განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2019
საქმის ნომერი
330100119002827849
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ფატიმა გოგიშვილის მდივნობით

პროკურორ _ ლ-–- გ-------–--ის

ბრალდებულ _ დ----- პ----–---–ის

ადვოკატ _ მ---- ს------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ დ----- მ-----ის ძე პ----–---–ის, დაბადებულის 1--- წლის------------ საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–-, ე--------------–---–----------–--–--------, №---ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-, გ-–-------–----------–--–-------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- პ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

დ----- პ----–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ------–--–-, მო---------------------------------–------- კორპუსის სადარბაზოში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო და ეჭვიანობის ნიადაგზე, დ----- პ----–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ---- ნ-----–-–---–ს, კერძოდ, შეაგინა დედის მისამართით და ხელი გაარტყა სახის არეში - ნიკაპზე, რის შედეგადაც ნ---- ნ-----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ, დ----- პ----–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ---- ნ-----–-–---–ს, კერძოდ, თუ არ შეურიგდებოდა, - მოკლავდა მას და მის მეგობარსაც, რის შედეგადაც ნ---- ნ-----–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ე.ი. დ----- პ----–---–მა ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა დ----- პ----–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით, დ----- პ----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, არ არის ნასამართლევი და იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძალადობა ატარებდა ერთჯერად ხასიათს (რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან დაახლოებით 19 წელი), ხოლო თავად 2019 წლის 4 იანვარს განხორციელებული ძალადობისას ადგილი არ ჰქონია არაერთჯერად დარტყმასა და სხვა ისეთი სახის დაუნდობელ ძალადობას, რაც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან, რის გამოც სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია დ----- პ----–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, რომლის განსაზღვრისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკს, რაც მოცემულ შემთხვევაში შემცირებულია, ვინაიდან დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი ამოწურულია და აგრძელებენ თანაცხოვრებას, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებითა და დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს ზედმეტად მკაცრად მიაჩნია იმ პირობებში, როდესაც მის კმაყოფაზე, გარდა მეუღლისა და შვილებისა (მათ შორის, არასრულწლოვანისა), იმყოფებიან სოციალურად დაუცველი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მშობლები და შესაბამისად, ბრალდებულის საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება კიდევ უფრო უარყოფითად აისახება მისი ოჯახის მდგომარეობაზე. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს - ჯარიმას (საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის) ანდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, სასამართლოს საბოლოო სასჯელის სახით მათი დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რამდენადაც მხედველობაში იღებს ერთის მხრივ, ბრალდებულის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ, საქმეში არსებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ბრალდებულის ოჯახი განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს, თავად კი ფინანსური ვალდებულებები აქვს საბანკო დაწესებულებების წინაშე, ხოლო მეორეს მხრივ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინაიდან მისი თქმით, აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რაც ხელს შეუშლის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ----- პ----–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- პ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

2. დ----- პ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ----- პ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

4. მსჯავრდებულ დ----- პ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 5 იანვრიდან - 2019 წლის 7 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

5. მსჯავრდებულ დ----- პ----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. დ----- პ----–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

6. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი