განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2300539-1/059-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
04 მარტი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გი- ბერაი-
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
სხდომის სახე - ღი-
ბრალდების მხარე: პროკურორი – კ---------–---–---–--
დაცვის მხარე: ბრალდებული – მ------------–---- საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2-.0--1--- წელს ა------–ი, პ/ნ 2-0--------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ა------- ჭ----------------
ადვოკატი - პ------------–-–---–-;
კვალიფიკაცი-: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 12 დეკემბერს საღამოს საათებში მეზობლური კონფლიქტის გამო ურთიერთშელაპარაკების დროს მ------------–---მ მეზობელ ი---------–---–- დ. ა------–ი ჭავჭავაძის ქ. N9-ში მდებარე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ყოფნის დროს ხელზე აზბესტის ფილის ე.წ. შიფერის ერთხელ დარტყმით მი-ყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზი-ნება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მ------------–---მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვი-, მაგრამ არ მოჰყოლი- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მ------------–---მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვი-, მაგრამ არ მოჰყოლი- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით:
დაზარალებულ ი---------–---–ის მოწმის სახით დაკითხვით დადგენილი-, რომ 2017 წლის 12 დეკემბრის დილა იყო, იქნებოდა ასე ალბათ 12 საათი, სახლში იმყოფებოდა, როდესაც გამოვიდა გარეთ და დაინახა, რომ მისი სახლის წინ ღობის გვერდზე, სადაც არის მ------------–--ის გარაჟი და ამის მოპირდაპირედ გარაჟის სიგრძეზე არსებული ღობე აღარ იყო, რადგან დანგრეული ჰქონდა მ-----ას და თხრიდა მიწას დაზარალებულის მხრიდან და გაჰქონდა ეს მიწა თავისკენ. ი- მივიდა მ-----ასთან შეხედა თუ რას აკეთებდა არ მოეწონა, მ-----ას გარაჟი პირდაპირ ღობესთან ჰქონდა აშენებული 20 სანტიმეტრიც არ იყო დაშორება.. მ-----ამ მოინდომა და ეს ღობეც დაანგრი-, რადგან მისი თქმით გარაჟს ადგილი სჭირდებოდა. მოწმემ დაიწყო დანგრეული ღობის ნაწილის აწყობა, მ-----ა გაბრაზდა თუ რატომ აწყობდა ღობეს და იერიშზე გადავიდა. ამ დროს ჯერ მხაზველები არ იყვნენ მოსულნი. მ-----ა ნასვამი იყო, არაყის სუნიც უდიოდა. მხაზველები როდესაც მოვიდნენ მოწმე შევიდა მზი-ს ეზოში. ერთერთ მხაზველს, რომელსაც ზ---- ჰქვი- ჰკითხა თუ რას აკეთებდნენ, მისთვის ხელი არანაირად არ შეუშლი-, პირიქით უთხრა, რომ კარგად გადაეღოთ ყველაფერი, ამ სიტყვის თქმა იყო და უკვე მოგლიჯა მ-----ამ ღობე, მ-----ამ კინაღამ წააქცი- გადააბრუნა ის ბიჭი და აპარატი გადაუბრუნა, რომ იღებდა. მოწმეს უნდოდა, რომ გადაეღოთ კარგად რადგან ყველაფერი ზუსტად ყოფილიყო, მაგრამ მ-----ამ არ აცადა იმათ მოიშორა, ეს ბიჭი გავარდა და ჩაჯდა მანაქანაში და წავიდა. ვ-–---------–--ემ წაიყვანა ეს ბიჭები. მოწმე განმარტავს რომ მ------------–---მ სწორედ ამის მერე შიფრების ნამტვრევებით მი-ყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმეს არ უნდოდა, რომ ღობე წაეღო მ-----ას და ექაჩებოდა ღობეს, მ-----აც იქით ექაჩებოდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ურტყამდა ხელებზე შიფერს, ისე ჰქონდა ეს ხელები დასიებული, მერე დედამისი ნ-------------–-ილი გახდა ცუდად და სასწრაფო, რომ მოვიდა მოწმესაც შეუხვიეს ხელი, სისხლჩაქცევები ჰქონდა. მ-----ამ სახლიდან გამოიტანა ურო ჩაარტყა ახალ ჟეშტის ღობეს ორ სამ ადგილას. მ-----ა ურტყამდა და ყვიროდა ,,ამ ღობეს სულ აგაღებინებთ აქედანო.“ თავად არის მედიცინის მუშაკი და სახლში მკურნალობდა ხელებზე, სტაციონალური მკურნალობა არ დაჭირვები-.
ამ ყველაფერს დედამისი ნ-------------–-ილი უყურებდა მხოლოდ და დასაწყისში მხაზველები. დაითრი- ეს ფიცის ღობე მ-----ამ და თრევით წაიღო თავისაკენ. ი- შევიდა თავის ეზოში და შიგნიდან იჭერდა ღობეს, ექაჩებოდა რომ ღობე არ წაეღო და ამ დროს მ-----ა მობრუნდა უკან და რაც ქონდა ყველაფერს ურტყამდა. მოწმე განმარტავს, როდესაც მხაზველები წავიდნენ ამის მერე მი-ყენა ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ყველაფერს ესროდა, შიფერს ურტყამდა ხელებზე და ზურგზეც მოხვდა, ორივე ხელი დასიებული და დალურჯებული ჰქონდა, რომელიც ექიმმა შეუხვი-. აღნიშნულის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ ყველაფერს შეესწრო დედამისი ნ-------------–-ილი, იყო კიდევ მისი მეზობელი მაგრამ საერთოდ არ გამოსულა სახლიდან და არ იცის ეს ყველაფერი დაინახა თუ არა არ იცის. დედამისი ეუბნებოდა გამოეცალეო, მერე კი ეზოში ჩავიდა ახლოს მივიდა მათთან, რომელიც დაახლოებით 5-10 მეტრში იდგა მ-----ასგან და მისგან ან უფრო ახლოს, დედამისს მხაზველები არ დაუნახავს, ცოტა მერე გამოვიდა გარეთ, როცა წასულები იყვენენ. როდესაც მ-----ა შიფერს ურტყამდა.
მოწმე ნ-------------–-ილის დაკითხვით დადგენილი-, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს სახლში იყო, როდესაც მოესმა ხმაური ყვირილის და კივილის, გამოვიდა გარეთ და დაინახა, რომ მის შვილს ი---------–---–- ეჭირა ზაბორი( ღობე), მ------------–---საც ეჭირა ზაბორი და გლეჯდა ხელიდან. მიწაზე დაობდა მ-----ა, ამბობდა რომ მისი იყო მიწა. აიღო მერე იქვე დაყრილი შიფერი მ-----ამ და ხელებზე დაარტყა ი---------–---–-- გრძელი შიფერი იყო, ჯერ ხელზე 2 ჯერ დაარტყა მერე ბეჭებში, ხელზე დაარტყა და მოტეხილი იყო თუ რა იყო არ იცის, ჩაშავებული ჰქონდა, მარცხენა ხელი დაუსივდა და მარჯვენა ჩაულურჯდა, ბეჭიც მარცხენა მხარეს დალურჯებული ჰქონდა. მოწმე შვილს ეუბნებოდა თავი დაენებებინა მ-----ასთვის რომ მთვრალი იყო მ-----ა და უარეს შარში არ გაეხვი-, იქ ეყარა შიფერის ნამტვრევები, რომელსაც მ-----ა ისროდა მათი მისამართით თავისი ეზოდან, ნ----- და ი- ეცლებოდნენ, რომ არ მოხვედროდათ, ეს ყველაფერი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. ამ ფაქტს მხოლოდ ის შეესწრო, ამზომველები იყვნენ, მაგრამ იმ ბიჭმა, რომ დაინახა, რომ კამათობდნენ, თავის ი-რაღებს ხელი დაავლო და გაიქცა. კამათი და დარტყმის დრო დაინახეს თუ არა არ იცის. მოწმე განმარტავს, რომ მ-----ასთან და თავის შვილთან ძალი-ნ ახლოს იყო და ყველაფერი კარგად დაინახა.
მოწმე ვ-–---------–--ის მოწმის სახით დაკითხვით დადგენილი-, რომ მ-----ასთან იყვნენ ასაზომად ბიჭები, მ-----ა და ი---------–---–ი, რომ შეკამათდნენ ამ დროს ის და ამზომველები ასაზომად წავიდნენ შენობის ქვედა კუთხეში, მ-----ა და ი- ზედა კუთხეში იყვნენ, დაიწყეს აზომვა და რომ ამოვიდნენ მ-----ა და ი- უკვე ნაჩხუბარნი იყვნენ, სხვა არაფერი არ დაუნახავთ არც დარტყმა არ დაუნახავთ, რადგან შენობა ეფარებოდათ. ამზომველმა ბიჭებმა უარი თქვეს, რადგან ჯერ მორიგებულიყვნენ და მერე აზომავდნენ მიწას., მოწმემაც წაიყვანა ეს ბიჭები უკან. აზომვა, რომ დაიწყეს მოწმე ამ ამზომველებთან ერთად იყო, ჯერ ერთი წერტილი აიღეს და მეორეს ასაღებად ქვემოთ ჩავიდნენ. აზომვა რომ დაიწყეს ი---------–---–ი თავის ეზოში იყო და მ-----ას ეკამათებოდა, რომ ეს ტერიტიორი- მ-----ას არ ეკუთვნოდა და შენობასაც დაანგრევინებდა. მ-----ას და ი-ს ღობე ჰყოფდათ -საშუალო ადამი-ნის სიმაღლის იქნებოდა, ხის ღობე იყო, ღობეზე ეჯაჯგურებოდნენ ესენი, დარტყმა არაფერი არ ყოფილა, არც რამე ხმა გაუგი-, დაახლოებით 2-2 მეტრში იდგნენ ღობიდან. როცა ამზომველები წაიყვანა და წავიდა კიდევ კამათობდნენ ი- და მ-----ა.
მოწმე ზ---- ბ------–---–ის მოწმის სახით დაკითხვით დადგენილი-, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს მ------------–---მ მიმართა შპს-ს დირექტორს კოორდინატების ანუ საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით. წავიდნენ დაბა ა------–ი, ჭავჭავაძის ქუჩაზე. საზღვრების დასადგენად, მივიდნენ და დაიწყეს მათი საქმი-ნობა. დაიწყეს წერტილების დასმა, ამ პერიოდში გამოვიდა მ------------–--ის მეზობელი ი---------–---–ი, რომელმაც ჰკითხა მას თუ რას აკეთებდა, მან უპასუხა რომ რეგისტრაციის მიხედვით ადგენდა მიწის საზღვრებს. შემდეგ მიუტრი-ლდა მ------------–---ს და მათ შორის დაიწყო შელაპარაკება. ზ---- ბ------–---–ი მათგან შორს იდგა და არ ესმოდა ყველაფერი, თუმცა მან გაიგონა, რომ კამათობდნენ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. შემდეგ ზ---- ბ------–---–ი მივიდა მ-----ასთან და ი-სთან და უთხრა, რომ თუ რაიმე სადავო ჰქონდათ, ის დატოვებდა თავის საქმი-ნობას და მისთვის დაერეკათ, როცა შეთანხმდებოდნენ. მ-----ას მეუღლემ წაიყვანა ზ---- ბ------–---–ი სამსახურში. შესაბამისად მან არ იცის რა მოხდა მისი წასვლის შემდეგ. ზ---- ბ------–---–ი და ს-------- ბ------–---–ი იყვნენ მ-----ას ეზოში, ხოლო ი- გამოვიდა თავის ეზოში, მიწის საზღვართან. ამ დროს მ------------–--- იყო ცოტა მოშორებით თავისივე ეზოში. მ-----ა და ი- კამათობდნენ ხმამაღლა, თუმცა ფიზიკური შეხების ფაქტი ზ---- ბ------–---–ის იქ ყოფნის პერიოდში არ ყოფილა. ადგილზე იმყოფებოდნენ ზ---- ბ------–---–ი, მისი თანამშრომელი ს-------- ბ------–---–ი, მ------------–---, მ-----ას მეუღლე ვ-–---------–--ე და ი---------–---–ი.
მოწმე ს-------- ბ------–---–ის დაკითხვით დადგენილი-, რომ 2017 წლის 12დეკემბერს მ-----ა მივიდა მათთან სამსახურში, უნდოდა რეგისტრირებული საზღვრების კოორდინატებში მოქცევა. ის და მისი თანამშრომელი გაჰყვნენ, რეგისტრაციის წერტილები აჩვენეს, ბოლო წერტილზე იყავნენ, როდესაც გამოვიდა მ------------–--ის მეზობელი ი---------–---–ი და დაიწყეს შეკამათება. ისინი დაახლოებით 20-25 მეტრის დაშორებით იდგნენ, მაგარამ ესმოდათ რომ მ-----ა და ი- მიწის საზღვრებზე კამათობდნენ. ვ-–---------–--ეს მ-----ას მეუღლეს სთხოვეს და უკან წაიყვანა სამსახურში, მას შემდეგ თუ რამე მოხდა მოწმე ვერ განმარტავს. კამათის დროს მხოლოდ ის თავისი თანამშრომელი ზ---- ბ------–---–ი, ვ-–---------–--ე, მ-----ა და ი- იყვნენ, სხვა არავინ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N740/05/9-4 დასკვნით დადგენილი-, რომ ი---------–---–- აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა წინამხრის არეში. აღნიშნული დაზი-ნებები მიყენებული- რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზი-ნებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზი-ნებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ექსპერტ დ-------------–---–ის მოწმის სახით დაკითხვით დადგენილი-,რომ ა-------ს რაიონული სამმართველოს 2017 წლის 12 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე მის მიერ ჩატარებული იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მოქალაქე ი---------–---–ის მიმართ და ასევე, წარმოდგენილი იქნა ა-------ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი. პიროვნება წარდგენილი იქნა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ს-----–-----------–---–ის მიერ. როგორც საქმის გარემოებაში არის მითითებული, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს საღამოს საათებში ა------–ი ურთიერთშელაპარაკების დროს ი---------–---–- ე.წ. შიფერის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მი-ყენა მ------------–---მ. ობიექტური მონაცემები: აღნიშნული მოქალაქე უჩიოდა ტკივილს მარცხენა ზემო კიდურის არეში და მარჯვენა ბეჭის არეში. ობიექტური გასინჯვით მარცხენა წინამხრის ზემო მესამედის გვერდით ზედაპირზე აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 4X7 სმ-ზე, ასევე, მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედის გვერდით ზედაპირზე აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 3,5X6 სმ-ზე. ასევე წარმოდგენილი იქნა ა-------ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი N80, რომლის მიხედვითაც ი---------–---–თან გამოძახება მოხდა 12.12.2017 წელს 17:17 საათზე, პაციენტი უჩიოდა ტკივილს მარცხენა ზედა კიდურის სხივის არეში, აღენიშნებოდა შესიება და სილურჯე, ჩაუტარდა პირველადი დახმარება, კიდურზე დაედო სპირტი-ნი რბილი ნახვევი. მას ჰქონდა არტერიული წნევა 120-140/80-90 პულსი 80, სუნთქვის სიხშირე 20. პაციენტი ორიენტირებული- დროში, სივრცეში გარემოში. დაესვა დი-გნოზი: ზედა კიდურის ზედაპირული ტრავმა. ყოველივე ამის შემდეგ გაკეთებული იქნა სასამართლო სამედიცინო დასკვნა: ა-------ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი N80-ისა და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით ი---------–---–- აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა წინამხრის არეში. აღნიშნული დაზი-ნებები მიყენებული- რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნოდა სხეულის დაზი-ნებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზი-ნებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ექსპერტიზის დასკვნის გაცემის თარიღი- 14.12.2017 წელი. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მონაცემები პირადად იქნა შემოწმებული დ-------------–---–ის მიერ, ასევე ა-------ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი N80. რადგან საქმის გარემოებებში მითითებული-, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს საღამოს საათებში ა------–ი ურთიერთშელაპარაკების დროს ი---------–---–- ე.წ. შიფერის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მი-ყენა მ------------–---მ, ეს ექსპერტ დ-------------–---–ისთვის საკმარისი იყო. ფიზიკური შეურაცხყოფა მოხდა 2017 წლის 12 დეკემბერს, მან 2017 წლის 13 დეკემბერს შეამოწმა ი---------–---–ი, სისხლნჟღენთები იყო ლურჯი ფერის და ამიტომ არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. 2017 წლის 14 დეკემბერს დადო შესაბამისი დასკვნა. სისხლნაჟღენთი ნიშნავს კანის ქსოვილის სისხლჩაქცევას ანუ კანის ზედაპირზე სისხლი ვერ გამოვიდოდა, მაგრამ არსებობს სისხლნაჟღენთი ზედაპირული და ღრმა. ი---------–---–- აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, მას არ ჰქონდა ზედაპირული ჭრილობა. აღნიშნული პიროვნება უჩიოდა ტკივილს მარცხენა ზედა მხრის არეში და მარჯვენა ბეჭის არეში. ობიექტური გასინჯვით დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებას დაზი-ნება არ აღენიშნებოდა ბეჭის არეში, მას ხელის დაჭერით ბეჭის არეში არ ჰქონდა, დაზი-ნება აღინიშნებოდა მხოლოდ მარცხენა წინამხრის არეში, რომელიც დაფიქსირებული- დასკვნაში. ა-------ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი N80 და დადგენილება და პიროვნება ექსპერტს წარმოუდგინა გამომძიებელმა და ამის საფუძველზე მან დაწერა დასკვნა. სამედიცინო საბუთები დასკვნასთან ერთად რჩება ექსპერტთან და ინახება არქივში. გამომძიებელმა ს-----–-----------–---–მა წარმოუდგინა ასევე ი---------–---–ი ექსპერტს.
2017 წლის 13 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილი-, რომ ადგილზე შემოწმდა დაზარალებულ ი---------–---–ის ჩვენება, ი---------–---–მა მიუთითა მის ნაკვეთსა და მისი მეზობლის მ------------–--ის მიწის ნაკვეთს შორის გავლებულ ხის ღობეზე და განმარტა, რომ როდესაც მზი-მ მას მი-ყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სწორედ აღნიშნულ ღობესთან იდგა, მის მიწის ნაკვეთში მაშინ როდესაც მზი-მ აიღო შიფერის ნატეხი მივიდა ღობესთან და დაარტყა შიფერის ნატეხი დაარტყა მარცხენა ხელზე. ღობეს ეტყობა რომ არის დაზი-ნებული და იქვე 2 მეტრში ყრი- ღობის ნამსხვრევები, რომელიც როგორც ი---------–---–მა განმარტა დაამტვრი- მ------------–---მ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს ი---------–---–ის მიწის ნაკვეთში არსებული აზბესტის შიფერის ნატეხი ამოღებული იქნა.
გამომძიებელ შ--------------ს მოწმის სახით დაკითხვით დადგენილი-, რომ 2017 წლის 12 დეკემბერს ის იმყოფებოდა სამსახურში და ახორციელებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას, შევიდა ზარი 112-ის ოპერატორიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ. შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც დაიწყეს გამოძიება. გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. შეტყობინების ავტორთან ი---------–---–თან მოხდა გასაუბრება, წაიყვანეს შეტყობინების ავტორი თავისი სურვილით, რომელიც გამოკითხეს მოწმის სახით, სადაც მან აღნიშნა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მი-ყენა თავისმა მეზობელმა მ------------–---მ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება რომ სავარაუდო დაზარალებულმა იმ დროისთვის ი---------–---–მა წაიყვანა და მიუთითა მისი სახლის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც იყო ხის ღობე გავლებული, მიუთითა იქვე ხის ღობესთან დაგდებულ ე.წ. შიფერის ნამტვრევებზე, რომ აღნიშნული შიფერი გადაარტყა მისმა მეზობელმა, რასთან დაკავშირებითაც მათ დანიშნეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონი-, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული იქნებოდა ოქმში. მას შემდეგ დაზარალებულის დადგენილება გამოიტანა პროკურორმა ი---------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ. ი---------–---–- განუმარტეს მისი უფლებები და მოვალეობები. შემდეგ ბრალდებულის დადგენილება გამოიტანა მ------------–--ის მიმართ პროკურორმა, მას გააცნო თავისი უფლებები და მოვალეობები შ--------------მ, უთხრა, რომ მას ჰქონდა უფლება ჰყოლოდა ადვოკატი, რაზეც განაცხადა, რომ მას არ სჭირდებოდა ბრალის წარდგენის დროს ადვოკატის დახმარება, ასევე მან დაწერა ხელწერილი ამასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც წარედგინა ბრალი და სასამართლოში შეიტანეს მასალები აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა გამომძიებელმა შ--------------მ. საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების დროს არ ყოფილა არ რაიმე საჩივარი არც დაზარალებულის და არც ბრალდებულის მხრიდან. შ--------------ს ახსოვს, რომ ი---------–---–- დაზი-ნება ჰქონდა მარცხენა ხელზე, თვითონ დაზარალებული ი---------–---–იც ითხოვდა, რომ ჩატარებოდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც მას ჩაუტარდა, სადაც აღნიშნული- დაზი-ნებები. ამოღებული იქნა შიფერის ნამტვრევები, რომლებზეც მიუთითა დაზარალებულმა, სხვა რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
გამომძიებელ ს-----–-----------–---–ის მოწმის სახით დაკითხვით დადგენილი-, რომ მუშაობს ა-------ს რაიონულ სამმართველოში. ის იცნობს ბრალდებულ მ------------–---ს და დაზარალებულ ი---------–---–-, რადგან ისინი ა-------ს მაცხოვრებლები არი-ნ. 2017 წლის 12 დეკემბერს ა-------ს რაიონულ სამმართველოში შევიდა ი---------–---–ის შეტყობინება ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გამოკითხული იქნა ნ-------------–-ილი, რომელსაც გამოკითხვამდე განემარტა თავისი უფლება-მოვალეობები, მან დააფიქსირა თავის ჩვენებაში ის ინფორმაცი-, რისი თვითმხილველიც იყო, წაიკითხა პირადად, გაეცნო და დაადასტურა ხელის მოწერით ჩვენების სისწორე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მითითებული- ოქმში. ს-----–-----------–---–ის ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში სრულადაა ასახული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა. მოწმე ნ-------------–-ილს არანაირი პრეტენზი- არ გამოუთქვამს მის ქონებასთან დაკავშირებით. რაიმე სხვა გარემოების შესახებ ს-----–-----------–---–ი ინფორმაცი-ს ვერ მი-წოდებს სასამართლოს.
გამომძიებელ ზ---------–---–---–-ს მოწმის სახით დაკითხვით დადგენილი-,რომ 2017 წლის 12 დეკემბერს შეტყობინება შევიდა ი---------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტის შესახებ, რომ ი---------–---–ზე ძალადობას ახორციელებდა მისი მეზობელი მ------------–---. აღნიშნული ქალბატონი გამოკითხული იქნა გამოძიების მიერ. საქმეს აწარმოებდა გამომძიებელი შ--------------, რის შემდეგაც ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება, რომ ზ---------–---–---–- მონაწილეობას ღებულობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში. ი---------–---–თან ერთად წავიდნენ დაბა ა------–ი ჭავჭავაძის N9-ში მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაათვალიერეს ტერიტორი-, კერძოდ ღობე, რომელიც ჰყოფდა ი---------–---–- და მ------------–---ს, სადაც იდგა ის, როდესაც მი-ყენა მ------------–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა. ი---------–---–მა მიუთითა შიფრის ნამტვრევებზე, რომლითაც მას მი-ყენა შეურაცხყოფა და ხელზე რამდენიმეჯერ დაარტყა. შემთხვევის ადგილი იქნა დათვალიერებული და გადაღებული იქნა მათ მიერ ფოტოსურათები, ხოლო შიფრის ნამტვრევები ამოღებული და დალუქული იქნა სპეცი-ლურ პაკეტში. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას ღებულობდა ზ---------–---–---–-, გამომძიებელი შ-------------- და ი---------–---–ი.
2017 წლის 27 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით ი---------–---–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებულმა მ------------–---მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, 2017 წლის 12 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, მეუღლეს სთხოვა, ძველი ღობის შეცვლა და აინტერესებდა ზუსტი წერტილები სად უნდა დაესვა რკინის ბოძი და სთხოვა რომ მოეყვანა ამზომავები,მისი მეუღლეც წავიდა ამზომავების მოსაყვანად, ძაღლის ყეფის ხმაზე გამოვიდა გარეთ და დაინახა მოსულები იყვნენ მისი მეუღლე და ამზომავები ს-------- და ზ----. მოვიდნენ დაიწყეს ზომების აღება ზომების აღება ისეთნაირად დაიწყეს რომ ბოლოდან მოყვნენ ზევით აიღეს 3-4 წერტილი ისე როგორც არის ღობე თითქმის იმ ადგილებში ზუსტად დაემთხვა წერტილები. კუთხეში სადაც სადაოა გადმოწეული იყვენენ 3 მეტრით ი---------–---–ის ძმები, რომ მოვიდნენ ეს ბიჭები და ზომებს იღებდნენ ღობიდან გადაყეს ზომის ასაღები აპარატი რომ ზომა აეღოთ. ამ ლაპარაკზე ი-ც გამოვიდა სახლიდან და დაიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა თუ რატომ მოიყვანა ამზომავები, რომ ღობე სწორად იყო და პირიქით მ-----ას ბოსელი იყო მის ნაკვეთში და ეუბნებოდა რომ დაანგრევინებდა. ბიჭებმა ვეღარც აიღეს ბოლო წერტილი მი-ხლოებით უთხრეს რომ ბოლო წერტილი ი-ს ტერიტორი-ზე ტერიტორი-ზე იყო. ი-მ მერე ღობვის ღვრევა დაიწყო რომ ეს ღობე მისი იყო და წიოდა და კიოდა. ი---------–---–ი რომ ანგრევდა და ანჯღრევდა ღობეს მ-----ა ღობეს არ მიკარები-, ეს ხმაური რომ გაიგეს ამზომავმა ბიჭებმა გაერიდნენ ცოტა მოშორებით, ბრალდებული ღობიდან აქეთ 2 მეტრში იდგა, ი-მ ღობის იქიდან დაიწყო თოვლის და ქვების სროლა. ეს ბიჭები იქვე იდგნენ მაგრამ მათ ვერ ხედავდნენ რადგან შენობა ეფარებოდათ ი-ს ხედავდნენ გაწამაწი-ში რომ იყო, მაგრამ მ-----ას ვერ ხედავდნენ შენობა ეფარებოდა. დაიწყო იქიდან რაღაცეების სროლა წივილი კივილი ძალი-ნ უშვერი სიტყვები მოწმე განმარტავს რამეც, რომ ესროლა ი-სათვის ან დაერტყა მათ შორის ღობე იყო და ვერ შეძლებდა. 1,60 -1,70 მეტრი მაინც იქნება ღობე. იქიდან ფიცრებს ისროდა ი-, როდესაც შიფერის დარტყმას ცდილობდა ღობემ შეუშალა ხელი. მოწმე განმარტავს რომ ი---------–---–ი მათ კამათამდე რამოდენიმე დღით ადრე კიბეებს ალაგებდა და წაქცეულა და სხვა დაზი-ნებებიც ჰქონდა. ი- ძალი-ნ აგრესიული იყო ბრალდებულის მიმართ, პროვოკაციებზე მოდიოდა ფანჯრები ჩაუმტვრი- ქვებით, ღობეების ბოძები ამოთხარა და წაიღო. ამზომავი ბიჭები ამ კამათის დროს მათგან მოშორებით იყვნენ ხედავდნენ რომ ი- ეკამათებოდა მას, მაგრამ თავად მ-----ას ვერ ხედავდნენ შენობა ეფარებოდა. მოწმის განმარტებით მას ი-ს მისამართით არაფერი არ გაუსროლი-, ერთადერთი ღობის ერთი ცალი ფიცარი იყო, რომელიც მ-----ს მხარეს გადმოვარდა და ის გადაუგდო ი-ს მხარეს რომ არ შედავებოდნენ რომ მისი ფიცარი ჰქონდა. ი- იქიდან ხან შიფერით წამოვიდა 2 მეტრი-ნი შიფერი იყო. აიღო ეს შიფერი ი-მ დაკრა ღობეს, რომელიც უკან გადავარდა და დაიმსხვრა. მას ი---------–---–ისათვის არ დაურტყამს. როცა ი---------–---–ი გუნდებს ესროდა, ფიცრის ნაჭერიც ესროლა რომელიც მოხვდა მ-----ას. ახსოვს რომ ი-მ შიფერი აიღო და წამოვიდა ბრალდებულისაკენ დასარტყმელად და ღობემ არ გაუშვა რომ მისთვის შიფერი დაერტყა და შესაძლებელი- ეს შიფერიც გადაბრუნდა და ხელზე დაეცა. ეს გატეხილი შიფერის ნამსხვრევები მის ტერიტორი-ზეც გადმოცვივდა, მაგრამ მზანას არ გადაუწოდები- რადგან ნაწილაკებად იყო დაშლილი და გამოუსადეგარი იყო. მ------------–--- განმარტავს, რომ არ ეგონა ბრალს თუ წაუყენებდნენ, რადგან ი---------–---–- იმ დროს იქ სისხლი არ წამოსვლი-. ეს კამათი გაგრძელდა სულ 5 წუთი ამზომავი ბიჭები წასულებიც არ იყვნენ, რომ დამთავრდა ეს კამათი ისინი იქვე იდგნენ მანქანასთან ეს კამათი, რომ დამთავრდა. მოწმე განმარტავს, რომ როცა ი---------–---–მა ფიცარი დაარტყა ზურგში არ წაქცეულა და არც მისი მხრიდან შიფერის დარტყმის დროს არ წაქცეულა ი---------–---–ი.
სასამართლო ვერ გაიზი-რებს ბრალდებულ მ------------–--ის ჩვენებას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენი-, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელი-, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ამასთან მნიშვნელოვანი- გარემოება, რომ თვით ბრალდებულმა ჩვენებაში მიუთითა, რომ ,,არ ეგონა ბრალს თუ წაუყენებდნენ რადგან ი---------–---–- იმ დროს იქ სისხლი არ წამოსვლი-", ,,არც მისი მხრიდან შიფერის დარტყმის დროს არ წაქცეულა ი---------–---–ი" .
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავი-ნთ პოზიცი-ს და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდობაა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ მ------------–--ის მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნეობა გონივრულ ეჭვმ მიღმა სტანდარტით, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მი-ჩნი-, რომ მ------------–---მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვი-, მაგრამ არ მოჰყოლი- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ძალადობა არის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვი-, მაგრამ არ მოჰყოლი- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებული- ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს− უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ------------–---მ 2017 წლის 12 დეკემბერს საღამოს საათებში მეზობლური კონფლიქტის გამო ურთიერთშელაპარაკების დროს მეზობელ ი---------–---–- დ. ა------–ი ჭავჭავაძის ქ. N9-ში მდებარე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში ყოფნის დროს ხელზე აზბესტის ფილის ე.წ. შიფერის ერთხელ დარტყმით მი-ყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზი-ნება ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე აღნიშნული გარემოება დასტურდება თვით ბრალდებულის ჩვენებითაც, რომელიც განმარტავს, ,,არ ეგონა ბრალს თუ წაუყენებდნენ, რადგან ი---------–---–- იმ დროს იქ სისხლი არ წამოსვლი-", ,,არც მისი მხრიდან შიფერის დარტყმის დროს არ წაქცეულა ი---------–---–ი".
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლი-ნობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------------–--ის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვი-, მაგრამ არ მოჰყოლი- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:
მ------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნი-.
სასჯელის დასაბუთება:
სამართლი-ნობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოცი-ლიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასი-თისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------------–---ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე -ჯარიმა აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასი-თი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ------------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლი-ნობის აღდგენას.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება სახურავის აზბესტის შიფერის ნატეხი განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------------–--- ( პ/ნ 2-0--------)ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორცილება დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
3.ნივთიერი მტკიცებულება:
სახურავის აზბესტის შიფერის ნატეხი განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია