გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე #2/31390-18
14 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე
მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი”
წარმომადგენელი სა---------------–---–ი
მოპასუხე წარმომადგენლები: შპს ,,სპ--------------ი" რა–------------–---–ი, ალ-----------------------–ი
სარჩელის დავის საგანი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 36 110,89 ევროს გადახდის დაკისრება; 1.2. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 831 188,26 ევროს გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 419 826,75 ევროს გადახდის დაკისრება; 1.4. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - ყოველდღიურად 10,39 ევროს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.5. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს -ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 493,92 ევროს გადახდის დაკისრება 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.6. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 10 477,13 ევროს გადახდის დაკისრება; 1.7. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 388 749,65 ევროს გადახდის დაკისრება; 1.8. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 166 426,64 ევროს გადახდის დაკისრება; 1.9. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - ყოველდღიურად 2,59 ევროს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.10. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 195,79 ევროს გადახდის დაკისრება 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.11. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 4 485,02 ევროს გადახდის დაკისრება; 1.12. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 70 279,62 ევროს გადახდის დაკისრება; 1.13. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 20 063,28 ევროს გადახდის დაკისრება; 1.14. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - ყოველდღიურად 1,17 ევროს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.15. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 38,62 ევროს გადახდის დაკისრება 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.16. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 8 990,94 ევროს გადახდის დაკისრება; 1.17. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 137 431 ევროს გადახდის დაკისრება; 1.18. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 37 905,11 ევროს გადახდის დაკისრება; 1.19. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - ყოველდღიურად 2,34 ევროს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.20. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 75,62 ევროს გადახდის დაკისრება 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 212-214) სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 28 ივნისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სპ--------------ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით; კრედიტის თანხა - 3 490 000 ევრო, ხელშეკრულების ვადა - 2016 წლის 27 ივნისამდე, სარგებელი - წლიური 10,5%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 21% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 28 ივნისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,Sa-------t"-ს შორის გაფორმდა #1-------- გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს ,,Sa-------t"-ის ანაბარზე განთავსებული თანხა. 2013 წლის 20 სექტემბერს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სპ--------------ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით; კრედიტის თანხა - 1 990 000 ევრო, ხელშეკრულების ვადა - 2016 წლის 27 ივნისამდე, სარგებელი - წლიური 9%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 18% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 20 სექტემბერს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,Sa-------t"-ს შორის გაფორმდა #C----------- გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს ,,Sa-------t"-ის ანაბარზე განთავსებული თანხა. 2014 წლის 26 ივნისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სპ--------------ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით; კრედიტის თანხა - 497 000 ევრო, ხელშეკრულების ვადა - 2017 წლის 20 ივნისამდე, სარგებელი - წლიური 9,5%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 19% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 26 ივნისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,Sa-------t"-ს შორის გაფორმდა #C----------- გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს ,,Sa-------t"-ის ანაბარზე განთავსებული თანხა. 2014 წლის 16 ივლისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სპ--------------ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით; კრედიტის თანხა - 994 000 ევრო, ხელშეკრულების ვადა - 2017 წლის 15 ივლისამდე, სარგებელი - წლიური 9,5%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 19% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 16 ივლისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,Sa-------t"-ს შორის გაფორმდა #C----------- გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს ,,Sa-------t"-ის ანაბარზე განთავსებული თანხა. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების 3.2.4. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებელი) დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დანართების ჩათვლით მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების 4.3.2. პუნქტის თანახმად, თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზე, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს). მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების თანახმად, ხელშეკრულების ვადის განმავლობაში მოპასუხე ყოველთვიურად იხდიდა საპროცენტო სარგებლის ნაწილს, ხოლო სესხის ძირითადი თანხის და დარჩენილი საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების ვადის ბოლოს. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ: 1) 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიური შენატანის გადახდა შეწყვიტა 2015 წლის 27 ნოემბრიდან; 2) 2013 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიური შენატანის გადახდა შეწყვიტა 2016 წლის 24 თებერვლიდან; 3) 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიური შენატანის გადახდა შეწყვიტა 2015 წლის 20 ნოემბრიდან; 4) 2014 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიური შენატანის გადახდა შეწყვიტა 2015 წლის 14 დეკემბრიდან. მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელემ, 2016 წლის 20 ივნისს, გირავნობის საგნების გამოყენებით დაფარა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილი. 2016 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, თითოეული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დავალიანება აღემატებოდა დაგირავებულ ფულად სახსრებს, რის გამოც დარჩენილ სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას დაერიცხა საპროცენტო სარგებელი, ხოლო სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანებას დაერიცხა პირგასამტეხლო. 2018 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს ,,სპ--------------ის" დავალიანება სს ,,სა---------–--------ის" მიმართ: 1) 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1 287 125,9 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 36 110,89 ევრო, პროცენტი - 831 188,26 ევრო და პირგასამტეხლო - 419 826,75 ევრო; 2) 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 565 653,42 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 10 477,13 ევრო, პროცენტი - 388 749,65 ევრო და პირგასამტეხლო - 166 426,64 ევრო; 3) 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 94 827,92 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 4 485,02 ევრო, პროცენტი - 70 279,62 ევრო და პირგასამტეხლო - 20 063,28 ევრო; 4) 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 184 327,05 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 8 990,94 ევრო, პროცენტი - 137 431 ევრო და პირგასამტეხლო - 37 905,11 ევრო. (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 204-214, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, იხ. ტომი 2, ს.ფ. 119-124, იხ. 2019 წლის 29 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შპს ,,სპ--------------ი" სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სპ--------------ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ოთხი ხელშეკრულება და შესაბამისად გაცემული იქნა ოთხი საბანკო კრედიტი. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნები უზრუნველყოფილი იქნა მესამე პირის მიერ სს ,,სა---------–--------ში" გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოპასუხე კეთილსინდისიერად ასრულებდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს და ყოველთვიურად იხდიდა თანხას. შესაბამისად, ვალდებულების ნაწილი მსესხებლის მიერ შესრულებული იქნა. ბანკის მიერ გირავნობის საგნის სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოწერის დროისთვის შპს ,,სპ--------------ის" მიერ გადასახდელი თანხა (როგორც ძირი, ისე პროცენტი და პირგასამტეხლო) არ აღემატებოდა სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების ოდენობას. ბანკმა არასწორად მოახდინა ვალდებულების ოდენობის დაანგარიშება, რამაც გამოიწვია ის, რომ დავალიანების ნაწილი დარჩა დაუფარავი, რომელსაც შემდეგ დაერიცხა პროცენტი და პირგასამტეხლო. საბოლოოდ, სს ,,სა---------–--------მა" გაცემული საბანკო კრედიტი ამოიღო 104%-იანი სარგებლიანობით, ხოლო დამატებით სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდას ითხოვს #1------ სესხის შემთხვევაში 499%-იანი სარგებლით, #1------ სესხზე - 682%-იანი სარგებლით, #2------ სესხზე - 314%-იანი სარგებლით, ხოლო #2------ სესხზე - 307%-იანი სარგებლით. მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხისთვის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებას. თავდაპირველად, წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე მხარემ მიუთითა ასევე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა ამ შესაგებელს. (იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 235-241, იხ. 2019 წლის 29 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი, იხ. 2019 წლის 07 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 28 ივნისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სპ--------------ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით; კრედიტის თანხა - 3 490 000 ევრო, ხელშეკრულების ვადა - 2016 წლის 27 ივნისამდე, სარგებელი - წლიური 10,5%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 21% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დამატებითი პირობების (#2-1-------0--) 4.1. პუნქტის თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებლიდან ყოველთვიურად განხორციელდეს მხოლოდ ნაწილის 7271 ევროს დაფარვა, ხოლო საპროცენტო სარგებლის დარჩენილი ნაწილის გადახდა მოხდეს კრედიტის მოქმედების ვადის ბოლოს. ამასთან, ყოველთვიურად დასაფარი საპროცენტო სარგებლის ნაწილის (7271 ევროს) პირველივე ათ დღიანი ვადაგადაცილების დაფიქსირების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილი იქნება შეწყვიტოს დეპოზიტის ხელშეკრულება და დამგირავებლის თანხმობის გარეშე დეპოზიტის მთლიანი თანხა მიმართოს წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხის სრულად და ჯეროვნად დასაფარად. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.2.4. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებელი) დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დანართების ჩათვლით მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.2.2. პუნქტის მიხედვით, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. სტანდარტული პირობების 4.3.2. პუნქტის თანახმად, თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზე, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს). 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 28 ივნისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,Sa-------t"-ს შორის გაფორმდა #1-------- გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს ,,Sa-------t"-ის ანაბარზე განთავსებული თანხა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 23-24) - სტანდარტული პირობები (ტომი 1, ს.ფ. 25-30) - დამატებითი პირობები #2-1-------0-- (ტომი 1, ს.ფ. 31) - 2013 წლის 28 ივნისის #1-------- გირავნობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 38-47) 3.1.2. 2013 წლის 20 სექტემბერს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სპ--------------ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით; კრედიტის თანხა - 1 990 000 ევრო, ხელშეკრულების ვადა - 2016 წლის 27 ივნისამდე, სარგებელი - წლიური 9%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 18% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დამატებითი პირობების (#2-------------1-------1) 4.1. პუნქტის თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებლიდან ყოველთვიურად განხორციელდეს მხოლოდ ნაწილის 3316 ევროს დაფარვა, ხოლო საპროცენტო სარგებლის დარჩენილი ნაწილის გადახდა მოხდეს კრედიტის მოქმედების ვადის ბოლოს. ამასთან, ყოველთვიურად დასაფარი საპროცენტო სარგებლის ნაწილის (3316 ევროს) პირველივე ათ დღიანი ვადაგადაცილების დაფიქსირების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილი იქნება შეწყვიტოს დეპოზიტის ხელშეკრულება და დამგირავებლის თანხმობის გარეშე დეპოზიტის მთლიანი თანხა მიმართოს წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხის სრულად და ჯეროვნად დასაფარად. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.2.4. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებელი) დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დანართების ჩათვლით მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.2.2. პუნქტის მიხედვით, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. სტანდარტული პირობების 4.3.2. პუნქტის თანახმად, თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზე, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს). 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 20 სექტემბერს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,Sa-------t"-ს შორის გაფორმდა #C----------- გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს ,,Sa-------t"-ის ანაბარზე განთავსებული თანხა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 51-52) - სტანდარტული პირობები (ტომი 1, ს.ფ. 53-59) - დამატებითი პირობები #2-------------1-------1 (ტომი 1, ს.ფ. 60) - 2013 წლის 20 სექტემბრის #C----------- გირავნობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 63-73) 3.1.3. 2014 წლის 26 ივნისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სპ--------------ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით; კრედიტის თანხა - 497 000 ევრო, ხელშეკრულების ვადა - 2017 წლის 20 ივნისამდე, სარგებელი - წლიური 9,5%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 19% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დამატებითი პირობების (#2-------------2-------2) 4.1. პუნქტის თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებლიდან ყოველთვიურად განხორციელდეს მხოლოდ ნაწილის 1021 ევროს დაფარვა, ხოლო საპროცენტო სარგებლის დარჩენილი ნაწილის გადახდა მოხდეს კრედიტის მოქმედების ვადის ბოლოს. ამასთან, ყოველთვიურად დასაფარი საპროცენტო სარგებლის ნაწილის (1021 ევროს) პირველივე ათ დღიანი ვადაგადაცილების დაფიქსირების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილი იქნება შეწყვიტოს დეპოზიტის ხელშეკრულება და დამგირავებლის თანხმობის გარეშე დეპოზიტის მთლიანი თანხა მიმართოს წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხის სრულად და ჯეროვნად დასაფარად. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.2.4. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებელი) დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დანართების ჩათვლით მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.2.2. პუნქტის მიხედვით, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. სტანდარტული პირობების 4.3.2. პუნქტის თანახმად, თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზე, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს). 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 26 ივნისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,Sa-------t"-ს შორის გაფორმდა #C----------- გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს ,,Sa-------t"-ის ანაბარზე განთავსებული თანხა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 76-77) - სტანდარტული პირობები (ტომი 1, ს.ფ. 78-84) - დამატებითი პირობები #2-------------2-------2 (ტომი 1, ს.ფ. 86) - 2014 წლის 26 ივნისის #C----------- გირავნობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 90-99) 3.1.4. 2014 წლის 16 ივლისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სპ--------------ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით; კრედიტის თანხა - 994 000 ევრო, ხელშეკრულების ვადა - 2017 წლის 15 ივლისამდე, სარგებელი - წლიური 9,5%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 19% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დამატებითი პირობების (#2-------------2-------1) 4.1. პუნქტის თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებლიდან ყოველთვიურად განხორციელდეს მხოლოდ ნაწილის 2042 ევროს დაფარვა, ხოლო საპროცენტო სარგებლის დარჩენილი ნაწილის გადახდა მოხდეს კრედიტის მოქმედების ვადის ბოლოს. ამასთან, ყოველთვიურად დასაფარი საპროცენტო სარგებლის ნაწილის (2042 ევროს) პირველივე ათ დღიანი ვადაგადაცილების დაფიქსირების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილი იქნება შეწყვიტოს დეპოზიტის ხელშეკრულება და დამგირავებლის თანხმობის გარეშე დეპოზიტის მთლიანი თანხა მიმართოს წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხის სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.2.4. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებელი) დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დანართების ჩათვლით მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.2.2. პუნქტის მიხედვით, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. სტანდარტული პირობების 4.3.2. პუნქტის თანახმად, თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზე, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს). 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 16 ივლისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,Sa-------t"-ს შორის გაფორმდა #C----------- გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს ,,Sa-------t"-ის ანაბარზე განთავსებული თანხა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 101-102) - სტანდარტული პირობები (ტომი 1, ს.ფ. 103-109) - დამატებითი პირობები #2-------------2-------2 (ტომი 1, ს.ფ. 110) - 2014 წლის 16 ივლისის #C----------- გირავნობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 115-124)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ,,სა---------–--------მა" უზრუნველყოფის საგნით - სადეპოზიტო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრებით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპს ,,სპ--------------ის" დავალიანების ნაწილის დაფარვისას დავალიანების ოდენობის გაანგარიშება განახორციელა სწორად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად.
მოპასუხემ მხარემ წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ ბანკის მიერ სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის დროისთვის შპს ,,სპ--------------ის" მიერ გადასახდელი თანხა (როგორც ძირი, ისე პროცენტი და პირგასამტეხლო) არ აღემატებოდა სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების ოდენობას. ბანკმა არასწორად მოახდინა ვალდებულების ოდენობის დაანგარიშება, რამაც გამოიწვია ის, რომ დავალიანების ნაწილი დარჩა დაუფარავი, რომელსაც შემდეგ დაერიცხა პროცენტი და პირგასამტეხლო.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის განმარტება არ შეესაბამება წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი:
2013 წლის 28 ივნისს, 2013 წლის 20 სექტემბერს, 2014 წლის 26 ივნისს და 2014 წლის 16 ივლისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სპ--------------ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები და შესაბამისად, გაცემული იქნა საბანკო კრედიტი 3 490 000 ევრო, 1 990 000 ევრო, 497 000 ევრო და 994 000 ევრო. თითოეული ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, კერძოდ, 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 10,5%-ს, 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემთხვევაში - წლიურ 9%-ს, 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემთხვევაში - წლიურ 9,5%-ს და 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემთხვევაში - წლიურ 9,5%-ს.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების დამატებითი პირობების 4.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე ყოველთვიურად გადაიხდიდა კრედიტზე დარიცხულ საპროცენტო სარგებლის ნაწილს (ასე მაგალითად, 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი 7 271 ევრო, 2013 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე - 3 316 ევრო, 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე - 1 021 ევრო, ხოლო 2014 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე - 2 042 ევრო), ხოლო სესხის ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებლის დარჩენილი ნაწილი მსესხებელს უნდა დაეფარა თითოეული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადის ბოლოს.
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიური შენატანის გადახდა შეწყვიტა 2015 წლის 27 ნოემბრიდან, 2013 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიური შენატანის გადახდა შეწყვიტა 2016 წლის 24 თებერვლიდან, 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიური შენატანის გადახდა შეწყვიტა 2015 წლის 20 ნოემბრიდან, ხოლო 2014 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიური შენატანის გადახდა შეწყვიტა 2015 წლის 14 დეკემბრიდან.
მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელემ, 2016 წლის 20 ივნისს, გირავნობის საგნის - დეპოზიტზე განთავსებული ფულადი სახსრების გამოყენებით დაფარა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილი. კერძოდ: 1) 3 453 889,11 ევრო მიმართული იქნა 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების დასაფარად, 43 626 ევრო - პროცენტის დავალიანების დასაფარად, ხოლო 2 484,89 ევრო - პირგასამტეხლოს დასაფარად; 2) 1 979 522,87 ევრო მიმართული იქნა 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების დასაფარად, 19 660,02 ევრო - პროცენტის დავალიანების დასაფარად, ხოლო 957,75 ევრო - პირგასამტეხლოს დასაფარად; 3) 492514,98 ევრო მიმართული იქნა 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების დასაფარად, 7 147 ევრო - პროცენტის დავალიანების დასაფარად, ხოლო 338,02 ევრო - პირგასამტეხლოს დასაფარად; 4) 985 009,06 ევრო მიმართული იქნა 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების დასაფარად, 14 271,41 ევრო - პროცენტის დავალიანების დასაფარად, ხოლო 719,53 ევრო - პირგასამტეხლოს დასაფარად.
საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 28 ივნისის და 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დაფარვის გრაფიკები (იხ. ტომი 2, ს.ფ. 80, 91). 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საბანკო კრედიტის დაფარვის გრაფიკის თანახმად, საკრედიტო ურთიერთობის განმავლობაში სულ გადასახდელი საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 1 099 350 ევროს ((7271ევრო*35თვე)+30119,18 ევრო+814745,82 ევრო) ანუ 3 490 000 ევროს წლიურ 10,5%-ს სამი წლის განმავლობაში (საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა), ასევე 2013 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საბანკო კრედიტის დაფარვის გრაფიკის თანახმად, საკრედიტო ურთიერთობის განმავლობაში სულ გადასახდელი საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 492 525 ევროს ((3316 ევრო*32 თვე)+386413 ევრო) ანუ 1 990 000 ევროს წლიური 9%-ს 33 თვის განმავლობაში (საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა). მართალია, 2014 წლის 26 ივნისის და 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტის დაფარვის გრაფიკი წარმოდგენილი არ არის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ხელშეკრულება შეიცავდა ერთიდაიგივე პირობას საპროცენტო სარგებლის გადახდის ნაწილში (ამასთან, 2013 წლის 28 ივნისის და 2013 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებების დაფარვის გრაფიკების მიხედვით მოპასუხეს საპროცენტო სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით) სასამართლო ასკვნის, რომ 2014 წლის 26 ივნისის და 2014 წლის 16 ივლისის ხელშეკრულებების შემთხვევაშიც გადასახდელი საპროცენტო სარგებელი უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულებების ვადის განმავლობაში წლიური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. შესაბამისად, 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებაზე გადასახდელი საპროცენტო სარგებელი შეადგენდა დაახლოებით 141 645 ევროს (497 000 ევრო*9,5%=47215 ევრო*3 წელი), ხოლო 2014 წლის 16 ივლისის ხელშეკრულებაზე გადასახდელი საპროცენტო სარგებელი შეადგენდა დაახლოებით 283 290 ევროს (994000 ევრო*9,5%=94430 ევრო*3 წელი).
ამდენად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის ოდენობის (წლიური საპროცენტო განაკვეთების) მიხედვით 2016 წლის 20 ივნისისთვის, 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებაზე გადასახდელი საპროცენტო სარგებელი დაახლოებით შეადგენდა 1 092 322,21 ევროს (1 099 350-7 027,79 (2016 წლის 20 ივნისიდან 2016 წლის 27 ივნისამდე გადასახდელი პროცენტი), 2013 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებაზე დაახლოებით შეადგენდა 489 090,24 ევროს (492 525-3434,76 (2016 წლის 20 ივნისიდან 2016 წლის 27 ივნისამდე გადასახდელი პროცენტი), 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებაზე დაახლოებით შეადგენდა - 94 430 ევროს (2014 წლის 26 ივნისიდან 2016 წლის 20 ივნისის ჩათვლით გადასახდელი პროცენტი), ხოლო 2014 წლის 16 ივლისის ხელშეკრულებაზე დაახლოებით შეადგენდა - 181 887,52 (2014 წლის 16 ივლისიდან 2016 წლის 20 ივნისის ჩათვლით გადასახდელი პროცენტი).
საქმეში წარმოდგენილი სესხის დაფარვის ისტორიის მიხედვით, 2016 წლის 20 ივნისამდე შპს ,,სპ--------------ს" 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებაზე გადახდილი ჰქონდა საპროცენტო სარგებელი 213 148,86 ევრო (იხ. ტომი 1, ს.ფ. 49), 2013 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებაზე - 86 451,98 ევრო (იხ. ტომი 1, ს.ფ. 75), 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებაზე - 17 357 ევრო (იხ. ტომი 1, ს.ფ. 100), ხოლო 2014 წლის 16 ივლისის ხელშეკრულებაზე - 32 695,25 ევრო (იხ. ტომი 1, ს.ფ. 125). ამასთან, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დეპოზიტზე განთავსებული თანხებით 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებაზე დაიფარა პროცენტი - 43 626 ევრო, 2013 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებაზე - 19 660,02 ევრო, 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებაზე - 7 147 ევრო, ხოლო 2014 წლის 16 ივლისის ხელშეკრულებაზე - 14 271,41 ევრო. ამდენად, 2016 წლის 21 ივნისისთვის სულ დაფარული საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებაზე - 256 774,86 ევროს, 2013 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებაზე - 106 112 ევროს, 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებაზე - 24 504 ევროს, ხოლო 2014 წლის 16 ივლისის ხელშეკრულებაზე - 46 966,66 ევროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპოზიტზე განთავსებული თანხებით დავალიანების დაფარვის შემდეგ, მოპასუხეს საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი დარჩებოდა დაახლოებით შემდეგი ოდენობის საპროცენტო სარგებელი: 1) 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებაზე - 835 547,35 ევრო (1 092 322,21-256 774,86); 2) 2013 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებაზე - 382 978,24 ევრო (489 090,24-106 112), 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებაზე - 69 926 ევრო (94 430-24 504), ხოლო 2014 წლის 16 ივლისის ხელშეკრულებაზე - 134 920,86 ევრო (181 887,52-46 966,66).
სს ,,სა---------–--------ის" მიერ 2016 წლის 23 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, დეპოზიტზე განთავსებული თანხებით დავალიანების დაფარვის შემდეგ, საპროცენტო სარგებლის დავალიანება შეადგენდა დაახლოებით იმავე ოდენობას. კერძოდ, აღნიშნული ცნობის მიხედვით: 1) 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 858 427,74 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანება იყო 36 110,879 ევრო, პროცენტი - 822 316,85 ევრო; 2) 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 397 020,55 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანება იყო 10 477,13 ევრო, პროცენტი - 386 543,42 ევრო; 3) 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 73 767,74 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანება იყო 4 485,02 ევრო, პროცენტი - 69 282,72 ევრო; 4) 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 144 423,49 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანება იყო 8 990,94 ევრო, პროცენტი - 135 432,55 ევრო.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობა შეიცავს ინფორმაციას, რომელიც პროგრამულად გამოთვლილია კონკრეტული პერიოდის განმავლობაში წელიწადის დღეების ზუსტი გამოთვლით. წარმოდგენილი ცნობის სისწორის შემოწმება სასამართლომ განახორციელა მარტივი არითმეტიკული გამოანგარიშებით, რა დროსაც დღეების რაოდენობა აბსოლუტური სიზუსტით შესაძლებელია არ ყოფილიყო გათვალისწინებული. სწორედ ამიტომაც არის ზემოთ მითითებული, რომ გამოანგარიშების შედეგად მიღებული მონაცემები არის მიახლოებითი. ამასთან, ამ მეთოდით განხორციელებული გაანგარიშება შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცნობაში მითითებულ მონაცემებს. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე მხარეს კვალიფიციური შედავება დავალიანების გაანგარიშებასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი განმარტებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად მარტივი არითმეტიკული გამოთვლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცნობებში მითითებული მონაცემები სწორია და მოპასუხის დავალიანების გამოანგარიშება, როგორც დეპოზიტზე განთავსებული თანხებით დავალიანების ნაწილის დაფარვამდე, ისე შემდეგ განხორციელდა სწორად.
დეპოზიტზე განთავსებული ფულადი სახსრებით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილის დაფარვის შემდეგ, დარჩენილ დავალიანებაზე გაგრძელდა პროცენტის და პირგასამტეხლოს დარიცხვა. შესაბამისად, 2018 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს ,,სპ--------------ის" დავალიანება სს ,,სა---------–--------ის" მიმართ: 1) 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1 287 125,9 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 36 110,89 ევრო, პროცენტი - 831 188,26 ევრო და პირგასამტეხლო - 419 826,75 ევრო; 2) 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 565 653,42 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 10 477,13 ევრო, პროცენტი - 388 749,65ევრო და პირგასამტეხლო - 166 426,64 ევრო; 3) 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 94 827,92 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 4 485,02 ევრო, პროცენტი - 70 279,62 ევრო და პირგასამტეხლო - 20 063,28 ევრო; 4) 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 184 327,05 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 8 990,94 ევრო, პროცენტი - 137 431 ევრო და პირგასამტეხლო - 37 905,11 ევრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- სესხის დაფარვები (ტომი 1, ს.ფ. 49, 75, 100, 125)
- 2016 წლის 23 ივნისის ცნობა დავალიანების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 126)
- დავალიანების შესახებ ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 50)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 254-ე, 276-ე, 403-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 28 ივნისს, 2013 წლის 20 სექტემბერს, 2014 წლის 26 ივნისს და 2014 წლის 16 ივლისს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სპ--------------ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები და შესაბამისად, გაცემული იქნა საბანკო კრედიტი: 3 490 000 ევროს, 1 990 000 ევროს, 497 000 ევროს და 994 000 ევროს ოდენობით. თითოეული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, კერძოდ, 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი შეადგენდა წლიურ 10,5%-ს, 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემთხვევაში - წლიურ 9%-ს, 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემთხვევაში - წლიურ 9,5%-ს და 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემთხვევაში - წლიურ 9,5%-ს. აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით დაგირავდა მესამე პირის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრები. ბანკსა და მსესხებელს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების 4.3.2. პუნქტის თანახმად, თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზე, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს). ბანკსა და დამგირავებელს შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულებების 8.4. პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული გირავნობის საგანი ან გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების დამატებითი პირობების 4.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე ყოველთვიურად გადაიხდიდა კრედიტზე დარიცხულ საპროცენტო სარგებლის ნაწილს (ასე მაგალითად, 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი 7 271 ევრო, 2013 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე - 3 316 ევრო, 2014 წლის 26 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე - 1 021 ევრო, ხოლო 2014 წლის 16 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე - 2 042 ევრო), ხოლო სესხის ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებლის დარჩენილი ნაწილი მსესხებელს უნდა დაეფარა თითოეული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადის ბოლოს. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხემ დაარღვია ყოველთვიურად საბანკო კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ნაწილის გადახდის ვალდებულება (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დამატებითი პირობების 4.1. პუნქტის თანახმად, ყოველთვიურად დასაფარი საპროცენტო სარგებლის ნაწილის პირველივე ათ დღიანი ვადაგადაცილების დაფიქსირების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილი იყო დეპოზიტის თანხა მიემართა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხის სრულად დასაფარად. 2016 წლის 20 ივნისს, სს ,,სა---------–--------მა" გირავნობის საგანი - დეპოზიტზე განთავსებული ფულადი სახსრები მიმართა შპს ,,სპ--------------ის" დავალიანების დასაფარად. დადგენილია, რომ დეპოზიტზე განთავსებული ფულადი სახსრებით დაიფარა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპს ,,სპ--------------ის" დავალიანების ნაწილი. გირავნობის საგნით კრედიტორის მოთხოვნის ნაწილის დაკმაყოფილების შემდეგ ბანკის მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენდა: 1) 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 858 427,74 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანება იყო 36 110,879 ევრო, პროცენტი - 822 316,85 ევრო; 2) 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 397 020,55 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანება იყო 10 477,13 ევრო, პროცენტი - 386 543,42 ევრო; 3) 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 73 767,74 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანება იყო 4 485,02 ევრო, პროცენტი - 69 282,72 ევრო; 4) 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 144 423,49 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანება იყო 8 990,94 ევრო, პროცენტი - 135 432,55 ევრო (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ დაგირავებული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს აქვს უფლება მოითხოვოს თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი დავალიანების მსესხებლისთვის დაკისრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების 3.2.4. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებელი) დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დანართების ჩათვლით მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.2.2. პუნქტის მიხედვით, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. ამდენად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საპროცენტო სარგებელი დავალიანების სრულად დაფარვამდე. შესაბამისად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ, დავალიანების სრულად დაფარვამდე გადაიხადოს ხელშეკრულებებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის წარმომადგენელი საქმის განხილვისას მიუთითებდა, რომ მოსარჩელე ითხოვს შეუსაბამო ოდენობის პროცენტს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შემოწმებული იქნა მოსარჩელის მიერ დარიცხული პროცენტის ოდენობის შესაბამისობა ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებთან, რა დროსაც დადგინდა, რომ მოსარჩელე პროცენტის თანხას ითხოვს ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობით და პირობებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროცენტის ოდენობასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებისას მოპასუხე უთითებდა აუდიტის დასკვნაზე (იხ. ტომი 2, ს.ფ. 2-7), რომელიც თავის მხრივ შედგენილია არა საპროცენტო სარგებელთან, არამედ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,სა---------–--------ის“ მოთხოვნა, მოპასუხე შპს ,,სპ--------------ისთვის" 2013 წლის 28 ივნისის, 2013 წლის 20 სექტემბრის, 2014 წლის 26 ივნისის და 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების, ასევე სარჩელის აღძვრამდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დავალიანების და სარჩელის აღძვრიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე საპროცენტო სარგებლის გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 28 ივნისის, 2013 წლის 20 სექტემბრის, 2014 წლის 26 ივნისის და 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მსესხებელს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის წლიურ 21%-ს, 2013 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო - წლიურ 18%-ს, ხოლო 2014 წლის 26 ივნისის და 2014 წლის 16 ივლისის ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლო - წლიურ 19%-ს. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ეს ოდენობა წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 10,5%-ს, 9%-ს და 9,5%-ს. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის, ასევე ხელშეკრულებებით შეთანხმებული პროცენტის გადახდა სარჩელის აღძვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შესაბამისად, მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლის დაკისრების გზით განხორციელდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგნაირად: 1) მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 150 000 ევროს გადახდა (სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის) (ნაცვლად მოთხოვნილი 419 826,75 ევროსი); 2) მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 123,48 ევროს (ნაცვლად მოთხოვნილი 493,92 ევროსი) გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 3) მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 60 000 ევროს გადახდა (ნაცვლად მოთხოვნილი 166 426,64 ევროსი); 4) მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 48,94 ევროს (ნაცვლად 195,79 ევროსი) გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 5) მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 7 191 ევროს გადახდა (ნაცვლად მოთხოვნილი 20 063,28 ევროსი); 6) მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 9,65 ევროს (ნაცვლად მოთხოვნილი 38,62 ევროსი) გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 7) მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 14 000 ევროს გადახდა (ნაცვლად მოთხოვნილი 37 905,11 ევროსი); 8) მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 18,9 ევროს (ნაცვლად მოთხოვნილი 75,62 ევროსი) გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისთვის: 1) 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 287 125,9 ევროს გადახდის დაკისრებას; 2) 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 10,39 ევროს გადახდის დაკისრებას ყოველდღიურად, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 3) 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 493,92 ევროს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 4) 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 565 653,42 ევროს გადახდის დაკისრებას; 5) 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 2,59 ევროს გადახდის დაკისრებას ყოველდღიურად, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 6) 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 195,79 ევროს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 7) 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 94 827,92 ევროს გადახდის დაკისრებას; 8) 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 1,17 ევროს გადახდის დაკისრებას ყოველდღიურად, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 9) 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 38,62 ევროს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 10) 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 184 327,05 ევროს გადახდის დაკისრებას; 11) 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 2,34 ევროს გადახდის დაკისრებას ყოველდღიურად, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 12) 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 75,62 ევროს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამდენად, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 287 125,9 ევროს, ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 3 792,35 ევროს (10,39 ევრო*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 180 280,8 ევროს (493,92 ევრო*365 დღე), 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 565 653,42 ევროს, ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 945,35 ევროს (2,59 ევრო*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 71 463,35 ევროს (195,79 ევრო*365 დღე), 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 94 827,92 ევროს, ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 427,05 ევროს (1,17 ევრო*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 14 096,3 ევროს (38,62 ევრო*365 დღე), 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 184 327,05 ევროს, ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 854,1 ევროს (2,34 ევრო*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 27 601,3 ევროს (75,61 ევრო*365 დღე) ჯამს, 2 431 394,89 ევროს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებისა). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება განისაზღვრება 1 798 276,41 ევროთი (2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 1 017 299,15 ევრო, ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტი 3 792,35 ევრო, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 45 070,7 ევრო (123,48 ევრო*365 დღე), 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 45 226,78 ევრო, ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტი 945,35 ევრო, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 17 863,1 ევრო (48,94 ევრო*365 დღე), 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 81 955,64 ევრო, ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტი 427,05 ევრო, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 3 522,25 ევრო (9,65 ევრო*365 დღე), 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 160 421,94 ევრო, ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტი 854,1 ევრო, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 6 898,5 ევრო (18,9 ევრო*365 დღე), ნაცვლად 2 431 394,89 ევროსი (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 73,96%). შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 5 000 ლარის 73,96%-ს, 3 698 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,სა---------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 36 110,89 ევროს გადახდა;
1.2. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 831 188,26 ევროს გადახდა;
1.3. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 150 000 ევროს გადახდა;
1.4. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - ყოველდღიურად 10,39 ევროს გადახდა, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.5. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 123,48 ევროს გადახდა, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.6. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 10 477,13 ევროს გადახდა;
1.7. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 388 749,65 ევროს გადახდა;
1.8. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 60 000 ევროს გადახდა;
1.9. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - ყოველდღიურად 2,59 ევროს გადახდა, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.10. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 20 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 48,94 ევროს გადახდა, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.11. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 4 485,02 ევროს გადახდა;
1.12. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 70 279,62 ევროს გადახდა;
1.13. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 7 191 ევროს გადახდა;
1.14. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - ყოველდღიურად 1,17 ევროს გადახდა, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.15. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 26 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 9,65 ევროს გადახდა, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.16. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 8 990,94 ევროს გადახდა;
1.17. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 137 431 ევროს გადახდა;
1.18. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 14 000 ევროს გადახდა;
1.19. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - ყოველდღიურად 2,34 ევროს გადახდა, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.20. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 16 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 18,9 ევროს გადახდა, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
2. მოპასუხე შპს ,,სპ--------------ს" მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 3 698 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოსო ღურწკაია