განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2019
საქმის ნომერი
330100119002847851
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

ფატიმა გოგიშვილის მდივნობით

პროკურორ _ ლ-–- გ-------–--ის

ბრალდებულ _ მ-----– გ----------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ მ-----– გ-------ს ძე გ----------–---–ის, დაბადებულის 1--- წლის---------------, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ს--------ს რაიონის სოფელ ხ-----ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-- ქ---------–-ს ქუჩა #---ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----– გ----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

მ-----– გ----------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 15 იანვარს, დილის საათებში, დაახლოებით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ-------–--–-, ქ---------–-ს ქუჩა №---ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ-----– გ----------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ნ-----–-- ბ----–---–ს, კერძოდ, შეაგინა დედის მისამართით, ორჯერ გაარტყა გაშლილი მარჯვენა ხელი სახის არეში და მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც ნ-----–-- ბ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. მ-----– გ----------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 იანვრის ეპიზოდი).

გარდა ამისა, 2019 წლის 16 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ-------–--–-, ქ---------–-ს ქუჩა №---ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ-----– გ----------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ნ-----–-- ბ----–---–ს, კერძოდ, ჯერ მარჯვენა ხელი გაარტყა სახეში და შემდგომ შეკრული მუშტი ორჯერ ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ნ-----–-- ბ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. მ-----– გ----------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 16 იანვრის ეპიზოდი).

სასამართლოს დასკვნა მ-----– გ----------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ მ-----– გ----------–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, პაციენტის სამედიცინო ბარათს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ-----– გ----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, მ-----– გ----------–---–ის მხრიდან დედის - ნ-----–-- ბ----–---–ის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ფაქტებს ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, კერძოდ, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში განხორციელებული ფიზიკური ძალადობა გამოიხატა არაერთჯერად დარტყმაში და ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

დანაშაულის განმეორების რისკთან დაკავშირებით, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ-----– გ----------–---–ი არის ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი, რაც იწვევს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მუდმივ კონფლიქტს, კერძოდ, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, „ჩემი შვილი ხშირად იღებს ალკოჰოლურ სასმელს დიდი რაოდენობით, რის შემდეგაც გვაქვს ოჯახური კონფლიქტი, აღნიშნული კონფლიქტი გრძელდება რამდენიმე წელია, ვინაიდან ის არის ალკოჰოლზე დამოკიდებული...“ აღნიშნულიდან გამომდინარე, ალკოჰოლის მიმართ ბრალდებულის დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების რისკი, რაც აღკვეთილი ვერ იქნება არასაპატიმრო სასჯელის პირობებში. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მ-----– გ----------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც ალტერნატიული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ან მხოლოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო პრევენციის მიზანი).

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ამასთან, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მ-----– გ----------–---–ი არის ნასამართლობის არმქონე და მის მიმართ პირველად ხდება სისხლისსამართლებრივი ღონისძიების გამოყენება სასჯელის სახით, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გააგრძელოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----– გ----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. მ-----– გ----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 16 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 16 იანვრის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2019 წლის 15 იანვრის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ-----– გ----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

4. მ-----– გ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 იანვრიდან.

5. მსჯავრდებულ მ-----– გ----------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ-----– გ----------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

6. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი