განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თა-----------–---–ი
სტაჟიორ-პროკურორი - გი--------------–---–ი
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - თა---- ბ---–-----------–- ჯა-------- (დაბადებული - 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თ---–----------–-----------------------------ში;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატები - მა-–--------–----ა და არ---–-–---–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი.
დისპოზიცია: განზრახ მკვლელობის მცდელობა;
2. ბრალდებული - ნა---- ბ------------–- თო-------- (დაბადებული - 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.თ---–-------–-----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-----------------–-----------------------ში;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - კა-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი (2018 წლის 0-----------მდე მოქმედი რედაქცია);
დისპოზიცია: დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თა---- ჯა--------ს მიმართ: 2018 წლის 25 ივნისს, დილის საათებში, თა---- ჯა--------მ ნაცნობ - ირ---–---------ეს პირადი აუცილებლობისთვის, რამდენიმე საათით ასესხა თანხა 250 ლარის ოდენობით. დათქმული პერიოდის გასვლის შემდგომ, თა---- ჯა-------- მობილური ტელეფონით არაერთხელ დაუკავშირდა ირ---–---------ეს და მოსთხოვა ვალის უკან დაბრუნება, რაზეც ეს უკანასკნელი თხოვდა გარკვეულ პერიოდს. თა---- ჯა-------- არ ითვალისწინებდა მეგობრის თხოვნას და დაუყოვნებლივ მოითხოვდა 250 ლარის დაბრუნებას, რის გამოც ირ---–---------ემ მას შეაგინა დედის მისამართით. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა თა---- ჯა--------მ შურისძიების მოტივით, განიზრახა ირ---–---------ის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იგი შეიარაღდა დანით და 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 19:50 საათზე თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „m----------”-ით, სახელმწიფო ნომრით T-------- მივიდა ირ---–---------ის სახლთან, მდებარე ქ.თ---–-----------–-------–-----------------ში, სადაც გაიყოლა მეგობარი ნა---- თო--------. კორპუსთან მისვლისას, სადარბაზოსთან გააჩერა ავტომანქანა, გადმოვიდა და ეზოდან უყვიროდა ირ---–---------ეს ჩამოსულიყო სახლიდან, ამასთან ერთად, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით და ემუქრებოდა, რომ „დაშტირავდა“. ვინაიდან თა---- ჯა-------- არ ჩერდებოდა, ირ---–---------ე ჩავიდა ეზოში, რა დროსაც თა---- ჯა--------მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანა დაარტყა გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწქვეშა არეში, რითაც ირ---–---------ეს დაუზიანა არტერია, რამაც გამოიწვია ჭრილობიდან დიდი რაოდენობით სისხლდენა. მიყენებული დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, თა---- ჯა-------- დარწმუნდა, რომ სისრულეში მოიყვანა თავისი განზრახვა - მოეკლა ირ---–---------ე, მეგობარ ნა---- თო--------სთან ერთად, იმავე ავტომანქანა „m----------”-ით, სახელმწიფო ნომრით T-------- დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო ირ---–---------ე მეზობლების მიერ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მეშვეობით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
1.2. ნა---- თო--------ს მიმართ: 2018 წლის 25 ივნისს, დილის საათებში, თა---- ჯა--------მ ნაცნობ - ირ---–---------ეს პირადი აუცილებლობისთვის, რამდენიმე საათით ასესხა თანხა 250 ლარის ოდენობით. დათქმული პერიოდის გასვლის შემდგომ, თა---- ჯა-------- მობილური ტელეფონით არაერთხელ დაუკავშირდა ირ---–---------ეს და მოსთხოვა ვალის უკან დაბრუნება, რაზეც ეს უკანასკნელი თხოვდა გარკვეულ პერიოდს. თა---- ჯა-------- არ ითვალისწინებდა მეგობრის თხოვნას და დაუყოვნებლივ მოითხოვდა 250 ლარის დაბრუნებას, რის გამოც ირ---–---------ემ მას შეაგინა დედის მისამართით. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა თა---- ჯა--------მ შურისძიების მოტივით, განიზრახა ირ---–---------ის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იგი შეიარაღდა დანით და 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 19:50 საათზე თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „m----------”-ით, სახელმწიფო ნომრით T-------- მივიდა ირ---–---------ის სახლთან, მდებარე ქ.თ---–-----------–-------–-----------------ში, სადაც გაიყოლა მეგობარი ნა---- თო--------. კორპუსთან მისვლისას, სადარბაზოსთან გააჩერა ავტომანქანა, გადმოვიდა და ეზოდან უყვიროდა ირ---–---------ეს ჩამოსულიყო სახლიდან, ამასთან ერთად, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით და ემუქრებოდა, რომ „დაშტირავდა“. ვინაიდან თა---- ჯა-------- არ ჩერდებოდა, ირ---–---------ე ჩავიდა ეზოში, რა დროსაც თა---- ჯა--------მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანა დაარტყა გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწქვეშა არეში, რითაც ირ---–---------ეს დაუზიანა არტერია, რამაც გამოიწვია ჭრილობიდან დიდი რაოდენობით სისხლდენა. მიყენებული დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, თა---- ჯა-------- დარწმუნდა, რომ სისრულეში მოიყვანა თავისი განზრახვა - მოეკლა ირ---–---------ე, მეგობარ ნა---- თო--------სთან ერთად, იმავე ავტომანქანა „m----------”-ით, სახელმწიფო ნომრით T-------- დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო ირ---–---------ე მეზობლების მიერ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მეშვეობით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს. ნა---- თო--------მ, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ თა---- ჯა--------ს მიერ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, მიიმალა და არ შეატყობინა მომხდარის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოს.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. თა---- ჯა--------ს მიმართ: 2018 წლის 25 ივნისს, დილის საათებში, თა---- ჯა--------მ ნაცნობ - ირ---–---------ეს პირადი აუცილებლობისთვის, რამდენიმე საათით ასესხა თანხა 250 ლარის ოდენობით. დათქმული პერიოდის გასვლის შემდგომ, თა---- ჯა-------- მობილური ტელეფონით არაერთხელ დაუკავშირდა ირ---–---------ეს და მოსთხოვა ვალის უკან დაბრუნება, რაზეც ეს უკანასკნელი თხოვდა გარკვეულ პერიოდს. თა---- ჯა-------- არ ითვალისწინებდა მეგობრის თხოვნას და დაუყოვნებლივ მოითხოვდა 250 ლარის დაბრუნებას, რის გამოც ირ---–---------ემ მას შეაგინა დედის მისამართით. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა თა---- ჯა--------მ შურისძიების მოტივით, განიზრახა ირ---–---------ის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იგი შეიარაღდა დანით და 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 19:50 საათზე თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „m----------”-ით, სახელმწიფო ნომრით T-------- მივიდა ირ---–---------ის სახლთან, მდებარე ქ.თ---–-----------–-------–-----------------ში, სადაც გაიყოლა მეგობარი ნა---- თო--------. კორპუსთან მისვლისას, სადარბაზოსთან გააჩერა ავტომანქანა, გადმოვიდა და ეზოდან უყვიროდა ირ---–---------ეს ჩამოსულიყო სახლიდან, ამასთან ერთად, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით და ემუქრებოდა, რომ „დაშტირავდა“. ვინაიდან თა---- ჯა-------- არ ჩერდებოდა, ირ---–---------ე ჩავიდა ეზოში, რა დროსაც თა---- ჯა--------მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანა დაარტყა გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწქვეშა არეში, რითაც ირ---–---------ეს დაუზიანა არტერია, რამაც გამოიწვია ჭრილობიდან დიდი რაოდენობით სისხლდენა. მიყენებული დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, თა---- ჯა-------- დარწმუნდა, რომ სისრულეში მოიყვანა თავისი განზრახვა - მოეკლა ირ---–---------ე, მეგობარ ნა---- თო--------სთან ერთად, იმავე ავტომანქანა „m----------”-ით, სახელმწიფო ნომრით T-------- დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო ირ---–---------ე მეზობლების მიერ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მეშვეობით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
2.2. ნა---- თო--------ს მიმართ: 2018 წლის 25 ივნისს, დილის საათებში, თა---- ჯა--------მ ნაცნობ - ირ---–---------ეს პირადი აუცილებლობისთვის, რამდენიმე საათით ასესხა თანხა 250 ლარის ოდენობით. დათქმული პერიოდის გასვლის შემდგომ, თა---- ჯა-------- მობილური ტელეფონით არაერთხელ დაუკავშირდა ირ---–---------ეს და მოსთხოვა ვალის უკან დაბრუნება, რაზეც ეს უკანასკნელი თხოვდა გარკვეულ პერიოდს. თა---- ჯა-------- არ ითვალისწინებდა მეგობრის თხოვნას და დაუყოვნებლივ მოითხოვდა 250 ლარის დაბრუნებას, რის გამოც ირ---–---------ემ მას შეაგინა დედის მისამართით. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა თა---- ჯა--------მ შურისძიების მოტივით, განიზრახა ირ---–---------ის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იგი შეიარაღდა დანით და 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 19:50 საათზე თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „m----------”-ით, სახელმწიფო ნომრით T-------- მივიდა ირ---–---------ის სახლთან, მდებარე ქ.თ---–-----------–-------–-----------------ში, სადაც გაიყოლა მეგობარი ნა---- თო--------. კორპუსთან მისვლისას, სადარბაზოსთან გააჩერა ავტომანქანა, გადმოვიდა და ეზოდან უყვიროდა ირ---–---------ეს ჩამოსულიყო სახლიდან, ამასთან ერთად, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით და ემუქრებოდა, რომ „დაშტირავდა“. ვინაიდან თა---- ჯა-------- არ ჩერდებოდა, ირ---–---------ე ჩავიდა ეზოში, რა დროსაც თა---- ჯა--------მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანა დაარტყა გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწქვეშა არეში, რითაც ირ---–---------ეს დაუზიანა არტერია, რამაც გამოიწვია ჭრილობიდან დიდი რაოდენობით სისხლდენა. მიყენებული დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე თა---- ჯა-------- დარწმუნდა, რომ სისრულეში მოიყვანა თავისი განზრახვა - მოეკლა ირ---–---------ე, მეგობარ ნა---- თო--------სთან ერთად, იმავე ავტომანქანა „m----------”-ით, სახელმწიფო ნომრით T-------- დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო ირ---–---------ე მეზობლების მიერ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მეშვეობით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს. ნა---- თო--------მ, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ თა---- ჯა--------ს მიერ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, მიიმალა და არ შეატყობინა მომხდარის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - თა---- ჯა--------სა და ნა---- თო--------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა თა---- ჯა--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო ნა---- თო--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ირ---–---------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, გამთენიისას, დაუკავშირდა მეგობარს ზუ-----–-----–---–ს და პირადი პრობლემების მოსაგვარებლად სთხოვა თანხა. მან უთხრა, რომ შეეცდებოდა დახმარებას, რის გამოც დაახლოებით 08:00 საათზე, მასთან, ქ.თ---–--–---–-------–-----------ზე მივიდნენ ძმები - ზუ---- და და---- შპ----–---–--ი. შემდეგ ზუ-----–-----–---–ი ესაუბრა ნა---- თო--------ს, რომელსაც უთხრა, რომ იყვნენ მასთან სტუმრად. გარკვეული პერიოდის შემდეგ მასთან მივიდნენ ნა---- თო-------- და თა---- ჯა--------. ისაუბრეს და მალევე ყველა ერთად გავიდნენ სახლიდან. თავად და ძმები ზუ---- და და---- შპ----–---–--ი წავიდნენ მისი ავტომანქანით, ხოლო თა---- ჯა-------- და ნა---- თო-------- -თა---- ჯა--------ს ავტომანქანით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ზუ-----–-----–---–სა და ნა---- თო--------ს შორის იყო სატელეფონო კავშირი, რა დროსაც მან გამოართვა მობილური ტელეფონი და თა---- ჯა--------ს საღამომდე სთხოვა სესხის სახით 50 ლარი. აღნიშნულზე მიიღო თანხმობა და დაახლოებით 15 წუთში მისი კორპუსის ეზოში შეხვდნენ თა---- ჯა--------ს და ნა---- თო--------ს, რა დროსაც თა---- ჯა--------მ გადასცა 50 ლარი და ისინი კვლავ სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. აღნიშნულის შემდეგ თავად და ძმები შპ----–---–--ი წავიდნენ ქ. თბილისში, პ----ის გამზირზე, სადაც ზუ-----–-----–---–მა დაალომბარდა მისი კუთვნილი „ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის ნაწილი - 150 ლარი გადასცა მას, ხოლო ნაწილი დაიტოვა თვითონ. აღნიშნული თანხით, იქვე მდებარე აპარატით გადაიხადა საპატრულო ჯარიმა, ხოლო დანარჩენი ჩარიცხა თავის ტოტალიზატორის ანგარიშზე. შემდეგ წამოვიდნენ ქალაქში, რა დროსაც ზუ-----–-----–---–სა და ნა---- თო--------ს შორის კვლავ შედგა სატელეფონო საუბარი და იმის გამო, რომ გადასახდელი ჰქონდა ლომბარდის პროცენტები, თა---- ჯა--------ს სესხის სახით კვლავ სთხოვა 200 ლარის დამატება, რაზეც თა---- ჯა--------სგან მიიღო თანხმობა. დაახლოებით 15 წუთში ისინი კვლავ შეხვდნენ თა---- ჯა--------ს და ნა---- თო--------ს მისი კორპუსის ეზოში, თა---- ჯა--------ს გამოართვა აღნიშნული თანხა და თავად, მარტო წავიდა ლომბარდში პროცენტების გადასახდელად. ამასთან, ის და ძმები - ზუ---- და და---- შპ----–---–--ი შეთანხმდნენ, რომ დაახლოებით ერთ საათში შეხვედრილიყვნენ მასთან სახლში. იგი წავიდა ლომბარდში, თუმცა იმის გამო რომ გზად დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ კონტრაქტზე ხელი ჰქონდა მოსაწერი, დროის უკმარისობის გამო, ვეღარ მივიდა ლომბარდში. იგი შეთანხმებისამებრ ძმებ შპ----–---–--ს შეხვდა მის სახლთან, ჩაისვა ისინი კუთვნილ ავტომანქანაში და მოძრაობდნენ ქალაქში, რა დროსაც ზუ-----–-----–---–ს დაურეკეს, მან ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე და პასუხისას მიხვდა, რომ იყო თა---- ჯა--------. თა---- ჯა--------მ ზუ-----–-----–---–ს ჰკითხა, რას აკეთებდა, რაზეც ზუ-----–-----–---–მა უთხრა, რომ „იყო ირ---–---------ესთან ერთად“, რის შემდეგაც თა---- ჯა--------მ იგი (ირ---–---------ე) მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით. აღნიშნულზე იგი გაღიზიანდა, ვინაიდან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, გამოართვა ტელეფონი და თა---- ჯა--------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, აგინებდა თა---- ჯა--------ც, რის გამოც მან უთხრა, რომ დაახლოებით ერთ საათში იქნებოდა სახლში და იქ გაერკვიათ ურთიერთობა. ის და ძმები შპ----–---–--ი დაახლოებით 40 წუთში მივიდნენ სახლში, ხოლო მათი მისვლიდან დაახლოებით 30-40 წუთში, ეზოში აგრესიულად შევარდა ავტომანქანა, მიხვდა, რომ იყო თა---- ჯა--------. იგი ეზოდან აგინებდა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა და უყვიროდა „ჩამოდი უნდა დაგშტირო, შე ბარიგა“-ო. მან აივნიდან მოუწოდა თა---- ჯა--------ს, რომ მეზობლებთან სირცხვილი იყო და გაჩერებულიყო, ასევე, სთხოვა მასთან სახლში ასულიყო, თუმცა, იგი იყო ძალიან გაღიზიანებული და განაგრძობდა მისი მისამართით გინებას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. მან ზუ-----–-----–---–ს სთხოვა, რომ ჩასულიყო მასთან და დაემშვიდებინა, ვინაიდან მეზობლები იცნობდნენ და მისთვის ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ზუ-----–-----–---–ის ეზოში ჩასვლის შემდეგ, დაახლოებით 5-10 წუთი სიტუაცია დამშვიდდა, თუმცა შემდეგ კვლავ გაგრძელდა თა---- ჯა--------ს მხრიდან გინება, „ჩამოდი, შენი დედა ..., უნდა დაგშტიროვო“, რაზეც თვითონაც ძალიან გაღიზიანდა და ჩავიდა ეზოში, გაემართა თავისი კუთვნილი ავტომანქანისკენ და თა---- ჯა--------საც სთხოვა ჩამჯდარიყო მის (ირ---–---------ის) კუთვნილ ავტომანქანაში, რათა სიტუაციისათვის გაერიდებინა და სხვაგან მშვიდად ესაუბრათ, რაზეც მიიღო უარი და გააგრძელა აგრესიული ქცევა. მან რამდენჯერმე მოუწოდა თა---- ჯა--------ს რომ გაჩერებულიყო, ნუ ყვიროდა, ხალხი იყურებოდა და სირცხვილი იყო, რაზეც კიდევ უფრო გაღიზიანდა და მის ავტომანქანას ორჯერ დაარტყა ფეხი. იგი მაინც ჩაჯდა მის კუთვნილ ავტომანქანაში და როდესაც კარი მიიხურა, თა---- ჯა-------- აწეულ მინაზე ურტყამდა მარცხენა მუჭს, თუმცა, იმის გამო, რომ დარტყმისას ლამის მინა ჩაიმსხვრა, მიხვდა, რომ ეს არ იყო მარტო მუჭის დარტყმა და რომ ხელში სხვა ნივთი ეჭირა. აღნიშნულზე კიდევ უფრო გაღიზიანდა, გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაინახა, რომ მას მარცხენა ხელში დანა ეჭირა, რაც შემდეგ მარჯვენა ხელში გადაიტანა. დანის დანახვისთანავე, მან ინსტიქტურად ხელი წაიღო დანისკენ, რათა მოეგერიებინა, წაერთმია დანა, თუმცა, დანის წასართმევად ხელის წაღებისთანავე, მარჯვენა მხარეს, ლავიწის არეში, იგრძნო ჩხვლეტა, რის შემდეგაც ინსტიქტურად, იმ ადგილას სადაც ჩხვლეტა იგრძნო მარცხენა ხელი მიიბჯინა, რა დროსაც მარცხენა ხელზეც იგრძნო ჩხვლეტა. თა---- ჯა--------ს მხრიდან დარტყმები მოხდა ძალიან სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით. ამასთან, მას მარცხენა ხელი იმ ადგილას რომ არ მიეყოლებინა, სადაც ჩხვლეტა იგრძნო, მეორედაც იგივე ადგილას დაარტყამდა. დაზარალებულის განმარტებით, თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა, თუმცა, შემდეგ იგრძნო, რომ სისხლი მოსდიოდა, ჭრილობას რომ დახედა და ხელი აიღო, დიდი რაოდენობით სისხლი წამოუვიდა. პარალელურად თა---- ჯა--------ს მხრიდან დაძაბულობა - სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება კვლავ გრძელდებოდა. მას შემდეგ რაც მიხვდა რომ დაჭრილი იყო და დაინახა, რომ დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა, მან ძალა მოიკრიბა და თა---- ჯა--------ს საპირისპირო მხარეს წავიდა, კერძოდ, მარჯვენა მხრიდან შემოუარა თავის ავტომანქანას და ა---–-------–-ს გამზირის მიმართულებით გაემართა, რადგან იქ რთულად მისადგომი ჩიხია და იფიქრა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას გაუჭირდებოდა იქ მისვლა. ამასთან, იგი მეზობლებს უყვიროდა, რომ არტერია ჰქონდა გადაჭრილი და სასწრაფოში დაერეკათ. შემდეგ მეზობლებმა დასვეს სკამზე და სასწრაფოს მისვლამდე პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამასობაში, დაინახა, რომ თა---- ჯა--------ს ავტომანქანა მისი ეზოდან გავიდა. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულ ნა---- თო--------ს მიმართ მას პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო თა---- ჯა--------ს მიმართ მას პრეტენზია გააჩნია, რამდენადაც მან სასიკვდილოდ გაიმეტა.
4.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზუ-----–-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, დილის დაახლოებით 06:00 საათზე, დაურეკა მეგობარმა ირ---–---------ემ და სთხოვა ფინანსური დახმარება, კერძოდ, გადასახდელი ჰქონდა საპატრულოს ჯარიმა და დაახლოებით 150 ლარი სჭირდებოდა. მან უთხრა, რომ მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს - „ს------- S-“-ს დაალომბარდებდა და შეძლებდა დახმარების გაწევას. დაახლოებით ორ საათში ის და მისი ძმა და---- შპ----–---–ი შეხვდნენ ირ---–---------ეს, მის საცხოვრებელ სახლთან, ქ.თბილისში, ა---–-------–-ს გამზირზე, საიდანაც წავიდნენ ტელეფონის დასალომბარდებლად ქ. თბილისში, პ----ის ქუჩაზე. მან ტელეფონი დაალომბარდა 350 ლარად, საიდანაც დაახლოებით 150 ლარი ასესხა ირ---–---------ეს, ხოლო დანარჩენი დაიტოვა თვითონ. შემდეგ ის, მისი ძმა - და---- შპ----–---–ი და ირ---–---------ე წავიდნენ ირ---–---------ესთან სახლში, სადაც დაახლოებით 10-15 წუთში მივიდნენ თა---- ჯა-------- და ნა---- თო--------. მათ მეგობრულად ისაუბრეს და დაახლოებით 40 წუთში ყველანი გამოვიდნენ ირ---–---------ის სახლიდან და თვითონ, მისი ძმა - და---- შპ----–---–ი და ირ---–---------ე წავიდნენ ირ---–---------ის ავტომანქანით, ხოლო თა---- ჯა-------- და ნა---- თო-------- წავიდნენ თა---- ჯა--------ს ავტომანქანით, სხვადასხვა მიმართულებით. ის, მისი ძმა - და---- შპ----–---–ი და ირ---–---------ე დღის განმავლობაში მოძრაობდნენ ირ---–---------ის ავტომანქანით, რა დროსაც ირ---–---------ემ თა---- ჯა--------ს სთხოვა თანხა სესხად, კერძოდ, ჯერ გამოართვა 50 ლარი, ხოლო შემდეგ კიდევ 200 ლარი, სულ 250 ლარი. ორივე შემთხვევაში თა---- ჯა--------ს შეხვდნენ ირ---–---------ის კორპუსთან და იქ მოხდა თანხის გადაცემა. მოგვიანებით, ის, მისი ძმა და ირ---–---------ე კვლავ ერთად მოძრაობდნენ, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, რა დროსაც მასთან დარეკა თა---- ჯა--------მ, ხოლო იმის გამო, რომ ტელეფონი ჰქონდა დაზიანებული და გარკვევით საუბარი არ ისმოდა, ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე და ისე უპასუხა. სატელეფონო საუბრისას თა---- ჯა--------მ ირ---–---------ე მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ასევე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ირ---–---------ე გაღიზიანდა და თავის მხრივ, საპასუხოდ, თა---- ჯა--------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ დაბრუნდნენ ირ---–---------ესთან სახლში და დაახლოებით ორ საათში გაიგეს ეზოში ავტომანქანის სწრაფად და სიგნალებით შემოსვლის ხმა, რასაც მოჰყვა ეზოდან ირ---–---------ის მისამართით გინება და ყვირილი. ირ---–---------ემ გადაიხედა აივნიდან და თა---- ჯა--------ს სთხოვა, რომ ასულიყო მასთან სახლში და იქ გაერკვიათ ურთიერთობა, ასევე ეუბნებოდა, რომ მეზობლები იყვნენ და სირცხვილი იყო. ვინაიდან თა---- ჯა-------- არ ჩერდებოდა, ირ---–---------ემ და მისმა ძმამ ის ჩააგზავნეს თა---- ჯა--------ს დასამშვიდებლად, მაგრამ იგი იყო აგრესიული და კვლავ განაგრძობდა ხმამაღლა გინებას. ამასობაში, ეზოში ჩავიდა ირ---–---------ეც, რომელიც ჩაჯდა თავის კუთვნილ ავტომანქანაში, რა დროსაც თა---- ჯა-------- მივიდა აღნიშნულ ავტომანქანასთან, განაგრძო ირ---–---------ის გინება და თან ფეხებს ურტყამდა მის ავტომანქანას. აღნიშნულზე ირ---–---------ე გადმოვიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც ორივემ - ირ---–---------ემ და თა---- ჯა--------მ, თითქმის ერთდროულად, მოუქნიეს ერთმანეთს ხელი. აღნიშნულის დანახვისთანავე, იგი გაიქცა მათ გასაშველებლად, თუმცა, ვიდრე მათთან მივიდოდა, დაინახა, რომ ირ---–---------ეს დიდი რაოდენობით სისხლი წამოუვიდა, ხოლო იმის გამო, რომ სისხლის დანახვაზე ხდება ცუდად, ვერ შეძლო მასთან მისვლა და შეტრიალდა უკან. შემდეგ კვლავ შეტრიალდა მათკენ და დაინახა, რომ თა---- ჯა-------- კვლავ აგრძელებდა გინებას, ხოლო ირ---–---------ემ შემოუარა თავის კუთვნილ ავტომობილს და წავიდა ხალხის მიმართულებით, თან ითხოვდა სასწრაფოში დარეკვას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაჭრამდე თა---- ჯა--------ს ხელში რაიმე ნივთი არ შეუნიშნავს, ხოლო დაჭრის შემდეგ მის ხელში დაინახა მეტალის ნივთი. ამასთან, ვინაიდან იყო შოკურ მდგომარეობაში, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი დატოვა ირ---–---------ის ეზოში და ძმასთან ერთად, რომელიც იმ დროისათვის უკვე ეზოში იმყოფებოდა, ტაქსით წავიდნენ სახლში. იგი ცდილობდა ირ---–---------ის მეგობრის ტელეფონის ნომრის მოძიებას, თუმცა, შემდეგ ტელევიზიის მეშვეობით გაარკვია ირ---–---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
4.3. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და---- შპ----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, დილის საათებში, მის ძმას - ზუ-----–-----–---–ს ფინანსური დახმარება სთხოვა მეგობარმა ირ---–---------ემ, იგივე „პ-------“, რის გამოც ის და მისი ძმა, დაახლოებით 09:00 საათზე, შეხვდნენ ირ---–---------ეს მის საცხოვრებელ სახლთან და წავიდნენ ქ. თბილისში, პ----ის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში, სადაც მისმა ძმამ დაალომბარდა მობილური ტელეფონი და წამოვიდნენ ქ. თ---–--–---–-------–-------------ში მდებარე ირ---–---------ის საცხოვრებელ სახლში. გარკვეული პერიოდი გაჩერდნენ სახლში, ერთად გავიდნენ ირ---–---------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, რა დროსაც დარეკა თა---- ჯა--------მ მისი ძმის ზუ-----–-----–---–ის ნომერზე. ვინაიდან არ ისმოდა ხმა, მისმა ძმამ ტელეფონი ჩართო ხმამაღალ რეჟიმზე და ისე უპასუხა. თა---- ჯა--------მ იკითხა, სად იყვნენ და რას აკეთებდნენ, რაზეც მისმა ძმამ უპასუხა, რომ ირ---–---------ესთან ერთად იყვნენ გასულები. აღნიშნულზე თა---- ჯა--------მ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია ირ---–---------ე, რასაც მოჰყვა ერთმანეთის მიმართ საპასუხო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც ირ---–---------ემ თა---- ჯა--------ს უთხრა, რომ მასთან სახლში მისულიყო და იქ გაერკვიათ ურთიერთობა. აღნიშნულის შემდეგ, ისინი - თავად, მისი ძმა - ზუ-----–-----–---–ი და ირ---–---------ე, იგივე „პ------“ წავიდნენ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ირ---–---------ის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიგნალებით შევარდა თა---- ჯა--------. შემდეგ ეზოდან ირ---–---------ის მისამართით ისმოდა გინებისა და შეურაცხმყოფელი ფრაზები, რის გამოც სთხოვა თავის ძმას - ზუ-----–-----–---–ს, რომ ჩასულიყო და დაემშვიდებინა, თუმცა, მისი ძმის ჩასვლის შემდეგ თა---- ჯა-------- გახდა კიდევ უფრო აგრესიული. შემდეგ ეზოში ჩავიდა ირ---–---------ე, ხოლო თვითონ დარჩა სახლში, ვინაიდან იფიქრა, რომ ირ---–---------ე და მისი ძმა შეძლებდნენ მის დამშვიდებას. შემდეგ ხმაურზე გადაიხედა აივნიდან და დაინახა, რომ ეზოში იყო მხოლოდ მისი ძმა. იფიქრა, „ვინმეს რამე ხომ არ დაემართაო“ და თავადაც ჩავიდა დაბლა. დაბლა ჩასვლის შემდეგ, მას არც ირ---–---------ე და არც თა---- ჯა-------- და ნა---- თო--------, არ უნახავს. მას ეზოში დახვდა მხოლოდ მისი ძმა - ზუ-----–-----–---–ი, რომლისგანაც შეიტყო, რომ თა---- ჯა--------მ დაჭრა ირ---–---------ე. ასევე, ირ---–---------ის ავტომანქანასთან დაინახა სისხლის გუბე. ვინაიდან იყვნენ ძალიან შეშინებულები, ის და მისი ძმა სასწრაფოდ წავიდნენ სახლში, ხოლო შემდეგ, ცოტა რომ დამშვიდდნენ, გადაწყვიტეს პოლიციის განყოფილებაში მისვლა და იმ ინფორმაცის მიწოდება, რაც მათთვის ცნობილი იყო.
4.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თა---- ია------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში, მეგობართან ერთად იმყოფებოდა ქ. თ---–--–---–-------–-----------ზე, საიდანაც მისი მეგობარი წავიდა გ-–----ში, ხოლო თვითონ მეგობრების სანახავად გადავიდა კე------–--ის ქუჩაზე, სადაც იმყოფებოდნენ ორივე ბრალდებული. მოწმის განმარტებით, თა---- ჯა-------- უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ირ---–---------ეს, იგივე „პ------ს“, ხოლო მეორე ბრალდებული - ნა---- თო-------- ამშვიდებდა თა---- ჯა--------ს, ეუბნებოდა, რომ „ყველას ნუ აგებინებდა...“, საუბარი იყო ნარკოტიკულ საშუალებაზე, თუმცა, თა---- ჯა-------- იყო ძალიან გაღიზიანებული და ნა---- თო--------საც კი უხეშად უპასუხა „შენ ვინ გეკითხებაო“. შემდეგ თავისი საცხოვრებელი სახლიდან ჩავიდა ირ---–---------ე და ჩაჯდა თავის კუთვნილ ავტომობილში, რის შემდეგაც თა---- ჯა-------- მისგან მოითხოვდა ავტომანქანიდან გადასვლას და თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაჯდომას, რაც ირ---–---------ემ არ გაითვალისწინა. ამავდროულად, ირ---–---------ე და თა---- ჯა-------- ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ასევე, თა---- ჯა-------- ავტომანქანის მინებს ურტყამდა მუშტებს, რის გამოც ირ---–---------ე გადმოვიდა ავტომანქანიდან და თა---- ჯა--------ს დაარტყა ხელი. ირ---–---------ის დარტყმისთანავე, წამებში დაარტყა თა---- ჯა--------მაც. მოწმის განმარტებით, ვინაიდან დაინახა, რომ კაცი ურტყამდა ქალს ხელს, იგი შეტრიალდა იქ მყოფი ბიჭებისკენ და ითხოვა დახმარება, ხოლო როდესაც კვლავ მათკენ გაიხედა, დაინახა, რომ ირ---–---------ემ ავტომანქანას შემოუარა და სისხლიანი მისკენ გაემართა, სთხოვდა დახმარებას/სასწრაფოში დარეკვას, რაც მან ვერ მოახერხა, რადგან იყო ძალიან დაბნეული, თუმცა, მეზობლებს უკვე დარეკილი ჰქონდათ. ამასთან, ირ---–---------ე იყო პანიკაში, მიდიოდა ა---–-------–-ს გამზირის მიმართულებით, მისული იყო თითქმის კორპუსის ბოლომდე, როდესაც მან და იქ შეკრებილმა ხალხმა მოაბრუნეს, დასვეს სკამზე და აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება, კერძოდ, მან გაიხადა პერანგი და იქ მყოფი ბიჭების დახმარებით გადაუჭირეს ჭრილობაზე. მოწმემ ასევე, აღნიშნა, რომ დაჭრის ფაქტამდე თა---- ჯა--------ს ხელში დანა არ დაუნახავს. ხოლო დაჭრის შემდეგ, როდესაც ირ---–---------ე სისხლიანი მისკენ წავიდა, დაინახა, რომ თა---- ჯა--------მ ბლაგვი საგანი სისხლისგან დაფერთხა. შემდეგ კი ორივე ბრალდებული ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ.
4.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა----- წ---–-----მა განმარტა, რომ ცხოვრობს, ქ. თბილისში, ა---–-------–-ს გამზირი, კორპუსი #-------- კორპუსის ბინა #4--ში, პირველ სართულზე. იგი არის მათემატიკის პედაგოგი და ამზადებს მოსწავლეებს. მოსწავლეებს ამეცადინებს საძინებელ ოთახში, რომლის ფანჯრებიც გადის იმ ადგილას, სადაც ირ---–---------ის დაჭრის ფაქტი მოხდა. მოწმის განმარტებით, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, საღამოს, ჰყავდა მოსწავლეები, რა დროსაც შემოესმა ხმაურისა და ქალის გინების ხმა. აღნიშნული გინებისა და ხმაურის ხმაზე მან გაიხედა საძინებლის ფანჯრებიდან და დაინახა ქალბატონი, რომელსაც ეცვა ვარდისფერი მაისური. მალევე, ასევე, დაინახა ირ---–---------ე, რომელმაც შემოუარა იქვე გაჩერებულ ავტომანქანებს და წავიდა მისი ფანჯრების მიმართულებით, რა დროსაც დაინახა, რომ ორივე ხელი მიბჯენილი ჰქონდა მარჯვენა მხარეს, საიდანაც დიდი რაოდენობით სისხლის მოსდიოდა. აღნიშნულის დანახვაზე, მან ჩაირბინა კიბეებზე, თუმცა, დაავიწყდა მობილური ტელეფონი, რაც სჭირდებოდა 112-ში დასარეკად და აბრუნდა სახლში. როდესაც ჩავიდა ეზოში, ირ---–---------ე უკვე მათი კორპუსის ბოლოში იყო. მან მოაბრუნა, დასვეს სკამზე და აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. მოწმის განმარტებით, მას ირ---–---------ის დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, შესაბამისად, არ იცის ვინ მიაყენა ჭრილობა. მან მხოლოდ დაჭრილი ირ---–---------ე დაინახა და მისი თხოვნით დარეკა 112-ში.
4.6. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა----- წ---–---მ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ა--–-------–---------------------------------------------------–ზე. 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ეზოდან შემოესმა ხმაური. აღნიშნულ ხმაურზე იგი ჩავიდა ეზოში და დაინახა, რომ ეზოში მეზობლებს სკამზე დასმული ჰყავდათ დაჭრილი ირ---–---------ე, იგივე „პ------“. ვინაიდან იგი არის პროფესიით ექიმი, შეეცადა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა მისთვის, რაც გამოიხატა თითებით/ხელით ზეწოლაში არტერიულ სისხლძარღვზე, შემდეგ კი ყინულიანი პარკის დადებაში. მოწმის განმარტებით, ირ---–---------ეს ჭრილობა მიყენებული ჰქონდა მარჯვენა ლავიწის არეში, მისი თვალის ზომით ჭრილობა იყო დაახლოებით 12-13 სმ. ამასთან, სისხლდენა იყო არტერიული და ინტენსიური როგორც იღლიის მხრიდან, ასევე ლავიწის მხრიდან. ამასთან, მართალია, ირ---–---------ეს დაკარგული ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლი და იყო ძალიან დასუსტებული, თუმცა, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე იყო კონტაქტური. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლის შემდეგ, მან დაჭრილი გადააბარა სასწრაფოს ექიმს და ძალიან მალე მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროს მან ნახა მხოლოდ ერთი ჭრილობა. ამასთან, არც მას უკითხავს და არც თავად ირ---–---------ეს უთქვამს - ვინ დაჭრა.
4.7. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნო------------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ა--–-------–---------------------------------------ში. 2018 წლის 25 ივნისს, შვილიშვილებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგო მათი კორპუსის ეზოში ავტომანქანის სწრაფი შევარდნის ხმა. აღნიშნული ფაქტიდან დაახლოებით 10 წუთში მან შვილიშვილები ჩაიყვანა ეზოში სასეირნოდ, რა დროსაც იქ მყოფ მეზობელს და---- ჩი-----ს ჰკითხა, თუ ვინ შევარდა ასეთი სისწრაფით ეზოში, რაზეც მან მიუთითა იქვე გაჩერებულ ავტომანქანაზე და უთხრა, რომ ირ---–---------ესთან იყვნენ გოგონები. აღნიშნულის შემდეგ, მან შვილიშვილები წაიყვანა სტადიონზე და როდესაც დაბრუნდა, დაინახა, რომ გოგონები ავტომანქანიდან იყვნენ გადმოსულები, რომელთაგან ქერათმიანი გოგონა აგრესიულად, გაბრაზებული უყვიროდა ირ---–---------ეს, ხოლო მეორე გოგონა, რომელსაც ეცვა თეთრი კაბა, ადგილზე გადი-გამოდიოდა, ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა. მოწმის განმარტებით, ირ---–---------ის ეზოში ჩასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელსა და ქერათმიან გოგონას შორის დაძაბული საუბარი/გინება გაგრძელდა, თუმცა, საუბრის შინაარსი მას არ მოუსმენია, რამდენადაც უხერხულობა იგრძნო და გაერიდა მათ. შემდეგ დაინახა, ქერათმიანი გოგონას მხრიდან ირ---–---------ის კუთვნილი ავტომანქანისთვის ფეხის დარტყმისა და ირ---–---------ის მხრიდან ხელის დარტყმის ფაქტი, რაც გოგონას მოხვდა სახის არეში. აღნიშნულის შემდეგ, მან დაინახა ირ---–---------ე, რომელსაც გულმკერდის არეში ხელი ჰქონდა მიბჯენილი, საიდანაც დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა და ითხოვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას. მან მაშინვე დარეკა 112-ში, ხოლო აღნიშნულის შემდეგ გოგონებისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, ვინაიდან მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა ირ---–---------ისთვის დახმარების აღმოჩენაზე.
4.8. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და---- ჩი-----მ განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს იმყოფებოდა საკუთარ ავტოფარეხში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ა--–-------–------------------------------ მოპირდაპირე მხარეს. იქნებოდა საღამოს დაახლოებით 17:00-18:00 საათი, რა დროსაც მისი ყურადღება მიიქცია სწრაფად მიმავალმა ავტომანქანამ, რის გამოც გამოვიდა ავტოფარეხიდან და დაინახა, რომ მის წინ „ჩაიქროლა“ „მ-----------ის“ მარკის ავტომანქანამ, სადაც იჯდა ორი გოგონა. აღნიშნული ავტომანქანა გაჩერდა მე-19 კორპუსთან, ხოლო თვითონ შებრუნდა ავტოფარეხში. შემდეგ გაიგონა ირ---–---------ის, იგივე „პ------ს“ მისამართით ქალის უწმაწური სიტყვებით ლანძღვა-გინების ხმა, რის გამოც კვლავ გამოიხედა და დაინახა, რომ ქერა თმიანი გოგონა ადგილზე გადი-გამოდიოდა, თუმცა, მისი გასვლის მომენტისათვის აღარ იგინებოდა და იგი შებრუნდა ავტოფარეხში. დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ მან გაიგონა ავტომანქანაზე ფეხის ან ხელის ძლიერი დარტყმის ხმა, რის გამოც იგი კვლავ გამოვიდა ავტოფარეხიდან და დაინახა, რომ ირ---–---------ე, იგივე „პ------“ მიდიოდა მისი ავტოფარეხისკენ, მარცხენა ხელი გულმკერდის მარჯვენა მხარეს ჰქონდა მიბჯენილი, საიდანაც დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა. მოწმის განმარტებით, ირ---–---------ე იყო ფერდაკარგული, დაბნეული და მიდიოდა წერეთლის გამზირის მიმართულებით. ამასობაში შეიკრიბა ხალხი, მეზობლებმა მოიტანეს სკამი, დასვეს დაჭრილი ირ---–---------ე და ვისაც როგორ შეეძლო, აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. დაახლოებით 5 წუთში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მივიდა და ირ---–---------ე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
4.9. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თა---- ტ-–-–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, ბ-------------------ში, ჩავიდა ეზოში, სადაც ჩაჯდა „მ---------ის“ მარკის კუთვნილ ავტომანქანში. ვიდრე დაქოქავდა, ბ------ის ქუჩის ზედა მხრიდან მასთან მივიდა ქერათმიანი გოგონა - თა---- ჯა--------, რომელსაც ეცვა შავი სპორტული შარვალი და ვარდისფერი, მოკლემკლავიანი მაისური. მას ხელი ჰქონდა მოხრილ მდგომარეობაში, უთხრა, რომ ჰქონდა გაჭრილი და სთხოვა ტაქსამდე მიყვანა. მისგან თანხმობის მიღების შემდეგ, აღნიშნული გოგონა ჩაჯდა მის უკან, მარცხენა მხარეს. გზად იგი გამოელაპარაკა, უთხრა, რომ ერქვა „თ----“, ასევე უთხრა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრა კაცი, რაც მას სერიოზულად არ მიუღია. მოწმის განმარტებით, გოგონამ მგზავრობისას სთხოვა ა--–-----ში წაყვანა, რაზეც არ უთხრა უარი და მიიყვანა ა--–-----ში. ამასთან, სახლში დაბრუნების შემდეგ, ნახა, რომ იმ ადგილას, სადაც აღნიშნული გოგონა იჯდა, იყო სისხლის ლაქები, რაც გაწმინდა. თუმცა შემდეგ, როდესაც მოწმის სახით დაიკითხა, გამომძიებელს მიაწოდა ინფორმაცია სისხლის გაწმენდის შესახებ, რის გამოც ავტომანქანა ამოიღეს და დარჩელ ლაქებთან დაკავშირებით ჩატარდა ექსპერტიზა.
4.10. 2018 წლის 27 ივნისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა თა---- ტ-–-–--ემ ამოსაცნობად წარდგენილ სამ პირს შორის ამოიცნო თა---- ჯა-------- და განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, აღნიშნული ქალბატონი, მისივე თხოვნით, კუთვნილი „მ---------ის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით J------, ქ. თბილისი, ბ-------------------იდან წაიყვანა ა--–-----ში. აღნიშნული ქალბატონი მგზავრობისას იჯდა მის უკან სავარძელზე. ამასთან, მგზავრობისას უთხრა, რომ ხელი ჰქონდა გაჭრილი. ასევე, უთხრა, რომ კაცი დაჭრა. ამავე ოქმის თანახმად, თა---- ტ-–-–--ემ თა---- ჯა-------- ამოიცნო სიმაღლით, სიგამხდრით, ქერა თმებით, მოგრძო პირის სახით, აღნაგობითა და ზოგადი იერსახით.
4.11. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არ---– წა---–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შ------------------------------------------------------–------------------------------------–---იის სამსახურში მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 25 ივნისს, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილების გამოძახებით, მეწყვილე გ-------------------იასთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ა---–-------–-ს გამზირი, კორპუსი #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მათ მიერ ავტომანქანა „მ-–----–----------ის“ უკანა მარჯვენა კარის გვერდიდან, კერძოდ, ბეტონის ზედაპირიდან აღებულ იქნა ერთი სუნის ნიმუში, რომელიც მოთავსდა 0.5 ლიტრიან, მინის გამჭვირვალე ქილაში, დაილუქა კინოლოგიის სამსახურის ლუქით, შეიფუთა სპეციალურ პაკეტში, გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები და შემდგომი კვლევისათვის გადაეცა გამომძიებელ ალექსანდრე დადალაურს. მოწმის განმარტებით, გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომელსაც გაეცნო და მისი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.
4.12. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სა-- გე---------მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის უ------------------ის თანამდებობაზე. 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 20:00-21:00 საათზე, მეწყვილე ნ---- გე----ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ა---–-------–-ს გამზირი, კორპუსი #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მათ მიერ დაინომრა საჭირო ნივთიერი მტკიცებულებები და მტკიცებულებები, მოხდა მისი ფოტო გადაღება და ამოღება, კერძოდ, მათ მიერ ავტომანქანა „მ-–----–----------ის“ წინა და უკანა მარჯვენა კარიდან აღებულ იქნა ფეხსაცმლის კვალი, ასევე, სხვადასხვა ადგილებიდან სისხლის ანაწმენდები, ამოღებულ იქნა აგრეთვე სისხლიანი სათვალე და სხვა. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები მოთავსდა სპეციალურ პაკეტებში და დაილუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს ლუქით. მოწმის განმარტებით, გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომელსაც გაეცნო და მისი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით.
4.13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 0------------ის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, 1. 2. 3. 4. 5. 6. 10. 12. წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შ.პ.ს. “ა------------------–-------------–----------------–---------–---- ცენტრის” ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #9--- (გაცემის თარიღით - 0--------- წ.) და სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #---- (ასლები - თითოეული დამოწმებული ამავე დაწესებულების ბეჭდით “ცნობებისათვის“)) მონაცემების მიხედვით: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე ირ---–---------ე მოთავსებული იქნა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 2--------- წ-ს 20:15 საათზე, გადიოდა სტაციონარული მკურნალობის კურსს და გაეწერა - 3--------- წ-ს 1---- საათზე, დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ლავიწქვეშა არის და მარცხენა წინამხრის ნაკვეთი ჭრილობები, მარჯვენა ლავიწქვეშა არტერიის და მხრის წნულის ნაწილობრივი დაზიანება, მარცხენა ცერა თითის გრძელი გამშლელი მყესის დაზიანება.
4.13.1. ამავე დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად: მოქალაქე ირ---–---------ეს, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებანი (ორი დაზიანება) მარცხენა წინამხრისა და მარჯვენა ლავიწქვეშა არეებში არსებული ჭრილობების სახით.
4.13.2. 0--------- წელს 17:25-18:05 საათზე პირადი შემოწმების მომენტისათვის, მოქალაქე ირ---–---------ეს, სხეულზე, გარეგნულად, მარცხენა წინამხრის გარეთა ზედაპირის ქვედა მესამედში - სხივ-მაჯის სახსრის საპროექციოდ და მარჯვენა ლავიწქვეშა მიდამოში - გარდამავალი მარჯვენა იღლიის ფოსოს წინა კუთხემდე, აღენიშნებოდა ნაწიბურები - მათი აღწერილობა იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში.
4.13.3. მოქალაქე ირ---–---------ის სხეულზე არსებული დაზიანებები, ხანდაზმულობით, არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 2--------- წ.
4.13.4. თუ რა ვითარებაში მიიღო მოქალაქე ირ---–---------ემ მის სხეულზე არსებული, ზემოთ ხსენებული, დაზიანებები - აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია.
4.13.5. მარჯვენა ლავიწქვეშა არეში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს - როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო მარცხენა წინამხრის მიდამოში არებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს - ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
4.13.6. ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს დაზიანებების, საქმის მასალებში მითითებულ გარემოებებში, განვითარების შესაძლებლობას - თუმცა, აღნიშნულის მტკიცება ექსპერტიზას არ შეუძლია.
4.13.7. მოქალაქე ირ---–---------ის სხეულზე არსებულ დაზიანებათა თანმიმდევრობის (რიგითობის) დადგენა შეუძლებელია.
4.13.8. იმის განსაზღვრა, ირ---–---------ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებული არის თუ არა ერთი და იგივე იარაღით, მხოლოდ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით, შეუძლებელია.
4.13.9. იარაღის სახეობის დადგენა არ შედის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციაში.
4.13.10. სასამართლო მედიცინაში, სიცოცხლისათვის სახიფათოობა განისაზღვრება, არა დაზიანების სხეულზე ლოკალიზაციით, არამედ, მიღებული დაზიანების სიმძიმის ხარისხით. ამავე დასკვნის მიხედვით, შესამოწმებლის გადმოცემით: “2018 წლის 25 ივნისს, შუადღის საათებში, ქ. თ---–--–------------ში, მისთვის ნაცნობმა ერთმა პიროვნებამ - ქალმა, დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები მარჯვენა ლავიწის და მარცხენა წინამხრის მიდამოებში. დაზიანებების მიღების შემდეგ აღენიშნა ძლიერი სისხლდენა, რის გამოც გადაყვანილი იქნა კლინიკაში, სადაც გადიოდა სტაციონარული მკურნალობის კურსს და ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციები”.
4.14. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ზუ---- გრ-----–-–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ პირადი გასინჯვით ირ---–---------ეს მარცხენა წინამხრის გარეთა ზედაპირის ქვედა მესამედში - სხივ-მაჯის სახსრის საპროექციოდ, აღენიშნებოდა განივად მდებარე, 1,6X0,2სმ ზომის, ზოლისებრი ფორმის, სწორი ნაპირებისა და წამახვილებული ბოლოების მქონე ნაწიბური - მოწითალო-მოიისფრო ფერის, მომკვრივო კონსისტენციის, მცირედ მოძრავი, მიმდებარე კანის დონიდან მცირედ ზემოთ მდებარე, რომლის ნაპირების გასწვრივ აღენიშნებოდა ოთხი ნაკერის კვალი - ასეთივე ხასიათის, ერთმანეთის მოპირდაპირედ მდებარე, ოთხ-ოთხი წერტილოვანი ნაწიბურის სახით. მარჯვენა ლავიწქვეშა მიდამოში - გარდამავალი მარჯვენა იღლიის ფოსოს წინა კუთხემდე, აღენიშნებოდა განივ-ირიბად მდებარე, რკალოვან-ზოლისებრი ფორმის, 13X0,2-0,4 სმ ზომის, ასეთივე ხასიათის ნაწიბური - ნაპირების გასწვრივ 13 ნაკერის კვალით - ასეთივე ხასიათის, ერთმანეთის მოპირდაპირედ მდებარე, ცამეტ-ცამეტი წერტილოვანი ნაწიბურის სახით. აღნიშნული ნაწიბურის იღლიის ფოსოსკენა ბოლოსთან (მცირედ ქვემოთ) აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის, “წყლის წვეთის“ ფორმის, 1X0,5სმ ზომის ნაწიბური - დრენირების შემდგომი კვალი.
4.15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 0-----------ს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 27 ივნისს, მოქალაქე თა---- ჯა--------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მტევნის მე-5 ნებ-ფალანგის სახსრის საპროექციოდ, შიგნითა ზედაპირზე ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის მიხედვით, შესამოწმებილის გადმოეცმით: 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ირ---–---------ესთან, რომელმაც ხელი დაარტყა კისრის მიდამოში, რის შემდეგაც ირ---–---------ეს დანა დაარტყა, რა დროსაც მიიღო დაზიანება მარჯვენა მტევნის არეში.
4.16. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა გუ-–----ი ტა-----–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
4.17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 ნოემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, - პაკეტში, წარწერით: „...ბინაში მისაღები ოთახიდან ამოღებულია 2 ც (ორი) ხანჯალი და 1 ც (ერთი) დანა და სამზარეულოდან ამოღებულია 1 ც (ერთი) ხანჯლის პირი ტარის გარეშე...“, მოთავსებულ დანაზე (ობ. #1,2; კოლოფი, წარწერით: „1 ც (ერთი) დანა ყავისფერი ტარით - მისაღებ ოთახში პიან----ს თავიდან.“) და ხანჯალზე (ობ. #3,4; კოლოფი, წარწერით: „1ც (ერთი) ხანჯლის პირი ტარის გარეშე სამზარეულოში სათავსოს უჯრიდან“) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე პაკეტში მოთავსებულ ორ ცალ ხანჯალზე, ქარქაშით (ობ. #5-8, კოლოფი, წარწერით: „2 ც (ორი) ხანჯალი ქარქაშით მისაღებ ოთახში წიგნების თაროდან.“), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
4.17.1. პაკეტში, წარწერით: „..#1,#2,#3,#4,#5,#7. მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები,..“, მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #9-14) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #9-13-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ირ---–---------ეს (ობ. N86; პაკეტი, წარწერით: „...ნ------ის სისხლი“), ობ. #14-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თა---- ჯა--------ს (ობ. #85; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ თა---- ბეგლარის ძე ჯა--------სგან...“);
4.17.2. პაკეტში, წარწერით: „..1 ცალი სათვალე, მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული სარდაფის ჩასასვლელი კიბის მოაჯირიდან...“, მოთავსებულ სათვალეზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #15) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ირ---–---------ეს (ობ. #86);
4.17.3. პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდის ორი ნიმუში ოთხ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებულია ა/მ-მ---------ი, სახ. # J------ უკანა მარცხენა კარის გარეთა სახელურის და ამავე კარის გასახსნელი შიდა სახელურის ზედაპირიდან..“, მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. #17; კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი ორი ბიოლოგიური ჩხირით აღებულია ა/მ-ის უკანა მარცხენა კარის გასახსნელი შიდა სახელურის ზედაპირიდან.“) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. #16; კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი ორი ბიოლოგიური ჩხირით აღებულია ა/მ-ის უკანა მარცხენა კარის გარეთა სახელურიდან“), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
4.17.4. პაკეტში, წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ბიოლოგიური ჩხირით აღებულია ა/მ მ---------ი, სახ. # J------ უკანა მარცხენა სავარძლის წინ ძირს ფეხსადების ზედაპირიდან...“, მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. #18) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის თა---- ჯა--------ს (ობ. #85);
4.17.5. პაკეტში, წარწერით: „..ანაწმენდი 4 ცალი სპეც. ბიოლოგიურ ჩხირზე, აღებული ავტომანქანის მარჯვენა და მარცხენა კარის გარე სახელურების გარე ზედაპირებიდან 2 ნიმუშად...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. #19,20) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #19-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ობ. #20-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი ეკუთვნის თა---- ჯა--------ს (ობ. #85). ობ. #19-ის გენეტიკური პროფილის მეორე წილი და ობ. #20-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება ირ---–---------ის (ობ. #86) გენეტიკური პროფილისაგან;
4.17.6. პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდი 7 (შვიდი) ნიმუშად თოთხმეტ ჩხირზე აღებული ა/მანქანის სალონიდან...ა/მანქანა მ-----------ის, სახ. ნომ. T-------- გახსნა-დათვალიერება...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის: ობ. #21-24-ის (კონტეინერები, წარწერით: „...ა/მანქანის საჭის ზედა რკალიდან“, „...ა/მანქანის საჭის შუა ნაწილიდან“, „...ა/მანქანის საჭის ქვედა რკალიდან.“ და „...მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან“) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #23-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ობ. #22-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის თა---- ჯა--------ს (ობ. #85). ობ. #22-ის გენეტიკური პროფილის მეორე წილი ეკუთვნის ნა---- თო--------ს (ობ. #84; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდ. ნა---- ბ--------- თო--------სგან...“). ობ. #23-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ობ. #21,24-ის გენეტიკური პროფილები, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
4.17.7. ამავე პაკეტში მოთავსებულ სხვა ანაწმენდებზე (ობ. #25-27; კონტეინერები, წარწერებით: „...მარჯვენა კარის შიდა გამღები ბერკეტიდან“, „...მარცხენა კარის შიდა სახელურიდან“ და „...მარცხენა კარის შიდა გამღები ბერკეტიდან“), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
4.17.8. პაკეტებში, წარწერებით: „..მოწ. ფერის ლაქის ანაწმენდი სპეც. ბიოლოგიურ ჩხირზე 4 ნიმუშად, ამოღებული ა/მანქანის გარე...ა/მანქანა მ-----------ის სახ. # T--------, გახსნა-დათვალიერება..“ და „...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სტერილურ, ბიოლოგიურ ჩხირზე 8 (რვა) ცალ ნიმუშად...ა/მ მ-----------ის სახ. ნომ. T-------- გახსნა-დათვალიერება...“, მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #28-39) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის თა---- ჯა--------ს (ობ. #85);
4.17.9. პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები ჩხირებზე 4 (ოთხი) ნიმუში), აღებული ა/მ „ჰონდა“ სახ. #H---------ის ოთხივე კარის გარე სახელურიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. #40-43; კონტეინერები, წარწერებით: „...ა/მ-ის წინა მარჯვენა კარის გარე სახელურიდან.“, „...ა/მ-ის წინა მარცხენა კარის გარე სახელურიდან.“, „...ა/მ-ის უკანა მარჯვენა კარის გარე სახელურიდან.“ და „...ა/მ-ის უკანა მარცხენა კარის გარე სახელურიდან.“) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #40-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ. #19,20-ის ერთი წილის. ობ. #40-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ობ. #41,43-ის გენეტიკური პროფილები ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ობ. #42-ის გენეტიკურ პროფილში ნა---- თო--------ს (ობ. #84), თა---- ჯა--------ს (ობ. #85), ირ---–---------ის (ობ. #86) და ობ. #20,40-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
4.17.10. პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები ჩხირებზე (8 (რვა) ნიმუში), აღებული ა/მ „ჰონდა“ სახ. #H---------ს ოთხივე კარის შიდა სახელურებიდან და შიდა გამღები ბერკეტებიდან....“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის: ობ. #47-ის (კონვერტი, წარწერით: „...ა/მ-ის წინა მარცხენა კარის შიდა გამღები ბერკეტიდან.“) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ. #20,40-ის გენეტიკური პროფილების მაჟორული წილის; ობ. #44-46,4--ის (კონვერტები, წარწერებით: ა/მ-ის წინა მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან.“, „...ა/მ-ის წინა მარჯვენა კარის შიდა გამღები ბერკეტიდან.“, „...ა/მ-ის წინა მარცხენა კარის შიდა სახელურიდან.“ და „...ა/მ-ის უკანა მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან.“) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #44-46-ის გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და იდენტურია ობ. #47-ის გენეტიკური პროფილის. ობ. #44-46-ის გენეტიკური პროფილების მინორული წილი და ობ. #4--ის გენეტიკური პროფილი, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.
4.17.11. ამავე პაკეტში მოთავსებულ სხვა ანაწმენდებზე (ობ. #49-51; კონვერტები, წარწერებით: „..ა/მ-ის უკანა მარჯვენა კარის შიდა გამღები ბერკეტიდან.“, „...ა/მ-ის უკანა მარცხენა კარის შიდა სახელურიდან.“ და „..ა/მ-ის უკანა მარცხენა კარის შიდა გამღები ბერკეტიდან.“), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
4.17.12. პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები ჩხირებზე 5 (ხუთი) ნიმუში), აღებული ა/მ „ჰონდა“ სახ. #H---------ის საჭიდან, სიჩქარეების გადამრთველი და ხელის მუხრუჭის ბერკეტებიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. #52-56; კონვერტები, წარწერებით: „...ა/მ-ის საჭის ზედა რკალიდან.“, „..აღებული ა/მ-ის საჭის შუა ნაწილიდან.“, „...ა/მ-ის საჭის ქვედა რკალიდან.“, „...ა/მ-ის სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტიდან.“ და „...ა/მ-ის ხელის მუხრუჭის ბერკეტიდან.“) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #52,56-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ირ---–---------ის (ობ. #86), მეორე წილი ობ. #47-ის გენეტიკური პროფილების იდენტურია. ობ. #53-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ობ. #47-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. #53-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ობ. #54,55-ის გენეტიკური პროფილები, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
4.17.13. პაკეტში, წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები 5 (ხუთი) ცალ ჩხირზე, აღებული ა/მ „ჰონდა“ სახ. #H---------ის დათვალიერებისას....", მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #58-61), წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის თა---- ჯა--------ს (ობ. #85). ამავე პაკეტში მოთავსებულ ჩხირზე (ობ. #57; კონვერტი, წარწერით: „...აღებული ა/მ-ის წინა ბამპერის გარე ზედაპირიდან.“) არსებული მოყავისფრო ლაქები სისხლს არ წარმოადგენს.
4.17.14. პაკეტში, წარწერით: „... ჯინსის შარვალი, მოყავისფრო ფერის ქამართან ერთად და შავი ფერის ტყავის ქურთუკი ამოღებული ა/მანქანის საბარგულიდან...“, მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. #-3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ირ---–---------ის და ობ. #47-ის გენეტიკური პროფილებისაგან. ამავე შარვალზე და ამავე პაკეტში მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. #-2,64) სისხლს არ წარმოადგენს;
4.17.15. პაკეტში, წარწერით: „..მოთეთრო ფერის შორტი მოწ. ფერის ლაქით, ამოღებული უკანა მარცხენა ფეხის დასადებიდან...“, მოთავსებულ მოკლე შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. #-5) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის თა---- ჯა--------ს (ობ. #85);
4.17.16. პაკეტში, წარწერით: „ბინის ჩხრეკისას ამოღებული კაბა“, მოთავსებულ კაბაზე, პაკეტში, წარწერით: „...„ბინაში მისაღებ ოთახში სკამის საზურგედან ამოღებულია 1 ც (ერთი) მაისური...“, მოთავსებულ მაისურსა და პაკეტში, წარწერით: „.. „ბინაში მისაღებ ოთახში დივნის ზედაპირიდან ამოღებული 1 ც (ერთი) პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული სველი მაისური...“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. #-6-68, 71-74) სისხლს არ წარმოადგენს;
4.17.17. პაკეტში, წარწერით: „ჯა--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული შარვალი.“, მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #-9,7-,7-ა) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის თა---- ჯა--------ს (ობ. #85);
4.17.18. პაკეტებში, წარწერებით: „...პერანგი დაზიანებულ მდგომარეობაში მოწითალო ფერის ლაქებით ამოღ I სართულზე არსებული შავი ფერის პარკიდან...“ და „...პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით. ამოღ. I სართულზე არსებულ ოთახში შავი ფერის პარკიდან დაზიანებულ მდგომარეობაში...“, მოთავსებულ პერანგებზე, პაკეტში, წარწერით: „...ჯინსის შარვალი ქამრით დაზიანებულ მდგომარეობაში, მოწითალო ფერის ლაქებით ამოღ. I სართულზე არსებულ ოთახში შავი ფერის პარკიდან...“, მოთავსებულ შარვალზე. პაკეტში, წარწერით: „...დაზიანებული პერანგის მკლავი, მოწითალო ფერის ლაქით ამოღ. I სართულზე ოთახში შავი ფერის პარკიდან...“, მოთავსებულ ქსოვილის ფრაგმენტზე, პაკეტში, წარწერით: „...1 ც ტრუსი, მოწითალო ფერის ლაქით, ამოღებული I სართულზე არსებულ ოთახში შავი ფერის პარკიდან. დაზიანებულ მდგომარეობაში.“, მოთავსებულ ქვედა საცვალზე, პაკეტში, წარწერით: „....2 (ორი) ც. კედი მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღ I სართულზე ოთახში შავი ფერის პარკიდან...“, მოთავსებულ ერთ წყვილ ფეხსაცმელსა და პაკეტში, წარწერით: „...2 (ორი) ც შავი ფერის პოლიეთილენის პარკი ამოღ I სართულზე ოთახის იატაკიდან ერთ-ერთზე აღინიშნება წარწერა...“, მოთავსებულ პოლიეთილენის პარკებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. #75-82) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ირ---–---------ეს (ობ. #86);
4.17.19. პაკეტში, წარწერით: „...თმის ღერები, ამოღებული წინა მარჯვენა სავარძლის ქვემოთ..., მოთავსებული თმის ღერები (ობ. #83) წარმოადგენს ადამიანის თმას და ეკუთვნის ნა---- თო--------ს (ობ. #84).
4.18. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ი------------ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
4.19. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 0-----------ის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, 1.2.3. გამოკვლევაზე წარდგენილი კუბოკრული პერანგი (პაკეტი#F--------) და განცალკევებით წარმოდგენილი კუბოკრული ქსოვილის ფრაგმენტი (პაკეტი #FCD 8-----) სავარაუდოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს ჭრით განვითარებულ დაზიანებამდე (განცალკევებამდე) წარმოადგენდნენ ერთ მთლიანს - პერანგს, რომელზეც აღნიშნულის გარდა, სხვა რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა. გამოკვლევაზე წარდგენილ პერანგზე (პაკეტი #FCD 8-----) სავარაუდოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს განვითარებული დაზიანებების ფონზე, წინა მარჯვენა მხარეს ზედა მიდამოში ასევე აღინიშნება დაზიანებები: განვითარებული, როგორც ხევით მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად, ასევე - ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, რომლის კონკრეტული მახასიათებლების განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მოცემულობით დაზიანების გამოსახვის ხასიათიდან გამომდინარე და შესაბამისად წარმოდგენილი დანით, #2 და #3 ობიექტებით ხსენებული დაზიანების მიყენების შესაძლებლობის საკითხზე მსჯელობაც შეუძლებელია. აღნიშნული დაზიანება ლოკალიზაციის არით შეესაბამება სტაციონარული პაციენტის სამედიცინო #---- ბარათის მონაცემების მიხედვით ირ---–---------ის სხეულზე არსებული დაზიანების („მარჯვენა ლავიწქვეშა არის ნაკვეთი ჭრილობა..“) ლოკალიზაციის მონაცემს. 4. გამოსაკვლევად წარდგენილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. #2 და #3 ობიექტები დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოების გათვალისწინებით წარმოადგენენ ცივ იარაღს. ობიექტი #1 არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
4.20. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ნ---- ო---ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
4.21. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 1-----–--ის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #1------ დასკვნის თანახმად, 1. სს #0----------- საქმეზე, გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვლები გადატანილი დაქტილოფირებზე ზომებით: 32x41მმ–კვალი #1, 38x59მმ–კვალი #2,N#3, 58x96მმ–კვალიN#4, 34x34მმ–კვალი #5, 52x61მმ–კვალი N#-,N#7, 28x38მმ–კვალიN#8, 69x129მმ–კვალი #9, #10, #11, #12, #13, #14 პიროვნების იდენტიფიკაცისათვის ვარგისია. ხელის კვლები გადატანილი დაქტილოფირებზე ზომებით: 24x35მმ, 27x38მმ, 26x39მმ, 49x69მმ, 28x30მმ პიროვნების იდენტიფიკაცისათვის უვარგისია. 2. ხელის თითის კვალი #5 (ამოღებული ავტომანქანა მინი-კუპერის, სახელმწიფოN#T---------ს, მარჯვენა კარის შუშის გარე ზედაპირიდან) იდენტურია თა---- ბ---–-----------–- ჯა--------ს, დაბ. 1--------- წ., მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშის; ხელის თითის კვალი #8 (ამოღებული ავტომანქანა მინი-კუპერის, სახელმწიფოN#T---------ს, მარცხენა უკანა ხედვის სარკიდან) იდენტურია ნა---- ბ------------–- თო--------ს, დაბ. 0--------- წ., მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის ნიმუშის; ხელის თითის კვალი #10 (ამოღებული ავტომანქანა მინი-კუპერის, სახელმწიფოN#T---------ს, მარცხენა უკანა ხედვის სარკიდან) იდენტურია ნა---- ბ------------–- თო--------ს, დაბ. 0---------წ., მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშის; ხელის თითის კვალი #11 (ამოღებული ავტომანქანა მინი-კუპერის, სახელმწიფოN#T---------ს მარცხენა უკანა ხედვის სარკიდან) იდენტურია ნა---- ბ------------–- თო--------ს, დაბ. 0--------- წ., მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის; ხელის თითის კვალი #12 (ამოღებული ავტომანქანა მინი-კუპერის, სახელმწიფოN#T---------ს მარცხენა უკანა ხედვის სარკიდან) იდენტურია ნა---- ბ------------–- თო--------ს, დაბ. 0---------წ., მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის ნიმუშის; ხელის თითის კვალი #13 (ამოღებული ავტომანქანა მინი-კუპერის, სახელმწიფოN#T---------ს მარცხენა უკანა ხედვის სარკიდან) იდენტურია ნა---- ბ------------–- თო--------ს, დაბ. 0---------წ., მარცხენა ხელის არათითის ანაბეჭდის ნიმუშის; ხელის თითის კვალი #14 (ამოღებული ავტომანქანა მინი-კუპერის, სახელმწიფოN#T---------ს მარცხენა უკანა ხედვის სარკიდან) იდენტურია ნა---- ბ------------–- თო--------ს, დაბ. 0---------წ., მარცხენა ხელის ნეკა თითის ანაბეჭდის ნიმუშის; ხელის კვლები #1, #2, #3, #4, #-, #7, #9 არ არის იდენტური თა---- ბ---–-----------–- ჯა--------სა და ნა---- ბ------------–- თო--------ს ხელის ანაბეჭდების ნიმუშის. 3. ხელის თითის კვალი #1 (ამოღებული ავტომანქანა ჰონდას, სახელმწიფოN#H---------ს წინა მარჯვენა კარის მინის გარე ზედაპირიდან) იდენტურია და---- მ--–------ ძე შპ----–---–ის, დაბ. 0--------- წ., მარჯვენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის ნიმუშის; - ხელის თითის კვალი #2 (ამოღებული ავტომანქანა ჰონდას, სახელმწიფოN#H---------ს წინა მარცხენა კარის მინის გარე ზედაპირიდან) იდენტურია ზუ---- მ--–------ ძე შპ----–---–ის, დაბ. 12-------- წ., მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის; - ხელის თითის კვალი #3 (ამოღებული ავტომანქანა ჰონდას, სახელმწიფოN#H---------ს წინა მარცხენა კარის მინის გარე ზედაპირიდან) იდენტურია ზუ---- მ--–------ ძე შპ----–---–ის, დაბ. 12-------- წ., მარჯვენა ხელის არათითის ანაბეჭდის ნიმუშის; - ხელის თითის კვალი #- (ამოღებული ავტომანქანა მინი-კუპერის, სახელმწიფოN#T---------ს მარჯვენა კარის შუშის გარე ზედაპირიდან) იდენტურია ნი---------ს ძე ლ-----–---ს, დაბ. 1--------- წ., მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის; - ხელის თითის კვალი #7 (ამოღებული ავტომანქანა მინი-კუპერის, სახელმწიფოN#T---------ს მარჯვენა კარის შუშის გარე ზედაპირიდან) იდენტურია ნი---------ს ძე ლ-----–---ს, დაბ. 1--------- წ., მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშის; - ხელის თითის კვალი #9 (ამოღებული ავტომანქანა მინი-კუპერის, სახელმწიფოN#T---------ს მარცხენა უკანა ხედვის სარკიდან) იდენტურია ნი---------ს ძე ლ-----–---ს, დაბ. 1--------- წ., მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის ნიმუშის;
- ხელის გულის კვალის #4 იდენტური შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის გულის კვლები და დაქტილოსკოპირებული პირების ხელის გულის ანაბეჭდები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
4.22. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ეკ--------------–--–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
4.23. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 20 სექტემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4--------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, 2018 წლის 25 ივნისს, ქ.თბილისში, ა-----–-------–ის გამზირი #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ირ---–---------ის მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, 1. შემთხვევის ადგილზე გაჩერებული ირ---–---------ის კუთვნილი ავტომანქანა „მ-–----ში“-ს, სახელმწიფო ნომრით N---------ს უკანა მარჯვენა კარის გვერდით ბეტონის ზედაპირიდან და თა---- ჯა--------ს კუთვნილი ავტომანქანა „მ-----------ი“-ს, სახელმწიფო ნომრით T---------ს წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლების ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულებისაგან: თა---- ჯა--------საგან და ნა---- თო--------საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების. 2. მოწმე თა---- ტ-–-–--ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანა „მ---------ი“-ს, სახელმწიფო ნომრით J-------ის უკანა მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ თა---- ჯა--------საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია ბრალდებულ ნა---- თო--------საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. 3. მოწმე ზუ-----–-----–---–ის კუთვნილი ავტომანქანა „ჰ------------ი“-ს, სახელმწიფო ნომრით H---------ს წინა მარჯვენა, წინა მარცხენა, უკანა მარჯვენა და უკანა მარცხენა სავარძლებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულებისაგან: თა---- ჯა--------საგან და ნა---- თო--------საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
4.24. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა გ-----------------ემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
4.25. ბრალდებულმა თა---- ჯა--------მ სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, კერძოდ, აღნიშნა, რომ მას ირ---–---------ის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია, თუმცა სრულად დაადასტურა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, დილით, მასთან მივიდა მეგობარი ნა---- თო--------, რომელსაც უნდოდა ზუ-----–-----–---–ის ნახვა, რის გამოც ის და ნა---- თო-------- მივიდნენ ირ---–---------ესთან სახლში. მოგვიანებით, დაახლოებით 10:00-12:00 საათზე, ირ---–---------ეს საათნახევრით ასესხა ჯერ 50 ლარი, ხოლო შემდეგ 200 ლარი. ვინაიდან მასაც სჭირდებოდა აღნიშნული თანხა (ლომბარდში ჰქონდა თანხა გადასახდელი), დაახლოებით 14:00 საათზე იგი ურეკავდა ირ---–---------ეს, იგივე „პ------ს“, თუმცა, იგი არ პასუხობდა, შემდეგ კი უთიშავდა. რადგან ირ---–---------ესთან დაკავშირება ვერ შეძლო, დაახლოებით 15:00 საათზე იგი დაუკავშირდა ზუ-----–-----–---–ს, რომელსაც, როგორც შემდეგ მიხვდა, ტელეფონი ჩართული ჰქონდა ხმამაღალ რეჟიმზე. მან ირ---–---------ე შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენია, რაც გაიგო ირ---–---------ემ და საპასუხოდ მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებულის თქმით, იგი ირ---–---------ეს სთხოვდა თანხის დაბრუნებას, თუმცა, იგი ეუბნებოდა, რომ „თანხას არა, იმას მოგცემო“ და კვლავ აგინებდა. შემდეგ ნა---- თო--------ს უთხრა, რომ მისულიყვნენ, რათა გაერკვიათ რატო მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, უნდოდა თანხის დაბრუნება. როდესაც მივიდა ირ---–---------ის საცხოვრებელ კორპუსთან, იგი ეზოდან უყვიროდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოითხოვდა მის ეზოში ჩასვლას. ამასთან, აივნიდან ირ---–---------ემაც შეაგინა ერთი-ორჯერ. შემდეგ როდესაც ირ---–---------ე ჩავიდა ეზოში, მათ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ირ---–---------ემ მას მოსთხოვა, მის ავტომანქანაში ჩამჯდარიყო, თუმცა, ვინაიდან თვითონაც ძალიან გაღიზიანებული იყო და ირ---–---------ეც, შეეშინდა და არ ჩაჯდა. ასევე, მას სურდა, რომ შეურაცხყოფა სახალხოდ მიეყენებინა. ამასთან, იგი ირ---–---------ისაგან მოითხოვდა თანხის დაბრუნებას, თუმცა, მან დაქოქა თავისი კუთვნილი ავტომანქანა და აპირებდა წასვლას, რის გამოც მან ავტომანქანას ფეხი დაარტყა. აღნიშნულზე ირ---–---------ეს ძალიან გაღიზიანდა, ავტომანქანიდან გამოვიდა და ხელი დაარტყა, რაზეც ძალიან გაბრაზდა და 5-6 სმ პირის მქონე დანა, რომელიც ბრელოკზე ჰქონდა ჩამოკიდებული და ათამაშებდა, ინსტიქტურად მოუქნია, თუმცა მისი მოკვლის სურვილი და განზრახვა არ ჰქონია, უბრალოდ ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, იმის გამო, რომ ჯერ აგინა, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა. იგი ცოტახანს იდგა და უყურებდა, ხოლო შემდეგ ის და ნა---- თო-------- ჩასხდნენ მის კუთვნილ ავტომანქანაში და წავიდნენ. ამასთან, აღნიშნულ დაძაბულ ვითარებაში თვითონაც გაიჭრა ხელი, საიდანაც დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა. შემთხვევის ადგილიდან წამოსვლის შემდეგ, მან ავტომანქანა ა---–-------–-ს გამზირზე გააჩერა და მისთვის უცნობ ბიჭს სთხოვა ა--–-----ში მეგობრებთან გაყვანა. მან მეგობრებს უთხრა მომხდარის შესახებ, რადგან ირ---–---------ის მდგომარეობა აინტერესებდა. ზუ-----–-----–---–მა და მისმა ძმამ და---- შპ----–---–მა უთხრა, რომ კარგად იყო. აღნიშნული ტელევიზიითაც გაარკვია. ბრალდებულის განმარტებით, მოგვიანებით შეიტყო, რომ ირ---–---------ეს ხელზეც ჰქონდა ჭრილობა, თუმცა, როგორც ახსოვს მას მეორედ აღარ დაურტყამს და ვერ ხსნის როგორ მიიღო აღნიშნული დაზიანება. ბრალდებულის განმარტებით, მას მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, მას ასეთი განზრახვა რომ ჰქონოდა, სახლშიც ავიდოდა და ავტომანქანაშიც ჩაუჯდებოდა. ასევე, მკვლელობის განზრახვის შემთხვევაში, მას აღნიშნულის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდა როგორც სახლიდან ჩამოსვლის დროს, ასევე მას შემდეგ არაერთხელ, მათ შორის დანის ერთხელ დარტყმის შემდეგ, როდესაც ჩაკეცილი იყო. რაც შეეხება დანას და მაისურს, რომელიც შემთხვევის დროს ეცვა, მოგვიანებით სხვადასხვა ადგილას გადააგდო. ბრალდებულის განმარტებით, 2018 წლის 25 ივნისს ის და ნა---- თო-------- დილიდან ერთად იმყოფებოდნენ, დაჭრის შემდეგ, ისინი ცოტახნით დაშორდნენ ერთმანეთს, როცა იგი მისთვის მაისურის მისატანად გავიდა სახლში. შემდეგ ა--–-----ში მიაკითხა და დაკავებამდე ერთად იყვნენ.
4.26. ბრალდებულმა ნა---- თო--------მ სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, დილით, თა---- ჯა--------სთან ერთად მივიდა ირ---–---------ესთან სახლში, უნდოდა „ზ---ას“, იგივე ზუ-----–-----–---–ს ნახვა. მოგვიანებით, თა---- ჯა--------მ ირ---–---------ეს საათნახევრით სესხის სახით მისცა 250 ლარი - ჯერ 50 ლარი და შემდე 200 ლარი. შეთანხმებული დროის გასვლის შემდეგ, თა---- ჯა-------- თანხის დაბრუნებასთან უკავშირდებოდა ირ---–---------ეს, რომელსაც დრო გაყავდა, ეუბნებოდა, რომ 10 წუთში - 5 წუთში დაერეკა, შემდეგ კი მობილური ტელეფონი გათიშა, რის გამოც თა---- ჯა--------მ დაურეკა ზუ-----–-----–---–ს, რომელსაც როგორც შემდეგ აღმოჩნდა ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული. აღნიშნული სატელეფონო საუბრისას თა---- ჯა--------მ ირ---–---------ე შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენია, რაზეც ამ უკანასკნელმა უშვერი სიტყვებით აგინა თა---- ჯა--------ს, თავის მხრივ თა---- ჯა--------მაც აგინა. შემდეგ თა---- ჯა--------მ კიდევ დაურეკა და უთხრა, რომ მასაც გადასახდელი ჰქონდა თანხა და სჭირდებოდა მის მიერ მიცემული თანხა, თუმცა, ირ---–---------ე არ ჩერდებოდა და აგინებდა, ეუბნებოდა, რომ საერთოდ არ მისცემდა თანხას. აღნიშნულის შემდეგ ის და თა---- ჯა-------- მივიდნენ ი-----–ის ნ------ის კორპუსთან და როდესაც ამ უკანასკნელმა გადაიხედა აივნიდან, თა---- ჯა--------მ მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაზეც არც ირ---–---------ემ დააყოვნა და აივნიდან საპასუხოდ აგინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ირ---–---------ე ჩამოვიდა ეზოში, რა დროსაც თავად იჯდა თა---- ჯა--------ს ავტომანქანაში. როდესაც გადმოვიდა თა---- ჯა-------- და ირ---–---------ე უკვე ხმამაღლა ჩხუბობდნენ, შემდეგ ზუ-----–-----–---–ის ხმა გაიგო და მისკენ მიტრიალდა, რა დროსაც ხმა გაიგო „გოგოს ურტყამსო“, რაზეც შეტრიალდა და დაინახა, რომ ირ---–---------ეს უკვე სისხლი მოსდიოდა. იგი მაშინვე მივიდა ი-----–ისთან, თუმცა ირ---–---------ემ უთხრა: „დროზე წადი აქედან, რამე შარში არ გაეხვიოვო“, რის შემდეგაც ის და თა---- ჯა-------- ჩასხდნენ ავტომანქანაში და წავიდნენ. შემდეგ ავტომანქანა გააჩერეს ა---–-------–-ს გამზირზე, საიდანაც თვითონ სახლში წავიდა, ხოლო თა---- ჯა-------- ა--–-----ში, სადაც მალევე თავადაც მიაკითხა. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ირ---–---------ის დაჭრის ფაქტი, მას პოლიციის ორგანოებისთვის არ მიუმართავს და დაკავებამდე ის და თა---- ჯა-------- ერთად იმყოფებოდნენ.
4.27. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 ივნისს 21:00 საათიდან 23:15 საათამდე დროის შუალედში, მთავარი ექსპერტის არ---– წა---–-–---–ის, ექსპერტების გ-------------------იას, ნ---- გე----ის და უ------------------ის სა-- გე---------ის მონაწილეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ალექსანდრე დადალაურმა, ქ. თბილისში, ა---–-------–-ს გამზირი, კორპუსი #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. აღნიშნული ოქმის თანახმად დგინდება, რომ ქ. თბილისში, ა---–-------–-ს გამზირი, კორპუსი #---ის გვერდით არსებული შემაღლებული ბაქნის გვერდით არის რკინის კონსტრუქციით გაკეთებული ვაზის ხეივანი, რომელიც უერთდება ა---–-------–-ს გამზირი, #3 კორპუსს. აღნიშნული კორპუსის გვერდით არსებულ ბაქანზე განთავსებულია ორი ავტომანქანა - ერთი - „ჰ------------ის“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით H--------, ხოლო მის წინ, სადარბაზოსთან ჩასასვლელ კიბეებთან - „მ-–----–----------ის“ მარკის, მარჯვენა საჭით, ვერცხლისფერი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით N---------ს, რომლის წინა მარჯვენა კარი არის ღია მდგომარეობაში. აღნიშნული ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის ჩარჩოზე და ჩარჩოს ქვედა მხარეს, ასევე ავტომანქანის მარჯვენა მხარეს და სადარბაზოსკენ ჩასასვლელ კიბეებზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. მოწითალო ფერის ლაქები შეინიშნება ასევე ხეივნის ქვეშ, მე-3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და მე-3 კორპუსის მე-3 სადარბაზოს სარდაფში ჩასასვლელი კიბეების მოაჯირთან. მოაჯირთან, ასევე, ნანახი იქნა მხედველობის სათვალე და შავი სკამი, რომლის გვერდით აღინიშნება დიდი რაოდენობით სისხლის კვალი და სისხლის გუბე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ავტომანქანა „მ-–----–----------ის“ უკანა მარჯვენა კარის გვერდით, ბეტონის ზედაპირიდან აღებულ იქნა ერთი სუნის ნიმუში, რომელიც მოთავსდა 0.5 ლიტრიან, მინის გამჭვირვალე ქილაში, დაილუქა კინოლოგიის სამსახურის ლუქით და შეიფუთა სპეციალურ პაკეტში. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, ასევე, ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები და საკონტროლო ანაწმენდები, ავტომანქანა „მ-–----–----------ის“ წინა (რომელზეც შეინიშნება მცირე დეფორმაცია) და უკანა (რომელზეც შეინიშნება შედარებით დიდი ზომის დეფორმაცია) მარჯვენა კარებების გარე ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ფეხსაცმლის კვალი, რომლებიც მოთავსდა ცალ-ცალკე ქაღალდის კონვერტში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში; მე-3 კორპუსის მე-3 სადარბაზოს სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოაჯირიდან ამოღებულ იქნა 1 (ერთი) ცალი მხედველობის სათვალე, მოწითალო ფერის ლაქებით, რომელიც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში; დათვალიერების შემდეგ ასევე ამოღებულ იქნა „მ-–----–----------ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით N-------- და აღნიშნული ავტომანქანის გასაღები, ჩიპთან, ტყავის ბუდესთან და გასაღებთან ერთად;
4.28. შპს „ა---------------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის თანახმად, კორპუსის ეზოში ფიქსირდება რუხი ფერის ავტომანქანა „მ-----------ი“, სახელმწიფო ნომრით T--------, რომლის წინა მარცხენა მხარეს ზის ნა---- თო--------, ხოლო გარეთ ავტომანქანასთან ახლოს დგას თა---- ჯა--------. აღნიშნული ავტომანქანის გვერდით დგას ვერცხლისფერი ავტომანქანა „ჰ------------ი“, სახელმწიფო ნომრით H--------. ასევე ჩანს „მ-----------ის“ წინ გაჩერებული ვერცხლისფერი ავტომანქანა, მის გვერდით კი მეორე ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომელიც დგას უშუალოდ ჰ------------ის“ წინ. დაახლოებით 20:03 საათზე კადრში ჩანს ზუ-----–-----–---–ი, რომელიც ჯდება „მ-----------ის“ მარკის ავტომანქანაში მძღოლის მხარეს. ამავდროულად თა---- ჯა-------- ნერვიულად დადის ავტომანქანის სიახლოვეს. შემდეგ კადრში ჩანს, ირ---–---------ე, რომელიც „მ-–----შის“ მარკის ავტომანქანის მარჯვენა კართან მიდის, ასევე ჩანს, რომ მასთან ახლოს დგას თა---- ჯა--------, რომელიც მიმართავს ირ---–---------ეს. კადრში ჩანან ასევე ნა---- თო-------- და ზუ-----–-----–---–ი. შემდეგ მანქანაში მარჯვენა მხარეს ჯდება ირ---–---------ე, სადაც კართან მიდის თა---- ჯა--------, რომელიც ძლიერად აღებს მანქანის მარჯვენა კარს, რომელსაც კეტავს ირ---–---------ე. ამის შემდეგ თა---- ჯა-------- ფეხს ურტყამს ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარს, რის შემდეგაც ირ---–---------ე გადმოდის მანაქანიდან. რაღაც პერიოდის შემდეგ იგი ისევ ჯდება ავტომანქანაში, რა დროსაც ავტომანქანასთან დგას თა---- ჯა-------- და ძლიერად ურტყამს ავტომანქანის მინას მეტალის საგანს, რომელიც უჭირავს მარჯვენა ხელში. აღნიშნულზე ირ---–---------ე გადმოდის ავტომანქანიდან და გაშლილ ხელს უქნევს თა---- ჯა--------ს, ხოლო თავის მხრივ თა---- ჯა--------ც იქნევს ხელს ირ---–---------ის მიმართულებით. ამასთან, კადრში ნათლად ჩანს თა---- ჯა--------ს ხელში წვეტიანი საგანი. ასევე, ჩანს თა---- ჯა--------ს მხრიდან ირ---–---------ის მიმართულებით ხელის გაქნევა. აღნიშნულის შემდეგ თა---- ჯა-------- მოძრაობს ეზოში, რა დროსაც იქნევს მარჯვენა ხელს, რომელშიც უჭირავს რაღაც საგანი. ამის შემდგომ თა---- ჯა-------- ჯდება „მ-----------ის“ მარკის ავტომანქანაში, რომლის საჭესთან ზის ნა---- თო-------- და ტოვებენ ტერიტორიას.
4.29. 2018 წლის 25 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ა---–-------–-ს გამზირი #115-ში მდებარე დ--------------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში მოწმე და---- კ--------ისაგან ამოღებულ იქნა შავი ფერის „ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით - 3---------------
4.30. 2018 წლის 26 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ბ-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თა---- ტ-–-–--ისაგან ამოღებულ იქნა „მ---------ის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - J------ და ასევე, აღნიშნული ავტომაქანის გასაღები.
4.31. 2018 წლის 26 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩა #1-----ში მდებარე ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან, კერძოდ, ექთნის თანაშემწე მ-----–-–-----–-ასგან ამოღებულ იქნა ირ---–---------ის დაზიანებული ტანსაცმელი, სისხლის მაგვარი ლაქებით, კერძოდ: 1. შავი, წითელ ფერებში გაწყობილი ტრუსი; 2. პერანგი, შავი ფერის ზოლებით; 3. პერანგი; 4. ჯინსის შარვალი, ქამრით; 5. დაზიანებული პერანგის მკლავი და 6. ერთი წყვილი მუქი ფერის კედი.
4.32. 2018 წლის 26 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისი, ა---–-------–-ს გამზირი #10-ის მიმდებარე ტერიტორიიდან, დიდუბის გამგეობის წარმომადგენლის - ს------------------ძის მონაწილეობით ამოღებულ იქნა ავტომანქანა M---------R, სახელმწიფო ნომრით - T--------.
4.33. 2018 წლის 26 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ა---–-------–-ს გამზირი #---ის მიმდებარე ტერიტორიიდან, ზუ-----–-----–---–ისგან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერი ავტომანქანა „H--------“, სახელმწიფო ნომრით H-------- და აღნიშნული ავტომანქანის გასაღები, ვერცხლისფერი მეტალის ბრელოკით.
4.34. 2018 წლის 26 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ლ--–---------ასგან ამოღებულ იქნა ნა---- თო--------ს ლურჯი ფერის, თეთრი ზოლებით გაწყობილი, კაბა.
4.35. 2018 წლის 03 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, გ---–-------–---–ისგან ამოღებულ იქნა თა---- ჯა--------ს სპორტული ფეხსაცმელი, წარწერით „adidas“.
4.36. 2018 წლის 16 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩა #1-----ში მდებარე ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან, ნ-------------–---–ისგან ამოღებულ იქნა ირ---–---------ის სამედიცინო ისტორიის ასლები, 27 ფურცლად;
4.37. 2018 წლის 16 ივლისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩა #1-----ში მდებარე ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან, ნ-------------–---–ისგან ამოღებულ იქნა ირ---–---------ის სამედიცინო ისტორიის ასლები, 27 ფურცლად;
4.38. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 ივნისის 22:00 საათიდან 2018 წლის 28 ივნისის 03:15 საათამდე პერიოდში, ექსპერტ-კრიმინალისტების, ადვოკატ არ---–-–---–---–ის, ბრალდებულ თა---- ჯა--------ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მონაწილეობით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ----------–-–--–-ილის მიერ დათვალიერდა თა---- ჯა--------ს კუთვნილი ავტომანქანა „მ-----------ი“, სახელმწიფო ნომრით - T--------. ავტომანქანის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა ანაწმენდები, სუნის კვალის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, თმის ღერები. ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებულ იქნა შარვალი, ქამრით და შავი ქურთუკი. ავტომანქანის სალონის უკანა სავარძლიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ხელჩანთა პირადი ნივთებით და კოსმეტიკით. შავი ფერის ხელჩანთიდან ასევე ამოღებულ იქნა „ნიმესილი“, „გაბაგამი“, „დიაზეპამი“, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, გაცემული თა---- ჯა--------ს სახელზე, პირადობის მოწმობა, თ-------–---–ის სახელზე, ვერცხლისფერი ჯაჭვი - ორ ნაწილად, შორტი, მოწითალო ლაქებით, ასევე ავტომანქანის გასაღები.
4.39. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 30 ივნისის 20:25 საათიდან 2018 წლის 30 ივნისის 23:50 საათამდე პერიოდში, ექსპერტ-კრიმინალისტების და მოწმე ზუ-----–-----–---–ის მონაწილეობით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ----------–-–--–-ილის მიერ დათვალიერდა ზუ-----–-----–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „H--------“, სახელმწიფო ნომრით H--------. ავტომანქანის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ აღებულ იქნა სუნის ნიმუშები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები და ხელის კვლები.
4.40. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 ივნისის 20:35 საათიდან 2018 წლის 29 ივნისის 21:20 საათამდე პერიოდში, ექსპერტ-კრიმინალისტების და მოწმე თა---- ტ-–-–--ის მონაწილეობით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის რ----------–-–--–-ილის მიერ დათვალიერდა თა---- ტ-–-–--ის ავტომანქანა „მ---------ი“, სახელმწიფო ნომრით - J------. ავტომანქანის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ აღებულ იქნა სუნის ნიმუშები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები.
4.41. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 ივნისს, 19:15 საათზე, ქ. თბილისში, წმინდა ბ--------- უბანი #---, ოთახი #--ში დაკავებულ იქნა თა---- ბ---–-----------–- ჯა--------. დაკავების თა---- ჯა--------ს მარჯვენა ხელის ნეკა თითის სახსართან აღენიშნებოდა პატარა ზომის ჭრილობა, რომელიც მისი განმარტებით მიიღო 2018 წლის 25 ივნისს ირ---–---------ესთან ჩხუბის დროს. დაკავებისას თა---- ჯა--------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა შავი ფერის სპორტული შარვალი, რომელსაც გვერდზე დაყვება თეთრი ზოლები და რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ამავე შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ბრელოკი, რომელზეც განთავსებულია ერთი ცალი გასაღები - „მ-----------ის“ ნიშნის გამოსახულებით; შავი ფერის საშუალო ზომის პულტი და ნაცრისფერი ტყავის ბრელოკი, გაწყობილი ღია ფერის თვლებით.
4.42. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 ივნისს, 19:15 საათზე, ქ. თბილისში, წმინდა ბ--------- უბანი #---, ოთახი #--ში დაკავებულ იქნა ნა---- ბ------------–- თო--------.
4.43. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 27 ივნისის #--2---- დასკვნის თანახმად, თა---- ჯა--------ს კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა. თა---- ჯა--------ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ფსიქოტროპული ნივთიერების - ბენზოდიაზეპინების ჯგუფის - მოხმარების ფაქტი.
4.44. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 27 ივნისის #--21075 დასკვნის მიხედვით, ნა---- თო--------ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარების ფაქტი, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა.
4.45. 2018 წლის 26 ივნისის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, წმინდა ბ--------- უბანი #---, ოთახი #--ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მისაღებ ოთახში მდებარე პიან----ს ზედაპირზე განთავსებული ბროლის ვაზიდან ამოღებულ იქნა 1 (ერთი) ცალი ყავისფერ ტარიანი დანა; ამავე ოთახში მდებარე წიგნების კარადის თაროდან ამოღებულ იქნა 2 (ორი) ცალი საიუველირო წარმოების ხანჯალი, ხოლო სამზარეულო ოთახში განთავსებული სათავსოს ზედა უჯრიდან - ერთი ცალი ხანჯლის პირი, ტარის გარეშე; მისაღებ ოთახში არსებული დივანის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ქალის ხელჩანთა, მასში მოთავსებული შავი ფერის საფულით, რომელშიც თავის მხრივ მოთავსებულია ფულადი თანხა - 320 (სამასოცი) ლარისა და 45 (ორმოდახუთი)თეთრის ოდენობით; მართვის მოწმობა, გაცემული ნა---- თო--------ს სახელზე; „ა------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი და სხვადასხვა სახის კოსმეტიკური და პირადი ნივთები. ასევე, დივანის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ლურჯი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია ქალის 2 (ორი) ცალი ხელოვნური თმა და თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური; ამავე მისაღებ ოთახში მდებარე სკამის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, წარწერით „O-” .
4.46. 2018 წლის 27 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, თა---- ჯა--------მ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეებს მიუთითა ადგილი, კერძოდ, ქ. თბილისი, ა---–-------–-ს გამზირი #-- კორპუსის წინა მხარე და განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაარტყა გულმკერდის (ლავიწის) არეში დანა ირ---–---------ეს, სადაც მისული იყო მისი კუთვნილი „მ-----------ის“ მარკის ავტომანქანით, ნა---- თო--------სთან ერთად. ხოლო მას შემდეგ, რაც ირ---–---------ეს მიაყენა სხეულის დაზიანება, ის და ნა---- თო-------- შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნულის შემდეგ თა---- ჯა--------მ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეებს მიუთითა ადგილი, სადაც გადააგდო დანა, რომლითაც ირ---–---------ეს მიაყენა დაზაინება და ასევე, ადგილი, სადაც გადააგდო სისხლიანი მაისური, რომელიც ინციდენტის დროს ეცვა, თუმცა, მის მიერ მითითებულ ადგილას ვერც დანა და ვერც მაისური ნანახი ვერ იქნა.
4.47. 2018 წლის 27 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ნა---- თო--------მ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეებს მიუთითა ადგილი, კერძოდ, ქ. თბილისი, ა---–-------–-ს გამზირი #-- კორპუსის წინა მხარე და განმარტა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაარტყა ლავიწის არეში დანა თა---- ჯა--------მ ირ---–---------ეს, სადაც მისულები იყვნენ თა---- ჯა--------ს კუთვნილი „მ-----------ის“ მარკის ავტომანქანით.
4.48. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4.49. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.50. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.51. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.52. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.53. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. და 2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზუ---- მ----ე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.6. თა---- ჯა--------ს მიერ ირ---–---------ის მკვლელობის მცდელობის ჩადენა:
5.6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად - ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.
5.6.2. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განსაკუთრებულ მიდგომას სიცოცხლის უფლებისადმი, კერძოდ, კონვენციის მე-2 მუხლში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე HAÁSZ AND SZABÓ v. HUNGARY №1327/14 და №11613/14; 13.10.2015; §49). სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: McCann and others v. the United Kingdom).
5.6.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
5.6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობისას დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა.
5.6.5. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა და----ვრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.
5.6.6. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).
5.6.7. სასამართლო თა---- ჯა--------ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში, თა---- ჯა--------მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ირ---–---------ეს დანა დაარტყა გულმკერდის, მარჯვენა ლავიწქვეშა არეში, რითაც ირ---–---------ეს დაუზიანა არტერია, რამაც გამოიწვია ჭრილობიდან დიდი რაოდენობით სისხლდენა. ირ---–---------ე მეზობლების მიერ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მეშვეობით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს. სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, თა---- ჯა--------ს ქმედებას მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაცია.
5.6.8. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ:
5.6.8.1. დაზარალებულ ირ---–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან 2018 წლის 25 ივნისს, თა---- ჯა--------ს სესხის სახით გამოართვა თანხა - 250 ლარი. თანხის გამორთმევიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც მეგობართან ზუ-----–-----–---–თან და მის ძმასთან - და---- შპ----–---–თან ერთად მოძრაობდა კუთვნილი ავტომანქანით, თა---- ჯა--------მ დაურეკა ზუ-----–-----–---–ს, რომელსაც ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული და ირ---–---------ე მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვით, რაზეც ირ---–---------ემ საპასუხოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოხდა მათ შორის ურთიერთშეურაცხყოფა, რის შემდეგაც ირ---–---------ემ უთხრა, რომ მისულიყო მასთან სახლში და იქ გაერკვიათ ურთიერთობა. საღამოს საათებში, როდესაც მეგობარ ზუ-----–-----–---–თან და მის ძმასთან და---- შპ----–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში, თა---- ჯა--------, კუთვნილი ავტომანქანით სიგნალებით შევარდა მისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, საიდანაც აგინებდა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა და უყვიროდა „ჩამოდი უნდა დაგშტიროვო“-ო. მან მოუწოდა თა---- ჯა--------ს, რომ მეზობლებთან სირცხვილი იყო და გაჩერებულიყო, ასევე, სთხოვა მასთან სახლში ასულიყო, თუმცა, იგი იყო ძალიან გაღიზიანებული და განაგრძობდა მისი მისამართით გინებას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. შემდეგ თა---- ჯა--------ს დასამშვიდებლად ჩავიდა ზუ-----–-----–---–ი, თუმცა, თა---- ჯა--------ს მხრიდან კვლავ გაგრძელდა გინება, რაზეც ირ---–---------ე გაღიზიანდა და ჩავიდა ეზოში, გაემართა თავისი კუთვნილი ავტომანქანისკენ და თა---- ჯა--------საც სთხოვა ჩამჯდარიყო, რათა სიტუაციისათვის გაერიდებინა და სხვაგან მშვიდად ესაუბრათ, რაზეც მიიღო უარი და გააგრძელა აგრესიული ქცევა. მან რამდენჯერმე მოუწოდა თა---- ჯა--------ს რომ გაჩერებულიყო, ნუ ყვიროდა, ხალხი იყურებოდა და სირცხვილი იყო, რაზეც კიდევ უფრო გაღიზიანდა და მის ავტომანქანას ორჯერ დაარტყა ფეხი. იგი მაინც ჩაჯდა თავის კუთვნილ ავტომანქანაში და როდესაც კარი მიიხურა, თა---- ჯა-------- აწეულ მინაზე ურტყამდა მარცხენა მუჭს, თუმცა, იმის გამო, რომ დარტყმისას ლამის მინა ჩაიმსხვრა, ირ---–---------ე მიხვდა, რომ ეს არ იყო მარტო მუჭის დარტყმა და რომ ხელში სხვა ნივთი ეჭირა, რის გამოც იგი გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაინახა, რომ თა---- ჯა--------ს მარცხენა ხელში დანა ეჭირა, რომელიც შემდეგ გადაიტანა მარჯვენა ხელში. დანის დანახვისთანავე, ირ---–---------ემ ინსტიქტურად ხელი წაიღო დანისკენ, რათა მოეგერიებინა, წაერთმია დანა, თუმცა, დანის წასართმევად ხელის წაღებისთანავე მარჯვენა მხარეს, ლავიწის არეში, იგრძნო ჩხვლეტა, რის შემდეგაც ინსტიქტურად, იმ ადგილას სადაც ჩხვლეტა იგრძნო მარცხენა ხელი მიიბჯინა, რა დროსაც მარცხენა ხელზეც იგრძნო ჩხვლეტა. მას შემდეგ, რაც მიხვდა რომ დაჭრილი იყო და დაინახა, რომ დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა, მან მარჯვენა მხრიდან შემოუარა თავის ავტომანქანას და ა---–-------–-ს გამზირის მიმართულებით გაემართა. ამასთან, იგი მეზობლებს უყვიროდა, რომ სასწრაფოში დაერეკათ. შემდეგ მეზობლებმა იგი დასვეს სკამზე და სასწრაფოს მისვლამდე პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
5.6.8.2. დაზარალებულ ირ---–---------ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა და თავად ბრალდებულთა ჩვენებებით, ასევე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით და ექსპერტიზის დასკვნებით, კერძოდ: მოწმე ზუ-----–-----–---–მა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ახლდა დაზარალებულს, დაადასტურა, რომ ირ---–---------ემ თა---- ჯა--------ს სესხის სახით გამოართვა 250 ლარი, ასევე დაადასტურა სატელეფონო საუბრისას თა---- ჯა--------ს მხრიდან ირ---–---------ის შეურაცხმყოფელი სიტყვით მოხსენიება და ირ---–---------ის მხრიდან საპასუხო გინება და შემდეგ ერთმანეთის შეურაცხყოფა. ასევე დაადასტურა, საღამოს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, თა---- ჯა--------ს აგრესიული შევარდნა კორპუსის ეზოში, შემდეგ ეზოდან ირ---–---------ის მისამართით ყვირილი და გინება, ამ უკანასკნელის ეზოში ჩასვლა და შემდეგ თა---- ჯა--------ს მხრიდან დანის დარტყმა. მისი განმარტებით, ირ---–---------ის ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ, ორივემ - ირ---–---------ემ და თა---- ჯა--------მ, თითქმის ერთდროულად, მოუქნიეს ერთმანეთს ხელი. აღნიშნულის დანახვისთანავე, იგი გაიქცა მათ გასაშველებლად, თუმცა, ვიდრე მათთან მივიდოდა, დაინახა, რომ ირ---–---------ეს დიდი რაოდენობით სისხლი წამოუვიდა, ხოლო იმის გამო, რომ სისხლის დანახვაზე ხდება ცუდად, ვერ შეძლო მასთან მისვლა და შეტრიალდა უკან. შემდეგ კვლავ შეტრიალდა მათკენ და დაინახა, რომ თა---- ჯა-------- კვლავ აგრძელებდა გინებას, ხოლო ირ---–---------ემ შემოუარა თავის კუთვნილ ავტომობილს და წავიდა ხალხის მიმართულებით, თან ითხოვდა სასწრაფოში დარეკვას. ამასთან, მან დაჭრის შემდეგ თა---- ჯა--------ს ხელში დაინახა მეტალის ნივთი.
5.6.8.3. მოწმე ზუ-----–-----–---–ის ძმამ და---- შპ----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა დაზარალებულ ირ---–---------ესა და ბრალდებულ თა---- ჯა--------ს შორის არსებული ინციდენტი და განმარტა, რომ მას, მართალია, უშუალოდ არ დაუნახავს დაჭრის ფაქტი, თუმცა, ეზოში ჩასვლის შემდეგ ძმამ - ზუ-----–-----–---–მა უთხრა, რომ თა---- ჯა--------მ დაჭრა ირ---–---------ე. ეზოში ასევე, ირ---–---------ის ავტომანქანასთან ნახა სისხლის გუბე.
5.6.8.4. თვითმხილველი მოწმის თა---- ია------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში, შეესწრო თა---- ჯა--------სა და ირ---–---------ეს შორის მომხდარ ინციდენტს, კერძოდ, მისი განმარტებით თა---- ჯა-------- უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ირ---–---------ეს, იგივე „პ------ს“, ხოლო ნა---- თო-------- ამშვიდებდა თა---- ჯა--------ს. შემდეგ თავისი საცხოვრებელი სახლიდან ჩამოვიდა ირ---–---------ე და ჩაჯდა თავის კუთვნილ ავტომობილში, რის შემდეგაც თა---- ჯა-------- მისგან მოითხოვდა აღნიშნული ავტომანქანიდან გადასვლას და მის კუთვნილ ავტომობილში ჩაჯდომას, რაც ირ---–---------ემ არ გაითვალისწინა. ამავდროულად, ირ---–---------ე და თა---- ჯა-------- ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ასევე, თა---- ჯა-------- ავტომანქანის მინებს ურტყამდა მუშტებს, რის გამოც ირ---–---------ე გადმოვიდა ავტომანქანიდან და თა---- ჯა--------ს დაარტყა ხელი. ირ---–---------ის დარტყმისთანავე, წამებში დაარტყა თა---- ჯა--------მაც. შემდეგ დაინახა, რომ ირ---–---------ემ ავტომანქანას შემოუარა და სისხლიანი მისკენ გაემართა. მოწმემ აღნიშნა, რომ ირ---–---------ეს დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა, რის გამოც მან გაიხადა პერანგი და იქ მყოფი ბიჭების დახმარებით გადაუჭირეს ჭრილობაზე. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ დაჭრის ფაქტამდე თა---- ჯა--------ს ხელში დანა არ დაუნახავს, ხოლო დაჭრის შემდეგ, როდესაც ირ---–---------ე სისხლიანი მისკენ წავიდა, დაინახა, რომ თა---- ჯა--------მ ბლაგვი საგანი სისხლისგან დაფერთხა.
5.6.8.5. მოწმეებს და---- ჩი-----ს და ნონა დათუაშვილს, მართალია, უშუალოდ არ დაუნახავთ თა---- ჯა--------ს მხრიდან ირ---–---------ისთვის დანის დარტყმის ფაქტი, თუმცა, მათ დაადასტურეს ეზოში ავტომანქანით თა---- ჯა--------ს აგრესიულად შევარდნის, შემდეგ, მისი მხრიდან ირ---–---------ის მიმართ ხმამაღალი გინებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. მათ, ასევე, ნახეს დაჭრილი ირ---–---------ე, რომელსაც გულმკერდის არედან დიდი რაოდენობით სისხლი მოსდიოდა და ითხოვდა დახმარებას/სასწრაფოში დარეკვას.
5.6.8.6. მოწმეების მა----- წ---–-----ის და მა----- წ---–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ირ---–---------ე იყო დაჭრილი ლავიწის მიდამოში და ჭრილობიდან მოსდიოდა დიდი რაოდენობით სისხლი.
5.6.8.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა თა---- ჯა--------მ დაადასტურა ირ---–---------ის დაჭრის ფაქტი, ასევე, მანამდე განვითარებული მოვლენები, თუმცა, განმარტა, რომ მას ირ---–---------ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ასევე ბრალდებულმა ნა---- თო--------მ სრულად დაადასტურა 2018 წლის 25 ივნისს განვითარებული მოვლენები, მათ შორის თა---- ჯა--------ს მიერ ირ---–---------ის დაჭრის ფაქტი.
5.6.8.8. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის, მოწმეთა და ბრალდებულთა მიერ მიცემული ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შპს „ა---------------დან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერთან, სადაც ნათლად ჩანს ავტომანქანიდან ირ---–---------ის გადმოსვლა, რომელიც ხელს ურტამს თა---- ჯა--------ს, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მარჯვენა ხელს ურტყამს ირ---–---------ეს. კადრში ჩანს, რომ თა---- ჯა--------ს მარჯვენა ხელში უჭირავს წვეტიანი საგანი. ვიდეოჩანაწერში ასევე, ჩანს თა---- ჯა--------ს მხრიდან ირ---–---------ის მიმართულებით ხელის მეორედ მოქნევა. ირ---–---------ის დაჭრის შემდეგ კი თა---- ჯა--------ს მოძრაობა ეზოში, რა დროსაც მარჯვენა ხელში უჭირავს რაღაც საგანი (სავარაუდოდ დანა). ვიდეოჩანაწერში ასევე, ჩანს თა---- ჯა--------ს „მ-----------ის“ მარკის ავტომანქანაში ჩაჯდომა, რომლის საჭესთანაც ზის ნა---- თო-------- და ორივე მათგანის მიერ შემთხვევის ადგილის დატოვების ფაქტი.
5.6.8.9. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ მოქალაქე ირ---–---------ეს სხეულზე აღენიშნებოდა ორი დაზიანება, კერძოდ, მარცხენა წინამხრისა და მარჯვენა ლავიწქვეშა არეებში არსებული ჭრილობების სახით, რომელთაგან მარჯვენა ლავიწქვეშა არეში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს - როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო მარცხენა წინამხრის მიდამოში არებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს - ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ამავე დასკვნის თანახმად, სასამართლო მედიცინაში, სიცოცხლისათვის სახიფათოობა განისაზღვრება, არა დაზიანების სხეულზე ლოკალიზაციით, არამედ, მიღებული დაზიანების სიმძიმის ხარისხით.
5.6.8.10. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ სათვალეზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ირ---–---------ეს. ასევე, ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან ამოღებულ იქნა ტანსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ირ---–---------ეს.
5.6.8.11. ტრასოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ ირ---–---------ის პერანგზე, წინა მარჯვენა მხარეს ზედა მიდამოში აღინიშნება დაზიანებები: განვითარებული, როგორც ხევით მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად, ასევე - ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო აღნიშნული დაზიანება ლოკალიზაციის არით შეესაბამება სტაციონარული პაციენტის სამედიცინო #---- ბარათის მონაცემების მიხედვით ირ---–---------ის სხეულზე არსებული დაზიანების - „მარჯვენა ლავიწქვეშა არის ნაკვეთი ჭრილობა..“-ის ლოკალიზაციის მონაცემს.
5.6.8.12. ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4--------- დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე გაჩერებული ირ---–---------ის კუთვნილი ავტომანქანა „მ-–----ში“-ს, სახელმწიფო ნომრით N---------ს უკანა მარჯვენა კარის გვერდით ბეტონის ზედაპირიდან და თა---- ჯა--------ს კუთვნილი ავტომანქანა „მ-----------ი“-ს, სახელმწიფო ნომრით T---------ს წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლების ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ თა---- ჯა--------საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო მოწმე თა---- ტ-–-–--ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანა „მ---------ი“-ს, სახელმწიფო ნომრით J-------ის უკანა მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ თა---- ჯა--------საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.
5.6.8.13. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში, თა---- ჯა--------მ დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა ირ---–---------ეს, რასაც არც თავად ბრალდებული თა---- ჯა-------- უარყოფს და სრულად ადასტურებს ზემოთ განხილულ ფაქტობრივ გარემოებებს.
5.6.9. ბრალდებული უარყოფს მხოლოდ ირ---–---------ის მკვლელობის განზრახვას, კერძოდ, ბრალდებულის განმარტებით, მას არ სურდა ირ---–---------ის მკვლელობა (არ ჰქონდა მოკვლის განზრახვა), არამედ სურდა მხოლოდ ირ---–---------ისთვის სახალხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას ხელი დაარტყა. იმის გამო, რომ ირ---–---------ე მას ფიზიკურად შეეხო, იგი ძალიან გაბრაზდა და ინსტიქტურად მოუქნია მის ხელთ არსებული დანა, რომელიც ე.წ. „ბრელოკზე“ ჰქონდა ჩამოკიდებული და ხელში ათამაშებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაცვის მხარე თვლის, რომ თა---- ჯა--------ს მხრიდან ადგილი აქვს არა მკვლელობის მცდელობას, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), რამდენადაც თა---- ჯა--------ს მხრიდან გამოყენებული თავდაცვის საშუალება იყო აშკარად შეუსაბამო ირ---–---------ის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის საშიშროებასთან.
5.6.10. აღნიშნული პოზიციას სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან ეწინააღმდეგება სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ემსახურება ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას. კერძოდ:
5.6.10.1. დაცვის მხარის პოზიციას, რომ, თითქოსდა, თა---- ჯა--------ს არ ჰქონდა ირ---–---------ის მკვლელობის რაიმე წინაპირობა, რის გამოც მას ვერ ექნებოდა მკვლელობის განზრახვა, სასამართლო არ ეთანხმება. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ქმედების ჩადენის დროს, ანუ მაშინ, როდესაც თა---- ჯა-------- ირ---–---------ეს დანას ურტყამდა გულმკერდის არეში, თუ რა განზრახვით მოქმედებდა ბრალდებული, რასაც სასამართლო აფასებს სწორედ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით. სახელდობრ: დადგენილია, რომ თა---- ჯა--------სა და ირ---–---------ეს შორის მოხდა სატელეფონო კონფლიქტი, რის შემდეგაც თა---- ჯა-------- ნა---- თო--------სთან ერთად მივიდა ირ---–---------ის საცხოვრებელ სახლთან, უშვერი სიტყვებით, ხალხის თანდასწრებით, სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა ირ---–---------ეს, ამავდროულად, უყვირა: „ჩამოდი უნდა დაგშტიროო“. აღნიშნულის შემდეგ, ირ---–---------ე ჩავიდა ეზოში, ჩაჯდა თავის კუთვნილ ავტომანქანაში, სადაც მივიდა თა---- ჯა--------, რა დროსაც მან ავტომანქანას დაარტყა ფეხები, ასევე, მუშტები უბრახუნა ავტომანქანის მინას, რის შემდეგაც ირ---–---------ე გადმოვიდა ავტომანქანიდან და ბრალდებულს მოუქნია ხელი, რა დროსაც, ზუსტად ამ დროს, თითქმის ერთდროულად, თა---- ჯა--------მ ი. ნ------ეს დაარტყა დანა, თუმცა, არა ხელში, ფეხში ან სხეულის სხვა ისეთ ადგილას, რომელიც ადამიანის სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის, არამედ სწორედ გულმკერდის არეში, სადაც გადის მთავარი არტერია. საყურადღებოა, ასევე, ის ფაქტიც, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ირ---–---------ეს აღენიშნება ორი დაზიანება - მარცხენა წინამხრისა და მარჯვენა ლავიწქვეშა არეებში. მარცხენა წინამხრის დაზიანებასთან დაკავშირებით კი დაზარალებული განმარტავს, რომ თა---- ჯა-------- აპირებდა იმავე ადგილას მეორედ ჩარტყმას, სადაც პირველი ჭრილობა მიაყენა, თუმცა, იმის გამო, რომ მას მარცხენა ხელი ჰქონდა მიბჯენილი ჭრილობაზე მოხვდა არა იმავე ადგილას, არამედ იმ ხელში, რომელიც ჭრილობაზე ჰქონდა მიბჯენილი. ყოველივე აღნიშნული კი, ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ თა---- ჯა--------ს მკვლელობის განზრახვა ჰქონდა ირ---–---------ის მიმართ.
5.6.10.2. გარდა ამისა, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია ასევე, იმის დადგენაც, ბრალდებული თა---- ჯა--------, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, თუ - არაპირდაპირი განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ამავე მუხლის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით/მათი შეფასებით, თა---- ჯა-------- მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას, ი. ნ------ის - სასიკვდილო შედეგის - მიმართ მოქმედებდა მინიმუმ არაპირდაპირი განზრახვით, რაც ამ ქმედების მკვლელობის მცდელობად კვალიფიკაციისათვის სრულიად საკმარისია, რადგან მოქმედი კოდექსიდან გამომდინარე, მცდელობა შეიძლება არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი (ევენტუალური) განზრახვის შემთხვევაშიც (ამის შესახებ ქართულ ენაზე იხ.: მ. ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, მე-9 გამოცემა, 2013 წ. გვ. 136-142; ლ. მაღლაკელიძე, განზრახვა და მართლწინააღმდეგობის შეგნება ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით, 2013 წ. გვ. 166-174; გერმანულ ენაზე იხ.: G. Stratenwehrt, W. Wohlers, Schweizerisches Strafgesetzbuch, Handkommentar, 2007, გვ. 388. H. Satzger, Der Vorsatz – einmal näher betrachtet, Jura, 2008, გვ. 113. მკვლელობის მცდელობის შესაძლებლობას არაპირდაპირ განზრახვით ასევე, აღიარებს ქართული სასამართლო პრაქტიკაც, ამის შესახებ იხ.: უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის N216აპ-03; 2007 წლის 16 დეკემბრის N987აპ-07 და 2008 წლის 24 სექტემბრის N745აპ-08 გადაწყვეტილებები).
5.6.10.3. რაც შეეხება დაცვის მხარის კიდევ ერთ დაუსაბუთებელ პოზიციას იმის შესახებ, რომ თა---- ჯა--------ს მხრიდან, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა არა მკვლელობის მცდელობას, არამედ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას, რამდენადაც თა---- ჯა--------ს მიერ გამოყენებული თავდაცვის საშუალება იყო აშკარად შეუსაბამო ირ---–---------ის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის საშიშროებასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: პირმა, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადააცილოს, იგი პირველ რიგში უნდა იმყოფებოდეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში/მდგომარეობაში, ანუ თავდაცვის რეჟიმში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თა---- ჯა-------- თავად აქეთ ესხმის თავს ირ---–---------ეს და სწორედ ეს უკანასკნელი იმყოფება თავდაცვის რეჟიმში და არა თა---- ჯა--------, შესაბამისად, თავდაცვის რეჟიმში მყოფი ირ---–---------ის მხრიდან ხელის დარტყმის ფაქტი თავდასხმად ვერ განიხილება. ამდენად, თა---- ჯა--------ს მხრიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაზე მსჯელობა/საუბარი ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია (მაგალითისათვის იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №390აპ-18; 2018 წლის 25 ივლისის №141აპ-18 გადაწყვეტილებები).
5.6.11. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ცალსახად დაასაბუთა თა---- ჯა--------ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობის ელემენტების არსებობა, კერძოდ: მის მიერ მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია, დანაშაულის ჩადენის იარაღი და საშუალება, დამნაშავის ქცევა ქმედების ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები, საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, მიუთითებენ სწორედ ბრალდებულის განზრახვაზე - მოეკლა ირ---–---------ე.
5.6.12. ამდენად, სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თა---- ჯა-------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5.7. ნა---- თო--------ს მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული:
5.7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ შემადგენლობათა კატეგორიას, რომელიც და----ვრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირისათვის ცნობილი გახდა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან ჩადენილია შესაბამისი ზემოაღნიშნული კატეგორიების დანაშაული. ამასთან, აღნიშნული მუხლის დისპოზიცია მკაფიოდ გულისხმობს იმის აუცილებლობას, რომ პირის მიერ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ ნამდვილ/სარწმუნო ინფორმაციის ფლობას/ცოდნას, კერძოდ, პირს უნდა გააჩნდეს სარწმუნო ინფორმაციის დანაშაულის ხასიათზე და შინაარსზე ან იმ პირზე ვინც უნდა განახორციელოს ან განახორციელა განსაკუთრებით მძიმე ან მძიმე დანაშაული, ხოლო ცოდნის ნამდვილობა კი შესაძლებელია ეფუძნებოდეს იმას, რომ პირი იყო დანაშაულის თვითმხილველი, ან დამნაშავეებთან/თანამონაწილესთან საუბრის დროს გაიგოს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის შესახებ, ასევე ინფორმაცია პირისთვის შესაძლებელია ცნობილი/მოპოვებული გახდეს დოკუმენტებიდან, კერძო მიმოწერიდან და ა.შ. ამასთან, ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში (უმოქმედობაში), კერძოდ, პირის მიერ კომპეტენტური ორგანოებისათვის შეუტყობინებლობაში, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ხოლო აღნიშნული ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებულ აქვს, რომ არ ატყობინებს მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ შესაბამის ორგანოებს/პირებს, რომლის შესახებაც დანამდვილებით იცის და სურს ეს შედეგი, ხოლო შეუტყობინებლობის მოტივი კი შესაძლებელია იყოს შესაძლო შურისძიების შიში, ანგარება და ა.შ. (ამასთან, დაკავშირებით საინტერესოა უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მსჯელობა, რომელიც არსებით მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ იმ დანაშაულის შეუტყობინებლობა, რომლის ჩადენასაც ბრალდებულ პირებს სახელმწიფო ბრალდება ედავება, სასამართლოს მიერ გამოცხადებული/აღიარებული უნდა იყოს დანაშაულად - მოცემულ შემთხვევაში, კი სასამართლომ თა---- ჯა--------ს მიერ ირ---–---------ის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია. (ამის შესახებ იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის 251აპ-16 გადაწყვეტილება)).
5.7.2. საგულისხმოა ასევე, ის გარემოებაც, რომ კანონმდებელი არ ჩამოთვლის იმ ორგანოებს და პირებს, რომელთათვისაც დანაშაულის მომზადების/ჩადენის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუმცა, აღნიშნულ ორგანოებს პირველ რიგში ცალსახად განეკუთვნებიან პროკურატურა, პოლიცია (სამართალდამცავი ორგანოები), რომელთა უშუალო მოვალეობაც არის შესაძლო დანაშაულის გამოძიება და დამნაშავეობასთან ბრძოლა, ხოლო გარდა ზემოაღნიშნული ორგანოებისა ასევე შესაბამის ორგანოებს მიეკუთვნებიან ხელისუფლების და მმართველობის სხვა ორგანოებიც (მაგ. სასჯელაღსრულების შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები, სახალხო დამცველის აპარატი და ა.შ.).
5.7.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც მან იცის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის შესახებ, თუმცა, მას დაუძლეველი ძალით, უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით ან მასზე განხორციელებული ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების გამო არ გააჩნდა რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ზემოაღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის თაობაზე ეცნობებინა სათანადო ორგანოებისათვის/პირებისათვის. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ პირი არ შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნეს ზემოაღნიშნული მუხლით იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირმა იცოდა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ და ამასთანავე, მან ასევე მონაწილეობა მიიღო მოცემული დანაშაულის ჩადენაში (იხ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის 175აპ-11 გადაწყვეტილება).
5.7.4. სასამართლო ბრალდებულ ნა---- თო--------ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ნა---- თო--------მ, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ თა---- ჯა--------ს მიერ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, მიიმალა და არ შეატყობინა მომხდარის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოს.
5.7.5. აღნიშნული დადასტურებულია, თავად ბრალდებულ ნა---- თო--------ს ჩვენებით, რომლის თანახმად, დადგენილია, რომ 2018 წლის 25 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის უშულოდ ირ---–---------ისთვის დანის დარტყმის დროს, იმყოფებოდა თა---- ჯა--------სთან ერთად, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო თა---- ჯა--------ს მიერ ირ---–---------ისთვის დაზიანების (და არა მოკვლის განზრახვის შესახებ, როგორც ამას თავად ბრალდებული განმარტავს) მიყენების ფაქტი, თუმცა, მას არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ნა---- თო--------ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, ასევე თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით, რომელთაც დაადასტურეს ნა---- თო--------ს შემთხვევის ადგილზე ყოფნა, ასევე, დადასტურებულია, ვიდეოჩანაწერით, სადაც ნათლად ჩანს, რომ მთელი კონფლიქტის დროს იგი ნამდვილად იმყოფება შემთხვევის ადგილზე, ასევე, დადასტურებულია ოდოროლოგიური დასკვნით, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ნა---- თო--------საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა. შესაბამისად, ნა---- თო--------ს ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი ამტკიცებს, რომ მან, მართალია, დაინახა თა---- ჯა--------ს მიერ ირ---–---------ის ჯანმრთელობის დაზიანების (და არა მკვლელობის მცდელობის) ფაქტი, თუმცა, დარწმუნებული იყო იმაში, რომ მოცემულ შემთხვევაში, მკვლელობის მცდელობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, სასამართლოსათვის ირელევანტურია, ვინაიდან, ასეთ ვითარებაში, გადამწყვეტია არა ის გარემოება, თუ რა სამართლებრივ შეფასებას/კვალიფიკაციას მისცემს ფაქტის შემსწრე პირი დანაშაულებრივ შემთხვევას, არამედ ის, თუ რა მოიმოქმედა მან მას შემდეგ, როდესაც იგი შეესწრო (მოისმინა/დაინახა) სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს, შეატყობინა თუ არა ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს ან ეცადა თუ არა პირი ეცნობებინა აღნიშნულის თაობაზე სათანადო უწყებებისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში, ნა---- თო--------ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
5.7.6. ამდენად, სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნა---- თო--------მ ჩაიდინა შეუტყობინებლობა, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქციით). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. თა---- ჯა--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
6.2. ნა---- თო--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.
7.6. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ნა---- თო--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს (თუმცა, არა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შეუტყობინებლობას, არამედ მძიმე დანაშაულის ჩადენის შეუტყობინებლობას, კერძოდ, დანაშაულს გათვალისწინებულს საქართველოს - სსკ-ის 117-ე მუხლით), ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევაზე სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, არ არის ნასამართლევი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ნა---- თო--------ს მიერ ჩადენილია ისეთი დანაშაულის შეუტყობინებლობა, როგორიც არის მკვლელობის მცდელობა, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, თუმცა, ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ნა---- თო--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის (2018 წლის 0-----------მდე მოქმედი რედაქციით) სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ნა---- თო--------ს პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
7.7. თა---- ჯა--------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენისათვის კანონმდებლის მიერ უალტერნატივოდ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
7.8. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულ თა---- ჯა--------ს მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, ასევე, მხედველობაში იღებს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედების მიმართ, კერძოდ, იგი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და არ ავლენს რაიმე სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო. სასამართლო ასევე, ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, რომლის თანახმადაც, მას თა---- ჯა--------ს მიმართ პრეტენზია გააჩნია.
7.9. ზემოაღნიშნულ გარემოებათა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ თა---- ჯა-------- არ არის ნასამართლევი და ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის სანქციის ფარგლებში, კერძოდ, თა---- ჯა-------- ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, როგორც პროპორციული და თანაზომიერი სასჯელი ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მისი პიროვნების შესაბამისად.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- დაზარალებულ ირ---–---------ის მობილური ტელეფონი; ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან ამოღებული ირ---–---------ის ტანსაცმელი; ასევე, ირ---–---------ის სამედიცინო ისტორია და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი სათვალე (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ირ---–---------ეს, კანონით დადგენილი წესით;
- ქ. თბილისში, წმინდა ბ--------- უბანი #---, ოთახიN#--ის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი ხანჯალი, ერთი ცალი ხანჯლის პირი და ერთი დანა, ასევე, მაისური, ქალის ხელჩანთა, ფულადი თანხით და პირადი საბუთებით, ასევე, 1 ცალი პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული სველი მაისურით და ხელოვნური თმებით, თა---- ჯა--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული სპორტული შარვალი, ბრელოკი, შლაგბაუმის პულტი, ავტომანქანა „მ-----------ის“ გასაღები, ავტომანქანა „მ-----------ის“ გახსნა-დათვალიერების დროს ამოღებული ვერცხლისფერი ცეპი, „ნიმესილი“, „დიაზეპამი“, „გაბაგამა“, მოთეთრო ფერის შორტი, მოწითალო ფერის ლაქებით, შავი ფერის ხელჩანთა, ჯინსის შარვალი, ქამარი და შავი ფერის ქურთუკი, ასევე, პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით, თა---- ჯა--------ს ფეხსაცმელი. ასევე. ნა---- თო--------ს „ა------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ნა---- თო--------ს ტანსაცმელი, (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში), ასევე, ავტომანქანა „მ-----------ი“, სახელმწიფო ნომრით T-------- (რომელიც განთავსებულია შს დ--------------------ის სამმართველოს მესამე განყოფილების ავტოსადგომზე), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, კანონით დადგენილი წესით;
- ნა---- თო--------ს ნერწყვის ნიმუში, ნა---- თო--------ს სუნის ნიმუში, თა---- ჯა--------ს სუნის ნიმუში, თა---- ჯა--------ს ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: ფეხსაცმლის კვალი, გადატანილი ორ ცალ დაქტილოფირზე, მოწითალო ფერის ანაწმენდები, სუნის კვალის ნიმუში - ერთ ქილად, ავტომანქანა „მ-----------ის“ გახსნა-დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები, ანაწმენდები, თმის ღერები, რვა ცალი ლუქი და თოკი, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, სუნის კვალი - ორ ქილად, დაზიანებული პერანგის მკლავი, მოწითალო ფერის ლაქებით, ორი ცალი შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, ავტომანქანა „ჰ------------იდან“ ამოღებული 4 ცალი დაქტილოფირი, ავტომანქანა „მ-----------იდან“ ამოღებული 8 ცალი დაქტილოფირი, ავტომანქანა „ჰ------------ის“ გახსნა-დათვალიერების დროს მოხსნილი ლუქები და ძაფი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- შპს „ა---------------ს“ ჩანაწერი, ერთ ცალ DVD დისკზე; შპს „ქართუ ჯგუფის“ ჩანაწერი, ერთ ცალ DVD დისკზე; შპს „რუსთავი 2“ -დან გამოთხოვილი ჩანაწერები, ერთ ცალ DVD დისკზე; შპს „პალიტრა Tv“ -დან გამოთხოვილი ჩანაწერები, ერთ ცალ DVD დისკზე და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ერთ ცალ DVD დისკზე, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თა---- ჯა-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ თა---- ჯა--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ თა---- ჯა--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.
3. ნა---- თო-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 0-----------მდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
4. მსჯავრდებულ ნა---- თო--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ნა---- თო--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- დაზარალებულ ირ---–---------ის მობილური ტელეფონი; ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან ამოღებული ირ---–---------ის ტანსაცმელი; ასევე, ირ---–---------ის სამედიცინო ისტორია და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი სათვალე (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულ ირ---–---------ეს, კანონით დადგენილი წესით;
- ქ. თბილისში, წმინდა ბ--------- უბანი #---, ოთახიN#--ის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი ხანჯალი, ერთი ცალი ხანჯლის პირი და ერთი დანა, ასევე, მაისური, ქალის ხელჩანთა, ფულადი თანხით და პირადი საბუთებით, ასევე, 1 ცალი პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული სველი მაისურით და ხელოვნური თმებით, თა---- ჯა--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული სპორტული შარვალი, ბრელოკი, შლაგბაუმის პულტი, ავტომანქანა „მ-----------ის“ გასაღები, ავტომანქანა „მ-----------ის“ გახსნა-დათვალიერების დროს ამოღებული ვერცხლისფერი ცეპი, „ნიმესილი“, „დიაზეპამი“, „გაბაგამა“, მოთეთრო ფერის შორტი, მოწითალო ფერის ლაქებით, შავი ფერის ხელჩანთა, ჯინსის შარვალი, ქამარი და შავი ფერის ქურთუკი, ასევე, პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით, თა---- ჯა--------ს ფეხსაცმელი. ასევე. ნა---- თო--------ს „ა------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ნა---- თო--------ს ტანსაცმელი, (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში), ასევე, ავტომანქანა „მ-----------ი“, სახელმწიფო ნომრით T-------- (რომელიც განთავსებულია შს დ--------------------ის სამმართველოს მესამე განყოფილების ავტოსადგომზე), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, კანონით დადგენილი წესით;
- ნა---- თო--------ს ნერწყვის ნიმუში, ნა---- თო--------ს სუნის ნიმუში, თა---- ჯა--------ს სუნის ნიმუში, თა---- ჯა--------ს ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: ფეხსაცმლის კვალი, გადატანილი ორ ცალ დაქტილოფირზე, მოწითალო ფერის ანაწმენდები, სუნის კვალის ნიმუში - ერთ ქილად, ავტომანქანა „მ-----------ის“ გახსნა-დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ანაწმენდები, ანაწმენდები, თმის ღერები, რვა ცალი ლუქი და თოკი, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, სუნის კვალი - ორ ქილად, დაზიანებული პერანგის მკლავი, მოწითალო ფერის ლაქებით, ორი ცალი შავი ფერის პოლიეთილენის პარკი, ავტომანქანა „ჰ------------იდან“ ამოღებული 4 ცალი დაქტილოფირი, ავტომანქანა „მ-----------იდან“ ამოღებული 8 ცალი დაქტილოფირი, ავტომანქანა „ჰ------------ის“ გახსნა-დათვალიერების დროს მოხსნილი ლუქები და ძაფი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- შპს „ა---------------ს“ ჩანაწერი, ერთ ცალ DVD დისკზე; შპს „ქართუ ჯგუფის“ ჩანაწერი, ერთ ცალ DVD დისკზე; შპს „რუსთავი 2“ -დან გამოთხოვილი ჩანაწერები, ერთ ცალ DVD დისკზე; შპს „პალიტრა Tv“ -დან გამოთხოვილი ჩანაწერები, ერთ ცალ DVD დისკზე და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ერთ ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე