გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.12.2018
საქმის ნომერი
330310018002729995
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7247-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - ა-–---------–-------–----------–----–--------------ი

წარმომადგენელი - შ--–------------ე

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–ი

 

თარჯიმანი - ვ--------------–-–---–ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის N1--------- გადაწყვეტილება, ა-–---------–-------–----------–----–--------------ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

 

1.2. დაევალოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც განხილული იქნება მოსარჩელის განცხადება მისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 12 ოქტომბერს ე---------------------------–--ის მოქალაქე ა-–---------–-------–----------–----–--------------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ა-–---------–-------–----------–----–--------------ის 2018 წლის 12 ოქტომბერის განცხადება - ს/ფ 34-37

 

3.1.2. მოსარჩელე ა-–---------–-------–----------–----–--------------ს გადაეცა სამენოვანი სამახსოვრო ბარათი, რომელიც შეიცავს მითითებას დაინტერესებული პირის ვალდებულებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ყველა ინფორმაცია უნდა მიიღოს ინტერნეტ გვერდზე და .

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სამენოვანი სამახსოვრო ბარათი - ს/ფ 38-39.

 

3.1.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბერს №1---------/7 წერილით ა-–---------–-------–----------–----–--------------ს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამდენად, მოთხოვნილი იქნა საქართველოში შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, ინდივიდუალური მეწარმე "ა-–---------–-------–----------–----–--------------ის" სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (კომპანიის საბანკო ბრუნვების, ხელფასების ჩარიცხვის, გადასახადების გადახდის, დეკლარაციების წარმოდგენის, საბაჟო ოპერაციების, ანგარიშფაქტურების, ზედნადებების გამოწერა/მიღების ან/და სხვა დოკუმენტები სამეწარმეო საქმიანობის დასადასტურებლად) აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 24 ოქტომბრამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბერის №1---------/7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2018 წლის 16 ოქტომბერი.

 

2018 წლის 19 ოქტომბერს ა-–---------–-------–----------–----–--------------მა მიმართა განცხადებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა მტკიცებულებები - 2018 წლის 18 ოქტომბერს ბუღალტრის მიერ გაცემული ცნობა N4, დეკლარაცია, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომ ი/მ ა-–---------–-------–----------–----–--------------ი 01.01.2018-18.10.2018 წლის ჩათვლით ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეადგენს 13 466.00 ლარს, ასევე 2018 წლის 23 ოქტომბერს ა-–---------–-------–----------–----–--------------მა მიმართა განცხადებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა მტკიცებულებები - 2018 წლის 22 ოქტომბერს სს "თ-----------დან" გაცემული ცნობა N3--------- და 2018 წლის 12 ოქტომბერის სს"თ-----------დან" გაცემული ცნობა N1----------.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბერს №1---------/7 წერილი - ს/ფ 62.

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის უ----------------–-------–--------–---–-ს 2018 წლის 13 დეკემბრის წერილი N0-------- - ს/ფ 98.

- 2018 წლის 19 ოქტომბერის ა-–---------–-------–----------–----–--------------ის განცხადება ს/ფ47-52

- 2018 წლის 23 ოქტომბერის ა-–---------–-------–----------–----–--------------ის განცხადება - ს/ფ42-45.

 

3.1.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის N1--------- გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განუხილველად იქნა დატოვებული - ა-–---------–-------–----------–----–--------------ის 2018 წლის 16 ოქტომბრის N1--------- განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის N1---------გადაწყვეტილება - ს/ფ 15-16.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–---------–-------–----------–----–--------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის N1--------- გადაწყვეტილებას, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული - ა-–---------–-------–----------–----–--------------ის 2018 წლის 16 ოქტომბრის N1--------- განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.

 

”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა, გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თავისუფალი პროფესიის ადამიანმა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (ცნობა პროფესიული გაერთიანებიდან ან განათლების დამადასტურებელი ცნობა (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა); ე) ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე რიცხულ თანხას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ვ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე უცხოელის რეკომენდაცია, პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ უცხოელის მიერ საქართველოში საქმიანობის განხორციელების მიზნით, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე; ზ) ფოტოსურათი, ზომით 3/4; თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს ე---------------------------–--ის მოქალაქე ა-–---------–-------–----------–----–--------------მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბერს №1---------/7 წერილით ა-–---------–-------–----------–----–--------------ს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამდენად, მოთხოვნილი იქნა საქართველოში შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, ინდივიდუალური მეწარმე "ა-–---------–-------–----------–----–--------------ის სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (კომპანიის საბანკო ბრუნვების, ხელფასების ჩარიცხვის, გადასახადების გადახდის,დეკლარაციების წარმოდგენის, საბაჟო ოპერაციების, ანგარიშფაქტურების, ზედნადებების გამოწერა/მიღების ან/და სხვა დოკუმენტები სამეწარმეო საქმიანობის დასადასტურებლად) აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 24 ოქტომბრამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბერის №1---------/7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2018 წლის 16 ოქტომბერი.

 

6.3. განცხადების განუხილველად დატოვების შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.

 

”უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა-–---------–-------–----------–----–--------------ის, ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების რეგისტრაციისას გადაეცა სამახსოვრო ბარათი, აღნიშნულ ბარათზე ფიქსირდება მოსარჩელის ხელმოწერა - ”ჩავიბარე, ვეთანხმები”. აღნიშნულ სამახსოვრო ბარათში მითითებულია ის ინტერნეტ გვერდები, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია მის განაცხადთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბერს №1---------/7 წერილით ა-–---------–-------–----------–----–--------------ს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამდენად, მოთხოვნილი იქნა საქართველოში შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენი კერძოდ ინდივიდუალური მეწარმე "ა-–---------–-------–----------–----–--------------ის" სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (კომპანიის საბანკო ბრუნვების, ხელფასების ჩარიცხვის, გადასახადების გადახდის,დეკლარაციების წარმოდგენის, საბაჟო ოპერაციების, ანგარიშფაქტურების, ზედნადებების გამოწერა/მიღების ან/და სხვა დოკუმენტები სამეწარმეო საქმიანობის დასადასტურებლად) აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2018 წლის 24 ოქტომბრამდე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბერის №1---------/7 წერილი აიტვირთა სააგენტოს ვებგვერდზე 2018 წლის 16 ოქტომბერი.

 

მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ა-–---------–-------–----------–----–--------------ის განცხადება შრომითი ბინადრობის მოპოვების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დადგენილ ვადაში განცხადების ავტორის მიერ არ იქნა წარდგენილი ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების მე-3 მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმეტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ა-–---------–-------–----------–----–--------------ს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოსთვის მიმართული ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე, თუმცაღა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 16 ოქტომბერს №1---------/7 წერილით ა-–---------–-------–----------–----–--------------ს ეცნობა, რომ წარმოსადგენი ჰქონდა ინდივიდუალური მეწარმე "ა-–---------–-------–----------–----–--------------ის" სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები და არა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე მომართვის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 24 ოქტომბრის N1--------- გადაწყვეტილება დააფუძნებულია იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განუხილველად იქნა დატოვებული - ა-–---------–-------–----------–----–--------------ის 2018 წლის 16 ოქტომბრის N1--------- განცხადება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ხოლო ხარვეზი კი მოსარჩელეს დაუდგინდა ინდივიდუალური მეწარმე "ა-–---------–-------–----------–----–--------------ის" სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოსადგენად, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა მოთხოვნილი ხარვეზის დადგენის ეტაპზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი დაფუძნებულია ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის N1--------- გადაწყვეტილება ა-–---------–-------–----------–----–--------------ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ 2018 წლის 16 ოქტომბრის N1--------- განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე და უნდა დაევალოს მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

ამდენად, მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია მოსარჩელე ა-–---------–-------–----------–----–--------------ს აუნაზღაუროს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა-–---------–-------–----------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის N1--------- გადაწყვეტილება ა-–---------–-------–----------–----–--------------ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე და დაევალოს მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ა-–---------–-------–----------–----–--------------თან მიმართებაში.

 

3. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, დაეკისროს მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოსარჩელე ა-–---------–-------–----------–----–--------------ის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი