განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2019
საქმის ნომერი
330100117001780982
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3---17

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- მ----–---,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ლ---------–--–---,ბრალდებული - მა-–---- შ--–--------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობა გაქარწყლებული, რეგისტრირებული თ---–------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისი, ა------------------------ში,კვალიფიკაცია : საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო: - მა-–---- შ--–--------ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გასაღების მიზნით შეიძინა ყალბი 16 800 აშშ დოლარი. მა-–---- შ--–--------ემ 2016 წლის 1-------------, აღნიშნული ყალბი აშშ დოლარების ნაწილი, ერთი ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა გაასაღა ჯ------ და რ----- ჩ------–---ებზე. 2016 წლის 1-------------- დაახლოებით 14:30 საათზე, თ---–--–-------------–-–-------–---------ში მდებარე რესტორან ,,თ----–-----ას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მა-–---- შ--–--------ემ დარჩენილი ყალბი 16 700 აშშ დოლარი გაასაღა ჯ------ ჩ------–---ზე და რ----- ჩ------–---ზე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.

 

რ----- ჩ------–---ის ჩვენებით: - მ–----–-----ზე ვაჭრობს ანტიკვარიატით. 2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, მას ძმამ ჯ------ ჩ------–---მა უთხრა, რომ გასაყიდი იყო 17 000 ყალბი დოლარი და თუ მოიძებნებოდა მყიდველი მისცემდა 50 %-ში საიდანაც მოგება თავადაც დარჩებოდათ. როცა ძმას ჰკითხა თუ ვის ჰქონდა ყალბი დოლარები, ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ,,სანდოა, შენც იცნობ, ჩემი ძმაკაცია“ და დაუსახელა მა-–---- შ--–--------ე.

 

ამავე ჩვენებით დგინდება, რომ მ–----–-----ზე შეხვდა ნაცნობ ს------- ტ----–-----–---–ს. მას თან ახლდა ე-–--- მ--------ი, რომლიც იმავე დღეს გაიცნო და დაინტერსედა ყალბი დოლარით. მოწმემ დაურეკა ჯ------ს და უთხრა მისთვის ნიმუშად ერთი ყალბი კუპიურა მიეტანა, რომ ის ე-–---ისათვის ეჩვენებინა.

 

1------------- ზემოთდასახელებული პირები ერთმანეთს ისევ შეხვდნენ რესტორან ,,თ----–-----აში“, სადაც ე-–---სა და ჯ------ს შორის საუბარი ეხებოდა ყალბი დოლრის შესაძენად შეთავაზებული პროცენტის დაკლებას. შეთანხმების შემდეგ ჯ------მა ე-–---ს უთხრა, რომ ფულს მოიტანდა და რესტორნის გარეთ გავიდა. როცა მისი ძმა უკან დაბრუნდა პარკში მოთავსებული ფული მაგიდაზე დადო. ე-–---მა გადაცემული ყალბი კუპირები დაითვალა და სანაცვლოდ ჯ------ს 7600 დოლარი გადასცა. პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც მათ კუპეში თანხის გადაცემისთანავე შევიდნენ, ჩხრეკის დასრულებისთანავე ისინი დააკავეს.

 

ჯ------ ჩ------–---ის ჩვენებით მა-–---- შ--–--------ეს იცნობს ორი წელია და მათ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. 2016 წლის 7------------, მასთან ოფისში მივიდა მა-–----ი და უთხრა, რომ ჰქონდა ყალბი 17 000 დოლარი და თუ დაეხმარებოდა თანხის გაესაღებაში, სარგებელს თვითონაც მიიღებდა. მეგობრის შეთავაზებას დათანხმდა და უთხრა, რომ პასუხს გააგებინებდა. მომდევნო დღეებში შეხვდა ძმას - რ----- ჩ------–---ს, გააცნო მა-–---- შ--–--------ის შეთავაზება და უთხრა, რომ კლიენტის პოვნის შემთხვევაში ისინიც მიიღებდნენ სარგებელს.

 

როცა დაურეკა ძმამ, რომ გამოჩნდა ყალბი დოლარების მყიდველი და ნიმუშად ერთი ცალის მიწოდება სთხოვა. თავის მხრივ მან დაურეკა მა-–---- შ--–--------ეს და უთხრა მისთვის მიეტანა ერთი ცალი 100 აშშ კუპიურა.

 

მა-–---- შ--–--------ის მიერ გადაცემული ერთი ცალი ყალბი დოლარი მ–----–-----ზე მიუტანა ძმას, რომელმაც შემდეგ უთხრა, რომ მყიდველი თანახმა იყო ეყიდა შეთავაზებული რაოდენობა. ამავე ჩვენებით ,,ხვალისთვის მზად იყავი, მობილიზება გაუკეთე თანხას, ხვალ შეგახვედრებ მყიდველსო“. 1------------- დაურეკა მისმა ძმამ და დღის 2 საათისთვის დაუთქვა შეხვედრის ადგილად ,,თ----–-----ა“. დაახლოებით სამ საათზე მივიდა მეორე დღეს რესტორანში. მას კუპეში დახვდა რ----- ჩ------–---ი, ს------- ტ----–-----–---–ი და ე-–--- მ--------ი. მათ შორის წარმოებული ვაჭრობის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ე-–--- მ--------ი 16 700 დოლარში, საიდანაც 100 დოლარი უკვე წინასწარ ჰქონდა გადაცემული ჰქონდა, ეს უკანასკნელი გადაიხდიდა 7 600 დოლარს.

 

მოლაპარაკების შემდეგ გავიდა გარეთ, დაურეკა მა-–---- შ--–--------ეს და უთხრა, რომ თანხა მიეტანა ,,თ----–-----ას“ მოპირდაპირე მხარეს. საუბრიდან დაახლოებით 15 წუთში ისევ გამოვიდა და გაჩერებასთან შეხვდა მა-–---- შ--–--------ეს რომელმაც მას გადასცა პაკეტში გახვეული თანხა, რაც ჯიბეში ჩაიდო და ისევ რესტორანში შებრუნდა. ყალბი კუპიურები გადასცა ე-–---ს, რომელმაც ადგილზე დაითვალა, რის შემდეგ მან ე-–---ისაგან მიიღო 7600 დოლარი. თანხის რეალიზაციიდან მცირე დროში პოლიციის თანამშრომლები შვიდნენ მათ კუპეში და ჩაატარეს ჩხრეკა.

ე-–--- მ--------ის ჩვენებით ემსახურება იმ ტურისტებს რომელთაც სურვილი აქვთ შეიძინონ ძველი სურათები და ანტიკვარული ნივთები. ამ მიზნით მ–----–-----ზე მისმა მეგობარმა ს------მ გააცნო რ----- ჩ------–---ი, რომლისგანაც შეიტყო, რომ გასაყიდი იყო ყალბი დოლარები და როცა უთხრა ნიმუშის სახით ეჩვენებინა ერთი ცალი კუპიურა, რ----- ჩ------–---მა თავის ძმას დაურეკა და ადგილზე მიატანინა.

 

გაათვიცნობიერა რა მოსლოდნელი შედეგი, დაუკავშირდა ფ---------- პოლიციის თანამსრომელს მ-----– გ-----ეს. სამმართველოში ის დასახელებული გარემოების შესახებ დაკითხეს, რის შემდეგ გამოძიებას წარუდგინა 100 დოლარიანი კუპიურა და გამოთქვა თანხმობა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილოების შესახებ.

 

შეხვედრა შედგა ო--------–აში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორან ,,თ----–-----აში“. მას თან ახლდა მისი მეგობარი ს-------. რ-----იმ გააცნო ჯ------ი და უთხრა, რომ იყო ყოფილი პოლიციელი. შეთანხმდნენ 45%-ზე, ჯ------მა ისინი დატოვა კუპეში, ხოლო როცა დაბრუნდა მას მიაწოდა პარკში გახვეული ფული რომელის დაითვალა და ნახა, რომ იყო 16 700 დოლარი და შემდეგ მან ამ უკანასკნელს გადასცა ოპერატიული მიზნებისათვის გამოყოფილი 7600 დოლარი. ფულის გადათვლის დასრულების შესახებ მობილურით აცნობა მ-----– გ-----ეს, რის შემდეგ მათ კუპეში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ჩაატარეს ჩხრეკა.

 

ს----------–-------------------------------------------------------------–---–--------------------–-------------------–-ს სამმართველოს გამომძიებლის მოწმე მ-----– გ-----ის ჩვენებით, 2016 წლის დეკემბერში მუშაობდა ფ---------------------------------------------------------------------------------------–---–--------------------–-------------------–---------------–--------------------------------------–---. 2016 წლის 1------------- დაუკავშირდა ე-–--- მ--------ი და როცა მასთან მივიდა, უთხრა, რომ შესაძენად 50%-ში სთავაზობდნენ ყალბ დოლარებს და მანვე აჩვენა წინასწარ გადაცემული ერთი 100 დოლარიანი კუპიურა. სპეციალური ამომცნობი აპარატით ფულის შემოწმებისას დარწმუნდა, რა მის სიყალბეში პატაკით მიმართა ხელმძღვანელს რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. იმავე დღეს დაიკითხა ე-–--- მ--------ი. ამ უაკანასკნელის განყოფილებაში ყოფნისას მოწმეს დაურეკა ზუსტად არ ახსოვს ერთ-ერთმა ჩ------–---მა და შეხვედრა დაუთქვა ო--------–აში მდებარე რესტორან ,,თ----–-----აში“. ე-–---ს შესთავაზა ოპერატიულ ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ, რაზეც მოწმისაგან მიიღო თანხმობა. როცა გასასვლელად ემზადებოდნენ, დამატებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ყალბი დოლარების რეალიზაციაში მონაწილეობდა ასევე ვინმე მა-–---- შ--–--------ე.

 

ორი მანქანით გაემართნენ დანიშნული ადგილისკენ; თვითონ, ლ-–- გ------–---–ი და გ------ი ტ-------ე იყვნენ T---------- ავტომანქანით, ხოლო მეორე - S-----ს მარკის ავტომანქანაში იჯდნენ თ-------ე ბ----–--–---–ი და ი-----–ი ჟ-----. ე-–--- მ--------ი და ს------- ტ----–-----–---–ი ,,თ----–-----აში“ შეხვდნენ რ----- და ჯ------ ჩ------–---ებს. მიმოწერა ჰქონდა ე-–--- მ--------თან და როცა მიიღო ინფორმაცია, რომ ჯ------ ჩ------–---მა დატოვა რესტორანი, მათ გარე პერიმეტრზე დაუწყეს ვიზულაური თვალთვალი, რომ ბრალდებული არ დაეკარგათ მხედველობის არედან. რ----- ჩ------–---ი შეხვდა მა-–---- შ--–--------ეს. ამ უკანასკნელმა გულის ჯიბიდან ამოიღო ოთხკუთხედი შეკვრის პარკი და გადასცა ჯ------ ჩ------–---ს. აღნიშნულის შემდეგ ჯ------ი გაემართა რესტორნისაკენ, ხოლო მა-–---- შ--–--------ემ მათ მანქანას გვერდით ჩაუარა და მოპირდაპირე მხარეს გადავიდა. როცა ე-–---ისგან მიიღო შეტყობინება, რომ ვალუტის რეალიზაცია მოხდა მისი თანამშრომლების მიერ მოხდა ბრალდებულტა დაკავება.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები განმარტა ლ-–- გ------–---–მა, მანვე დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა და განმარტა, რომ როცა დასრულდა ყალბი დოლარების რეალიზაცია მის მიერ დაკავებული იქნა მა-–---- შ--–--------ე.

 

თ-------ე ბ----–--–---–ის, ე-–------ დ------- და მ-------------–---–ის ჩვენებებით დადგენი-–--, რომ გამოძიების ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ამავე სისხლის სამართლის საქმეში და დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა.

 

გ------ი ტ-------ის ჩვენებით მისთვის ცნობი-–--, რომ ე-–--- მ--------ს საკონტროლო შესყიდვით უნდა შეეძინა ყალბი ფული. მანვე გამოძიების ინეტერესებიდან გამომდინარე P-------- მეშვეობით მოახდინა ჯ------ ჩ------–---ის, რ----- ჩ------–---ისა და მა-–---- შ--–--------ის იდენტიფიკაცია. ერთ ჯგუფში იყვნენ თვითონ, ლ-–- გ------–---–ი და მ-----– გ-----ე, ხოლო მეორეში კი თ-------ე ბ----–--–---–ი და ი-----–ი ჟ-----. შეხვედრა დაგეგმილი იყო ო--------–აში, რესტორან ,,თ----–-----აში“. იმავე ტერიტორიაზე გაჩერეს ავტომანქანები და ისინი უწყვეტად უყურებდნენ ,,თ----–-----ას“ შესასვლელს. ამავე ჩვენებით, ჯ------ ჩ------–---ი გამოვიდა რესტორნიდან, გადაკვეთა გზის სავალი ნაწილი და შეხვდა მა-–---- შ--–--------ეს. საუბრის დროს ამ უკანასკნელმა მოიღო ცელოფანში გახვეული მართკუთხედი ფორმის პაკეტი და გადასცა ჯ------ ჩ------–---ს.

 

მ-----– გ-----ეს „V----“-ით ჰქონდა კონტაქტი ე-–--- მ--------თან და როცა მოწმემ მას გამოუგზავნა შეტყობინება თანხის გადაცემაზე, ინფორმაციის მიღების შემდეგ ლ-–- გ------–---–ის მიერ დაკავებული იქნა მა-–---- შ--–--------ე.

 

წარმოებული გამოძიების თაობაზე სასამართლოს ჩვენება მისცა ს----------–-------------------------------------------------------------–---–--------------------–-------------------–-ს სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ი-–-- რ----–---–მა და განმარტა, რომ 2016 წლის 1------------- მ-----– გ-----ის პატაკის საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ ს------- ტ----–-----–---–ი და ე-–--- მ--------ი, რის შემდეგ ამ უკანასკნელმა გამოძიებას წარუდგინა ერთი ცალი ყალბი დოლარი. მას შემდეგ რაც ე-–--- მ--------მა გამოთქვა სურვილი მიეღო მონაწილეობა სს საქმეზე ოპერატიულ ღონისძიებაში, მოხდა ფულადი თანხის გამოტანა და საკონტროლო შესყიდვისთვის მისი კონვერტაცია.

 

შეხვედრა მოხდა ჯ------ და რ----- ჩ------–---ებთან გ---–--ას ქუჩაზე მდებარე ,,თ----–-----აში“. დაიგეგმა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და შეხვედრამდე ცნობილი გახდა ასევე, რომ ჩ------–---ებს კავშირი ჰქონდათ მა-–---- შ--–--------ესთან.

 

მოწმემ განმარტა რომ, საკონტოლი შესყიდვის შემდეგ განხორციელდა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მოხდა ფულადი კუპიურების გადათვლა და არცერთი კუპიურის მთლიანობა დარვეული არ ყოფილა, მხოლოდ ერთი კუპიურა იყო გადაკეცილ მდგომარებაში, რაც შემდეგ გასწორდა, დაილუქა და გაიგზავნა ექსპერტაზაზე.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 1------------- 14:41-13:45 საათამდე შუალდეში ე-–--- მ--------ის დაკითხვის შემდეგ დათვალიერდა მოწმის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი ერთი ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა.

ი-–-- რ----–---–ის შედგენილი ოქმით: - გამოთხოვილი ფულადი თანხის კონვერტაციის შესახებ, ს---------------------------------------------------------------------–-------------–-----------------–------------------–ოდან გამოყოფილი 23 100 (ოცდასამი ათას ასი) ლარიდან 23 077.5 ლარად შესყიდულ იქნა 8 500 აშშ დოლარი, დარჩენილი თანხა 22,5 ლარი შენახული იქნა ს----------–---------------------------------------------------------------------------------------------–---–--------------------–----------- ბრძოლის სამმართველოში.

ოქმით ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის შესახებ, ე-–--- მ--------ს გადაეცა ფულადი თანხა 8 500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

წარდგენილი ყალბი აშშ დოლარების დათვალიერების ოქმით, დათვალიერდა ე-–--- მ--------ის მიერ წარდგენილი 16 700 ყალბი აშშ დოლარი, რომელიც შედგება 1-- ყალბი აშშ დოლარიანი კუპიურისგან, რაც მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში.

 

დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის #1---/დტ დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ორი ცალი პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტის G--------- და G--------- მთლიანობა დარღვეული არ არის. #3--- პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ,,P---ს“ წარწერებიან ქაღალდში გადახვეული აშშ 100 დოლარიანი კუპიურები შემდეგი სერიითა და ნომრით: - H------------, K------------, H------------, H------------, H------------, H------------, C------------, C------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, C------------, H------------, K------------, C------------, H------------, C------------, H------------, C------------, H------------, H------------, C------------, H------------, C------------, H------------, H------------, K------------, H------------, C------------, H------------, C------------, H------------, H------------, K------------, C------------, H------------, H------------, H------------, H------------, C------------, H------------, H------------, H------------, C------------, K------------, H------------, H------------, H------------, C------------, C------------, H------------, H------------, H------------, C------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, K------------, H------------, C------------, C------------, H------------, C------------, K------------, H------------, H------------, C------------, H------------, H------------, H------------, K------------, H------------, H------------, C------------, H------------, H------------, H------------, H------------, C------------, K------------, H------------, K------------, C------------, H-----------, H------------, C------------, H------------, C------------, H------------, H------------, K------------, C-----------, C------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, C------------, H------------, H------------, K------------, C------------, C------------, C------------, K------------, K------------, H------------, H------------, H------------, C------------, C------------, H------------, H------------, H------------, C------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, C------------, H------------, H------------, H------------, C------------, K------------, K------------, C------------, H------------, H------------, H------------, H------------, C------------, C------------, C------------, H------------, C------------, H------------, H------------, H------------, H------------, H------------, K------------, H------------, C------------, C------------, H------------, C------------, H------------, C------------, - სულ 1--, ხოლო #3--- პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი 100 დოლარიანი კუპიურა H------------. დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 1-- ცალი აშშ 100 დოლარიანი კუპიურა დამზადებულია სტამბური წესით, თუმცა არ შეესაბამება აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ ანალოგიური ღირებულების მქონე კუპიურებს.დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----ა გ------–--ლმა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თბილისში, გ---–---------ში დათვალიერდა რესტორან ,,თ----–-----ას“ შენობის გარე ფასადები, რომლის დროსაც ნანახი იქნა, რომ ცენტრალური შესასვლელის კარები კონტროლდება სათვალთვალო ვიდეო კამერით. იმავე მისამართით. რესტორნის მარჯვნივ განთავსებულია სასტუმრო ,,ა--------------–-----“. რომლის ცენტრალური შესასვლელი და გზის ნაწილი კონტროლდება ვიდეოკამერით. ასევე, თბილისში, გ---–---------ის მიმდებარე მხარეს განთავსებულია ე.წ. ,,კ--------–-----“ (ტოტალიზატორი და გასართობის ცენტრი), რომელთაგან ტოტალიზატორის დათვალიერებით (გარე ფასადის) აღმოჩნდა, რომ მას აქვს ორი სათვალთვალო ვიდეოკამერა. ხოლო ,,გასართობი ცენტრის“ გარე ფასადის დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ აქვს რამდენიმე სათვალთვალო კამერა, რომელიც აკონტროლებს გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ასევე ,,გასართობი ცენტის“ წინ ტერიტირიას. ამავე მისამართზე ასევე დათვალიერდა ,,-–-----------“ გარე ფასადი, სადაც აღმოჩნდა, რომ მას გააჩნია ორი სათვალთვალო ვიდეოკამერა, რომელიც აკონტროლებს გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს.

,,კ--------–-----ს“ გარე პერიმეტრის ვიდეოჩანაწერით, რომელიც მოიცავს 2016 წლის 17 დეკემბრის 14:30 საათიდან 16:10 საათამდე დროს, დადგინდა, რომ 01:33:01 ჩანაწერზე ავტომანქანების სარეკლამო აბრა „თ---–------“ გვერდზე ჩნდება ორი პიროვნება და გადაადგილდებიან გ---–--------------------------------–-- ქუჩისკენ და დაახლოებით 20-25 მეტრში შედიან მარცხნივ გასართობ ცენტრ „კ--------–-----საკენ“. ისინი ჩერდებიან შავი ფერის ჯიპის ტიპის მანქანასთან, რა დროსაც, კადრის პირდაპირ ყურებისას მარჯვნივ მდგომი პიროვნება ქურთუკის შიდა ჯიბიდან იღებს რაღაც ნივთს და გადასცემს მეორე პიროვნებას. ორივე პიროვნება არის სრული აღნაგობის მამაკაცი, რომელთაგან კადრის პირდაპირ ყურებისას მარცხნივ მდგომ მამაკაცს აცვია ღია ფერის ქურთუკი და ახურავს ოვალური ფორმის ქუდი, ხოლო მეორე მამაკაცს აცვია მუქი ფერის ქურთუკი და ახურავს კეპის ფორმის ქუდი. ისინი 01:34:00 ჩანაწერზე შორდებიან ხსენებულ ჯიპის ტიპის მანქანას და მათგან ერთ-ერთი მიემართება გ---–-------------------------–--------- მიმართულებით, ხოლო მეორე ვ-----–-----------ე აგრძელებს მოძრაობას სანაპიროს მიმართულებით.

მა-–---- შ--–--------ის კუთვნილი ტელეფონის ნომრის 5---------- და ჯ------ ჩ------–---ის მობილური ტელეფონის ნომრის 5---------- 2016 წლის 6 დეკემბრიდან 2016 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების ნუსხის დათვალიერებით დგინდება, რომ ზემოთდასახელებულ პირებს აქვთ 42 სატელეფონი კავშირი; მათ შორის 2016 წლის 1------------- ჯ------ ჩ------–---მა მა-–---- მ--–--------ეს დაურეკა 4-ჯერ, ხოლო მა-–---- შ--–--------ემ ჯ------ ჩ------–---ს დაურეკა 6-ჯერ. ბოლო შემავალი და გამავალი ორი ზარის ადგილმდებარეობად დაფიქსირებულია თბილისი, ო--------–-------------------, კერძოდ, 15:56 საათზე ურეკავს მა-–---- შ--–--------ე, ხოლო 15:57 საათზე - ჯ------ ჩ------–---ი.

ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო ბარათის თანახმად:- ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერით რომელიც მიმდეინარეობდა 2016 წლის 1------------- 14:28:27 საათიდან იმავე დრის 16:10:51 სააათის ინტერვალში დადგენილია, რომ რესტორან „თ----–-----აში“ ერთმანეთს შეხვდნენ ე-–--- მ--------ი ს------- ტ----–-----–---–ი, რ----- ჩ------–---ი და ჯ------ ჩ------–---ი. საუბარი, რომელშიც ძირითადად მონაწილეობენ რ-----, ჯ------ ჩ------–---ები და ე-–--- მ--------ი ეხება სხვადასხვა თემებს, მათ შორის ოქროს და ხატებს. ზემოთდასახელებული პირები საუბრობენ ასევე ამერიკულ დოლარზე და როცა თანხმდებიან თანხის 45%-ში შეძენას, ჯ------ ჩ------–---ი გადის კუპიდან და უკან დაბრუნებისას მაგიდაზე დებს პარკში მოთავსებულ ფულს. ამავე დოკუმენტით დადაგენილია, რომ ე-–--- მ--------ი ფულადი თანხის გადათვლის შემდეგ აფიქსირებს, რომ არის 16 700 ოდენობის კუპიურა რის შემდეგ ეს უკანასკნელი თავად იღებს ჯიბიდან ას დოლარიანებს და ჯ------ს აწვდის 7600 აშშ დოლარს.

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებათა ოქმები, ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ნივთიერი მტკიცებულებები და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------- განაჩენი.

 

ბრალდებულმა მა-–---- შ--–--------ემ განმარტა, რომ ჯ------ ჩ------–---ს იცნობს 2014 წლიდან და აქვს მეგობრული ურთიერთობა. 2016 წლის 1------------- დაუკავშირდა ჯ------ი და სთხოვა ესესხებინა 100 დოლარი. შეხვედრისას უთხრა, რომ სარფიანი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი რაშიც დამატებით სჭირდებოდა რამდენიმე ათასი დოლარი და თუ ასესხებდა ფულს მას სარგებლის გარეშე არ დატოვებდა. ბრალდებულმა უთხრა, რომ დაფიქრდებოდა და თუ მიიღებდა გადაწყვეტილებას მეგობარს მეორე დღეს აცნობებდა. იმავე წლის 1-------------- შუადღისას, მას დაურეკა ჯ------ ჩ------–---მა და უთხრა თანხა მისთვის დათქმულ ადგილზე მიეტანა. საუბრიდან მოკლე დროში, ო--------–-–----------------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე ამ უკანასკნელს გადასცა აშშ-ს დოლარები. შეხვედრიდან დაახლოებით 5 წუთში ის დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. ბრალდებულმა უარყო დანაშაულის ჩადენა და ითხოვა გამართლება.

დაცვის მახრემ დასკვნით სიტყვაში მიმოიხლა რა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ისინი მოპოვებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით და სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს ჩ------–---ების ჩვენებები რადგან მათ საპროცესო შეთანხმების გაფორმებით მიიღეს რა სასურველი სასჯელი ითანამშრომლეს ლ---- შ--–--------ეზე გამოძიებასთან, სასამართლოში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ამასთან, ყველა მტკიცებულება ექვემდებარება დასაშვებობის სარწმუნოობისა და რელ----ტურობის ტესტზე თანაბარ შემოწმებას.

 

ფულადი ნიშნების გაყალბებასთან ბრძოლის შესახებ 1929 წლის 20 აპრილის კონვენციის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოებმა პასუხისმგებლობა დაადგინეს ამ ქვეყნების მიმოქცევაში არსებული ფულის გაყალბებისთვის.

 

ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება გამოიხატება ყალბი ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღებაში.

 

ვალუტა გაყალბებულად ჩაითვლება თუ ფორმით, ზომით, ფერითა და სხვა რეკვიზიტებით არსებითად ჰგავს ორიგინალს, ე.ი. მიმოქცევაში მყოფ ფულს, ფასიან ქაღალდს ან ვალუტას; შეძენა გულისხმობს ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის მოპოვებას სხვადასხვა გზით, ხოლო გასაღება მათ მიმოქცევაში გაშვებას, ე.ი. გამოყენებას როგორც ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ისე ქონებრივი უფლებების უშუალოდ განხორციელებაში, აგრეთვე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისათვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ.

 

ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის გასაღება დამთავრებული დანაშაულია მისი ერთჯერადი გამოყენების ან გადაცემის მომენტიდან, ე.ი. დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და შეიძლება ჩადენილი იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

 

გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, რასაც არც თავად ბრალდებული მა-–---- შ--–--------ე უარყოფს, სასამართლო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 1------------- მან ჯ------ ჩ------–---ს გადასცა ერთი 100 დოლარიანი. ჯ------ ჩ------–---მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ზემოხსენებულ შეხვედრაზე განმარტა, რომ ბრალდებულის მიერ გადაცემული ყალბი ფული მან იმავე დღეს თავის მხრივ გადასცა ძმას იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელს ეჩვენებინა ე-–--- მ--------ისათვის რომელმაც მისი შეძენის სურვილი გამოთქვა. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სხდომაზე დაკითხულმა რ----- ჩ------–---მა და ე-–--- მ--------მა. მა-–---- შ--–--------ემ არც 17 დეკემბრის შეხვედრა უარყო და დააადასტურა, რომ მან სარფიანი გარიგებისათვის ფულადი თანხა გადასცა ჯ------ს ო--------–ის ა-----------–ის მიმდებარე ტრიტორიზე, რის შემდეგ ის მალევე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

დასახელებული ფაქტი, რომ მა-–---- შ--–--------ემ ჯ------ს გადასცა არა უბრალდ სესხად არამედ გასასაღებლად ყალბი კუპიურები დაადასტურებული იქნა არა მარტო ჯ------ ჩ------–---ის, რ----- ჩ------–---ის და ე-–--- მ--------ის ჩვენებებით, ასევე დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით.

 

პოლციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ თვალყურს ადევნებდნენ საკონტროლო შესყიდვის პროცესს და მათ თვალნათლივ დაინახეს თუ როგორ გადასცა ბრალდებულმა კონვერტი ჯ------ ჩ------–---ს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ბრალდებამ ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ყალბი დოლარების გასღების ფაქტთან დაკავშირებით გამოიკვლია ის წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები რომელიც განაჩენის აღწერილობით ნაწილშია მითითებული.

 

დაცვის მხარის მოტივაციას, რომ სასამარლო არ უნდა დაეყრდნოს იმ პირთა განთქმით ჩვენებას, რომელსაც ამოძრავებდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზანი სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაცვლიშვილისა და ტოგონიძის საქმეზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, პარ. 90) აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Slavcho Kostov v. Bulgaria, პარ. 17; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ruciński v. Poland, პარ. 12.) და რომ ამ პროცესში არაფერია შეუსაბამო კონვენციის მოთხოვნებთან.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე დაცვის მხარის მითითებას, რომ ე-–--- მ--------ი იყო გამოცდილი აგენტი, რომელმაც ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენა მისი ჩვენების სანდოობა. სასამართლო ზემოარნიშნულზე განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უპირველეს ყოვლისა ინტერესდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე, ჰქონდათ თუ არა სახელმწიფო ორგანოებს განმცხადებლის მიმართ ეჭვის სათანადო საფუძვლები. ასეთად კი განიხილება განმცხადებლის დანაშაულებრივი წინასწარგანწყობის ან მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების დაწყების დამადასტურებელი, შემოწმებული და დოკუმენტირებული მტკიცებულებები. საგამოძიებო ღონისძიებათა მსვლელობისას, სახელმწიფოს წარმომადგენლები უნდა მოქმედებდნენ არსებითად პასიურად და არ ახდენდნენ სუბიექტზე მაპროვოცირებელ თუ წამაქეზებელ გავლენას. მე-6 მუხლის მიზნებისათვის, სტრასბურგის სასამართლო, როგორც წესი იკვლევს სახელმწიფოს წარმომადგენლები „შეუერთდნენ“ განმცხადებლის მიერ დაწყებულ დანაშაულებრივ ქმედებას თუ გახდნენ დანაშაულის ჩადენის ინიციატორები.

 

საქმეზე Sequeira Portugal წინააღმდეგ გან. №73557/01, 06.05.2003, სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩაერთვნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა დანაშაულის მომზადება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონდა.

 

რაც შეეხება მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საკითხს მომასამრთლე წყვეტს წინასასამართლო სხდომაზე. სსსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია. იმავე სხდომაზე მოსამართლის მიერ მოწმდება, თუ რამდენად არსებითად დაირღვა მტკიცებულების მოპოვებისას კანონი და პროცესის მონაწილის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ან კონსტიტუციით გარანტირებული რომელიმე უფლება.

 

როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევით არ შელახულა პროცესის მონაწილეთა უფლებები, მაშინ კანონდარღვევას ყოველთვის შედეგად არ უნდა მოჰყვეს მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა. როდესაც მტკიცებულების მოპოვების დროს კანონდარღვევა უმნიშვნელოა და არსებითად არ ლახავს ბრალდებულის ან პროცესის რომელიმე მონაწილის ფუნადამენტურ უფლებებს, მაშინ სამართლებრივ სახელმწიფოში მიუღებელია, რომ ამ მიზეზით მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის გამო ხელი შეეშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და ამით შეფერხდეს დამნაშავისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ მტკიცებულებებს, გადალახული აქვთ ის სავალდებულო სტანდარტი რაც კანონით არის დაწესებული, ისინი მიჩნეული არიან დასაშვებ მტკიცებულებად და არც არსებითი განხილვის სხდომაზე არ გამოკლეულა ახალი არსებითი გარემოება რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ მა-–---- შ--–--------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს და მიაჩნია, რომ უტყუარად დასტურდება მა-–---- შ--–--------ის მიერ ფ---------- სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ყალბი ფასიანი ქაღალდის შეძენა გასაღების მიზნით და გასაღება.

 

საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ყალბი საბანკო ბილეთი, ლითონის მონეტა ან ფასიანი ქაღალდი, რომლის რაოდენობრივი მაჩვენებელი აღემატება ათი ათას ლარს.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ მა-–---- შ--–--------ემ შეიძინა და გაასაღა 16 700 ყალბი აშშ დოლარი. შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება, გამოხატული დიდ ოდენობაში.

 

სასამართლო თვლის, რომ გამოძიების მიერ მა-–---- შ--–--------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ პუნქტით - დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა გასაღების მიზნით და გასაღებაში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის ქმედების შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას და მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ აფრთხის წინაშე დადგა ქვეყნის ფულად საკრედიტო სისტემა, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, რომ მისით დაიწყო აღნიშნული დანაშაულებივი ქმედების ფორმულირება, რაც შემდომში ჯგუფურ დანაშაულში გადაიზარდა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო, აგრეთვე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მა-–---- შ--–--------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც ბრალდებულის პიროვნებას, ასევე, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და შედეგს. რა დროსაც მხედველობაში იღებს რა სასამართლო დანაშაულის ფორმალურ ხასიათს, აღნიშნავს, რომ არა კონკრეტული პირის (პირების) და საგამოძიებო ორგანოს ჩართულობის გარეშე შესაძლო იყო მიმქცევაში გასულიყო ყალბი ვალუტა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მა-–---- შ--–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის ვადით;

 

მა-–---- შ--–--------ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 8 თებერვლიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 17 დეკემბრიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;

 

გაუქმდეს მა-–---- შ--–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 20---–-–----------------- #------- განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ მა-–---- შ--–--------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს მც-----–----------–--–--–----------–------- ტერიტორიაზე, საკადასტრო კოდით 7-------------

 

ნივთიერი მტკიცებულებები: - 1-- ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა განადგურდეს, დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო პასპორტი და პირადობის მოწმობა, დაუბრუნდეს მა-–---- შ--–--------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე /