განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
330100118002541413
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–----------ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ-------------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, დაბადებული 1----–-–-----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს-----------–-----------------------------–--–------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–----------------------------------------.

 

ადვოკატი - ი--------------ე

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია:

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ძალადობა, ესე იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. მ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

მ-------------ე და მ-------------------–---–ი დაახლოებით 9 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მ-------------ე მის მეუღლეს მ-------------------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და მოიხსენიებდა სალანძღავი სიტყვებით, მათ შორის ანალოგიური ქმედება მ-------------ემ განახორციელა 2018 წლის 5 ივნისს. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად მ-------------------–---–ი განიცდიდა ტანჯვას.

 

ე.ი. მ-------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

1.2. მ-------------ემ ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

მ-------------ე და მ-------------------–---–ი დაახლოებით 9 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–-----------------------------------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ-------------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაშლილი ხელი ჩაარტყა სახის მიდამოში მ-------------------–---–ს.

2018 წლის 4 ივნისს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–-----------------------------------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ-------------ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაშლილი ხელი ჩაარტყა სახის მიდამოში მ-------------------–---–ს.

2018 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. თბილისი, მ----–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-------------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ-------------------–---–ს, რის შემდგომაც გაშლილი ხელი ჩაარტყა რამდენიმეჯერ სახისა და თავის მიდამოში, რასაც შეესწრნენ გამვლელები, რომლებმაც შეძლეს მ-------------ის შეჩერება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ-------------------–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.

 

ე.ი. მ-------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

დაზარალებულმა მ-------------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მ-------------ე არის მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე. მათ დაახლოებით 1 წლის წინ დაიწერეს ჯვარი და თავდაპირველად ცხოვრობდნენ მ-------------ის სოფელში - წ-----ში. ქორწინებიდან ორ თვეში მ-------------ემ მეუღლის მიმართ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფები, ასევე ადგილი ჰქონდა ხელის დარტყმებსაც. აღნიშნული ფაქტები გრძელდებოდა მ-------------------–---–ის ორსულობის პერიოდშიც. კონფლიქტის მიზეზი ძირითადად იყო მ-------------ის სიმთვრალე და უაზრო ეჭვიანობა. ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავების მიერ შემაკავებელი ორდერიც კი იქნა გაცემული მ-------------ის მიმართ, ხოლო ამ ორდერით დადგენილი წესების დარღვევის გამო, იგი ადმინისტრაციულად დაკავებული იყო. 2018 წლის აპრილის თვეში, მას შემდეგ, რაც მ-------------ემ შეიტყო მ-------------------–---–ის ორსულების შესახებ, მის მიმართ უფრო აგრესიული გახდა. იგი ეჭვიანობდა, რომ ბავშვი მისი არ იყო და როდესაც ალკოჰოლური სასმელით დათვრებოდა, მ-------------------–---–ს ყოველთვის აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურად ძალადობდა და დედას აგინებდა. მსგავსი ფაქტები ხდებოდა თვეში ორჯერ ან სამჯერ. 2018 წლის აპრილის თვის ბოლოს ისინი საცხოვრებლად ქირით გადმოვიდნენ ქ. თბილისში, ვ---------–-----------------------------------------ში. მ-------------ე არც ამჯერად იკავებდა თავს და მ-------------------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის დედამისის - დ------------------–---–ის თანდასწრებითაც.

2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მ-------------ე სახლში ნასვამი დაბრუნდა. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ მ-------------------–---–ი და დედამისი დ------------------–---–ი. მ-------------ემ თავის მეუღლეს აგრესიული ტონით მიმართა, რომ წასვლას აპირებდა სოფელში, რის გამოც მოსთხოვა მისთვის ჩაელაგებინა ტანსაცმელი და მიეცა პირადობის მოწმობა. მ-------------------–---–ი მივიდა მისაღებ ოთახში მაგიდასთან პირადობის მოწმობის ასაღებად, მაგრამ მ-------------ემ მას მოულოდნელად მოუქნია მარცხენა ხელი მარჯვენა მხარეს ლოყაზე და დაარტყა გაშლილი ხელი. მ-------------------–---–მა დარტყმის შედეგად იგრძნო ძლიერი ტკივილი და მ-------------ეს განერიდა. მან მ-------------ეს დაუყვირა, რომ თუ წასვლა სურდა წასულიყო, თვითონ ორსულად იყო და მისთვის ხელი არ დაერტყა. ამ ფაქტს შეესწრო დ------------------–---–იც. ამის შემდეგ მ-------------ე გავიდა სახლიდან და გვიან ღამით დაბრუნდა.

2018 წლის 4 ივნისს, საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე, მ-------------ე დაბრუნდა სახლში - ქ. თბილისი, ვ---------–-----------------------------------------ში, რა დროსაც იქ იმყოფებოდნენ მ-------------------–---–ი, დ------------------–---–ი და მ-------------ის დედა - ლ--–---------ე. მ-------------ე ამ დროს ნასვამი იყო. მან რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მ-------------------–---–ს, მოიხსენია სხვადასხვა სალანძღავი სიტყვებით და მისაღებ ოთახში ყოფნისას მარცხენა ხელი მოუქნია და გაშლილი ხელი ჩაარტყა სახეში, მარჯვენა მხარეს ლოყაზე. მ-------------------–---–მა იგრძნო მწვავე ტკივილი და თავის მეუღლეს მოერიდა. დარტყმის ფაქტს შეესწრნენ დ------------------–---–ი და ლ--–---------ე. ცოტა ხანში მ-------------ე გარეთ გავიდა და ღამე სახლში აღარ დაბრუნებულა.

2018 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე, მ-------------------–---–ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, მ----–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე (------–-------------------, სადაც იგი ვაჭრობს საეკლესიო ხატებით. ამ დროს მის სიახლოვეს ჩაიარა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ-------------ემ და დედა შეაგინა მას. მ-------------------–---–მა ამაზე პროტესტი გამოხატა და ჰკითხა თუ რატომ აგინებდა ორსულ ქალს. მ-------------ე ამაზე უფრო გაღიზიანდა, მივიდა მ-------------------–---–თან გინებითა და ყვირილით, გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახისა და თავის მიდამოში და დაუმტვრია ტელეფონი. დარტყმების შედეგად მ-------------------–---–ი განიცდიდა ძლიერ ტკივილს. ამ ფაქტს შეესწრო ლ--–---------ე და იქვე მყოფი ხალხი, მათ შორის გამყიდველებიც, რომლებმაც შეაჩერეს მ-------------ე. ამ დროისთვის მ-------------------–---–ი იყო 6-7 თვის ორსული.

სასჯელთან დაკავშირებით მ-------------------–---–ის პოზიცია არის ლოიალური და სურს მ-------------ეს მიესაჯოს მინიმალური სასჯელი.

 

2.3. მოწმე დ------------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ დაზარალებული მ-------------------–---–ი მისი შვილია, ხოლო ბრალდებული მ-------------ე - სიძე. მ-------------ე და მ-------------------–---–ი დაახლოებით 9 თვე იყვნენ მეუღლეები და ცხოვრობდნენ ერთად. თავდაპირველად ცხოვრობდნენ წ-----ში, ხოლო შემდეგ ქირით გადავიდნენ ვ---------–-------------ში. იმ პერიოდში დ------------------–---–მა გულის ოპერაცია გაიკეთა და მოვლაში უმცროს შვილთან ერთად ეხმარებოდა მ-------------ეც, რის გამოც იგი მ-------------ის მადლობელია. კონფლიქტები მ-------------------–---–სა და მ-------------ეს შორის ხშირად ჩნდებოდა მ-------------ის დედის - ლ--–---------ის პროვოკაციით, რომელიც ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და შვილსაც ასმევდა. როდესაც მ-------------ე სვამდა, იგი ხდებოდა აგრესიული და მ-------------------–---–ს ეჩხუბებოდა. პირადად დ------------------–---–ის თანდასწრებითაც მ-------------ეს არაერთხელ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა მ-------------------–---–ისთვის, ასევე მოუხსენებია სალანძღავი სიტყვებით და უყვირია მისთვის.

2018 წლის 4 ივნისს, საღამოს საათებში, იმ დროს, როდესაც სახლში იმყოფებოდნენ დ------------------–---–ი, მ-------------------–---–ი და ლ--–---------ე, სახლში ნასვამი დაბრუნდა მ-------------ე. მან მ-------------------–---–ს ჩხუბი და კამათი დაუწყო, რა დროსაც ხელი ჩაარტყა სახეში. ამის შემდეგ მ-------------ე წავიდა სახლიდან.

2018 წლის 5 ივნისს მ-------------------–---–ი დილით ადრე გავიდა სამუშაოდ, კერძოდ იგი ნ-----–--------------- ტერიტორიაზე ყიდის ხატებს. დ------------------–---–მა მოგვიანებით ჯერ ლ--–---------ისგან შეიტყო, რომ მ-------------ე მისულა მ-------------------–---–თან და ბაზარში სახალხოდ უცემია იგი, ხოლო შემდეგ მ-------------------–---–მაც მოუყვა, რომ მ-------------ემ იგი ბაზარში სცემა.

რაც შეეხება - 2018 წლის 31 მაისის ეპიზოდს, მოწმე დ------------------–---–მა დაადასტურა გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენება იმის, თაობაზე, რომ მითითებულ დროს საღამოს საათებში, მ-------------ე ნასვამი დაბრუნდა სახლში და მ-------------------–---–ს აგრესიულად მოსთხოვა მისთვის ტანსაცმელი და საბუთები ჩაელაგებინა, რადგან სახლიდან აპირებდა წასვლას. მ-------------------–---–ი ეძებდა მის საბუთებს, თუმცა მოულოდნელად მ-------------ე გაბრაზდა და მას სახეში ჩაარტყა გაშლილი ხელი. ამ დროს დ------------------–---–ი იმყოფებოდა იმავე ოთახში და დაინახა ხელის დარტყმის ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში მ-------------------–---–ი იყო ორსულად, რის შესახებაც იცოდა მ-------------ემაც. მან და მ------მა დაუწყეს ჩხუბი მ-----ს, რომ რატომ ურტყავდა ორსულ გოგოს, რა დროსაც მან აიღო სკამი და აპირებდა მ------ისთვის ჩარტყმას, რაზეც შეშინდნენ და დაიწყეს ყვირილი და ხელით დაუჭირეს სკამი, ამის შემდეგ მ-------------ე ყვირილით წავიდა სახლიდან.

მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მ-------------------–---–ს არასდროს დაურტყამს მ-------------ისთვის. კონფლიქტები ძირითადად ლ--–---------ის მიზეზით ხდებოდა, თუმცაღა აღნიშნა, რომ შესაძლოა რაიმე ფაქტებს და დროს ვერ აკონკრეტებდეს მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამავდროულად საკმაო დრო არის გასული მომხდარიდან.

 

2.4. მოწმე დ-----------მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ნ-----–----ის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ მარკეტში, გამყიდველად. 2018 წლის 5 ივნისს იგი სამსახურში არ ყოფილა, მაგრამ როდესაც მივიდა, თანამშრომლებმა უთხრეს, რომ იმ დღეს მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ქმარმა ცოლი სცემა. ამ ფაქტთან დაკავშირებით იგი გამოიკითხა და მისი მაღაზიიდან ამოღებული იქნა ვიდეოკამერების ჩანაწერები.

 

2.5. მოწმე მ---------–----–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მ-------------ე არის მისი მეუღლის - ლ--–---------ის შვილი. მ---------–----–---–ს ლ--–---------ისგან ხშირად სმენია, რომ მ-------------ესა და მის მეუღლეს - მ-------------------–---–ს ერთმანეთთან ჰქონდათ კონფლიქტი. გარკვეული პერიოდი მ-------------ე და მ-------------------–---–ი ცხოვრობდნენ მასთან, წ-----ში, სადაც ისინი ხანდახან ჩხუბობდნენ, რის შესახებაც იგებდა ლ--–---------ისგან. მ---------–----–---–მა ასევე ლ--–---------ისგან შეიტყო, რომ 2018 წლის 5 ივნისს მ-------------ემ და მ-------------------–---–მა ბაზარში ერთმანეთთან ფიზიკურად იჩხუბეს, რის შემდეგაც მ-------------ე წ-----ში ჩავიდა რამდენიმე დღით, რათა პოლიციას არ დაეკავებინა. შემდეგ, როდესაც იგი თბილისში დაბრუნდა, პოლიციამ დააკავა.

 

2.6. მოწმე ს--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ნ-----–----ის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში და შორიდან იცნობს დაზარალებულ მ-------------------–---–ს, რომელიც იგივე ტერიტორიაზე ყიდის საეკლესიო ხატებს. ს--------------–---–ი 2018 წლის 5 ივნისს, დილის საათებში იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ქუჩიდან მოესმა ხმაური. გარეთ გახედვისას მან დაინახა მ-------------------–---–ი, რომელიც იმ პერიოდში იმყოფებოდა ორსულად და მისი მეუღლე მ-------------ე, რომელიც მ-------------------–---–ს უყვიროდა, ხელებს უქნევდა და მას ხელი რამდენიმეჯერ ჩაარტყა თავის არეში. მ-------------------–---–ი ამ დროს ცდილობდა თავის დაცვას, იგი ტიროდა და ეხვეწებოდა მ-------------ეს, რომ თავი დაენებებინა მისთვის. მ-------------ე იქვე მყოფმა ხალხმა დააწყნარა და განარიდა. ამ პერიოდში მ-------------------–---–ს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ ორსულად იყო. ს--------------–---–მა ბაზარში ხალხისგან შეიტყო, რომ ხსენებული მამაკაცი იყო მ-------------------–---–ის მეუღლე, რომელიც მანამდეც ჰყავდა ნანახი ბაზარში. მ-------------------–---–ს მეუღლისთვის არ დაურტყამს და იგი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ვერც დაარტყამდა. მეორე დღეს მან გამომძიებელს ჩვენება მისცა მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით.

 

2.7. მოწმეებმა გ-------------–---–მა, გ--------------–---მა, ი---------–----ამ და მ--------------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.

 

2.8. შეტყობინების ოქმებით დასტურდება, რომ 2018 წლის 5 ივნისს, მ-------------------–---–მა სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ მისმა მეუღლემ მ-------------ემ მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ტომი I, ს.ფ. 2-3).

 

2.9. ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 8 ივნისს, 22:25 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა მ-------------ე (ტომი I, ს.ფ. 44-49).

 

2.10. 2018 წლის 7 იანვრის შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ მ-------------ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს თავის მეუღლეს - მ-------------------–---–ს. მსხვერპლის განმარტებით, მისი მეუღლე მის მიმართ ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას (ტომი I, ს.ფ. 54-61).

 

2.11. ს--------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის დადგენილებით დასტურდება, რომ 2018 წლის 8 იანვარს, 01:30 საათზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა მ-------------ე, რომლის მიმართაც 2018 წლის 7 იანვარს საქართველოს შ--------------------------------------------------------------–--------------–----–------------–-–--------------–--------------- ინსპექტორ-გამომძიებელ შ----------------ის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მოხდა მოძალადე მ-------------ის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი მ-------------------–---–ი ცხოვრობს. ასევე აეკრძალა მ-------------ეს მ-------------------–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მ-------------ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები და მივიდა მ-------------------–---–ის საცხოვრებელ სახლში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. აღნიშნულ ფაქტზე სასამართლომ მ-------------ე სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღის ვადით (ტომი I, ს.ფ. 65-70).

 

2.12. 2018 წლის 10 ივლისის #0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მ-------------------–---–ის გადმოცემით, 2018 წლის 5 ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–-------------------------------–-----------ში, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა თავის არეში რამდენჯერმე. ტრამვის მიღების დროს გონება არ დაუკარგავს, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება არ ჰქონია, აღნიშნულ ტრამვასთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. ამჟამად ჩივილებს არ წარმოადგენს. სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება (ტომი I, ს.ფ. 143-144).

 

2.13. 2018 წლის 21 ივნისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ წარდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და მ-------------------–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ-------------------–---–მა მეუღლის, მ-------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვა (ტომი I, ს.ფ. 146-152).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ-------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

2.14. ბრალდებულმა მ-------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ მ-------------------–---–თან კონფლიქტის მიზეზები თავად მ-------------------–---–ისგან მოდიოდა, რომელიც ძალადობდა მასზე, კერძოდ მან წ-----ში ცხოვრებისას არაერთხელ იძალადა მ-------------ეზე, ჩაამტვრია ნაქირავები ბინის შუშები, გადაარტყა იატაკის საწმენდი ჯოხი და მიაგდო ანთებული ღუმელი, რის გამოც მ-------------------–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერიც იქნა გამოწერილი სამართალდამცავების მხრიდან. მ-------------------–---–ი უმიზეზოდ ეჭვიანობდა მ-------------ეზე, რაც ხშირად ხდებოდა კონფლიქტის მიზეზი. იგი მუცლის მოშლითაც ემუქრებოდა მ-------------ეს. 2018 წლის 5 ივნისს, მ-------------ემ და დედამისმა - ლ---–---------ემ ვარკეთილის მეტროსთან, ერთ-ერთ სადარბაზოში გაათენეს ღამე, რადგან წინა საღამოს მ-------------------–---–მა კომფლიქტის გამო, პოლიციის მეშვეობით სახლიდან გამოყარა ისინი. 5 ივნისის დილით მ-------------ე ნ-----–----ის ბაზარში წავიდა, მცირე სამუშაოების შესასრულებლად, რათა რაღაც თანხა ეშოვა წ-----ში ჩასასვლელად. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მას მ-------------------–---–ი შეხვდა, რომელმაც ყვირილი დაუწყო და ყელში წაუჭირა ხელები. მ-------------------–---–ი მ-------------ეს უყვიროდა, რომ სახლში წამოსულიყო, მას მუცლის მოშორება სურდა. მ-------------ეს მ-------------------–---–ისთვის ხელი არასდროს დაურტყამს, თუმცა იგი ადასტურებს, რომ 5 ივნისის კონფლიქტისას მან მ-------------------–---–ს ტელეფონი გამოართვა და დაუმტვრია. მ-------------------–---–მა მაისური შემოახია მას, რის გამოც დახეული მაისურით წავიდა წ-----ში. მას ამ დროს ასევე სხეულზე აღენიშნებოდა ნაჩხაპნები. შემდეგ იგი დაბრუნდა თბილისში, კვლავ შეხვდა მ-------------------–---–ს მშვიდ ვითარებაში, ხოლო მოგვიანებით იგი პოლიციამ დაიბარა განყოფილებაში, სადაც თავისი ფეხით გამოცხადდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი მაინც დააკავეს. 5 ივნისის შემთხვევის დროს მ-------------------–---–ი დაახლოებით 7 თვის ორსული იყო. მ-------------ემ ასევე დაადასტურა, რომ ქორწინების პერიოდში მას არაერთხელ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა მ-------------------–---–ისთვის.

 

2.15. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, მ-------------ის მიერ მ-------------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

2.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.18. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.19. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

2.20. მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მ-------------ე და მ-------------------–---–ი დაახლოებით 9 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.21. დაზარალებულ მ-------------------–---–ის ჩვენებით უტყუარად დასტურდება მ-------------ის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებასთან დაკავშირებით. მან ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ისაუბრა იმის შესახებ, რომ მ-------------ე როდესაც ნასვამი იყო, მის მიმართ ხდებოდა აგრესიული, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, ასევე მან სასამართლოს უჩვენა თუ როდის და როგორ მიაყენა მ-------------ემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ კ-----ში ცხოვრებისას მათ ჰქონდათ კომფლიქტური ურთიერთობები, რა დროსაც მ-------------ე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო 2018 წლის აპრილის თვიდან, მას შემდეგ რაც ისინი თბილისში, ვ---------–--------ში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, მ-------------ე კვლავ აყენებდა მას შეურაცხყოფას, როდესაც ნასვამი იყო. მ-------------ემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ასევე 2018 წლის 5 ივნისის დილას, ხალხმრავალ ადგილას, როდესაც ისინი ნ-----–----ის ბაზარში შეხვდნენ ერთმანეთს. დაზარალებულის განმარტებით, მ-------------ე მას თვეში ორჯერ ან სამჯერ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

გარდა დაზარალებულისა, სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტი ასევე დაადასტურა დ------------------–---–მა, რომელმაც თავდაპირველად აღნიშნა, რომ მას მ-------------ის მიმართ პირადი ინტერესი არ აქვს, პირიქით, - მისი დიდი მადლიერია, რადგან როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მ-------------ე მას უმცროს შვილთან ერთად უვლიდა, თუმცა როდესაც ნასვამი იყო, მასაც არ ერიდებოდა და მისი თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მ-------------------–---–ს. სასამართლო დ------------------–---–ის სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით აფასებს, როგორც ობიექტურს და მიუკერძოებელს, რადგან ერთის მხრივ მოწმე დ------------------–---–ი არის რა დაზარალებულის დედა და ჩვენებას აძლევს ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, მეორე მხრივ მოწმე მიუთითებს ბრალდებულის დადებით მხარეზე, იმ ფაქტებთან მიმართებით, რომ ბრალდებული მ-------------ე მის უმცროს შვილთან ერთად უვლიდა მას ოპერაციის შემდეგ და ეხმარებოდა მას გადაადგილებაში, რის გამოც დიდ მადლიერებას გამოხატავს ბრალდებულის მიმართ.

 

ასევე მოწმე მ---------–----–---–მა დაადასტურა, რომ მ-------------ესა და მ-------------------–---–ს ხშირად ჰქონდათ ერთმანეთთან კომფლიქტური სიტუაციები, რის შესახებაც იგებდა მ-------------ის დედისგან - ლ--–---------ისგან.

 

მოწმე ს--------------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 ივნისს დილის საათებში, მ-------------ე მ-------------------–---–ს უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, მ-------------ის მიერ მ-------------------–---–ის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი ასევე დადასტურდა გამოკვლეული შემაკავებელი ორდერითა და სასამართლოს დადგენილებით, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 7 და 8 იანვარს მ-------------ემ მ-------------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი, ხოლო შემდეგ დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით.

 

2.22. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) - გ-------------–---–ის, გ--------------–---ის, ი---------–----ას და მ--------------–---–ის ჩვენებებს, რომლებმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

სასამართლო, ასევე მიმოიხილავს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის მ-------------ის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მ-------------------–---–მა მეუღლის, მ-------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვა;

 

2.23. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ-------------ე და მ-------------------–---–ი დაახლოებით 9 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მ-------------ე მის მეუღლეს მ-------------------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და მოიხსენიებდა სალანძღავი სიტყვებით, მათ შორის ანალოგიური ქმედება მ-------------ემ განახორციელა 2018 წლის 5 ივნისს. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად მ-------------------–---–ი განიცდიდა ტანჯვას.

 

2.24. რაც შეეხება სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდს, ამ შემთხვევაშიც გამოკვლეული მტკიცებულებებით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ მ-------------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ:

დაზარალებულმა მ-------------------–---–მა თავის ჩვენებაში დეტალურად, თანმიმდევრულად და არაორაზროვნად ჩამოაყალიბა თუ როდის, როგორ და რა ვითარებაში აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას მ-------------ე. მისი განმარტებით, მ-------------ემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2018 წლის 31 მაისს, 2018 წლის 4 ივნისსა და 2018 წლის 5 ივნისს, რაც გამოიხატა გაშლილი ხელის სახეში დარტყმით, რა დროსაც მ-------------------–---–ი იყო ორსულად და ამის შესახებ იცოდა მ-------------ემ. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დაადასტურა დ------------------–---–მა, რომელიც 2018 წლის 31 მაისისა და 2018 წლის 4 ივნისის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს უშუალოდ შეესწრო, ხოლო 2018 წლის 5 ივნისის ცემის შესახებ შეიტყო ლ--–---------ისა და მ-------------------–---–ისგან. 2018 წლის 5 ივნისის ცემის ეპიზოდზე ასევე ისაუბრა მოწმე ს--------------–---–მა, რომელიც უშუალოდ შეესწრო მ-------------ის მიერ მ-------------------–---–ის ცემას, რა დროსაც იქვე მყოფმა ხალხმა განარიდა მ-------------ე. ასევე ეჭვგარეშეა და ფაქტი დადასტურებულია იმის თაობაზე, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს მ-------------------–---–ი იმყოფებოდა ფეხმძიმედ.

 

2.25. დაზარალებულზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ,,მ-------------------–---–მა მეუღლის, მ-------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური (მორალური) ტანჯვა“. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია თავად დაზარალებულის ჩვენებას, რითაც დადასტურებულია, რომ იგი ძალადობის შედეგად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას. ამდენად, მსხვერპლის მიმართ განხორციელებული დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-------------------–---–ისთვის მიყენებულმა დარტყმებმა გამოიწვია მისი ფიზიკური ტანჯვა (ტკივილი).

 

2.26. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

2.27. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი--------------ემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.

 

2.28. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავენ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენენ მ-------------ის მსჯავრდებისათვის.

 

2.29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული მ-------------------–---–ი და მოწმეები დ------------------–---–ი და ს--------------–---–ი სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს მ-------------ის წინააღმდეგ, ვინაიდან ისინი უშუალოდ ფაქტის შემსწრე პირები არიან.

 

2.30. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.5. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.6. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში; სისტემურ შეურაცხყოფაში ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.

 

3.7. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მ-------------ე და მ-------------------–---–ი დაახლოებით 9 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მ-------------ე მის მეუღლეს მ-------------------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და მოიხსენიებდა სალანძღავი სიტყვებით, მათ შორის ანალოგიური ქმედება მ-------------ემ განახორციელა 2018 წლის 5 ივნისს. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად მ-------------------–---–ი განიცდიდა ტანჯვას.

 

3.8. რაც შეეხება სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც გულისხმობს სისტემატურ ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სისტემატურია ცემა მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ჯერაც არაა გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ა.შ. თანაც არა აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ცემას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, თუმცა აღნიშნული შედეგის დადგომას ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ეს შედეგი და ცემის სისტემატური ხასიათი განაპირობებს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ,,ძალადობაში“ კანონმდებელი მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატური ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირშია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ბრალდებულ მ-------------ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებული ძალადობის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - ძალადობა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ დაზარალებული ნამდვილად ორსულადაა და ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვით საფრთხე ექმნება ემბრიონის ნორმალურ განვითარებას. დამნაშავემ უნდა იცოდეს ქალის ორსულობის შესახებ ზუსტად და არა ვარაუდით. შეცნობა ნიშნავს რეალურად არსებული ფაქტისა და მოვლენის გაცნობიერებას და არა იმას, თუ რას ფიქრობდა პირი და რა ეგონა მას.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებები (დაზარალებულ მ-------------------–---–ის ჩვენება და მოწმე დ------------------–---–ის ჩვენება) მკაფიოდ მიუთითებს, რომ 2018 წლის 31 მაისს, 4 ივნისსა და 5 ივნისს ძალადობის ჩადენისას მ-------------ისთვის ცნობილი იყო მ-------------------–---–ის ორსულობის შესახებ. ასევე მოწმე ს--------------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 5 ივნისს მ-------------------–---–ს ვიზუალურად ეტყობოდა, რომ იგი ორსულად იყო. გარდა ამისა, არც დაცვის მხარე უარყოფს იმ ფაქტს, რომ ხსენებულ პერიოდში მ-------------ისთვის ცნობილი იყო მ-------------------–---–ის ორსულობის თაობაზე. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მტკიცებულებები არის სანდო, სარწმუნო და უტყუარი; მ-------------ემ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ჩაიდინა მისთვის წინასწარი შეცნობით ორსული მ-------------------–---–ის მიმართ და იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

მოცემული დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ვინაიდან ხსენებული დანაშაული ჩადენილია ოჯახში, გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით. სწორედ ოჯახში მყოფი მოძალადის დასჯა და მის მიმართ სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ოჯახური ძალადობის, როგორც სოციალური პრობლემის აღმოფხვრის გზა და ოჯახში მყოფი მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ოჯახში ძალადობა დღეის მდგომარეობით წარმოადგენს გავრცელებულ და ამავე დროს ერთ-ერთ ლატენტურ დანაშაულს, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ოჯახური ძალადობის სოციალურ პრობლემად აღქმა, რათა საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობიერება და ამ საკითხის მიმართ პასუხისმგებლობა.

 

3.9. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ ფიზიკური ძალადობის აქტების ჩადენით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა. ამავე კონვენციის 55-ე მუხლი კი, წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ დანაშაულის გამოძიების ჩატარება ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ, სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს ზემოაღნიშნული ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტს (აღნიშნული კონვენცია საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან).

 

3.10. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

3.11. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

3.12. ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია მ-------------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი) და ძალადობა, ესე იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3.13. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს მ-------------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 126-ე მუხლის II ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს მ-------------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.5. სასამართლო მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

5.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს მ-------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს, (ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ორსულ მეუღლეზე - მ-------------------–---–ზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე აყენებდა მას სისტემატიურ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რაც იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას). ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება მ-------------ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით.

 

მ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ-------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 8 ივნისიდან.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ლ--–---------ის დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული 2 ცალი მაისური (რომელიც ინახება ქ-------–---------–-–--------------------- ი----------------------------–--------–-–--------------------–---ში), დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე