განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2019
საქმის ნომერი
330100119002828255
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4---19

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-----–----–---–---,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ-–- თ----------ის ძე ღ-------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------–---------------------------------------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი, 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2018 წლის 2-------------, დილის დაახლოებით 08:00 საათზე ლ-–- ღ-------ე მივიდა ქ------–--–-----–--------------------------–-------------------ში, მეუღლის - მ------ ღ------–---–ის მშობლების ბინაში, სადაც მის მიერ ალკოჰოლური სასმელის ხშირი მიღების გამო მომხდარი შელაპარაკებისას, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მ------ ღ------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, თავის არეში ხელის დარტყმით სცემა, ასევე მოქაჩა თმებზე და ჩაათრია კორპუსის სადარბაზოს კიბეებზე, რის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 2-------------, დილის დაახლოებით 08:00 საათზე ლ-–- ღ-------ე მივიდა ქ------–--–-----–--------------------------–-------------------ში, მეუღლის - მ------ ღ------–---–ის მშობლების ბინაში, სადაც მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის დროს, მეუღლის დას - ნ----- ღ------–---–ს, რომელიც ცდილობდა მის გაშველებას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თავის არეში დაარტყა ხელი და მოქაჩა თმებზე, რის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 2-------------, დილის დაახლოებით 08:00 საათზე, ლ-–- ღ-------ე მივიდა ქ------–--–-----–--------------------------–---------ში, მეუღლის - მ------ ღ------–---–ის მშობლების ბინაში, სადაც მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტის დროს მ------ ღ------–----–ს წაართვა 200(ორასი) ლარად ღირებული „ჰ-------“ ფირმის მობილური ტელეფონი რომელიც იქვე ხელით გადატეხა, ესროლა კედელს და დააზიანა.

2018 წლის 2-------------, დილის დაახლოებით 08:00 საათზე ლ-–- ღ-------ე მივიდა ქ------–--–-----–--------------------------–------- კორპუსთან, საიდანაც ტელეფონით დაუკავშირდა მეუღლის მშობელს - ზ------ ღ------–---–ს და დაემუქრა მ------ ღ------–---–ის კუთვნილი ავტომობილის დაზიანებითა და განადგურებით. მუქარა ცნობილი გახდა მ------ ღ------–---–ისათვის, რომელსაც გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

 

ლ-–- ღ-------ემ სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია დაზარალებულთა მ------ ღ------–---–ისა და ნ----- ღ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეთა, ზ------ ღ------–---–ის, ხ------- ყ----–---, ნ---- შ----–---–ის, ლ--- დ--------–---–ის, ო----- კ------–--ის და ნ----- მ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ამოღების ოქმითა და ამოღებული ნივთით, დათვალიერების ოქმით, შემაკავებლი ორდერებით, სასაქონლო და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლ-–- ღ-------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით; მანვე, ჩაიდინა ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ - ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე, ჩაიდინა ოჯახის წევრის კუთვნილი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ქონების დაზიანების მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ლ-–- ღ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან (მეუღლესთან) და აგრძელებენ თანაცხოვრებას. ლ-–- ღ-------ეს პასუხისმგებლობას უმძიმებს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ-–- ღ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“პუნქტით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექქვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით -ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ლ-–- ღ-------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

 

ლ-–- ღ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 24 დეკემბრიდან - 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;

 

გაუქმდეს ლ-–- ღ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მის შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა;

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

 

ნივთიერი მტკიცებულება: - „ჰ-------“ ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/