განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15 თებერვლი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბე--------–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ალ------ ნ--------- მა-------ი (დაბადებული - 19---–-–----- დ------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, სო----–- ფ-------–ა, თ---------–---- ქ---- N5--ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეფარდებულის მიმართ.
ადვოკატი: ცე----- მე-–------რი
თარჯიმანი: ვი----–- მი--------ვი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’და ,,ე’’ ქ/ პუნქტები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქ/ პუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი;
დისპოზიცია: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი ქონდა ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი ქონდა ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული; სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევი პირის მიერ, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 3-----ის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევ ალ------ მა-------ზე სასჯელის მიზნებმა (დანაშაულის კერძო პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია) ვერ იმოქმედა და მან კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული: ალ------ მა-------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ერთ ცალ პოლიეთილენის პაკეტად დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით - 0.8316 გრამი. 2----–-–-ს 16 ოქტომბერს აღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0.8316 გრამი ჰეროინი ალ------ მა-------მა ქ. თბილისში, ფ-------–ის დასახლებაში, თ---------–---- ქ. N5--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ანგარების მოტივით, 500 (ხუთასი) ლარის სანაცვლოდ გაასაღა მოქალაქე ჯ--- ბ--------–---–ზე.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 3-----ის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევ ალ------ მა-------ზე სასჯელის მიზნებმა (დანაშაულის კერძო პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია) ვერ იმოქმედა და მან კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული: ალ------ მა-------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით - 0.198 გრამი. 2----–-–-ს 17 ოქტომბერს ერთ ცალ პოლიეთილენის პაკეტად დაფასოებული აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება - 0.198 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ალ------ მა-------მა ქ. თბილისში, ფ-------–ის დასახლებაში, თ---------–---- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ანგარების მოტივით, 300 (სამასი) ლარის სანაცვლოდ გაასაღა მოქალაქე ჯ--- ბ--------–---–ზე.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 3-----ის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევ ალ------ მა-------ზე სასჯელის მიზნებმა (დანაშაულის კერძო პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია) ვერ იმოქმედა და მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული: 2----–-–-ს დ------რში ალ------ მა-------მა ამჯერადაც ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რაც დაუდგინდა 2----–-–-ს 11 დ------რს, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის შედეგად.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ალ------ მა-------ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - სო--–-- კ-----–---ის, თა---- დ---–--–-–--ლის, ჯ--- ბ--------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ამოღების ოქმები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N2---/სქ-3---/ქრ დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N2-----------/ქრ დასკვნა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს N7------ დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 03-----ის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ალ------ მა-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. , 1.2. , 1.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ალ------ მა-------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3.2. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე კი გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში კი, იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე, მაგ. ყიდვა, გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა, შენახვა, გასაღება) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
3.4. რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს - იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული - ამ პუნქტის სუბიექტია ის პირი, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული სხვა - 260-ე მუხლის გარდა - რომელიმე დანაშაული. ამასთან, წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 03-----ის განაჩენით ალ------ მა-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში 2----–-–-ს 1-----–ისს შესაბამისად, ალ------ მა-------ს დანაშაულის ჩადენის დროს (2----–-–-ს 16-17 ოქტომბერი) იმყოფებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი პირი და მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება იძლევა იმ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობას, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
3.5. სასამართლო განმარტავს, ასევე, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი ან/და ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი ან/და იგი ამ დანაშაულისთვის უნდა იყოს ნასამართლევი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 03-----ის განაჩენით ალ------ მა-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით), რაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში 2----–-–-ს 1-----–ისს, შესაბამისად, ალ------ მა-------ს დანაშაულის ჩადენის დროს (2----–-–-ს 11 დ------რი) იმყოფებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი პირი).
3.6. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - მოწმეების - სო--–-- კ-----–---ის, თა---- დ---–--–-–--ლის, ჯ--- ბ--------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ამოღების ოქმები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N2---/სქ-3---/ქრ დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N2-----------/ქრ დასკვნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს N7------ დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 03-----ის განაჩენითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ალ------ მა-------მა
3.7. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ალ------ მა-------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’და ,,ე’’ ქ/ პუნქტები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქ/ პუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი ქონდა ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ამ თავით გათვალისწინებული დანაშაული; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევი პირის მიერ, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, რისთვისაც ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 5--ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 5--ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. ზემოაღნიშნულთან (4.1. და 4.2. პუნქტებთან) მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ალ------ მა-------ის სასჯელის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე, კერძოდ: შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.
4.5. სასამართლო ითვალისწინებს ალ------ მა-------ის აღიარებას, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, მის წარსულ ცხოვრებას - პირად და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს - მომეტებული საფრთხის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობასთან მიმართებით და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 3-----ის განაჩენით ალ------ მა-------ი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რის გამოც სასჯელის მიზნებმა (დანაშაულის კერძო პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია) მასზე ვერ იმოქმედა და მან კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით ალ------ მა-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’და ,,ე’’ ქ/ პუნქტების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქ/ პუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელები თ---------–---- აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
4.6. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ალ------ მა-------ს სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით.
4.7. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ალ------ მა-------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს (შეძენა, შენახვა, გასაღება) უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რომლის ვადის ათვლაც ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდის მომენტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ალ------ მა-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თ---------–---- აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
2. ალ------ მა-------ი ასევე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თ---------–---- აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
3. ალ------ მა-------ი ასევე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თ---------–---- აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ალ------ მა-------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თ---------–---- აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
5. ალ------ მა-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2----–-–-ს 11 დეკემბრიდან.
6. ალ------ მა-------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის უწყებებს.
7. ალ------ მა-------ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
8. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ:
- ალ------ მა-------ის ნერწყვის ნიმუში; ჯ--- ბ--------–---–ისაგან სხვადასხვა დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთად გამოყენებული პოლიეთილენის მასალა, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-------------------------–--ში - სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
- ორი ცალი DVD-R ელექტრონული დისკი, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-------------------------–--ში - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე