გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4849-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ლ----------ე
წარმომადგენელი - ზ----------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
წარმომადგენელი - ჯ------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის №1------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის №1------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ივლისის N1------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
1.4. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ივლისის N1------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
1.5. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ივლისის N1------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
1.6. დაევალოს მოპასუხეს ქმედების განხორციელება, კერძოდ, გასცეს მოსარჩელის რწმუნებულის მიერ 2018 წლის 06 ივნისის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი - №9------ და N9------) განცხადებებით და მათი დანართი მოსარჩელის რწმუნებულის სამგვერდიანი განცხადებით მოთხოვნილი დოკუმენტების ასლები. ასევე გასცეს მოსარჩელის რწმუნებულის 2018 წლის 05 ივლისის განცხადებებით (რეგისტრაციის ნომრები: N1------- და N1-------) მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 21 მაისს ლ----------ემ განცხადებით (რეგისტრაციის N8------) მიმართა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა იმ განცხადებების დამოწმებული ასლების გადაცემა, რომლითაც ა-–--------------------------–---------–--ემ 1928 წლის მაისიდან ექვსი თვის ვადაში მიმართა ა----------–------------–-----–------ის სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსს, ასევე მოითხოვა იმ განცხადების დამოწმებული ასლის გადაცემა, რომლითაც ა-–--------------------------–---------–--ემ 1931 წლის სექტემბრის თვიდან ექვსი თვის ვადაში მიმართა ე-–-----------------–------------ას სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ----------ის 2018 წლის 21 მაისის განცხადება - ს/ფ 21-22
3.1.2. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 31 მაისის N1------ წერილით ლ----------ეს განემარტა, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული იყო უფლებამოსილება შეწყვეტილი/შეჩერებული ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები სამემკვიდრეო საქმეები. ასევე ნოტარიუსთა პალატა აწარმოებდა სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან რეესტრს, სადაც შეტანილი იყო მონაცემები მამკვიდრებლის თაობაზე. განმცხადებელს განემარტა, რომ ვინაიდან მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო საჯარო ინფორმაცია და იგი ექცეოდა სპეციალური სამართლებრივი აქტების რეგულაციის სფეროში, სსიპ ნოტარიუსთა პალატამ არც უარყო და არც დაადასტურა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არსებობის ფაქტი, ვინაიდან განცხადებას არ ერთვოდა დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და არ იყო წარდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია. განმცხადებელს განემარტა, რომ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა იქნებოდა საფუძველი საძიებო სამუშაოების დაწყების. რადგან განცხადებას არ ერთვოდა წინასწარ გადახდილი ქვითარი, ვერ მოხდა ლ----------ის მოთხოვნის დაკმაყოფილება ა----------–------------–------–------ის და ე-–-----------------–------------ას სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით ა-–--------------------------–--------–--ის განცხადებების მოძიების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 31 მაისის N1------ წერილი - ს/ფ 23-24
3.1.3. 2018 წლის 06 ივნისს ლ----------ის წარმომადგენელმა ზ----------–---–მა კვლავ მიმართა სსიპ საქართვლოს ნოტარიუსთა პალატას განცხადებებით (რეგისტრაციის N9------, N9------), რომელსაც დაურთო მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა თბილისი, მ---–------------–------) ნოტარიუსის მიერ 1931 წელს სექტემბრის თვიდან 1932 წლის აპრილის თვემდე დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დამოწმებული ასლი და მასზე თანდართული დოკუმენტები, ამასთან მხარემ მიუთითა, რომ სამკვიდრო გახსნილი იქნა ქ. თბილისში, ბ-------------------------–---–----------- მისამართზე, მამკვიდრებელი: ე-–-----------------–------------ა, განმცხადებელი ა-–--------------------------–--------–--ე.
ასევე მოითხოვა 1928 წლის მაისის თვიდან დეკემბრის თვემდე დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დამოწმებული ასლი და მასზე თანდართული დოკუმენტები, ამასთან მხარემ მიუთითა, რომ სამკვიდრო გახსნილი იქნა ქ. თბილისში, ბ-------------------------–---–----------- მისამართზე, მამკვიდრებელი: ა----------–------------–------–------ი, განმცხადებელი: ა-–--------------------------–--------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 06 ივნისის განცხადებები თანდართული მასალებით - ს/ფ 25-32
- განცხადება N2 - ს/ფ 29-31.
3.1.4. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის N1------ და N1------ წერილებით ლ----------ეს უარი ეთქვა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე და განემარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში არ არის მითითებული სანოტარო აქტის კონკრეტული რეკვიზიტები (დამოწმების თარიღი, რეესტრის ნომერი), ლ----------ისათვის საინტერესო დოკუმენტების მოძიების მიზნით ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცულ პირველ სახელწმიფო სანოტარო კანტორაში ნაწარმოებ დოკუმენტებში შერჩევით განხორციელდა მოქალაქეების ე-–--------------ასა და ა-–-----------------–--ის, ასევე ა--------–------ისა და ა-–-----------------–--ის მონაწილეობით დამოწმებული სანოტარო აქტის მოძიებისათვის სამუშაოები. შერჩევითი ძიების შედეგად ვერ იქნა მოძიებული მოსარჩელისათვის საინტერესო ინფორმაცია. ლ----------ეს ასევე ეცნობა, რომ ზემოთ აღნიშნული სანოტარო აქტი არ იყო რეგისტრირებული ერთიან ელექტრონულ რეესტრშიც. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ სანოტარო აქტის კონკრეტული რეკვიზიტების (დამოწმების თარიღი, რეესტრის ნომერი) მითითების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მოხდებოდა მისთვის საინტერესო დოკუმენტების მოძიება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის N1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (ლ----------ის 2018 წლის 06 ივნისის N9------ განცხადებაზე) - ს/ფ 33
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის N1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (ლ----------ის 2018 წლის 06 ივნისის N9------ განცხადებაზე) - ს/ფ 34
3.1.5. ლ----------ის წარმომადგენელმა ზ----------–---–მა 2018 წლის 13 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის სახით გადასცემოდა სამართლებრივი აქტების დამოწმებული ასლები, რომლებიც 1927-1933 წლებში ადგენდნენ ნოტარიუსების საქმიანობის უფლებამოსილებებსა და წესებს. ასევე იმ სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი, რომელიც თბილისის ტერიტორიას ჰყოფდა სამკვიდრო უბნებად, ასევე თბილისის მე-2 უბანში რომელი ნოტარიუსი იყო უფლებამოსილი ეწარმოებინა სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრი. რამდენადაც აღნიშნულ პერიოდში თბილისი იყოფოდა 5 უბნად, ითხოვა ასევე გადასცემოდა დოკუმენტების დამოწმებული ასლები, რომელიც ამ უბნებში სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრების წარმოების უფლებამოსილებას ანიჭებდა ნოტარიუსებს. ასევე, ლ----------ის წარმომადგენელმა განცხადებაში მიუთითა, რომ აღნიშნულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა (დღევანდელის მსგავსად) ადგენდა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესებს, რაც საქართველოს იუსტიციის კომიტეტის შესაბამისი დადგენილებით რეგულირდებოდა, ხოლო ნოტარიუსებს უფლებამოსილება ენიჭებოდათ იუსტიციის სახელმწიფო კომიტეტის ბრძანებებით (დღევანდელი წესის მსგავსად).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 14 ივნისის განცხადება - ს/ფ 110
3.1.6. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის N1------ წერილით მოსარჩელის წარმომადგენელს ზ----------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დამატებით მიმდინარეობდა მის მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი აქტების მოძიება, რისთვისაც ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივიდან. მითითებული უწყებიდან ინფორმაციის მიწოდებისთანავე ეცნობებოდა დაუყოვნებლივ.
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის N1------ წერილით მოსარჩელის წარმომადგენელს ზ----------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაცული იყო ნოტარიატში ბრძანებების, დადგენილებების, ინსტრუქციებისა და სადირექტივო წერილების კრებულის ელექტრონული ვერსია (1947 წლის გამოცემა). კრებული მოსარჩელისათვის საინტერესო პერიოდის მხოლოდ ერთ აქტს შეიცადა, კერძოდ, სსრკ ცაკის და სახკომსაბჭოს 1926 წლის 14 მაისის დადგენილება ,,სახელმწიფო ნოტარიატის ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების შესახებ’’, რომელის ასლიც გადაეცა მხარეს. ასევე განემარტა, რომ მიმდინარეობდა მხარისათვის საინტერესო სამართლებრივი აქტების მოძიების პროცესი და ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ეცნობებოდა დამატებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის N1------ წერილი - ს/ფ 114
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის N1------ წერილი დანართით - ს/ფ 111-113
3.1.7. ლ----------ის წარმომადგენელმა ზ----------–---–მა 2018 წლის 14 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეს და მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის და დაკუმენტაციის მოძიება მოითხოვა მე-2 უბნის სანოტარო კანტორის მასალებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ----------ის წარმომადგენელმა ზ----------–---–მა 2018 წლის 14 ივნისს განცხადება - ს/ფ 35-37
- განცხადების მიღების ბარათი - ს/ფ 38
3.1.8. 2018 წლის 03 ივლისს სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის N1------ და N1------ წერილებით, მოსარჩელის წარმომადგენელს ზ----------–---–ს 2018 წლის 12 ივნისის N1------ და N1------ პასუხებთან დაკავშირებით დამატებით ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის სამსახურის მიერ დამატებით იქნა ჩატარებული საძიებო სამუშაოები მ---–------------–------ რაიონის) ნოტარიუსის მიერ 1931 წლის სექტემბრის თვიდან 1932 წლის აპრილის თვემდე პერიოდში ე-–-----------------–------------ას სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ ა-–--------------------------–--------–--ის სახელით დამოწმებული თბილისში, ბ-------------------------–---–------------ში არსებულ სამკვიდრო ქონებაზე განცხადების მოძიების მიზნით, ასევე 1928 წლის მაისის თვიდან დეკემბრის თვემდე პერიოდში ა----------–------------–-----–------ის სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ ა-–--------------------------–--------–--ის სახელით დამოწმებული თბილისში, ბ-------------------------–---–------------ში არსებულ სამკვიდრო ქონებაზე განცხადების მოძიების მიზნით.
განხორციელებული ძიების შედეგად საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სამკვიდრო საქმეთა ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ე-–-----------------–------------ს სამკვიდრო ქონებაზე ა-–--------------------------–--------–--ის სახელით 1931 წლის სექტემბრის თვიდან 1932 წლის აპრილის თვემდე პერიოდში დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების თაობაზე. ასევე არ მოიძებნა ჩანაწერი ა----------–------------–-----–------ის სამკვიდრო ქონებაზე ა-–--------------------------–-------–---ს სახელით 1928 წლის მაისის თვიდან დეკემბრამდე პერიოდში დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდროს მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ივლისს N1------ წერილი - ს/ფ 39
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ივლისს N1------ წერილი - ს/ფ 40
3.1.9. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ივლისის N1------ წერილით მოსარჩელის წარმომადგენელს ზ----------–---–ს დამატებით ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის სამსახურის მიერ დამატებით იქნა ჩატარებული საძიებო სამუშაოები მ---–------------–------ რაიონის) ნოტარიუსის მიერ 1928 წლის მაისის თვიდან დეკემბრის თვემდე პერიოდში ა----------–------------–-----–------ის სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ ა-–--------------------------–--------–--ის სახელით დამოწმებული თბილისში, ბ-------------------------–---–------------ში არსებულ სამკვიდრო ქონებაზე განცხადების მოძიების მიზნით, ასევე 1931 წლის სექტემბრის თვიდან 1932 წლის აპრილის თვემდე პერიოდში ე------------–-------------ს სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ ა-–--------------------------–-------–---ს სახელით დამოწმებული თბილისში, ბ-------------------------–---–------------ში არსებულ სამკვიდრო ქონებაზე განცხადების მოძიების მიზნით და განხორციელებული ძიების შედეგად, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი მისთვის საინტერესო ინფორმაციის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ნოტარიუსთა პალატის არქივის სამსახურში 2018 წლის 03 ივლისს მომზადებული იქნა N1------ და N1------ წერილობითი პასუხები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ივლისის N1------ წერილი - ს/ფ 44-45
3.1.10. ლ----------ის წარმომადგენელმა ზ----------–---–მა 2018 წლის 05 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია, კერძოდ: სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის თანამშრომელმა (დ. გ--------–მა) ქ. თბილისის მ---–------------–------) რაიონის რომელი ნოტარიუსის (1928 წლის მაისიდან დეკემბრის პერიოდში მოქმედი, ასევე 1931 წლის სექტემბრიდან 1932 წლის აპრილამდე პერიოდში მოქმედი ნოტარიუსის სახელის, გვარის, ასევე მისი სანოტარო კანტორის მისამართის მითითებით) არქივში განახორციელა ძებნა და რატომ, რა პრინციპითა და საფუძვლით ეძია კონკრეტული ნოტარიუსის არქივში. ასევე გადასცემოდა იმ სახელმწიფო ნოტარიუსების სრული გვარები და სახელები (სანოტარო კანტორების მისამართის მითითებით), რომლებიც 1928 წლის მაისის თვიდან დეკემბრის თვემდე, ასევე 1931 წლის სექტემბრიდან 1932 წლის აპრილამდე ახორციელებდნენ ნოტარიუსის უფლებამოსილებებს მთაწმინდის (კრწანისის) რაიონში მითითებულ პერიოდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- 2018 წლის 05 ივლისს განცხადებები - ს/ფ 46, 48
- განცხადების მიღების ბარათები - ს/ფ 47, 49
3.1.11. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის N1------- წერილის მიხედვით, სსიპ ნოტარიუსთა პალატის მიერ არქივში დაცულ მე-2 სახელმწიფო სანოტარო კანტორის მასალებში დამატებით ჩატარდა საძიებო სამუშაოები, რის შემდეგადაც დადგინდა, რომ ნოტარიუსთა პალატის არქივში არ ინახება 1928-1932 წლებში თბილისის მე-2 სახელმწიფო სანოტარო კანტორაში ნაწარმოები სანოტარო საქმეები. შესაბამისად, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ვერ გასცა ინფორმაცია მითითებულ წლებში, ამავე სანოტარო კანტორის ფარგლებში ნაწარმოები სამემკვიდრეო საქმის შესახებ.
სამემკვიდრეო საქმის წარმოების თაობაზე სარეესტრო ჩანაწერები თბილისის მე-2 სანოტარო კანტორაში ნაწარმოებია 1951 წლიდან, ხოლო სამემკვიდრეო საქმეები ინახება 1961 წლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის N1------- წერილი - ს/ფ 211
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის №1------, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის №1------, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ივლისის N1------, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ივლისის N1------, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ივლისის N1------ წერილები, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.
საქართველოში ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა შესრულების ძირითად მოთხოვნებს განსაზღვრავს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის თვითმმართველობის პრინციპით აგებული ნოტარიუსების გაერთიანება და ემყარება ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობას. ნოტარიუსები ნებაყოფლობით საწყისებზე შეიძლება იყვნენ ნოტარიუსთა საზოგადოებრივი გაერთიანების წევრები. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა წარმოადგენს და იცავს ნოტარიუსთა ინტერესებს, ეხმარება მათ სანოტარო საქმიანობაში, ორგანიზებას უწევს ნოტარიუსობის კანდიდატთა სტაჟირებას, ზრუნავს ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 06 ივნისს ლ----------ის წარმომადგენელმა ზ----------–---–მა განცხადებებით მიმართა სსიპ საქართვლოს ნოტარიუსთა პალატას (რეგისტრაციის N9------, N9------), რომელსაც დაურთო მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი და მოითხოვა ინფორმაციის გაცემა თბილისი, მ---–------------–------) ნოტარიუსის მიერ 1931 წელს სექტემბრის თვიდან 1932 წლის აპრილის თვემდე დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დამოწმებული ასლი და მასზე თანდართული დოკუმენტები, ამასთან მხარემ მიუთითა, რომ სამკვიდრო გახსნილი იქნა ქ. თბილისში, ბ-------------------------–---–----------- მისამართზე, მამკვიდრებელი: ე-–-----------------–------------ა, განმცხადებელი ა-–--------------------------–--------–--ე. ასევე მოითხოვა 1928 წლის მაისის თვიდან დეკემბრის თვემდე დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დამოწმებული ასლი და მასზე თანდართული დოკუმენტები, ამასთან მხარემ მიუთითა, რომ სამკვიდრო გახსნილი იქნა ქ. თბილისში, ბ-------------------------–---–----------- მისამართზე, მამკვიდრებელი: ა----------–------------–------–------ი, განმცხადებელი: ა-–--------------------------–--------–--ე.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის N1------ და N1------ წერილებით ლ----------ეს უარი ეთქვა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე და განემარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში არ არის მითითებული სანოტარო აქტის კონკრეტული რეკვიზიტები (დამოწმების თარიღი, რეესტრის ნომერი), ლ----------ისათვის საინტერესო დოკუმენტების მოძიების მიზნით ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცულ პირველ სახელმწიფო სანოტარო კანტორაში ნაწარმოებ დოკუმენტებში შერჩევით განხორციელდა მოქალაქეების ე-–--------------ასა და ა-–-----------------–--ის, ასევე ა--------–------ისა და ა-–-----------------–--ის მონაწილეობით დამოწმებული სანოტარო აქტის მოძიებისათვის სამუშაოები. შერჩევითი ძიების შედეგად ვერ იქნა მოძიებული მოსარჩელისათვის საინტერესო ინფორმაცია. ლ----------ეს ასევე ეცნობა, რომ ზემოთ აღნიშნული სანოტარო აქტი არ იყო რეგისტრირებული ერთიან ელექტრონულ რეესტრშიც. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ სანოტარო აქტის კონკრეტული რეკვიზიტების (დამოწმების თარიღი, რეესტრის ნომერი) მითითების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მოხდებოდა მისთვის საინტერესო დოკუმენტების მოძიება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლ----------ის წარმომადგენელმა ზ----------–---–მა 2018 წლის 14 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეს და მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის და დაკუმენტაციის მოძიება მოითხოვა მე-2 უბნის სანოტარო კანტორის მასალებში.
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ივლისს სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის N1------ და N1------ წერილებით, მოსარჩელის წარმომადგენელს ზ----------–---–ს 2018 წლის 12 ივნისის N1------ და N1------ პასუხებთან დაკავშირებით დამატებით ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის სამსახურის მიერ დამატებით იქნა ჩატარებული საძიებო სამუშაოები მ---–------------–------ რაიონის) ნოტარიუსის მიერ 1931 წლის სექტემბრის თვიდან 1932 წლის აპრილის თვემდე პერიოდში ე-–-----------------–------------ას სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ ა-–--------------------------–--------–--ის სახელით დამოწმებული თბილისში, ბ-------------------------–---–------------ში არსებულ სამკვიდრო ქონებაზე განცხადების მოძიების მიზნით, ასევე 1928 წლის მაისის თვიდან დეკემბრის თვემდე პერიოდში ა----------–------------–-----–------ის სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ ა-–--------------------------–--------–--ის სახელით დამოწმებული თბილისში, ბ-------------------------–---–------------ში არსებულ სამკვიდრო ქონებაზე განცხადების მოძიების მიზნით. განხორციელებული ძიების შედეგად საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სამკვიდრო საქმეთა ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ე-–-----------------–------------ს სამკვიდრო ქონებაზე ა-–--------------------------–--------–--ის სახელით 1931 წლის სექტემბრის თვიდან 1932 წლის აპრილის თვემდე პერიოდში დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების თაობაზე. ასევე არ მოიძებნა ჩანაწერი ა----------–------------–-----–------ის სამკვიდრო ქონებაზე ა-–--------------------------–-------–---ს სახელით 1928 წლის მაისის თვიდან დეკემბრამდე პერიოდში დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდროს მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების თაობაზე.
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 03 ივლისის N1------ წერილით მოსარჩელის წარმომადგენელს ზ----------–---–ს დამატებით ეცნობა, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის სამსახურის მიერ დამატებით იქნა ჩატარებული საძიებო სამუშაოები მ---–------------–------ რაიონის) ნოტარიუსის მიერ 1928 წლის მაისის თვიდან დეკემბრის თვემდე პერიოდში ა----------–------------–-----–------ის სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ ა-–--------------------------–--------–--ის სახელით დამოწმებული თბილისში, ბ-------------------------–---–------------ში არსებულ სამკვიდრო ქონებაზე განცხადების მოძიების მიზნით, ასევე 1931 წლის სექტემბრის თვიდან 1932 წლის აპრილის თვემდე პერიოდში ე------------–-------------ს სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ ა-–--------------------------–-------–---ს სახელით დამოწმებული თბილისში, ბ-------------------------–---–------------ში არსებულ სამკვიდრო ქონებაზე განცხადების მოძიების მიზნით და განხორციელებული ძიების შედეგად, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სამემკვიდრეო საქმეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი მისთვის საინტერესო ინფორმაციის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ნოტარიუსთა პალატის არქივის სამსახურში 2018 წლის 03 ივლისს მომზადებული იქნა N1------ და N1------ წერილობითი პასუხები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოსარჩელის მითითებით, მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის და დაკუმენტაციის მოძიება უნდა მოხდეს მე-2 უბნის სანოტარო კანტორის მასალებში, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების დროს არ განხორციელებულა, ვინაიდან პასუხი გაცემულია მხოლოდ ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცულ პირველ სახელმწიფო სანოტარო კანტორაში ნაწარმოებ დოკუმენტებში ძიების შედეგად. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, ნოტარიუს ნ-----------–---ს აქვს გარკვეული ინფორმაცია, მის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ვინაიდან, მან 2009 წლის 12 აგვისტოს სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ნოტარიუსმა მიუთითა, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელთა საკუთრებას წარმოადგენდა გ. ჭ---------------------------–-------------–-----------------ში მდებარე სასტუმრო „თ---–-------------ი“, მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, ნოტარიუს ნ-----------–---ს აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა ჰქონოდა მამკვიდრებლების სამკვიდროს აღწერის აქტებიდან. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები და შემდეგ გასცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელის განცხადებებითან მიმართებაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მხოლოდ მითითებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია თუ არა განხორციელდეს ძიება, როგორც პირველ, ასევე მეორე სახელმწიფო სანოტარო კანტორაში ნაწარმოებ დოკუმენტებში, საჭიროების შემთხვევაში ნოტარიუს ნ-----------–---ისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია და საქმის სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ გასცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელის 2018 წლის 06 ივნისის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი - №9------ და N9------) განცხადებებთან, ასევე მოსარჩელის 2018 წლის 05 ივლისის განცხადებებთან (რეგისტრაციის ნომრები: N1------- და N1-------) დაკავშირებით, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმეტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის N1------ და N1------, ასევე 2018 წლის 03 ივლისის N1------, N1------ და N1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები და უნდა დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელის განცხადებებთან (2018 წლის 06 ივნისის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი - №9------ და N9------), ასევე 2018 წლის 05 ივლისის (რეგისტრაციის ნომრები: N1------- და N1-------)) მიმართებით.
6.4. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას დაევალოს მოპასუხეს ქმედების განხორციელება, კერძოდ, გასცეს მოსარჩელის რწმუნებულის მიერ 2018 წლის 06 ივნისის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი - №9------ და N9------) განცხადებებით და მათი დანართი მოსარჩელის რწმუნებულის სამგვერდიანი განცხადებით მოთხოვნილი დოკუმენტების ასლები. ასევე გასცეს მოსარჩელის რწმუნებულის 2018 წლის 05 ივლისის განცხადებებით (რეგისტრაციის ნომრები: N1------- და N1-------) მოთხოვნილი ინფორმაცია, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, გულისმხობს მოპასუხის მიერ სწორედ აღნიშნული საკითხის ხელახალ შესწავლას, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ზემოთ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - საქართველოს ნოტარიუსთა პალატას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის N1------ და N1------, ასევე 2018 წლის 03 ივლისის N1------, N1------ და N1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები და დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ლ----------ის განცხადებებთან მიმართებით.
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. დაეკისროს მოპასუხეს - საქართველოს ნოტარიუსთა პალატას სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი