განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - თამთა გაჩეჩილაძის,პროკურორ - ნ----- ქ-----–---–ის,ადვოკატ - ა--- შ-–---–---–ის,ბრალდებულ - ჯ--–--- ბ----–----ის,მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ--–--- ბ----–----ის, დაბადებულის 1--- წლის 3---------ოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონეს, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის ქ-----–------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, ა--–---–------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ჯ--–--- ბ----–----მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ჯ--–--- ბ----–----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2018 წლის 15 ნოემბერს, ქ.თბილისში, კ--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ--–--- ბ----–----ი უკანონოდ ინახავდა მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ 0,0218 გრამ ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინს.
ბრალდებულმა ჯ--–--- ბ----–----მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ჯ--–--- ბ----–----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევი ჯ--–--- ბ----–----ი 2018 წლის 15 ნოემბერს, ქ.თბილისში, კ--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ინახავდა მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ 0,0218 გრამ ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინს.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - პატაკით, ჯ--–--- ბ----–----ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებით, მოწმეების დ-------- ჟ----ას და ჯ--–--- ბ----–----ის გამოკითხვის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნით, ნარკოლოგიური შემოწმების №------- დასკვნით, 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა, რომლებიც სადაო არ გაუხდია დაცვის მხარეს დადასტურდა ჯ--–--- ბ----–----ის მიერ ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა სცნეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენხვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ჯ--–--- ბ----–----ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებების მიხედვით დადგენილი იქნა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ჯ--–--- ბ----–----მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის რომ, მან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული და ეს მაშინ, როცა კონტროლს მის ყოფაქცევაზე ახორციელებდა პრობაციის სამსახური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ჯ--–--- ბ----–----ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა უნდა განესაზღვროს თავისუფლების თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ--–--- ბ----–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ჯ--–--- ბ----–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
2. გაუქმდეს ჯ--–--- ბ----–----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გირაოს გამოყენების პირობების დარღვევის გამო გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. ჯ--–--- ბ----–----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 12 მარტიდან;
4. ჯ--–--- ბ----–----ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 15 ნოემბრიდან 2018 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;
5. ჯ--–--- ბ----–----ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
6. ჯ--–--- ბ----–----ისგან ამოღებული მომცრო ზომის მინის ქილა, მასში მოთავსებული მოყავისფრო ფერის მასა და ამავე ფერის სითხე, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–---------–-–------------------------------------------------------------------- სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი