების (მისი შესაბამისი კომპონენტის) განსაჯაროების მომენტამდე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2--- წლის 09 აგვისტოს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა S----------- ტენდერი დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-------------------) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. მიწოდების ვადად განისაზღვრა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება - 199 680 ლარი. წინადადებების მიღება დაიწყო 2--- წლის 18 აგვისტოს და დასრულდა 2--- წლის 21 აგვისტოს. ასევე დადგენილია, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციული მართვის მოწყობილობის (R-----------------) სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2--- წლის 25 აგვისტოს N2 ოქმის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი: შპს ,,ს--------------ი’’, შპს ,,ზ---ი’’, შპს ,,მ----------–--’’.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ (მომზადების თარიღი: 30.08.2--- წელი 10:02 საათი) შპს ,,ზ---ი’’, ს/კ 4-------- რეგისტრირებულია 2011 წლის 06 სექტემბერს. 100% წილის მმართველი მესაკუთრე და ამასთან ერთად დირექტორი - მ-----–----------ე. ასევე დდგენილია, რომ ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ (მომზადების თარიღი: 25.08.2--- წელი) შპს ,,ს--------------ი’’, ს/კ 2-------- რეგისტრირებულია 2002 წლის 31 მაისს. 100% წილის მმართველი მესაკუთრე და ამასთან ერთად დირექტორი - მ-----–----------ე. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „ზ---მა“ 2--- წლის 30 აგვისტოს 20:09 და 21:10 საათზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ზ---ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვის ეტაპზე შპს „ზ---ის“ და შპს „ს--------------ის“ დირექტორს წარმოადგენდა ერთი და იგივე პიროვნება - მ-----–----------ე, მაშინ, როცა აფიდავიტის პირობების მიხედვით კონკურენტებს შორის მატერიალური გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით არ უნდა წარმოებულიყო კონსულტაცია, კომუნიკაცია, შეთანხმება ან მოლაპარაკება, მათ შორის სატენდერო წინადადების წარდგენის ან/და დაზუსტების შესახებ. ამასთან, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნულ ტენდერში შპს „ზ---ისა“ და შპს „ს--------------ის“ მიერ სატენდერო წინადადებები და ასავე შპს “ზ---ის“ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია წარდგენილია ერთი და იმავე IP მისამართიდან.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’ 32-ე მუხლით განსაზღვრულია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის წესები, რომლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-----------------) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩასატარებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2--- წლის 06 სექტემბრის N4 სხდომის ოქმი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 231-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვის პროცესში დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2--- წლის 11 სექტემბერს შპს ,,ზ---მა’’ და 2--- წლის 12 სექტემბერს შპს ,,ს--------------მა’’ S----------- ტენდერზე ადმინისტრაციული DIS1---------01, DIS1---------02 საჩივრებით მიმართეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვეს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ერთი ერთეული დისტანციური მართვის მოწყობილობის (---) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული S----------- ელექტრონული ტენდერის შერჩევა/შეფასება, 2--- წლის 06 სექტემბრის ,,დისტანციური მართვის მოწყობილობის (R-----------------) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩასატარებელი ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის N4 სხდომის ოქმის გაუქმება, რომლითაც შპს ,,ზ---ი’’ და შპს ,,ს--------------ი’’ იქნენ დისკვალიფიცირებულნი.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2--- წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით (შპს ,,ზ---ის“ მიერ წარდგენილ DIS1---------01 საჩივართან დაკავშირებით) შპს ,,ზ---ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2--- წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით (შპს ,,ს--------------ის“ მიერ წარდგენილ DIS1---------02 საჩივართან დაკავშირებით) შპს ,,ს--------------ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სადავო გადაწყვეტილებების მიხედვით, ირკვევა, რომ საბჭომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია აუქციონის გარეშე გამოცხადებული S----------- ელექტრონული ტენდერის პროცედურების მიმდინარეობის შესახებ, რომლის განხილვის შედეგადაც დაადგინა, რომ ზემოთ აღნიშნულ ტენდერში შპს ,,ზ---ისა’’ და შპს ,,ს--------------ის’’ მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებები და ასევე შპს ,,ზ---ის’’ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია წარდგენილი იყო ერთი და იმავე IP მისამართიდან. ასევე, შპს „ზ---ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვის ეტაპზე შპს „ზ---ის“ და შპს „ს--------------ის“ დირექტორს წარმოადგენდა ერთი და იგივე პიროვნება - მ-----–----------ე.

 

სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად - ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტის კეთილსინდისიერება განისაზღვრება მის მიერ, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობით და სატენდერო პირობებთან პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის რეალურობით. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველ ორგანიზაციას ზუსტი და ნამდვილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პრეტენდენტის შესახებ, რათა სწორად შეაფასოს თუ ვის მიანდოს სამუშაოთა შესრულება და პასუხისმგებელი იყოს მათზე, ხოლო მეორე მხრივ, პრეტენდენტმა ნამდვილი უპირატესობით უნდა მოიპოვოს გამარჯვება სხვა პრეტენდენტებთან მეტოქეობაში, რათა ჯანსაღი კონკურენცია იქნეს უზრუნველყოფილი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთმა პრეტენდენტმა შპს ,,ზ---მა’’ სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში 2--- წლის 30 აგვისტოს ატვირთა დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია. შპს ,,ზ---ისა’’ და შპს ,,ს--------------ის’’ მეწარმეთა და არასამეწარმეო (იურიდიული) პირების რეესტრიდან ამონაწერით თანახმად კი შპს ,,ზ---ის’’ მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვის დროისათვის ორივე პრეტენდენტის დირექტორს წარმოადგენდა - მ-----–----------ე და ასევე ზემოაღნიშნულ ტენდერში შპს „ზ---ისა“ და შპს „ს--------------ის“ მიერ სატენდერო წინადადებები და ასავე შპს “ზ---ის“ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია წარდგენილია ერთი და იმავე IP მისამართიდან.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2--- წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე ბრძანების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.

 

სასამართლო იზიარებს სააგენტოს პოზიციას, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინება აკმაყოფილებდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, სახეზე იყო პრეტენდენტების შავ სიაში დარეგისტრირების წინაპირობა და არ არსებობდა მათი შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძვლები, რადგან დგინდებოდა, რომ შპს „ზ---მა’’ და შპს ,,ს--------------მა’’ S----------- ელექტრონული ტენდერში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინეს არაკეთილსინდისიერი ქმედება.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელეების შპს ,,ზ---ისა’’ და შპს ,,ს--------------ის’’ მიერ არც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, არც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და არც სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე, სათანადო მტკიცებულება, რომელიც ზემოთ მითითებულ გარემოებებს და შესაბამის მტკიცებულებებს გააქარწყლებდა.

 

ამრიგად, შპს ,,ზ---მა’’ და შპს ,,ს--------------მა’’ შემსყიდველ ორგანიზაციის - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების მოპოვების მიზნით, დაარღვიეს აფიდავიტის პირობები, კერძოდ: შპს ,,ზ---ი’’ და შპს ,,ს--------------ი’’ წარმოადგენდნენ ერთმანეთის კონკურენტებს და შესაბამისად სატენდერო წინადადება გამჟღავნებული და კონკურენტისათვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი იყო მის გასაჯაროებამდე, რაც "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერ ქმედებად.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს კანონიერად მიაჩნია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 06 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილება, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2--- წლის 25 სექტემბრის DIS 1---------01 და DIS1---------02 გადაწყვეტილებები შპს ,,ზ---ისა“ და შპს ,,ს--------------ის’’ საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლო ასევე თვლის, რომ კანონიერია სახელწმიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 13 ნოემბრის N3--- და 2--- წლის 14 ნოემბრის N307 განკარგულებები შპს ,,ზ---ისა’’ და შპს ს--------------ის’’ შავ სიაში დარეგიტრირების თაობაზე.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ზ---ისა’’ და შპს ,,ს--------------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სატენდერო კომისიის 2--- წლის 06 სექტემბრის №4 ოქმის, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2--- წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 13 ნოემბრის N3---, ასევე 2--- წლის 14 ნოემბრის N3--- განკარგულებების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 24 ნოემბრის №3/6885-17 განჩინება, შპს ,,ს--------------ი” და შპს ,,ზ---ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 13 ნოემბრის N3--- და 2--- წლის 14 ნოემბრის N3--- განკარგულებების მოქმედების შეჩერებისა და მოპასუხე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის შპს ,,ს--------------ი” და შპს ,,ზ---ის’’ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრიდან (შავ სიიდან) ამოღების თაობაზე, ძალას კარგავს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

 

9. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, ხოლო იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ს--------------ის“ და შპს „ზ---ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 24 ნოემბრის №3/6885-17 განჩინება, შპს „ს--------------ის“ და შპს „ზ---ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2--- წლის 13 ნოემბრის №3--- და 2--- წლის 14 ნოემბრის N2--- განკარგულებების მოქმედების შეჩერებისა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის შპს „ს--------------ის“ და შპს „ზ---ის“ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრიდან (შავი სიიდან) ამოღების თაობაზე, ძალას კარგავს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი