გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2019
საქმის ნომერი
330210018002400724
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/1---2-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი თამარ აკობია

მოსარჩელე- სსიპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ი

წარმომადგენელი -თა-----------–--–---–ი

მოპასუხე- შპს „ად---ა“

წარმომადგენელი- მა---------–-–--ა

დავის საგანი- თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ად---ა“-ს სსიპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 28 815.50 ლარის გადახდა.

 

2012 წლის 25 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო უძრავი ქონების იჯარის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე ვენდინგის (ელ. სავაჭრო) აპარატების განთავსებისა და ფუნქციონირების მიზნით, იღებს ვადიან სარგებლობაში 5 წლის ვადით, მეიჯარის საკუთრებაში არსებულ არასაცხოვრებელ ქონებებს. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, მოიჯარე მეიჯარეს უხდის: ა)ყოველთვიურ საიჯარო ქირას 1 188.00 ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე, ბ) დამატებითი ღირებულების გადასახადს 213.84 ლარს. ჯამში იჯარის ყოველთვიური თანხა განისაზღვრა 1401.84 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2012 წლის 26 ოქტომბრიდან 2017 წლის 26 ოქტომბრამდე.

 

მოპასუხის მიერ უნდა განხორციელებულიყო უნივერსიტეტში განთავსებული აპარატების ელექტროენერგიით მომარაგების გამხოლოება და შესაბამისი მრიცხველებით აღჭურვა, რაც შესრულდა ნაწილობრივ. აღნიშნულის გამო, აუდიტის მიერ მოხდა აპარატის ტექნიკური მონაცემების შესწავლა და ელექტროენერგიის ხარჯის დადგენა.

 

უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხეს ელექტროენერგიის გადასახადის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 28 815.50 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ად---ამ“ წარმოდგენილ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. დაეთანხმა სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს მასზედ, რომ მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, შპს „ად---ას“ უნდა განეხორციელებინა უნივერსიტეტში განთავსებული აპარატების ელექტროენერგიით მომარაგების გამხოლოება და შესაბამისი მრიცხველებით აღჭურვა. იგი ეთანხმება ის გარემოებას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ.

 

შპს „ად---ამ“ სარჩელი ცნო მხოლოდ 21 611.58 ლარის ნაწილში, ხოლო 7137.92 ლართან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სარჩელში წარმოდგენილია ელექტროენერგიის დავალიანების ცხრილი, საიდანაც ირკვევა რომ მოსარჩელის მიერ მოხდა ოთხ სასწავლო კ--------ში (I-----------) სასწავლო კ--------ში განთავსებულ სავაჭრო აპარატებზე ელექტრო ენერგიის ხარჯის დაანგარიშება, რასაც არ ეთანხმება.

 

V და XI სასწავლო კ--------ებში მოხდა შპს „ად---ას“ სავაჭრო აპარატების ელექტრო ენერგიით მომარაგება, კერძოდ სს თ--–--ის მიერ გაიცა ობიექტის ელექტრომომარაგების განხორციელების შესახებ ტექნიკური პირობები, დაყენდა მრიცხველები და მოხდა სს თ--–--ში კომპანიის ქვე-აბონენტად რეგისტრაცია. აღნიშნული პროცედურების გავლის შემდგომ მოპასუხემ მოახდინა ორ სასწავლო კ--------ში აპარატების განთავსება. შესაბამისად, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდიდა სს თ--–--ის ანგარიშ-ფაქტურების/ქვითრების საფუძველზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 25 ოქტომბერს სსიპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ს და შპს „ად---ას“ შორის დაიდო უძარავი ქონების იჯარის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის საფუძველზე მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე ვენდინგის (ელ. სავაჭრო) აპარატების განთავსებისა და ფუნქციონირების მიზნით, იღებს ვადიან სარგებლობაში 5 წლის ვადით, მეიჯარის საკუთრებაში არსებულ არასაცხოვრებელ უძრავ ქონებებს: 1. თბილისი, ილ----------------------ი, #1 - ა(ა)იპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის პ------– სასწავლო კ--------ი, შ---------------- მ2 ფართი - ნ---–---------კვ.მ) და მ------ სართულზე (1 კვ.მ) ფართი; 2. თბილისი, ილ----------------------ი, #3 - ა(ა)იპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის მ------ სასწავლო კ--------ი შ---------------- მ2 ფართი თ-------------------–- მეტრი, ნ---–--------------–--------- სართულზე; 3. თბილისი, ილ----------------------ი, #36 - ა(ა)იპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის მ------- სასწავლო კ--------ი შენობის 2 (ორი) მ2 ფართი თ-------------------–- მეტრი მე-2 და მე-3 სართულზე; 4. თბილისი, უნ----------------------- - ა(ა)იპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის მე-10 (მა---–--ი) სასწავლო კ--------ში შენობის 5--------- მ2 ფართი - თ-------------------–- მეტრი პ------–, მ---------------------- სართულზე; 5. თბილისი, უნ----------------------- - ა(ა)იპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის მე-11 (ბი---–-----ის) სასწავლო კ--------ში შენობის 5--------- მ2 ფართი - თ-------------------–- მეტრი კ--------ის მ---–--–- პ------–---------------------- სართულზე;

 

3.1.2. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების სარგებლობისთვის მოიჯარე მეიჯარეს უხდის: ა) ყოველთვიურ საიჯარო ქირას 1188.00 ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე, ბ) დამატებითი ღირებულების გადასახადს 213.84 ლარს. ჯამში იჯარის ყოველთვიური თანხა შეადგენს 1401.84 ლარს.

 

ხელშეკრულება ძალაში შედის 2012 წლის 26 ოქტომბრიდან და მოქმედებს 2017 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით. (8.1 პუნქტი)

 

ამავე ხელშეკრულების მ--- მუხლის 6.1 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს სარგებლობაში მიღებულ ქონებაზე ელექტროენერგიის გამხოლოება, სააღრიცხვო მოწყობილობით აღჭურვა და ელექტროენერგიის გადამხდელ აბონენტად რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ 34-38)

 

3.1.3. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა უნივერსიტეტში განთავსებული აპარატების ელექტროენერგიით მომარაგების გამხოლოება და მრიცხველებით აღჭურვა, რაც განხორციელდა ნაწილობრივ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 29 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ 29)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშის მიხედვით, შეფასებული იქნა სსიპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის საკუთრებაში არსებული და იჯარით გადაცემულ ფართებზე განთავსებულ აპარატებზე ელექტროენერგიის ხარჯვის განსაზღვრა.

 

დასკვნის მიხედვით, ელექტროენერგიის ხარჯვის განსაზღვრას დაექვემდებარა სულ 16 ერთეული აპარატი, მათგან ორი განთავსებული ბი---–-----ის კ--------ში, მ--- კ--------ში აგრეთვე ორი ერთეული, მ--- კ--------ში 6 ერთეული და პ------– კ--------ში 6 ერთეული.

 

შეფასების შედეგად დადგინა, რომ 2014 წლის 31 იანვრისათვის აღნიშნული სახის აპარატების ერთეულის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური შეადგენს 30 ლარს, ხოლო მთლიანად 16 ერთეულის 480 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიში (ს.ფ 20-27)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის მიერ მოხდა პ------–, მ------, მ------- და მ------------- სასწავლო კ--------ში განთავსებულ სავაჭრო აპარატებზე ელექტროენერგიის ხარჯის დაანგარიშება. აღნიშნული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას, რადგან მ------- და მ------------- სასწავლო კ--------ში შპს „ად---ას“ მიერ მოხდა სავაჭრო აპარატების ელექტრონერგიით მომარაგება, კერძოდ სს“თ--–--ის“ მიერ გაიცა ობიექტების ელექტრომომარაგების განხორციელების შესახებ ტექნიკური პირობები, დაყენდა მრიცხველები და მოხდა სს“თ--–--ში“ კომპანიის ქვე-აბონენტად რეგისტრაცია. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, მოხდა შპს „ად---ას“ მიერ მითითებულ კ--------ებში აპარატების განთავსება. შესაბამისად, შპს“ად---ა“ მ------- და მ------------- კ--------ებში განთავსებულ აპარატებზე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდიდა სს“თ--–--ის“ ქვითრების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს“ად---ას“ მ------- და მ------------- კ--------ზე მოსარჩელის მიმართ არ ერიცხება ელექტროენერგიის დავალიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ობიექტის ელექტრომომარაგების განხორციელების ტექნიკური პირობები (ს.ფ. 54-55,57)

- მრიცხველის მონტაჟის აქტი(ს.ფ.56,58)

- სს“თ--–--ის“ ქვითარი (ს.ფ. 65-66)

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ.59-64)

- შპს „ად---ას“ წერილი 20.10.2015 წელი (ს.ფ.67-68)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 581-ე, 553-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 131-ე, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის დავალიანების სახით 28 815.50 ლარის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის წარმოშობილია იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის 581-ე-606-ე მუხლები.

 

სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები.

 

ამავე კოდექსის 553-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოიჯარის მიერ დამატებითი ხარჯების გადახდა მაშინ არის სავალდებულო, თუ ამის თაობაზე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება.

 

დადგენილია, რომ 2012 წლის 25 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო უძრავი ქონების იჯარის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე ვენდინგის (ელ. სავაჭრო) აპარატების განთავსებისა და ფუნქციონირების მიზნით, იღებს ვადიან სარგებლობაში 5 წლის ვადით, მეიჯარის საკუთრებაში არსებულ არასაცხოვრებელ ქონებებს.

 

სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულების მ--- მუხლის 6.1 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო უზრუნველეყო სარგებლობაში მიღებულ ქონებაზე ელექტროენერგიის გამხოლოება, სააღრიცხვო მოწყობილობით აღჭურვა და ელექტროენერგიის გადამხდელ აბონენტად რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.3. პუნქტით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხემ უნივერსიტეტში განთავსებული აპარატების ელექტროენერგიით მომარაგების გამხოლოება და მრიცხველებით აღჭურვა, განახორციელა მხოლოდ ნაწილობრივ, მ------- და მ------------- კ--------ში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს (მოიჯარეს) უნდა განეხორციელებინა უნივერსიტეტში განთავსებული აპარატების ელექტროენერგიით მომარაგების გამხოლოება და მრიცხველებით აღჭურვა, რაც განხორციელდა ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მ------ მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

მოპასუხე შპს „ად---ამ“ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 21 611.58 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე ამავე ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა - 7203.92 ლარის ნაწილში დაუსაბუთებელია შემდეგი მოტივებიდან გამომდინარე:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს.

კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პ------–ი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში მოთავსებულია შპს „ად---ას“ ელექტროენერგიის დავალიანების ცხრილი 2014 წლის მდგომარეობით, საიდანაც ირკვევა რომ მოსარჩელემ სავაჭრო აპარატებზე ელექტროენერგიის ხარჯის გაანგარიშება მოახდინა იჯარით გადაცემულ ოთხივე სასწავლო (I-----------) კ--------ზე.

 

მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ შედგენილი წერილის შინაარსიდან დგინდება, რომ მოიჯარის მიმართვის საფუძველზე სს თ--–--მა 2012 წლის 20 დეკემბერს გასცა ტექნიკური პირობები სსიპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის #10 (მა---–--ი) და ბი---–-----ის სასწავლო კ--------ში. ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები და 2013 წლის 24 იანვარს მოხდა კ--------ებში მრიცხველების დამონტაჟება, რის შემდგომაც შპს „ად---ამ“ განათავსა სავაჭრო აპარატები აღნიშნულ კ--------ებში. 2013 წლის 5 ივლისს მოხდა ტექნიკური პირობების გაცემა თ--–--ის მიერ სსიპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის #5 კ--------ში. დამონტაჟდა ასევე მრიცხველი, რის შემდგომაც შპს „ად---ამ“ განათავსა სავაჭრო აპარატები აღნიშნულ კ--------ებში.

 

ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია აბონენტის ბრუნვის ისტორია და სს „თ--–--ის“ მიერ გაცემული ობიექტის ელექტრომომარაგების განხორციელების შესახებ ტექნიკური პირობები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შპს „ად---ა“ ორივე მისამართზე (თბილისი, ილ----------------------ი #36, მ--- სასწავლო კ--------ი და თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა #13, მე-11 სასწავლო კ--------ი) 2012-2013 წლებში რეგისტრირებულია ახალ აბონენტად და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას სს „თ--–--ის“ მიმართ ახორციელებს სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებანი სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია და ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები არ გამოკვეთილა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისროს 21 611.58 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მ------ ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მ------ ნაწილის, პ------–ი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი სარჩელზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს „ად---ა“-ს სსიპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 21 611.58 ლარის გადახდა.

 

3. სსიპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ის სასარჩელო მოთხოვნა 7203..92 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

4. სსიპ ივ-----------–---–--------–-----------–----------–-–---------------------ს დაუბრუნდეს 22/03/2018 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი - 650.32 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მ--- პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი